პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პუტინი სააკაშვილის მთავარი "პიარშჩიკი" იყო"
"პუტინი სააკაშვილის მთავარი "პიარშჩიკი" იყო"

მე­ზობ­ლებს არ ირ­ჩე­ვენ, ამი­ტომ ყვე­ლა­ზე დიდ მე­ზო­ბელ სა­ხელ­მწი­ფოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბა კვლავ ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის აქი­ლევ­სის ქუს­ლად რჩე­ბა, არც რუ­სე­თი მა­ლავს, რომ კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნი მისი მუდ­მი­ვი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სის სფე­როა... ქარ­თულ-რუ­სულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­სა და მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზე რუ­სუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის ერთ-ერთი ლი­დე­რი ბო­რის ნემ­ცო­ვი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- რო­გორ აფა­სებთ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ამ­ჟა­მინ­დელ ურ­თი­ერ­თო­ბას?

- რთუ­ლია და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი, როცა ორ ქვე­ყა­ნას შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ არ­სე­ბობს; მიმ­დი­ნა­რე­ობს, ვი­ტყო­დი, მცი­რე, მიკ­როს­კო­პუ­ლი ძვრე­ბი, კერ­ძოდ, რუ­სეთ­ში ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის შე­მო­ტა­ნის აკ­რძალ­ვის გა­უქ­მე­ბა, პირ­და­პი­რი სა­ა­ვი­ა­ციო რე­ი­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ად­რეც იყო, თუმ­ცა, ბოლო ხანს უფრო სის­ტე­მა­ტუ­რი სახე მი­ი­ღო. სე­რი­ო­ზულ წინსვლა­ზე ლა­პა­რა­კი ჯერ შე­უძ­ლე­ბე­ლია. ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბობს კონ­სენ­სუ­სი აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის სა­კი­თხზე და ვინც უნდა გა­ი­მარ­ჯვოს არ­ჩევ­ნებ­ში, ამ ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი სა­კი­თხი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უც­ვლე­ლია. ამი­ტომ, ჩემი აზ­რით, რუ­სე­თის დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ქარ­თულ-რუ­სუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა არ არ­სე­ბობს.

- სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის გა­რე­მო­ე­ბე­ბის გა­მო­ძი­ე­ბას აპი­რებს.

- ჩემი აზ­რით, ომის გა­ჩა­ღე­ბა­ში ორი­ვე დამ­ნა­შა­ვეა - სა­ა­კაშ­ვი­ლიც და პუ­ტი­ნიც. სა­ა­კაშ­ვი­ლი იმი­ტომ, რომ ძალ­ზე არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა გა­მოწ­ვე­ვა­ზე, პუ­ტინ­მა კი ქვეყ­ნის­თვის მრა­ვალ­მხრივ სა­ზი­ა­ნო ნა­ბი­ჯი გა­დად­გა.

- რუ­სე­თის მიერ აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბა­საც გუ­ლის­ხმობთ?

- სი­სუ­ლე­ლეა, რომ დღეს რუ­სე­თი უდი­დეს ფულს ხარ­ჯავს სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და აფხა­ზე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ნა­ხად, მა­შინ როცა ჩვენ­ში ამ­დე­ნი გა­და­უჭ­რე­ლი პრობ­ლე­მაა. გარ­და ამი­სა, აფხა­ზე­თი და სამ­ხრეთ ოსე­თი ჩვენს გარ­და, ფაქ­ტობ­რი­ვად, არა­ვის უღი­ა­რე­ბია, რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო თვალ­საზ­რი­სი­თაც არა­ხელ­საყ­რე­ლია. გა­ე­როს რე­ზო­ლუ­ცი­ე­ბით რუ­სეთ­მა არა­ერ­თხელ აღი­ა­რა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა. გარ­და ამი­სა, პერ­მა­ნენ­ტუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა კავ­კა­სი­ა­ში, რო­მე­ლიც დღემ­დე არ ჩამ­ცხრა­ლა, ჩვენ­თვის არა­ხელ­საყ­რე­ლია. ასე რომ, ამ ნა­ბი­ჯ­მა მხო­ლოდ თა­ვის ტკი­ვი­ლი მოგ­ვი­მა­ტა.

- რუ­სუ­ლი პრე­სა, გა­ზე­თი "იზ­ვეს­ტია" წერს "ბოს­ტო­ნე­ლი ტე­რო­რის­ტე­ბის" - ძმე­ბი ცარ­ნა­ე­ვე­ბის შე­საძ­ლო კავ­ში­რებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს­თან.

- ამ პუბ­ლი­კა­ცი­ა­ზე არა­ფე­რი მსმე­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა ჩეჩ­ნეთს, იქ დიქ­ტა­ტუ­რაა, რამ­ზან კა­დი­რო­ვის დიქ­ტა­ტუ­რა. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის მაგ­ნიტსკის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი სიის და­ხუ­რულ, გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბულ ნა­წილ­შიც კი შე­იყ­ვა­ნეს. ამას­თა­ნა­ვე, ჩეჩ­ნეთ­ში მხო­ლოდ ერთი შე­ხედ­ვით არის სი­ტუ­ა­ცია მეტ-ნაკ­ლე­ბად სტა­ბი­ლუ­რი, ის კვლავ ნელი მოქ­მე­დე­ბის ნაღ­მად რჩე­ბა, რო­მე­ლიც არა­ვინ იცის, რო­დის აფეთ­ქდე­ბა.

- ამ ფაქ­ტორ­მაც გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ ამ­ჟა­მად კავ­კა­სი­უ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის ცენ­ტრმა და­ღეს­ტან­ში გა­და­ი­ნაც­ვლა?

- და­ღეს­ტან­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ტე­რო­რი, ზე­წო­ლა მო­სახ­ლე­ო­ბის მი­მართ გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე კა­დი­რო­ვის ჩეჩ­ნეთ­ში, ამი­ტომ რა­დი­კა­ლე­ბის, ექ­სტრე­მის­ტე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან­მა ნა­წილ­მა იქ მო­ი­ყა­რა თავი.

- თქვე­ნი აზ­რით, რა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და პუ­ტი­ნის ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ, პი­როვ­ნულ­მა ფაქ­ტორ­მა ორ ქვე­ყა­ნას შო­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე?

- ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პუ­ტი­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლის მთა­ვა­რი "პი­არშჩი­კი" იყო. როცა ის ლან­ძღავ­და სა­ა­კაშ­ვილს, გა­მომ­წვე­ვად იქ­ცე­ო­და, ამით, ფაქ­ტობ­რი­ვად, ხელს უწყობ­და ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის კონ­სო­ლი­და­ცი­ას მის გარ­შე­მო, მათ შო­რის იმა­თიც, ვინც სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კურ კურსს მხარს არ უჭერ­და.

- რო­გო­რია რუ­სუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი?

- ვფიქ­რობ, რუ­სე­თი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ივა­ნიშ­ვი­ლის მთ­ავ­რო­ბას მკა­ფი­ოდ არ ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბე­ბია, მისი პო­ზი­ცია ცოტა უც­ნა­უ­რია. ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა ცალ­სა­ხად მხარს უჭერს, რომ რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი უფრო მჭიდ­რო იყოს და არ დარ­ჩეს იმ უსა­ხურ დო­ნე­ზე, სა­დამ­დეც ის სა­ა­კაშ­ვილ­მა და პუ­ტინ­მა მი­იყ­ვა­ნეს. ვი­ცით, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი არა­ერ­თი თვალ­საზ­რი­სით, ხელ­ფეხ­შეკ­რუ­ლია, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია რუ­სეთ­თან ნორ­მა­ლუ­რი მე­ზობ­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბით.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"პუტინი სააკაშვილის მთავარი "პიარშჩიკი" იყო"

"პუტინი სააკაშვილის მთავარი "პიარშჩიკი" იყო"

მეზობლებს არ ირჩევენ, ამიტომ ყველაზე დიდ მეზობელ სახელმწიფოსთან ურთიერთობის დარეგულირება კვლავ ქართული პო­ლიტიკის აქილევსის ქუსლად რჩება, არც რუსეთი მალავს, რომ კავკასიის რეგიონი მისი მუდმივი გეოპოლიტიკური ინტერესის სფეროა... ქართულ-რუსულ ურთიერთობებსა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი გვესაუბრება.

- როგორ აფასებთ ორ ქვეყანას შორის ამჟამინდელ ურთიერთობას?

- რთულია დამოკიდებულების გაუმჯობესებაზე ლაპარაკი, როცა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს; მიმდინარეობს, ვიტყოდი, მცირე, მიკროსკოპული ძვრები, კერძოდ, რუსეთში ქართული პროდუქციის შემოტანის აკრძალვის გაუქმება, პირდაპირი საავიაციო რეისები, რომლებიც ადრეც იყო, თუმცა, ბოლო ხანს უფრო სისტემატური სახე მიიღო. სერიოზულ წინსვლაზე ლაპარაკი ჯერ შეუძლებელია. ქართულ საზოგადოებაში არსებობს კონსენსუსი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხზე და ვინც უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, ამ ერთ-ერთი წამყვანი საკითხისადმი დამოკიდებულება უცვლელია. ამიტომ, ჩემი აზრით, რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ქართულ-რუსული ურთიერთობის სერიოზული გაუმჯობესების პერსპექტივა არ არსებობს.

- საქართველოს მთავარი პროკურატურა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გარემოებების გამოძიებას აპირებს.

- ჩემი აზრით, ომის გაჩაღებაში ორივე დამნაშავეა - სააკაშვილიც და პუტინიც. სააკაშვილი იმიტომ, რომ ძალზე არაადეკვატური რეაგირება მოახდინა გამოწვევაზე, პუტინმა კი ქვეყნისთვის მრავალმხრივ საზიანო ნაბიჯი გადადგა.

- რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასაც გულისხმობთ?

- სისულელეა, რომ დღეს რუსეთი უდიდეს ფულს ხარჯავს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლებების შესანახად, მაშინ როცა ჩვენში ამდენი გადაუჭრელი პრობლემაა. გარდა ამისა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ჩვენს გარდა, ფაქტობრივად, არავის უღიარებია, რაც საერთაშორისო თვალსაზრისითაც არახელსაყრელია. გაეროს რეზოლუციებით რუსეთმა არაერთხელ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. გარდა ამისა, პერმანენტული დაძაბულობა კავკასიაში, რომელიც დღემდე არ ჩამცხრალა, ჩვენთვის არახელსაყრელია. ასე რომ, ამ ნაბიჯმა მხოლოდ თავის ტკივილი მოგვიმატა.

- რუსული პრესა, გაზეთი "იზვესტია" წერს "ბოსტონელი ტერორისტების" - ძმები ცარნაევების შესაძლო კავშირებზე საქართველოსთან.

- ამ პუბლიკაციაზე არაფერი მსმენია. რაც შეეხება ჩეჩნეთს, იქ დიქტატურაა, რამზან კადიროვის დიქტატურა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის მაგნიტსკის გახმაურებული სიის დახურულ, გასაიდუმლოებულ ნაწილშიც კი შეიყვანეს. ამასთანავე, ჩეჩნეთში მხოლოდ ერთი შეხედვით არის სიტუაცია მეტ-ნაკლებად სტაბილური, ის კვლავ ნელი მოქმედების ნაღმად რჩება, რომელიც არავინ იცის, როდის აფეთქდება.

- ამ ფაქტორმაც განაპირობა ის, რომ ამჟამად კავკასიური წინააღმდეგობის ცენტრმა დაღესტანში გადაინაცვლა?

- დაღესტანში ხელისუფლების ტერორი, ზეწოლა მოსახლეობის მიმართ გაცილებით ნაკლებია, ვიდრე კადიროვის ჩეჩნეთში, ამიტომ რადიკალების, ექსტრემისტების მნიშვნელოვანმა ნაწილმა იქ მოიყარა თავი.

- თქვენი აზრით, რა გავლენა მოახდინა სააკაშვილისა და პუტინის ურთიერთდამოკიდებულებამ, პიროვნულმა ფაქტორმა ორ ქვეყანას შორის დამოკიდებულებაზე?

- ამ წლების განმავლობაში პუტინი სააკაშვილის მთავარი "პიარშჩიკი" იყო. როცა ის ლანძღავდა სააკაშვილს, გამომწვევად იქცეოდა, ამით, ფაქტობრივად, ხელს უწყობდა ქართული საზოგადოების კონსოლიდაციას მის გარშემო, მათ შორის იმათიც, ვინც სააკაშვილის პოლიტიკურ კურსს მხარს არ უჭერდა.

- როგორია რუსული ოპოზიციის დამოკიდებულება საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისადმი?

- ვფიქრობ, რუსეთისადმი დამოკიდებულება პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის მთ­ავრობას მკაფიოდ არ ჩამოუყალიბებია, მისი პოზიცია ცოტა უცნაურია. ჩვენი პოლიტიკური ძალა ცალსახად მხარს უჭერს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები უფრო მჭიდრო იყოს და არ დარჩეს იმ უსახურ დონეზე, სადამდეც ის სააკაშვილმა და პუტინმა მიიყვანეს. ვიცით, რომ ივანიშვილი არაერთი თვალსაზრისით, ხელფეხშეკრულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დაინტერესებულია რუსეთთან ნორმალური მეზობლური ურთიერთობით.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა