მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქმა მეფეთა სარკოფაგები აკურთხა
პატრიარქმა მეფეთა სარკოფაგები აკურთხა

ხა­რე­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში პატ­რი­არ­ქმა მე­ფე­თა სარ­კო­ფა­გე­ბი აკურ­თხა. გარ­და­მოხ­სნის წე­სის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან და მრევ­ლთან ერ­თად წმინ­და სა­მე­ბის ლავ­რის ხა­რე­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში ჩაბ­რძან­და, სა­დაც ვახ­ტანგ VI-ის და თე­ი­მუ­რაზ II-ის ნეშ­თე­ბის გან­სას­ვე­ნე­ბე­ლი სარ­კო­ფა­გე­ბი აკურ­თხა.

"წმინ­და ხა­რე­ბის ტა­ძარ­ში და­იდ­გმე­ბა ორი სარ­კო­ფა­გი, სა­დაც ას­ტრა­ხა­ნი­დან ჩა­მო­ვას­ვე­ნებთ ვახ­ტანგ VI-ის და თე­ი­მუ­რაზ II-ის ნეშ­ტებს. ეს სარ­კო­ფა­გე­ბი არის ხე­ლოვ­ნე­ბის უმაღ­ლე­სი დონე და არც ერთ მე­ფეს ასე­თი საფ­ლა­ვე­ბი არ ღირ­სე­ბი­ათ. ისი­ნი ამას იმ­სა­ხუ­რე­ბენ თა­ვი­ან­თი დიდი წა­მე­ბი­სა და დიდი გან­საც­დე­ლის გამო. დღეს დამ­თავ­რდა ამ სარ­კო­ფა­გე­ბის კე­თე­ბა. ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ვია ასე­ვე ისიც, რომ ეს ქვა ჩა­მო­ტა­ნი­ლია იე­რუ­სა­ლი­მი­დან და ბეთ­ლე­მი­დან, წმინ­და ად­გი­ლე­ბი­დან. მინ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო გი­ორ­გი ლა­ლი­აშ­ვილს, რო­მელ­მაც ასე ლა­მა­ზად და დახ­ვე­წი­ლად შე­ას­რუ­ლა დიდი ღვაწ­ლი. მად­ლო­ბას ვუხ­დი იმ ახალ­გაზ­რდებ­საც, რომ­ლე­ბიც ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ვფიქ­რობ, ეს არის და­სა­წყი­სი, ჩვენ კი­დევ ბევრ შე­დევ­რს გა­ვა­კე­თებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ახლა ყვე­ლა­ფე­რი ღვთის ნე­ბა­ზეა, რომ მოხ­დეს მე­ფე­ე­ბის ნეშ­ტე­ბის ჩა­მოს­ვე­ნე­ბა", - ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა.

უწ­მინ­დეს­მა ქვის სარ­კო­ფა­გის შემ­ქმნელს, გი­ო­რი ლა­ლი­აშ­ვილს სა­ჩუქ­რად სა­ა­თი გა­დას­ცა, მას­თან ერ­თად სარ­კო­ფა­გე­ბის შექ­მნა­ში მო­ნა­წი­ლე ახალ­გაზ­რდებს კი - პატ­რი­არ­ქის ეპის­ტო­ლე­ე­ბის კრე­ბუ­ლი.

უწ­მინ­დეს­მა სა­უბ­რი­სას კი­დევ ერთხელ გა­უს­ვა ხაზი სარ­კო­ფა­გე­ბის შექ­მნის მნიშ­ვნე­ლო­ბას და აღ­ნიშ­ნა, რომ მას არა­ერ­თი ქვე­ყა­ნა აქვს მოვ­ლი­ლი და ასე­თი ლა­მა­ზი სარ­კო­ფა­გე­ბი არ უნა­ხავს.

"ჩვე­ნი მე­ფე­ე­ბი ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რე­ბენ. ალ­ბათ ბარ­გი უკვე მზა­და აქვთ წა­მო­სას­ვლე­ლად. ჩვენ მათ სა­ზე­ი­მოდ შევ­ხვდე­ბით და მო­ვე­ფე­რე­ბით. ეს არის პირ­ვე­ლი კურ­თხე­ვა, მთა­ვა­რი კურ­თხე­ვა მოხ­დე­ბა, როცა ჩა­მობ­რძან­დე­ბი­ან და მთე­ლი თბი­ლი­სი და საქრთვე­ლო შევხდე­ბით მათ", - აღ­ნიშ­ნა უწ­მინ­დეს­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

პატრიარქმა მეფეთა სარკოფაგები აკურთხა

პატრიარქმა მეფეთა სარკოფაგები აკურთხა

ხარების ეკლესიაში პატრიარქმა მეფეთა სარკოფაგები აკურთხა. გარდამოხსნის წესის შესრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად წმინდა სამების ლავრის ხარების ეკლესიაში ჩაბრძანდა, სადაც ვახტანგ VI-ის და თეიმურაზ II-ის ნეშთების განსასვენებელი სარკოფაგები აკურთხა.

"წმინდა ხარების ტაძარში დაიდგმება ორი სარკოფაგი, სადაც ასტრახანიდან ჩამოვასვენებთ ვახტანგ VI-ის და თეიმურაზ II-ის ნეშტებს. ეს სარკოფაგები არის ხელოვნების უმაღლესი დონე და არც ერთ მეფეს ასეთი საფლავები არ ღირსებიათ. ისინი ამას იმსახურებენ თავიანთი დიდი წამებისა და დიდი განსაცდელის გამო. დღეს დამთავრდა ამ სარკოფაგების კეთება. ღირშესანიშნავია ასევე ისიც, რომ ეს ქვა ჩამოტანილია იერუსალიმიდან და ბეთლემიდან, წმინდა ადგილებიდან. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო გიორგი ლალიაშვილს, რომელმაც ასე ლამაზად და დახვეწილად შეასრულა დიდი ღვაწლი. მადლობას ვუხდი იმ ახალგაზრდებსაც, რომლებიც ეხმარებოდნენ. ვფიქრობ, ეს არის დასაწყისი, ჩვენ კიდევ ბევრ შედევრს გავაკეთებთ საქართველოში. ახლა ყველაფერი ღვთის ნებაზეა, რომ მოხდეს მეფეების ნეშტების ჩამოსვენება", - ბრძანა პატრიარქმა.

უწმინდესმა ქვის სარკოფაგის შემქმნელს, გიორი ლალიაშვილს საჩუქრად საათი გადასცა, მასთან ერთად სარკოფაგების შექმნაში მონაწილე ახალგაზრდებს კი - პატრიარქის ეპისტოლეების კრებული.

უწმინდესმა საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სარკოფაგების შექმნის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მას არაერთი ქვეყანა აქვს მოვლილი და ასეთი ლამაზი სარკოფაგები არ უნახავს.

"ჩვენი მეფეები ნამდვილად იმსახურებენ. ალბათ ბარგი უკვე მზადა აქვთ წამოსასვლელად. ჩვენ მათ საზეიმოდ შევხვდებით და მოვეფერებით. ეს არის პირველი კურთხევა, მთავარი კურთხევა მოხდება, როცა ჩამობრძანდებიან და მთელი თბილისი და საქრთველო შევხდებით მათ", - აღნიშნა უწმინდესმა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"