მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე პატარა ფილმი შექმნეს
მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე პატარა ფილმი შექმნეს

ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კორ­პო­რა­ცია IBM-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გი­ნე­სის წიგნ­ში მოხ­ვდნენ. მათ კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მოკ­ლე ფილ­მი "ბი­ჭუ­ნა და მისი ატო­მი" შექ­მნეს. ჩა­ნა­ფიქ­რის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად მეც­ნი­ე­რებ­მა ატო­მე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი მიკ­როს­კო­პით 100 მი­ლი­ონ­ჯერ გა­ა­დი­დეს.

"ფილ­მი ერთ წუთ­ზე ცოტა დიდ­ხანს გრძელ­დე­ბა, სი­უ­ჟე­ტი პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნას თა­მაშ­ზეა აგე­ბუ­ლი. ჩვენ გვინ­დო­და მხი­ა­რუ­ლი, მო­ცეკ­ვა­ვე ბავ­შვი გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რო­მე­ლიც ბურთს ის­ვრის და ბა­ტუტ­ზე ხტუ­ნა­ობს",- აცხა­დე­ბენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

მუ­შა­ო­ბი­სას მკვლე­ვა­რებ­მა ფილ­მის სი­უ­ჟე­ტი ძველ ვი­დე­ო­თა­მა­შებს შე­ა­და­რეს.

"ვი­დე­ო­ზე გარ­კვე­ვით ჩანს ატო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მოძ­რა­ო­ბა­შია, ფილ­მის შექ­მნი­სას ერთ პრობ­ლე­მას წა­ვა­წყდით: ატო­მე­ბი ქა­ო­ტუ­რად მოძ­რა­ო­ბენ და ეს ხელს გვიშ­ლი­და ნამ­დვი­ლი ის­ტო­რი­ის მო­ყო­ლა­ში",- აცხა­დებს მთა­ვა­რი სა­მეც­ნი­ე­რო თა­ნამ­შრო­მე­ლი ან­დრე­ას ჰე­ინ­რი­ჩი.

კორ­პო­რა­ცია IBM-ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მათ კა­ლი­ფორ­ნი­ის შტატ­ში, სან-ხო­სეს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ფილმზე ბევ­რი დრო და­ხარ­ჯეს, მაგ­რამ ეს ამად ღირ­და.

"გვი­ხა­რია, რომ ძა­ლის­ხმე­ვა ჩვენ­მა კო­ლე­გებ­მა და­ა­ფა­სეს და გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის წიგნ­ში მოვ­ხვდით, ჩვენ ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნის მო­ნა­წი­ლე­ნი გავ­ხდით",- აცხა­დებს ჰე­ინ­რი­ჩი.

მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ფილ­მი საიტ YouTube-ზე გან­თავ­სდა და ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია blogs.scientificamerican.com-ის მხი­ედ­ვით.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე პატარა ფილმი შექმნეს

მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე პატარა ფილმი შექმნეს

ტრანსნაციონალური კორპორაცია IBM-ის თანამშრომლები გინესის წიგნში მოხვდნენ. მათ კინემატოგრაფიის ისტორიაში ყველაზე მოკლე ფილმი "ბიჭუნა და მისი ატომი" შექმნეს. ჩანაფიქრის განსახორციელებლად მეცნიერებმა ატომები სპეციალური მიკროსკოპით 100 მილიონჯერ გაადიდეს.

"ფილმი ერთ წუთზე ცოტა დიდხანს გრძელდება, სიუჟეტი პატარა ბიჭუნას თამაშზეა აგებული. ჩვენ გვინდოდა მხიარული, მოცეკვავე ბავშვი გვეჩვენებინა, რომელიც ბურთს ისვრის და ბატუტზე ხტუნაობს",- აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.

მუშაობისას მკვლევარებმა ფილმის სიუჟეტი ძველ ვიდეოთამაშებს შეადარეს.

"ვიდეოზე გარკვევით ჩანს ატომები, რომლებიც მოძრაობაშია, ფილმის შექმნისას ერთ პრობლემას წავაწყდით: ატომები ქაოტურად მოძრაობენ და ეს ხელს გვიშლიდა ნამდვილი ისტორიის მოყოლაში",- აცხადებს მთავარი სამეცნიერო თანამშრომელი ანდრეას ჰეინრიჩი.

კორპორაცია IBM-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ კალიფორნიის შტატში, სან-ხოსეს ლაბორატორიაში ფილმზე ბევრი დრო დახარჯეს, მაგრამ ეს ამად ღირდა.

"გვიხარია, რომ ძალისხმევა ჩვენმა კოლეგებმა დააფასეს და გინესის რეკორდების წიგნში მოვხვდით, ჩვენ ისტორიული მოვლენის მონაწილენი გავხდით",- აცხადებს ჰეინრიჩი.

მსოფლიოში ყველაზე პატარა ფილმი საიტ YouTube-ზე განთავსდა და ათიათასობით ადამიანის ყურადღება მიიპყრო.

მომზადებულია blogs.scientificamerican.com-ის მხიედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს