მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა იცოდეთ კონტრაცეფციის შესახებ
რა უნდა იცოდეთ კონტრაცეფციის შესახებ

არა­სა­სურ­ვე­ლი ორ­სუ­ლო­ბის აბორ­ტით შე­წყვე­ტა ხში­რია, ამის ერთ-ერთ მი­ზე­ზად კონ­ტრა­ცეფ­ცი­ის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის არა­სა­თა­ნა­დო ცოდ­ნას ასა­ხე­ლე­ბენ. რა უნდა იცო­დეთ კონ­ტრა­ცეფ­ცი­ის შე­სა­ხებ, კი­თხვებს გი­ნე­კო­ლო­გი, ნინო ია­მა­ნი­ძე პა­სუ­ხობს.

ნინო ყუმ­ბუ­ლაშ­ვი­ლი:

უამ­რა­ვი ქა­ლის­გან გა­მი­გია, რომ აბებს იღებ­და და მა­ინც და­ფეხ­მძიმ­და.თუ შე­იძ­ლე­ბა დაწ­ვრი­ლე­ბით აგ­ვიხ­სე­ნით, რო­მე­ლი პე­რე­პა­რა­ტის მი­ღე­ბა ჯო­ბია და რა უნდა იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მი­ღე­ბის დროს?

-აბებს რაც შე­ე­ხე­ბა, ორა­ლურ კონ­ტრა­ცეპ­ტი­ვებს, კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი ორა­ლუ­რი კონ­ტრა­ცეპ­ტი­ვე­ბია. მათი მი­ღე­ბი­სას და­ორ­სუ­ლე­ბის 20-30% არ­სე­ბობს. ანუ ეს 20-30% არ უნდა გა­მოვ­რი­ცხოთ. ყო­ველ­თვის როცა ქალს ვუ­წევთ კონ­სულ­ტა­ცი­ას, პირ­ველ რიგ­ში ეს ინ­ფორ­მა­ცია უნდა მი­ვა­წო­დოთ. არ­სე­ბობს კონ­ტრა­ცეფ­ცი­ის ბუ­ნებ­რი­ვი მე­თო­დე­ბი, არ­სე­ბობს გორ­მო­ნა­ლუ­რი კონ­ტრა­ცეფ­ცია, არ­სე­ბობს საშ­ვი­ლოს­ნოს შიდა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად ეს არის ძა­ლი­ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, უნდა იყოს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ყვე­ლა პა­ცი­ენტზე მორ­გე­ბუ­ლი; სა­ჭი­როა დაწ­ვრი­ლე­ბი­თი კონ­სულ­ტა­ცია და კონ­ტრა­ცეფ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი შერ­ჩე­ვა. პა­სუ­ხის ზი­რი­თა­დი არსი ის არის, რომ ეს არ არის 100%_იანი კონ­ტრა­ცეფ­ცია, შე­სა­ბა­მი­სად ამ შემ­თხვე­ვა­ში 100 ქა­ლი­დან შე­საძ­ლე­ბე­ლია 20-30 და­ორ­სულ­დეს. ამას­თან, ისიც უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ

რომ ორა­ლურ კონ­ტრა­ცეფ­ცი­ას სის­ტე­მუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა სჭირ­დე­ბა; ამა­ზეც შე­სა­ბა­მი­სი კონ­სულ­ტა­ცია უნდა გა­ვუ­წი­ოთ პა­ცი­ენტს, ვი­ნა­ი­დან ის არ არის კონ­ფორ­ტუ­ლი ზო­გი­ერ­ტი ადა­მი­ა­ნის­თვის; ყო­ველ­დღე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, დღე­ში ერთხელ, ერთი და იგი­ვე დროს და თუ ეს რე­ჟი­მი და­ირ­ღვა, შე­სა­ბა­მი­სად ჩვენ უნდა მი­ვა­წო­დოთ ის ინ­ფორ­მა­ცი­აც, რომ 12 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ან პირ­ვე­ლი­ვე გახ­სე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უნდა და­ი­ლი­ოს და­მა­ტე­ბი­თი აბი და ამის შემ­დეგ და­ნარ­ჩე­ნი აბე­ბის სის­ტე­მუ­რი მი­ღე­ბა უნდა გაგ­რძელ­დეს. აქ არის ბევ­რი ასე­თი ნი­უ­ან­სი. ანუ, თუ პლუს კი­დევ ინ­სტრუქ­ცი­ის დარ­ღვე­ვაც ემა­ტე­ბა კონ­ტა­ცეფ­ცი­ის ამ სა­ხეს, შე­სა­ბა­მი­სად უკვე დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მიც მცირ­დე­ბა.

მკი­თხვე­ლი ნინო:

10 წლის წინ ვი­ღებ­დი ჩა­სახ­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აბებს"ოვი­დონ რიხ­ტერს".ექ­ვსი თვის თავ­ზე და­მე­წყო სიყ­ვით­ლე,მე წა­მალს და­ვაბ­რა­ლე და შევ­წყვი­ტე მი­ღე­ბა. გთხოვთ მირ­ჩი­ოთ რო­მე­ლი პრე­პა­რა­ტი მი­ვი­ღო რომ იყოს ეფექ­ტუ­რი და უსაფრ­თხო?

-"ოვი­დონ­ში" საკ­მა­ოდ დიდი დო­ზით შე­დის ესტრო­გე­ნი, რო­მელ­მაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ეს გარ­თუ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. მან რომ და­ი­წყო ამ წამ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა, წე­სით ექიმს უნდა გა­ეფრ­თხი­ლე­ბი­ნა, რად­გან ეს არის ესტრო­გენ და­მო­კი­დე­ბუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბა - სიყ­ვით­ლე, რაც პა­ცი­ენ­ტმა აღ­ნიშ­ნა. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ეს არის ესტრო­გე­ნის დიდი დო­ზის შემ­ცვე­ლი პრე­პა­რა­ტი, მისი გვერ­დი­თი ეფექ­ტი, შე­სა­ბა­მი­სად უფრო დიდი დო­ზით გა­მოვ­ლინ­დე­ბა ორ­გა­ნიზ­მში. ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­სა­ვა­ლი ის არის, რომ ესტრო­გე­ნის შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი დო­ზის შემ­ცვე­ლი პრე­პა­რა­ტი უნდა იყოს მი­ღე­ბუ­ლი.

ლე­ი­ლა:

რა უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბე­ბი აქვს ჰორ­მო­ნა­ლურ კონ­ტრა­ცეფ­ცი­ას?

-უარ­ყო­ფი­თი საკ­მა­ოდ ბევ­რი აქვს, თუმ­ცა ამა­ვე დროს საკ­მა­ოდ ბევ­რი კარ­გი თვი­სე­ბა აქვს. გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გე­ნე­ტი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა: სის­ხლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, თირკმლის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა, ღვიძ­ლის გარ­კვე­უ­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბი, ინ­სულ­ტის წი­ნა­პი­რო­ბა, გე­მოს­ტა­ზის ანუ სის­ხლის შე­დე­დე­ბის დარ­ღვე­ვა, შა­კი­კი და მსგავ­სი ასე­თი პა­თო­ლო­გი­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ამას აქვს აბ­სო­ლუ­ტუ­რად უარ­ყო­ფი­თი ჩვე­ნე­ბა. მაგ­რამ, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ეს მა­ინც ისეთ ასა­კობ­რივ ჯგუფს ეხე­ბა, რო­მელ­საც რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ხანა ქვია: პა­ცი­ენ­ტე­ბი რომ­ლე­ბიც მოგ­ვმარ­თა­ვენ კონ­ტრა­ცეფ­ცი­ა­ზე ძი­რი­თა­დად, 18-20 წლი­დან 40 წლამ­დე ასა­კის არი­ან, ეს არის მეტ-ნაკ­ლე­ბად ჯან­მრთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა, თუ სწო­რად გა­მოვ­კი­თხეთ და კარ­გად მი­ვი­ღეთ ინ­ფორ­მა­ცია პა­ცი­ენ­ტის­გან და შე­სა­ბა­მი­სად, სწო­რედ შე­ვურ­ჩი­ეთ დოზა, გარ­თუ­ლე­ბებს ავუვ­ლით გვერდს და გვერ­დით ეფექ­ტებს ნაკ­ლე­ბად მი­ვი­ღებთ.

თა­მა­რი:

რო­გორ და­ვიც­ვათ თავი არა­სა­სურ­ვე­ლი ორ­სუ­ლო­ბის­გან, თუ არ გვაქვს ეს ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი კონ­ტრა­ცეფ­ტი­ვე­ბის შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა,რო­გორც ვიცი რუს­მა ქა­ლებ­მა იცი­ან მარ­ტი­ვი და ეფექ­ტუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი. სა­მე­დი­ცი­ნო თვალ­საზ­რი­სით რას გვე­ტყვით?

-ეს არც იმ­დე­ნად ძვი­რია, რად­გან რამ­დე­ნა­დაც მე ვიცი, UNICEF_ის პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით, სა­ერ­თოდ ეს ფი­ნანსდე­ბა. სა­ერ­თოდ ქალ­თა კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის დიდ ნა­წილს, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო დახ­მა­რე­ბა ეს ურიგ­დე­ბა და რეპ­რო­დუქ­ცი­ულ კა­ბი­ნე­ტებ­სა, ქალ­თა კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ში, ასე­ვე სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლებ­ში მეან-გი­ნე­კო­ლო­გებს, რო­გორც ვიცი, თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლი­ათ ამ პრე­პა­რა­ტე­ბის გა­ცე­მა. თუმ­ცა ამ ბოლო დროს, თუ არ ვცდე­ბი, ამ პროგ­რა­მამ გა­და­ი­ნაც­ვლა აფ­თი­ა­ქე­ბის­კენ და მი­ნი­მა­ლურ ფა­სებ­ში ხდე­ბა ამ კონ­ტრა­ცეპ­ტი­ვე­ბის გა­ყიდ­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა ძვი­რა­დღი­რე­ბულ კონ­ტრა­ცეფ­ცი­ას, გე­თან­ხმე­ბით რომ არის ია­ფი­ა­ნი და შე­და­რე­ბით ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი კონ­ტრა­ცეპ­ტი­ვე­ბი, ისი­ნი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სამ­კურ­ნა­ლო­დაც. ამ შემ­თხევ­ვა­ში, ეს უკვე არა­მარ­ტო კონ­ტრა­ცეფ­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა, არა­მედ ამას ემა­ტე­ბა სამ­კურ­ნა­ლო ეფექ­ტი და რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი მკურ­ნა­ლობს და მას სჭირ­დე­ბა ეს მკურ­ნა­ლო­ბა, გვინ­და თუ არა უნდა გა­და­ვი­ხა­დოთ ეს თან­ხა. მაგ­რამ თუ მხო­ლოდ კონ­ტრა­ცეპ­ტუ­ლი მო­მენ­ტია, გარ­და ორა­ლუ­რი კონ­ტრა­ცეპ­ტი­ვე­ბი­სა არ­სე­ბობს კი­დევ ბუ­ნებ­რი­ვი მე­თო­დე­ბი: სქე­სობ­რი­ვი აქ­ტის შე­წყვე­ტის მე­თო­დი, კა­ლენ­და­რუ­ლი მე­თო­დი, სტან­დარ­ტუ­ლი დღე­ე­ბის მე­თო­დი - ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად უფა­სოა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მენსტრუ­ა­ლუ­რი დღე­ე­ბის დათ­ვლის მი­ხედ­ვი­თა და ოვუ­ლა­ცი­ის გან­სა­ზღვრის მი­ხედ­ვით, შე­საძ­ლე­ბე­ლია ეს ფერ­ტი­ლუ­რი დღე­ე­ბი და­ად­გი­ნოს პა­ცი­ენ­ტმა და შე­სა­ბა­მის დღე­ებ­ში შე­ი­კა­ვოს თავი სქე­სობ­რი­ვი კონ­ტაქ­ტის­გან. ასე­ვე არ­სე­ბობს საშ­ვი­ლოს­ნოს შიდა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც არ უნდა ჯდე­ბო­დეს იმ­დე­ნად ძვი­რი. მათ აქვთ 10_დან 12 წლამ­დე გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ვადა, მაგ­რამ შე­სა­ბა­მი­სად 100% სტე­რი­ლი­ზა­ცია მაგ შემ­თხვე­ვა­ში არ არის. ასე­ვე არის ბა­რი­ე­რუ­ლი მე­თო­დე­ბი: კონ­დო­მე­ბი, დი­აფ­რაგ­მე­ბი, საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის ჩა­ჩე­ბი და მრა­ვა­ლი სხვა. ამ მხვრივ სა­მე­დი­ცი­ნო პრო­დუქ­ცი­ის ბა­ზა­რი იმ­დე­ნად დი­დია, რომ ნე­ბის­მი­ერ­მა ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა თა­ვის ჯი­ბეს მო­არ­გოს შე­სა­ბა­მი­სი პრო­დუქ­ცია.

თი­ნა­თი­ნი:

რა გავ­ლე­ნას ახ­დენს აბორ­ტი ქალი ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, რო­გორც ვი­ცით არის მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი აბორ­ტი, არის თუ არა საფრ­თხე, რომ აბორ­ტის აკ­რძალ­ვის შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ გა­ზას მი­მარ­თონ?

-თუ ლო­გი­კუ­რად მივ­ყე­ვით ამ აზრს ეს იგი­ვე აბორ­ტია, უბ­რა­ლოდ მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი ხერ­ხით და არა ინ­სტრუ­მე­ტა­ლუ­რი ხერ­ხით. შე­სა­ბა­მი­სად, ეს მე­თო­დიც აიკ­რძა­ლე­ბა. ყო­ველ­შემ­თხვე­ვა­ში, სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში თუ ეს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გინ­და. რაც შე­ე­ხე­ბა აბორ­ტს, ანუ ორ­სუ­ლო­ბის ხე­ლოვ­ნურ შე­წყვე­ტას, ეს არის ყვე­ლა­ზე მძი­მე ჰორ­მო­ნა­ლუ­რი დი­სო­ნან­სი ადა­მი­ა­ნის რეპ­რო­დუქ­ცი­ულ ჯან­მრთე­ლო­ბა­ში. ანუ ეს არის ძა­ლი­ან უხე­ში ჩა­რე­ვა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში; ამის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის გო­მე­ოს­ტა­ზი, ანუ აღ­დგე­ნა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, გა­ცი­ლე­ბით უფრო რთუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს. ცალ­სა­ხად მინ­და გი­თხრათ, რომ ნამ­დვი­ლად ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის კონ­ტრა­ცეფ­ცია ჯო­ბია ქალ­მა გა­მო­ი­ყე­ნოს, ვიდ­რე ხე­ლოვ­ნუ­რად შე­წყვი­ტოს ორ­სუ­ლო­ბა.

ნინო:

რა და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი ეფექ­ტი აქვს ჩა­სახ­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აბე­ბის მი­ღე­ბას?

-და­დე­ბით მხა­რეს რაც შე­ე­ხე­ბა - ორა­ლუ­რი ანუ ჰორ­მო­ნა­ლუ­რი კონ­ტრა­ცეპ­ტი­ვე­ბი იცავს გე­ნი­ტა­ლურ სის­ტე­მას: ძი­რი­თა­დად, საშ­ვი­ლოს­ნოს, ენ­დო­მეტ­რი­უმს, საკ­ვერ­ცხე­ებს. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ იცავს კი­ბოს­გან. ხდე­ბა ანო­ვუ­ლა­ტო­რუ­ლი ციკ­ლე­ბი, ანუ დატ­ვირ­თვა საკ­ვერ­ცხე­ზე მცირ­დე­ბა ოვუ­ლა­ცი­ის არარ­სე­ბო­ბის გამო; ამ შემ­თხვე­ვა­ში ის­ვე­ნებს ენ­დო­მეტ­რი­უ­მიც. თან­დათ­ნო­ბით, გეს­ტა­გე­ნუ­რი კომ­პო­ნენ­ტის ზე­მოქ­მე­დე­ბით ხდე­ბა ატრო­ფეა და დას­ვე­ნე­ბუ­ლი საკ­ვერ­ცხე და ენ­დო­მეტ­რი­უ­მი არის იმის წი­ნა­პი­რო­ბა, რომ გარ­კვე­უ­ლი პრო­ცენ­ტუ­ლი ალ­ბა­თო­ბით, ასეთ ქა­ლებს ნაკ­ლებ შემ­თხვე­ვა­ში გა­უჩ­ნდეთ სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. მე­ო­რეს მხრივ, ეს არის იმ კონ­ტრა­ცეპ­ტი­ვის სახე, რომ­ლე­ბიც სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­დე­ბი ინ­ფექ­ცი­ე­ბის­გან არ იცავს ქალს; ქალს, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე პარტნი­ო­რი ყავს და მა­ღა­ლი რის­კი აქვს და­ინ­ფი­ცი­რე­ბის, გარ­კვე­უ­ლი ვირუ­სე­ბით და სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­დე­ბი ინ­ფექ­ცი­ე­ბით, შე­სა­ბა­მი­სად ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვურ­ჩი­ოთ ბა­რი­ე­რუ­ლი კონ­ტრა­ცეფ­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა.

ეკა-ნინი:

რამ­დე­ნად და­ცუ­ლია ქალი ძუ­ძუ­თი კვე­ბის დროს და­ორ­სუ­ლე­ბი­სა­გან?

-ეს არის ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი კონ­ტრა­ცეფ­ცი­ის სახე. ლა­მის მე­თო­დი ეწო­დე­ბა - სა­მი­ა­ნო-გი­ნე­კო­ლო­გი­ურ წიგ­ნებ­ში, ანუ ლაქ­ტა­ცი­უ­რი-ამი­ნო­რე­ის პე­რი­ო­დი. ეს არის პირ­ვე­ლი ექ­ვსი თვე. ძა­ლი­ან სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ ლა­მის ლა­მის, ლაქ­ტა­ცი­უ­რი-ამი­ნო­რე­ის პე­რი­ო­დის სრულ­ფა­სოვ­ნე­ბა გა­მო­ი­ხა­ტე­ბა მა­შინ, თუ ექ­სკლუ­ზი­ურ ძუ­ძუ­თი კვე­ბა­ზეა ახალ­შო­ბი­ლი. ანუ არ­ცერ­თი სა­ხის საკ­ვე­ბის და სი­თხის მი­ღე­ბაც კი, ამ შემ­თხვე­ვა­ში, არ ხდე­ბა ახალ­შო­ბი­ლის მიერ. დღი­სით ოთხსა­ა­თი­ა­ნი ინ­ტერ­ვა­ლით, ღამე ექ­ვსსა­ა­თი­ა­ნი ინ­ტერ­ვა­ლით ხდე­ბა ძუ­ძუ­თი კვე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში, არის თით­ქმის 100%_ით და­ცუ­ლი მე­ლო­გი­ნე, ნამ­შო­ბი­ა­რე­ბი ქალი - და­ორ­სუ­ლე­ბი­სა­გან. ძუ­ძუ­თი კვე­ბის დროს ხდე­ბა პო­ტენ­ცი­რე­ბა, ისე­თი ნივ­თი­ე­რე­ბის გა­მო­ყო­ფი­სა, რო­მელ­საც ქვია პრო­ლაქ­ტი­ნი. პრო­ლაქ­ტი­ნის მა­ღა­ლი დონე და კონ­ცენ­ტრა­ცია სის­ხლში იწ­ვევს ოვუ­ლა­ცი­ის დათ­რგუნ­ვას. ამის სა­ფუძ­ველ­ზე, ხდე­ბა ანო­ვუ­ლა­ტო­რუ­ლი ციკ­ლი და და­ორ­სუ­ლე­ბის შან­სი პრინ­ციპ­ში არ არ­სე­ბობს. რო­გორც კი ახალ­შო­ბილს და­ე­მა­ტე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის რა­ი­მე საკ­ვე­ბი, ან თუნ­დაც წყა­ლი, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ქალი უკვე სა­ჭი­რო­ებს და­მა­ტე­ბით კონ­ტრა­ცეფ­ცი­ას.

მკი­თხვე­ლი მა­ი­კო:

რამ­დე­ნად კავ­შირ­შია პრე­ზერ­ვა­ტი­ვის ხში­რი გა­მო­ყე­ნე­ბა საშ­ვი­ლოს­ნოს წყლუ­ლის გა­ჩე­ნას­თან, რამ­დე­ნად სწარ­ფად გან­ვი­თა­რე­ბა­დი და­ა­ვა­დე­ბაა და არის თუ არა საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის კი­ბოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა მისი გარ­თუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში?

-საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის წყლუ­ლი, ასე­თი დე­ფი­ნი­ცია აღარ არ­სე­ბობს. ეს არის საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის ექ­ტო­ბია და ის არ არის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი და­ა­ვა­დე­ბა. იმ წყლულს, ალ­ბათ, რო­მელ­საც მკი­თხვე­ლი გუ­ლის­ხმობს ალ­ბათ ეხე­ბა კი­ბოს წი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბებს, რო­მე­ლიც გა­მოწ­ვე­უ­ლია პა­პი­ლო­მა ვირუ­სით და მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, მის ონ­კო­ლო­გი­ად გა­და­საგ­ვა­რებ­ლად პირ­ველ რიგ­ში, სა­ჭი­როა მისი სკრი­ნინ­გი, პა­პი­ლო­მა ვირუ­სის შტამ­პებ­ზე. არ­სე­ბობს მა­ღალ-ონ­კო­გე­ნუ­რი შტამ­პე­ბი და და­ბალ-ონ­კო­გე­ნუ­რი. თუ არის მა­ღალ-ონ­კო­გე­ნუ­რი შტამ­პი ანუ შტამ­პის ვირუ­სი, მაგ შემ­თხვე­ვა­ში 5_დან 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოვ­ლინ­დე­ბა. ეს არ არის იმ­დე­ნად სწრა­ფად გან­ვი­თა­რე­ბა­დი პრო­ცე­სი, რომ ერთ, ორ ან სამ წე­ლი­წად­ში ასე ფორ­მი­რე­ბუ­ლად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის კიბო. ამას სჭირ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი დრო. თუ ად­რე­ულ სტა­დი­ა­ში ჩვენ შევ­ძლებთ ამის დი­აგ­ნოზს , შე­სა­ბა­მი­სად ჩვენ შეგ­ვიძ­ლია საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის კო­ბოს პრე­ვენ­ცია ჩა­ვა­ტა­როთ.

პრე­ზერ­ვა­ტი­ვი პი­რი­ქით იცავს საშ­ვი­ლოს­ნოს ყელს პა­თო­ლო­გი­ე­ბის­გან. ვი­ნა­ი­დან ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კონ­ტრა­ცეპ­ტი­ვი, რო­მე­ლიც იცავს სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­დე­ბი ინ­ფექ­ცი­ე­ბი­სა­გან. სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­დე­ბი ინ­ფექ­ცი­ის ერთ-ერთი ასე­თი ვირუ­სი, პა­პი­ლო­მა ვირუ­სი, რაც დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია მთელს მსოფ­ლი­ო­ში იწ­ვევს საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის კი­ბოს. სწო­რედ ამის ბა­რი­ერს უქ­მნის პრე­ზერ­ვა­ტი­ვი და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის პა­თო­ლო­გი­ე­ბი ნაკ­ლებ­შემ­თხვე­ვა­ში ვით­რდე­ბა, ვიდ­რე კონ­ტრა­ცეფ­ცი­ის სხვა სა­ხის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო

რა უნდა იცოდეთ კონტრაცეფციის შესახებ

რა უნდა იცოდეთ კონტრაცეფციის შესახებ

არასასურველი ორსულობის აბორტით შეწყვეტა ხშირია, ამის ერთ-ერთ მიზეზად კონტრაცეფციის შესახებ საზოგადოების არასათანადო ცოდნას ასახელებენ. რა უნდა იცოდეთ კონტრაცეფციის შესახებ, კითხვებს გინეკოლოგი, ნინო იამანიძე  პასუხობს.

ნინო ყუმბულაშვილი:

უამრავი ქალისგან გამიგია, რომ აბებს იღებდა და მაინც დაფეხმძიმდა.თუ შეიძლება დაწვრილებით აგვიხსენით, რომელი პერეპარატის მიღება ჯობია და რა უნდა იყოს გათვალისწინებული მიღების დროს?

-აბებს რაც შეეხება, ორალურ კონტრაცეპტივებს, კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივებია. მათი მიღებისას დაორსულების 20-30% არსებობს. ანუ ეს 20-30% არ უნდა გამოვრიცხოთ. ყოველთვის როცა ქალს ვუწევთ კონსულტაციას, პირველ რიგში ეს ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ. არსებობს კონტრაცეფციის ბუნებრივი მეთოდები, არსებობს გორმონალური კონტრაცეფცია, არსებობს საშვილოსნოს შიდა საშუალებები. შესაბამისად ეს არის ძალიან ინდივიდუალური, უნდა იყოს ინდივიდუალურად ყველა პაციენტზე მორგებული; საჭიროა დაწვრილებითი კონსულტაცია და კონტრაცეფციის შესაბამისი შერჩევა. პასუხის ზირითადი არსი ის არის, რომ ეს არ არის 100%_იანი კონტრაცეფცია, შესაბამისად ამ შემთხვევაში 100 ქალიდან შესაძლებელია 20-30 დაორსულდეს. ამასთან, ისიც უნდა გავითვალისწინოთ

რომ ორალურ კონტრაცეფციას სისტემური გამოყენება სჭირდება; ამაზეც შესაბამისი კონსულტაცია უნდა გავუწიოთ პაციენტს, ვინაიდან ის არ არის კონფორტული ზოგიერტი ადამიანისთვის; ყოველდღე გამოიყენება, დღეში ერთხელ, ერთი და იგივე დროს და თუ ეს რეჟიმი დაირღვა, შესაბამისად ჩვენ უნდა მივაწოდოთ ის ინფორმაციაც, რომ 12 საათის განმავლობაში ან პირველივე გახსენების შემთხვევაში უნდა დაილიოს დამატებითი აბი და ამის შემდეგ დანარჩენი აბების სისტემური მიღება უნდა გაგრძელდეს. აქ არის ბევრი ასეთი ნიუანსი. ანუ, თუ პლუს კიდევ ინსტრუქციის დარღვევაც ემატება კონტაცეფციის ამ სახეს, შესაბამისად უკვე დაცვის მექანიზმიც მცირდება.

მკითხველი ნინო:

10 წლის წინ ვიღებდი ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს"ოვიდონ რიხტერს".ექვსი თვის თავზე დამეწყო სიყვითლე,მე წამალს დავაბრალე და შევწყვიტე მიღება. გთხოვთ მირჩიოთ რომელი პრეპარატი მივიღო რომ იყოს ეფექტური და უსაფრთხო?

-”ოვიდონში” საკმაოდ დიდი დოზით შედის ესტროგენი, რომელმაც შესაძლებელია ეს გართულება გამოიწვიოს. მან რომ დაიწყო ამ წამლის გამოყენება, წესით ექიმს უნდა გაეფრთხილებინა, რადგან ეს არის ესტროგენ დამოკიდებული ზემოქმედება - სიყვითლე, რაც პაციენტმა აღნიშნა. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ესტროგენის დიდი დოზის შემცველი პრეპარატი, მისი გვერდითი ეფექტი, შესაბამისად უფრო დიდი დოზით გამოვლინდება ორგანიზმში. ამ შემთხვევაში გამოსავალი ის არის, რომ ესტროგენის შედარებით ნაკლები დოზის შემცველი პრეპარატი უნდა იყოს მიღებული.

ლეილა:

რა უარყოფითი თვისებები აქვს ჰორმონალურ კონტრაცეფციას?

-უარყოფითი საკმაოდ ბევრი აქვს, თუმცა ამავე დროს საკმაოდ ბევრი კარგი თვისება აქვს. გულ-სისხლძარღვთა დაავადების შემთხვევაში, გენეტიკური დაავადებები, როგორიცაა: სისხლის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის გარკვეული პათოლოგიები, ინსულტის წინაპირობა, გემოსტაზის ანუ სისხლის შედედების დარღვევა, შაკიკი და მსგავსი ასეთი პათოლოგიების შემთხვევაში ამას აქვს აბსოლუტურად უარყოფითი ჩვენება. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს მაინც ისეთ ასაკობრივ ჯგუფს ეხება, რომელსაც რეპროდუქციული ხანა ქვია: პაციენტები რომლებიც მოგვმართავენ კონტრაცეფციაზე ძირითადად, 18-20 წლიდან 40 წლამდე ასაკის არიან, ეს არის მეტ-ნაკლებად ჯანმრთელი მოსახლეობა, თუ სწორად გამოვკითხეთ და კარგად მივიღეთ ინფორმაცია პაციენტისგან და შესაბამისად, სწორედ შევურჩიეთ დოზა, გართულებებს ავუვლით გვერდს და გვერდით ეფექტებს ნაკლებად მივიღებთ.

თამარი:

როგორ დავიცვათ თავი არასასურველი ორსულობისგან, თუ არ გვაქვს ეს ძვირადღირებული კონტრაცეფტივების შეძენის საშუალება,როგორც ვიცი რუსმა ქალებმა იციან მარტივი და ეფექტური გამოსავალი. სამედიცინო თვალსაზრისით რას გვეტყვით?

-ეს არც იმდენად ძვირია, რადგან რამდენადაც მე ვიცი, UNICEF_ის პროგრამის მიხედვით, საერთოდ ეს ფინანსდება. საერთოდ ქალთა კონსულტაციების დიდ ნაწილს, როგორც სახელმწიფო დახმარება ეს ურიგდება და რეპროდუქციულ კაბინეტებსა, ქალთა კონსულტაციებში, ასევე სამშობიარო სახლებში მეან-გინეკოლოგებს, როგორც ვიცი, თავისუფლად შეუძლიათ ამ პრეპარატების გაცემა. თუმცა ამ ბოლო დროს, თუ არ ვცდები, ამ პროგრამამ გადაინაცვლა აფთიაქებისკენ და მინიმალურ ფასებში ხდება ამ კონტრაცეპტივების გაყიდვა. რაც შეეხება ძვირადღირებულ კონტრაცეფციას, გეთანხმებით რომ არის იაფიანი და შედარებით ძვირადღირებული კონტრაცეპტივები, ისინი გამოიყენება სამკურნალოდაც. ამ შემთხევვაში, ეს უკვე არამარტო კონტრაცეფციას უკავშირდება, არამედ ამას ემატება სამკურნალო ეფექტი და როდესაც ადამიანი მკურნალობს და მას სჭირდება ეს მკურნალობა, გვინდა თუ არა უნდა გადავიხადოთ ეს თანხა. მაგრამ თუ მხოლოდ კონტრაცეპტული მომენტია, გარდა ორალური კონტრაცეპტივებისა არსებობს კიდევ ბუნებრივი მეთოდები: სქესობრივი აქტის შეწყვეტის მეთოდი, კალენდარული მეთოდი, სტანდარტული დღეების მეთოდი - ეს აბსოლუტურად უფასოა, ჩვეულებრივად მენსტრუალური დღეების დათვლის მიხედვითა და ოვულაციის განსაზღვრის მიხედვით, შესაძლებელია ეს ფერტილური დღეები დაადგინოს პაციენტმა და შესაბამის დღეებში შეიკავოს თავი სქესობრივი კონტაქტისგან. ასევე არსებობს საშვილოსნოს შიდა საშუალებები, რომლებიც არ უნდა ჯდებოდეს იმდენად ძვირი. მათ აქვთ 10_დან 12 წლამდე გარანტირებული ვადა, მაგრამ შესაბამისად 100% სტერილიზაცია მაგ შემთხვევაში არ არის. ასევე არის ბარიერული მეთოდები: კონდომები, დიაფრაგმები, საშვილოსნოს ყელის ჩაჩები და მრავალი სხვა. ამ მხვრივ სამედიცინო პროდუქციის ბაზარი იმდენად დიდია, რომ ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება თავის ჯიბეს მოარგოს შესაბამისი პროდუქცია.

თინათინი:

რა გავლენას ახდენს აბორტი ქალი ჯანმრთელობაზე, როგორც ვიცით არის მედიკამენტოზური აბორტი, არის თუ არა საფრთხე, რომ აბორტის აკრძალვის შემდეგ შესაძლებელია ამ გაზას მიმართონ?

-თუ ლოგიკურად მივყევით ამ აზრს ეს იგივე აბორტია, უბრალოდ მედიკამენტოზური ხერხით და არა ინსტრუმეტალური ხერხით. შესაბამისად, ეს მეთოდიც აიკრძალება. ყოველშემთხვევაში, სახელმწიფო დაწესებულებებში თუ ეს კანონმდებლობით დადგინდა. რაც შეეხება აბორტს, ანუ ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას, ეს არის ყველაზე მძიმე ჰორმონალური დისონანსი ადამიანის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაში. ანუ ეს არის ძალიან უხეში ჩარევა ადამიანის ორგანიზმში; ამის შემდეგ ადამიანის ორგანიზმის გომეოსტაზი, ანუ აღდგენა და რეაბილიტაცია, გაცილებით უფრო რთულად მიმდინარეობს, ვიდრე ნებისმიერი სხვა დაავადებების დროს. ცალსახად მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად ნებისმიერი სახის კონტრაცეფცია ჯობია ქალმა გამოიყენოს, ვიდრე ხელოვნურად შეწყვიტოს ორსულობა.

ნინო:

რა დადებითი და უარყოფითი ეფექტი აქვს ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღებას?

-დადებით მხარეს რაც შეეხება - ორალური ანუ ჰორმონალური კონტრაცეპტივები იცავს გენიტალურ სისტემას: ძირითადად, საშვილოსნოს, ენდომეტრიუმს, საკვერცხეებს. მარტივად რომ ვთქვათ იცავს კიბოსგან. ხდება ანოვულატორული ციკლები, ანუ დატვირთვა საკვერცხეზე მცირდება ოვულაციის არარსებობის გამო; ამ შემთხვევაში ისვენებს ენდომეტრიუმიც. თანდათნობით, გესტაგენური კომპონენტის ზემოქმედებით ხდება ატროფეა და დასვენებული საკვერცხე და ენდომეტრიუმი არის იმის წინაპირობა, რომ გარკვეული პროცენტული ალბათობით, ასეთ ქალებს ნაკლებ შემთხვევაში გაუჩნდეთ სიმსივნური დაავადებები. მეორეს მხრივ, ეს არის იმ კონტრაცეპტივის სახე, რომლებიც სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან არ იცავს ქალს; ქალს, რომელსაც რამდენიმე პარტნიორი ყავს და მაღალი რისკი აქვს დაინფიცირების, გარკვეული ვირუსებით და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით, შესაბამისად ჩვენ აუცილებლად უნდა ვურჩიოთ ბარიერული კონტრაცეფციის გამოყენება.

ეკა-ნინი:

რამდენად დაცულია ქალი ძუძუთი კვების დროს დაორსულებისაგან?

-ეს არის ფიზიოლოგიური კონტრაცეფციის სახე. ლამის მეთოდი ეწოდება - სამიანო-გინეკოლოგიურ წიგნებში, ანუ ლაქტაციური-ამინორეის პერიოდი. ეს არის პირველი ექვსი თვე. ძალიან საყურადღებოა, რომ ლამის ლამის, ლაქტაციური-ამინორეის პერიოდის სრულფასოვნება გამოიხატება მაშინ, თუ ექსკლუზიურ ძუძუთი კვებაზეა ახალშობილი. ანუ არცერთი სახის საკვების და სითხის მიღებაც კი, ამ შემთხვევაში, არ ხდება ახალშობილის მიერ. დღისით ოთხსაათიანი ინტერვალით, ღამე ექვსსაათიანი ინტერვალით ხდება ძუძუთი კვება. ამ შემთხვევაში, არის თითქმის 100%_ით დაცული მელოგინე, ნამშობიარები ქალი - დაორსულებისაგან. ძუძუთი კვების დროს ხდება პოტენცირება, ისეთი ნივთიერების გამოყოფისა, რომელსაც ქვია პროლაქტინი. პროლაქტინის მაღალი დონე და კონცენტრაცია სისხლში იწვევს ოვულაციის დათრგუნვას. ამის საფუძველზე, ხდება ანოვულატორული ციკლი და დაორსულების შანსი პრინციპში არ არსებობს. როგორც კი ახალშობილს დაემატება ნებისმიერი სახის რაიმე საკვები, ან თუნდაც წყალი, ამ შემთხვევაში, ქალი უკვე საჭიროებს დამატებით კონტრაცეფციას.

მკითხველი მაიკო:

რამდენად კავშირშია პრეზერვატივის ხშირი გამოყენება საშვილოსნოს წყლულის გაჩენასთან, რამდენად სწარფად განვითარებადი დაავადებაა და არის თუ არა საშვილოსნოს ყელის კიბოს ჩამოყალიბების საშიშროება მისი გართულების შემთხვევაში?

-საშვილოსნოს ყელის წყლული, ასეთი დეფინიცია აღარ არსებობს. ეს არის საშვილოსნოს ყელის ექტობია და ის არ არის ავთვისებიანი დაავადება. იმ წყლულს, ალბათ, რომელსაც მკითხველი გულისხმობს ალბათ ეხება კიბოს წინარე დაავადებებს, რომელიც გამოწვეულია პაპილომა ვირუსით და მარტივად რომ ვთქვათ, მის ონკოლოგიად გადასაგვარებლად პირველ რიგში, საჭიროა მისი სკრინინგი, პაპილომა ვირუსის შტამპებზე. არსებობს მაღალ-ონკოგენური შტამპები და დაბალ-ონკოგენური. თუ არის მაღალ-ონკოგენური შტამპი ანუ შტამპის ვირუსი, მაგ შემთხვევაში 5_დან 10 წლის განმავლობაში გამოვლინდება. ეს არ არის იმდენად სწრაფად განვითარებადი პროცესი, რომ ერთ, ორ ან სამ წელიწადში ასე ფორმირებულად ჩამოყალიბდეს საშვილოსნოს ყელის კიბო. ამას სჭირდება გარკვეული დრო. თუ ადრეულ სტადიაში ჩვენ შევძლებთ ამის დიაგნოზს , შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია საშვილოსნოს ყელის კობოს პრევენცია ჩავატაროთ.

პრეზერვატივი პირიქით იცავს საშვილოსნოს ყელს პათოლოგიებისგან. ვინაიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კონტრაცეპტივი, რომელიც იცავს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისაგან. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის ერთ-ერთი ასეთი ვირუსი, პაპილომა ვირუსი, რაც დამტკიცებულია მთელს მსოფლიოში იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს. სწორედ ამის ბარიერს უქმნის პრეზერვატივი და აქედან გამომდინარე, საშვილოსნოს ყელის პათოლოგიები ნაკლებშემთხვევაში ვითრდება, ვიდრე კონტრაცეფციის სხვა სახის გამოყენების შემთხვევაში.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას