სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

12

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე კირჩხიბს ესტუმრება 09:36-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა.
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დარჩა პრეზიდენტის პაროდისტს გაგრაში
რა დარჩა პრეზიდენტის პაროდისტს გაგრაში

ქარ­თლოს ნატ­როშ­ვილს და­ახ­ლო­ე­ბით ორი თვის წინ მე­გობ­რე­ბი­სა და ნა­თე­სა­ვე­ბის გარ­და არა­ვინ იც­ნობ­და. "კო­მე­დი შო­უ­ში" გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე ყვე­ლა მის ნი­ჭი­ე­რე­ბა­ზე ალა­პა­რაკ­და. იუ­მო­რის­ტულ გა­და­ცე­მებ­ში ბევ­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გვი­ნა­ხავს, მაგ­რამ ყვე­ლა ერ­თხმად აღ­ნიშ­ნავს, რომ ქარ­თლოს ნატ­როშ­ვი­ლი ყვე­ლა­ზე მა­გა­რია.

რა­ტომ ჰყავს სა­მა­სამ­დე კლა­სე­ლი

- მშობ­ლებ­მა, ნონა ნა­ჭყე­ბი­ამ და ან­ზორ ნატ­როშ­ვილ­მა, ერ­თმა­ნე­თი სტუ­დენ­ტო­ბის დროს გა­იც­ნეს და შე­უღლდნენ. მერე გაგ­რა­ში იყი­დეს სახ­ლი და იქ ცხოვ­რობ­დნენ. კა­ხეთ­ში, სო­ფელ მა­ჩხა­ან­ში და­ვი­ბა­დე. სა­ბავ­შვო ბაღ­ში აფხა­ზეთ­ში შე­ვე­დი. წე­სით, სკო­ლა­შიც აფხა­ზეთ­ში უნდა შევ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ომი და­ი­წყო.

- გახ­სოვს აფხა­ზე­თი?

- გაგ­რა­ში აკო­ბი­ას ქუ­ჩის შვიდ ნო­მერ­ში ვცხოვ­რობ­დით. ბუნ­დოვ­ნად მახ­სოვს იქ გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი. სა­ბავ­შვო ბა­ღის მას­წავ­ლე­ბე­ლი ყვე­ლა­ზე მკაც­რი იყო. ფო­ტო­ზე რომ დელ­ფი­ნე­ბი არი­ან, ეს დელ­ფი­ნე­ბიც კარ­გად მახ­სოვს. ომი რომ და­ი­წყო და აფხა­ზე­თი­დან წას­ვლამ მო­მი­წია, მაგ დროს ცეკ­ვა­ზე დავ­დი­ო­დი, ბი­ძა­ჩემ­მა ხან­ჯა­ლი მა­ჩუ­ქა. გაგ­რის და­ტო­ვე­ბა უც­ბად მოგ­ვიხ­და მე და დე­დას. ხან­ჯა­ლი ლე­ი­ბის ქვეშ მქონ­და შე­ნა­ხუ­ლი. კა­ტერ­ზე რომ ავე­დით მე და დედა, ის ხან­ჯა­ლი მა­შინ გა­მახ­სენ­და, მაგ­რამ მის გამო უკან დაბ­რუ­ნე­ბის შან­სი არ იყო. მა­მას ჩემი ხან­ჯა­ლი კე­დელ­ში ამო­უ­შე­ნე­ბია, რომ არა­ვის წა­ე­ღო. მე და დე­დამ 14 აგ­ვის­ტოს, დე­დას და­ბა­დე­ბის დღეს დავ­ტო­ვეთ გაგ­რა. მა­მამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 16 ნო­ემ­ბერს ლე­სე­ლი­ძის სა­ზღვრით და­ტო­ვა აფხა­ზე­თი. არ ვიცი, ის სახ­ლი გა­დარ­ჩე­ნი­ლია, თუ არა. პირ­ველ კლას­ში სო­ფელ ნო­სერ­ში შე­ვე­დი. მე­ო­რე კლას­ში კა­ხეთ­ში დავ­დი­ო­დი სკო­ლა­ში. მე­სა­მე, მე­ო­თხე, მე­ხუ­თე კლას­ში ნო­სე­რის სკო­ლა­ში ვი­ყა­ვი, მეშ­ვი­დე­ში კა­ხეთ­ში ვსწავ­ლობ­დი და შემ­დეგ 124-ე სკო­ლა და­ვამ­თავ­რე თბი­ლის­ში. ასე რომ, სა­დაც ჩავ­დი­ვარ, ყველ­გან კლა­სე­ლე­ბი მყავს.

- მშობ­ლებს რა პრო­ფე­სია აქვთ?

- დედა ვე­ტე­ქი­მია, მამა - ინ­ჟი­ნე­რი. მყავს ერთი და, მერი, და ორი დის­შვი­ლი - ან­დრეი და ბარ­ბა­რე. ჩემი და ერთი წლით და ორი კვი­რი­თაა ჩემ­ზე უფ­რო­სი.

- რო­გორც დას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­დან ჩანს, ბავ­შვო­ბა­ში ჭამა გიყ­ვარ­და.

- ძა­ლით მაჭ­მევ­დნენ, თო­რემ რო­გორც მე­უბ­ნე­ბი­ან, ჭამა მა­ინ­ცდა­მა­ინც არ მყვა­რე­ბია.

- აფხა­ზეთ­ში შე­ძე­ნილ მე­გობ­რებ­თან დღემ­დე გაქვს ურთი­ერ­თო­ბა?

- "პრო­ფილ­ში" რომ ვი­ყა­ვი, რამ­დე­ნი­მე გა­მო­მეხ­მა­უ­რა. ერთი გაგ­რე­ლი მე­ზო­ბე­ლი და­მი­კავ­შირ­და, დე­დას­თან უნ­დო­და სა­უ­ბა­რი. ახლა დედა მოს­კოვ­შია. რაც გა­მოვ­ჩნდი, სამ-ოთხ ბავ­შვო­ბის­დრო­ინ­დელ მე­გო­ბარ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა აღ­ვად­გი­ნე.

- ქარ­თლო­სი ბევ­რს არ ჰქვია. ეს სა­ხე­ლი რა­ტომ შე­გირ­ჩი­ეს?

- მა­მა­ჩემს გა­და­უ­წყვე­ტია, ბიჭი თუ და­ი­ბა­დე­ბო­და, ქარ­თლო­სი და­ერ­ქმია. არც ერთ ბა­ბუ­ას არ ერ­ქვა. ჩემს დას მა­მა­ჩე­მის დე­დის სა­ხე­ლი და­არ­ქვეს, მაგ­რამ ქარ­თლო­სი ნა­თე­სავ­საც კი არ ჰქვია.

- მოგ­წონს შენი სა­ხე­ლი?

- ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ. ქარ­თლოსს რომ გა­ვიც­ნობ, ძა­ლი­ან მი­ხა­რია.

- მეტ­სა­ხე­ლი გაქვს?

- ქარ­თლოსს მე­გობ­რე­ბი იშ­ვი­ა­თად მე­ძა­ხი­ან. ხუთი-ექ­ვსი წელი იქ­ნე­ბა, ყვე­ლა ქიუს მე­ძა­ხის.

- მომ­დევ­ნო ფო­ტო­ზე რამ­დე­ნი წლის იქ­ნე­ბი?

- ალ­ბათ ორის. ფეხი ახა­ლი ად­გმუ­ლი მქონ­და. ძა­ლი­ან მა­გა­რი ქურ­ქი მაც­ვია, მა­შინ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მა­გა­რი დრო იყო. არც ტან­კის არ მე­ში­ნო­და და არც ომის.

- მომ­დევ­ნო ფო­ტოზე გვი­ამ­ბე.

- სამი დე­ი­და და ერთი ბიძა მყავს. რო­გორც ჩანს, ბა­ბუ­ას სა­ნამ ბიჭი არ ეყო­ლა, არ გა­ჩერ­და. ფო­ტო­ზე მა­მას­თან, ბი­ძა­სა და დე­ი­დას­თან ერ­თად ვარ.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

რა დარჩა პრეზიდენტის პაროდისტს გაგრაში

რა დარჩა პრეზიდენტის პაროდისტს გაგრაში

ქართლოს ნატროშვილს დაახლოებით ორი თვის წინ მეგობრებისა და ნათესავების გარდა არავინ იცნობდა. "კომედი შოუში" გამოჩენისთანავე ყველა მის ნიჭიერებაზე ალაპარაკდა. იუმორისტულ გადაცემებში ბევრი მიხეილ სააკაშვილი გვინახავს, მაგრამ ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ქართლოს ნატროშვილი ყველაზე მაგარია.

რატომ ჰყავს სამასამდე კლასელი

- მშობლებმა, ნონა ნაჭყებიამ და ანზორ ნატროშვილმა, ერთმანეთი სტუდენტობის დროს გაიცნეს და შეუღლდნენ. მერე გაგრაში იყიდეს სახლი და იქ ცხოვრობდნენ. კახეთში, სოფელ მაჩხაანში დავიბადე. საბავშვო ბაღში აფხაზეთში შევედი. წესით, სკოლაშიც აფხაზეთში უნდა შევსულიყავი, მაგრამ ომი დაიწყო.

- გახსოვს აფხაზეთი?

- გაგრაში აკობიას ქუჩის შვიდ ნომერში ვცხოვრობდით. ბუნდოვნად მახსოვს იქ გატარებული წლები. საბავშვო ბაღის მასწავლებელი ყველაზე მკაცრი იყო. ფოტოზე რომ დელფინები არიან, ეს დელფინებიც კარგად მახსოვს. ომი რომ დაიწყო და აფხაზეთიდან წასვლამ მომიწია, მაგ დროს ცეკვაზე დავდიოდი, ბიძაჩემმა ხანჯალი მაჩუქა. გაგრის დატოვება უცბად მოგვიხდა მე და დედას. ხანჯალი ლეიბის ქვეშ მქონდა შენახული. კატერზე რომ ავედით მე და დედა, ის ხანჯალი მაშინ გამახსენდა, მაგრამ მის გამო უკან დაბრუნების შანსი არ იყო. მამას ჩემი ხანჯალი კედელში ამოუშენებია, რომ არავის წაეღო. მე და დედამ 14 აგვისტოს, დედას დაბადების დღეს დავტოვეთ გაგრა. მამამ მოგვიანებით, 16 ნოემბერს ლესელიძის საზღვრით დატოვა აფხაზეთი. არ ვიცი, ის სახლი გადარჩენილია, თუ არა. პირველ კლასში სოფელ ნოსერში შევედი. მეორე კლასში კახეთში დავდიოდი სკოლაში. მესამე, მეოთხე, მეხუთე კლასში ნოსერის სკოლაში ვიყავი, მეშვიდეში კახეთში ვსწავლობდი და შემდეგ 124-ე სკოლა დავამთავრე თბილისში. ასე რომ, სადაც ჩავდივარ, ყველგან კლასელები მყავს.

- მშობლებს რა პროფესია აქვთ?

- დედა ვეტექიმია, მამა  - ინჟინერი. მყავს ერთი და, მერი, და ორი დისშვილი  - ანდრეი და ბარბარე. ჩემი და ერთი წლით და ორი კვირითაა ჩემზე უფროსი.

- როგორც დასთან ერთად გადაღებული ფოტოდან ჩანს, ბავშვობაში ჭამა გიყვარდა.

- ძალით მაჭმევდნენ, თორემ როგორც მეუბნებიან, ჭამა მაინცდამაინც არ მყვარებია.

- აფხაზეთში შეძენილ მეგობრებთან დღემდე გაქვს ურთი­ერთობა?

- "პროფილში" რომ ვიყავი, რამდენიმე გამომეხმაურა. ერთი გაგრელი მეზობელი დამიკავშირდა, დედასთან უნდოდა საუბარი. ახლა დედა მოსკოვშია. რაც გამოვჩნდი, სამ-ოთხ ბავშვობისდროინდელ მეგობართან ურთიერთობა აღვადგინე.

- ქართლოსი ბევრს არ ჰქვია. ეს სახელი რატომ შეგირჩიეს?

- მამაჩემს გადაუწყვეტია, ბიჭი თუ დაიბადებოდა, ქართლოსი დაერქმია. არც ერთ ბაბუას არ ერქვა. ჩემს დას მამაჩემის დედის სახელი დაარქვეს, მაგრამ ქართლოსი ნათესავსაც კი არ ჰქვია.

- მოგწონს შენი სახელი?

- ძალიან ვაფასებ. ქართლოსს რომ გავიცნობ, ძალიან მიხარია.

- მეტსახელი გაქვს?

- ქართლოსს მეგობრები იშვიათად მეძახიან. ხუთი-ექვსი წელი იქნება, ყველა ქიუს მეძახის.

- მომდევნო ფოტოზე რამდენი წლის იქნები?

- ალბათ ორის. ფეხი ახალი ადგმული მქონდა. ძალიან მაგარი ქურქი მაცვია, მაშინ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მაგარი დრო იყო. არც ტანკის არ მეშინოდა და არც ომის.

- მომდევნო ფო­ტოზე გვიამბე.

- სამი დეიდა და ერთი ბიძა მყავს. როგორც ჩანს, ბაბუას სანამ ბიჭი არ ეყოლა, არ გაჩერდა. ფოტოზე მა­მასთან, ბიძასა და დეიდასთან ერთად ვარ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები