პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალური კადრები ბოსტონიდან: რას არ ამხელს FBI?
სკანდალური კადრები ბოსტონიდან: რას არ ამხელს FBI?

"უმე­ტე­სო­ბა, რა­საც თქვე­ნი ყური უს­მენს, სიც­რუ­ეა, მაგ­რამ რა­საც თქვე­ნი თვა­ლე­ბი ხე­და­ვენ, ჭეშ­მა­რი­ტე­ბა".

იმა­მი ალი

"პო­ლი­ცი­ამ სრო­ლა აგ­ვი­ტე­ხა. ჩვე­ნი დევ­ნა გრძელ­დე­ბა. დედა, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ".

ტა­მერ­ლან ცარ­ნა­ე­ვის უკა­ნას­კნე­ლი სი­ტყვე­ბი

"ეს არის ჩემი უკა­ნას­კნე­ლი წე­რი­ლი, სა­ნამ პო­ლი­ცია და­მა­კა­ვებს. მე ამას არა­სო­დეს გა­ვა­კე­თებ­დი, მახე და­მი­გეს. მამა, მა­პა­ტიე, ვწუხ­ვარ, ასე რომ მოხ­და".

ჯო­ჰარ ცარ­ნა­ე­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი

"გე­მუ­და­რე­ბი, ნუ აღ­მოჩ­ნდე­ბი მუს­ლი­მა­ნი".

ლი­ბი­ე­ლი სტუ­დენ­ტის მი­მარ­თვა ბოს­ტო­ნელ ტე­რო­რისტს

2002 წელს ამე­რი­კა­ში გა­მო­ი­ცა ტომ ლო­ნერგნის წიგ­ნი "მწუ­ხა­რე­ბის მთა" ("ბოს­ტო­ნუ­რი მა­რა­თო­ნის ტრი­ლე­რი"). დე­ტექ­ტივ­ში 1996 წელს მე­მარ­ჯვე­ნე ექ­სტრე­მის­ტე­ბი ბოს­ტო­ნის მა­რა­თონ­ზე აფეთ­ქე­ბებს გეგ­მა­ვენ...

11 წლის შემ­დეგ მოვ­ლე­ნე­ბი სწო­რედ ამ წიგ­ნის მი­ხედ­ვით გან­ვი­თარ­და...

2013 წლის 15 აპ­რილს ბოს­ტო­ნი ტრა­დი­ცი­უ­ლი მა­რა­თო­ნის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და (ბოს­ტო­ნის მა­რა­თო­ნი ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი და პრეს­ტი­ჟუ­ლია მა­რა­თონ­თა ის­ტო­რი­ა­ში, პირ­ვე­ლად ის 1897 წელს, პატ­რი­ოტ­თა დღეს ჩა­ტარ­და. მას შემ­დეგ ყო­ვე­ლი აპ­რი­ლის მე­ო­რე ორ­შა­ბათს მა­რა­თო­ნულ გარ­ბენ­ში ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობს. - ავტ.).

წელს მა­რა­თო­ნი 2012 წლის დე­კემ­ბერ­ში ნი­უ­თა­უ­ნის სკო­ლა­ში მომ­ხდარ მა­სობ­რი­ვი მკვლე­ლო­ბის მსხვერ­პლთა ხსოვ­ნას ეძღვნე­ბო­და. გარ­ბენ­ში 23 ათა­სი კაცი მო­ნა­წი­ლე­ობ­და რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ქვეყ­ნი­დან.

შუ­ა­დღი­სას, რო­დე­საც ბო­ილსტონ სტრიტ­ზე ფი­ნი­ში თით­ქმის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლემ გა­და­ლა­ხა, მო­უ­ლოდ­ნე­ლად აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ის­მა. 20 წა­მის შემ­დეგ აფეთ­ქე­ბა გან­მე­ორ­და. და­ი­ღუ­პა სამი (მათ შო­რის 8 წლის ბავ­შვი, რო­მე­ლიც მა­მას ფი­ნიშ­თან ყვა­ვი­ლე­ბით ელო­დე­ბო­და) და და­სა­ხიჩ­რდა 140 კაცი.

"ფი­ნი­შამ­დე რამ­დე­ნი­მე მეტ­რი­ღა მაკ­ლდა, რო­დე­საც აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ვი­გო­ნე. და­ვი­ნა­ხე, რო­გორ გად­მო­ყა­რა აფეთ­ქე­ბის ტალ­ღამ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი. მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჩემ წინ და­ეც­ნენ ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც, ერთი შე­ხედ­ვით, უკვე ცო­ცხლე­ბი აღარ იყ­ვნენ. ფე­ხებ­თან ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის დამ­წვა­რი ნა­წი­ლე­ბიც დაც­ვივ­და. ნუთუ მეც ვიწ­ვი? შე­იძ­ლე­ბა ვიწ­ვი, მაგ­რამ ვერ ვგრძნობ. თუ ასეა, ნე­ტავ, ეს ძა­ლი­ან მალე და უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ მოხ­დეს-მეთ­ქი, - გა­ვი­ფიქ­რე. თუმ­ცა, სხვებ­თან შე­და­რე­ბით უფრო იღ­ბლი­ა­ნი აღ­მოვ­ჩნდი - გა­დავ­რჩი.

ჩემს და­ქალს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ელო­დე­ბო­და ფი­ნიშ­თან, უნ­დო­და ყვე­ლას გა­სა­გო­ნად ხელი ეთხო­ვა, მაგ­რამ ფი­ნიშ­თან მხო­ლოდ ჩემი მე­გობ­რის სხე­უ­ლის ნაფ­ლე­თე­ბი აღ­მოჩ­ნდა.

მას დიდ­ხანს ვარ­ჩევ­დით ერ­თმა­ნეთ­ში აზე­ლილ და­ხო­ცი­ლებ­ში. ირ­გვლივ დამ­წვა­რი ხორ­ცის და სის­ხლის სუნი იდგა..."

27 წლის თვითმხილ­ვე­ლის ნა­ამ­ბო­ბი­დან

ამე­რი­კე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ ეს იყო ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი ტე­რაქ­ტი ამე­რი­კა­ში 11 სექ­ტემ­ბრის ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ. მომ­ხდარ­მა მთელ ამე­რი­კას თავ­ზა­რი დას­ცა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა დიდ ქა­ლაქ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი გა­ამ­კაც­რეს, ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა თავს მა­ინც და­უც­ვე­ლად გრძნობ­და. ამა­სო­ბა­ში ბოს­ტონ­ში პო­ლი­ცი­ამ კი­დევ რამ­დე­ნი­მე ბომ­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა. ბოს­ტო­ნის ტე­რაქ­ტზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არც ერთ ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას არ აუ­ღია. 17 აპ­რილს ამე­რი­კელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გა­ავ­რცე­ლეს გან­ცხა­დე­ბა ბოს­ტო­ნის ტე­რაქ­ტის ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბის შე­სა­ხებ. ისი­ნი მაიკ მუ­ლი­გე­ტი და სუ­ნილ ტრი­პა­ტი აღ­მოჩ­ნდნენ (ტრი­პა­ტი მარ­ტი­დან უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბო­და, ორი­ო­დე დღის წინ მისი გვა­მი ერთ-ერთ მდი­ნა­რე­ში იპო­ვეს. - ავტ.), თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყვეს.

სა­ნამ FBI ტე­რო­რის­ტებს ეძებ­და, ბოს­ტო­ნის მახ­ლობ­ლად, ქა­ლაქ კემ­ბრი­ჯში, მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინ­სტი­ტუტ­თან, ორმა ახალ­გაზ­რდამ პო­ლი­ცი­ელს, რო­მელ­მაც ისი­ნი სა­ეჭ­ვო პი­რე­ბად მი­იჩ­ნია, სრო­ლა აუ­ტე­ხა. პო­ლი­ცი­ე­ლი და­ი­ღუ­პა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე თვით­ნა­კე­თი ბომ­ბის ნა­წი­ლე­ბი იპო­ვეს. მსგავ­სი ბომ­ბე­ბი იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ბოს­ტო­ნის ტე­რაქ­ტი­სას. პო­ლი­ცი­ამ მკვლე­ლე­ბის ძებ­ნა და­ი­წყო. მალე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა გა­ქურ­დეს მა­ღა­ზია და ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქის მან­ქა­ნაც გა­ი­ტა­ცეს. პა­რა­ლე­ლუ­რად FBI-მ გა­მო­აქ­ვეყ­ნა სა­ვა­რა­უ­დო ტე­რო­რის­ტთა ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ბოს­ტონ­ში, აფეთ­ქე­ბის ად­გილ­ზე შემ­თხვე­ვით ვი­დე­ო­კა­მე­რებ­მა და­ა­ფიქ­სი­რეს. ისი­ნი ჩე­ჩე­ნი ძმე­ბი - ტა­მერ­ლან და ჯო­ჰარ ცარ­ნა­ე­ვე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ. პო­ლი­ცი­ამ ტე­რო­რის­ტე­ბის დევ­ნა და­ი­წყო. გა­ტა­ცე­ბულ ავ­ტო­მან­ქა­ნას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა უორ­ტერ ტა­უნ­ში მი­აგ­ნეს, თუმ­ცა ცარ­ნა­ე­ვებ­მა მათ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ეს. ორ­მხრი­ვი სრო­ლი­სას და­იჭ­რა ტა­მერ­ლან ცარ­ნა­ე­ვი. რო­გორც ოფი­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო­ე­ბი აცხა­დებ­დნენ, უმ­ცროს­მა ძმამ, ჯო­ჰარ ცარ­ნა­ევ­მა, რო­მელ­მაც ბოლო წუ­თებ­ში პო­ლი­ცი­ის ალ­ყის გარ­ღვე­ვა სცა­და, დაჭ­რილ ძმას გა­და­უ­ა­რა და თვალს მი­ე­ფა­რა. უფ­რო­სი ცარ­ნა­ე­ვი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

სკანდალური კადრები ბოსტონიდან: რას არ ამხელს FBI?

სკანდალური კადრები ბოსტონიდან: რას არ ამხელს FBI?

"უმეტესობა, რასაც თქვენი ყური უსმენს, სიცრუეა, მაგრამ რასაც თქვენი თვალები ხედავენ, ჭეშმარიტება".

იმამი ალი

"პოლიციამ სროლა აგვიტეხა. ჩვენი დევნა გრძელდება. დედა, ძალიან მიყვარხარ".

ტამერლან ცარნაევის უკანასკნელი სიტყვები

"ეს არის ჩემი უკანასკნელი წერილი, სანამ პოლიცია დამაკავებს. მე ამას არასოდეს გავაკეთებდი, მახე დამიგეს. მამა, მაპატიე, ვწუხვარ, ასე რომ მოხდა".

ჯოჰარ ცარნაევი სოციალური ქსელები

"გემუდარები, ნუ აღმოჩნდები მუსლიმანი".

ლიბიელი სტუდენტის მიმართვა ბოსტონელ ტერორისტს

2002 წელს ამერიკაში გამოიცა ტომ ლონერგნის წიგნი "მწუხარების მთა" ("ბოსტონური მარათონის ტრილერი"). დეტექტივში 1996 წელს მემარჯვენე ექსტრემისტები ბოსტონის მარათონზე აფეთქებებს გეგმავენ...

11 წლის შემდეგ მოვლენები სწორედ ამ წიგნის მიხედვით განვითარდა...

2013 წლის 15 აპრილს ბოსტონი ტრადიციული მარათონისთვის ემზადებოდა (ბოსტონის მარათონი ერთ-ერთი უძველესი და პრესტიჟულია მარათონთა ისტორიაში, პირველად ის 1897 წელს, პატრიოტთა დღეს ჩატარდა. მას შემდეგ ყოველი აპრილის მეორე ორშაბათს მარათონულ გარბენში ათასობით ადამიანი მონაწილეობს. - ავტ.).

წელს მარათონი 2012 წლის დეკემბერში ნიუთაუნის სკოლაში მომხდარ მასობრივი მკვლელობის მსხვერპლთა ხსოვნას ეძღვნებოდა. გარბენში 23 ათასი კაცი მონაწილეობდა რამდენიმე ათეული ქვეყნიდან.

შუადღისას, როდესაც ბოილსტონ სტრიტზე ფინიში თითქმის ყველა მონაწილემ გადალახა, მოულოდნელად აფეთქების ხმა გაისმა. 20 წამის შემდეგ აფეთქება განმეორდა. დაიღუპა სამი (მათ შორის 8 წლის ბავშვი, რომელიც მამას ფინიშთან ყვავილებით ელოდებოდა) და დასახიჩრდა 140 კაცი.

"ფინიშამდე რამდენიმე მეტრიღა მაკლდა, როდესაც აფეთქების ხმა გავიგონე. დავინახე, როგორ გადმოყარა აფეთქების ტალღამ რამდენიმე ადამიანი. მოულოდნელად ჩემ წინ დაეცნენ ბავშვები, რომლებიც, ერთი შეხედვით, უკვე ცოცხლები აღარ იყვნენ. ფეხებთან ადამიანის სხეულის დამწვარი ნაწილებიც დაცვივდა. ნუთუ მეც ვიწვი? შეიძლება ვიწვი, მაგრამ ვერ ვგრძნობ. თუ ასეა, ნეტავ, ეს ძალიან მალე და უმტკივნეულოდ მოხდეს-მეთქი, - გავიფიქრე. თუმცა, სხვებთან შედარებით უფრო იღბლიანი აღმოვჩნდი - გადავრჩი.

ჩემს დაქალს შეყვარებული ელოდებოდა ფინიშთან, უნდოდა ყველას გასაგონად ხელი ეთხოვა, მაგრამ ფინიშთან მხოლოდ ჩემი მეგობრის სხეულის ნაფლეთები აღმოჩნდა.

მას დიდხანს ვარჩევდით ერთმანეთში აზელილ დახოცილებში. ირგვლივ დამწვარი ხორცის და სისხლის სუნი იდგა...”

27 წლის თვითმხილველის ნაამბობიდან

ამერიკელი სამართალდამცავები აცხადებდნენ, რომ ეს იყო ყველაზე მასშტაბური ტერაქტი ამერიკაში 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ. მომხდარმა მთელ ამერიკას თავზარი დასცა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა დიდ ქალაქში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს, ქვეყნის მოსახლეობა თავს მაინც დაუცველად გრძნობდა. ამასობაში ბოსტონში პოლიციამ კიდევ რამდენიმე ბომბი აღმოაჩინა. ბოსტონის ტერაქტზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია. 17 აპრილს ამერიკელმა სამართალდამცავებმა გაავრცელეს განცხადება ბოსტონის ტერაქტის ეჭვმიტანილების ვინაობის შესახებ. ისინი მაიკ მულიგეტი და სუნილ ტრიპატი აღმოჩნდნენ (ტრიპატი მარტიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, ორიოდე დღის წინ მისი გვამი ერთ-ერთ მდინარეში იპოვეს. - ავტ.), თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყვეს.

სანამ FBI ტერორისტებს ეძებდა, ბოსტონის მახლობლად, ქალაქ კემბრიჯში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტთან, ორმა ახალგაზრდამ პოლიციელს, რომელმაც ისინი საეჭვო პირებად მიიჩნია, სროლა აუტეხა. პოლიციელი დაიღუპა. სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე თვითნაკეთი ბომბის ნაწილები იპოვეს. მსგავსი ბომბები იყო გამოყენებული ბოსტონის ტერაქტისას. პოლიციამ მკვლელების ძებნა დაიწყო. მალე ცნობილი გახდა, რომ დამნაშავეებმა გაქურდეს მაღაზია და ერთ-ერთი მოქალაქის მანქანაც გაიტაცეს. პარალელურად FBI-მ გამოაქვეყნა სავარაუდო ტერორისტთა ფოტოები, რომლებიც ბოსტონში, აფეთქების ადგილზე შემთხვევით ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს. ისინი ჩეჩენი ძმები - ტამერლან და ჯოჰარ ცარნაევები აღმოჩნდნენ. პოლიციამ ტერორისტების დევნა დაიწყო. გატაცებულ ავტომანქანას სამართალდამცავებმა უორტერ ტაუნში მიაგნეს, თუმცა ცარნაევებმა მათ შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს. ორმხრივი სროლისას დაიჭრა ტამერლან ცარნაევი. როგორც ოფიციალური წყაროები აცხადებდნენ, უმცროსმა ძმამ, ჯოჰარ ცარნაევმა, რომელმაც ბოლო წუთებში პოლიციის ალყის გარღვევა სცადა, დაჭრილ ძმას გადაუარა და თვალს მიეფარა. უფროსი ცარნაევი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა