1. ძრავა/ტრანსმისია
კარგად მოვლილმა ძრავამ და გადაცემათა კოლოფმა შეიძლება რამდენიმე ასეული ათასი კილომეტრის მანძილზე გაძლოს. აღსანიშნავია, რომ დიზელის თანამედროვე ძრავები შესხურების მაღალი ტემპით აღარაა ისეთი გამძლე, როგორც ადრე იყო. ყურადღება მიაქციეთ, ხომ არ მერყეობს ბრუნების ამთლელის ისარი? არის თუ არა გადაცემების გადართვა სუფთა? ან ხომ არ მოვიდა კბილანა ღვედის გამოცვლის დრო?
2. ფარები/ნათურები
კარგი ხარისხის ქსენონი მართლაც დიდხანს, ანთებულ მდგომარეობაში მინიმუმ 2000 საათი ძლებს. შედარებისთვის, H4-ნათურის სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 450 საათია. რაც შეეხება ფარებს: თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მაშუქები ხშირად გამოდის მწყობრიდან. მაგალითად, ფუჭდება ნათების სიმაღლის რეგულირება. შესამოწმებლად, მიაყენეთ მანქანა კედელთან, მიანათეთ და შეცვალეთ ნათების სიმაღლე - სინათლე კედელზე ადეკვატურად უნდა მოძრაობდეს.
3. გადაბმულობა
ავტომობილის გადაბმულობისა და გადაცემათა კოლოფის სისოცხლის ხანგრძლივობა დიდადაა დამოკიდებული მის სწორ მოხმარებაზე. ჩვეულებრივი სვლის რეჟიმში ამ სისტემამ დაახლოებით 150 000 კილომეტრზე უნდა გაძლოს. რაც შეეხება შემოწმებას: გადართეთ მაღალ გადაცემაში და აუშვით კონუსს - ძრავა უნდა ჩაქვრეს და კონუსი არ უნდა გასხლტეს. გადართვებისას, უცნაური ხმები არ უნდა გვესმოდეს.