პოლიტიკა
კონფლიქტები
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიშას ფავორიტი ქალების ხანა დასრულდა"
"მიშას ფავორიტი ქალების ხანა დასრულდა"

"ერ­თა­დერ­თი, რაც ძა­ლი­ან მა­ღი­ზი­ა­ნებს, ვი­თომ კო­ა­ბი­ტა­ცი­აა... რო­გორ უნდა დაჯ­დე "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" გვერ­დით მა­გი­დას­თან ან სუფ­რას­თან, ეს ხომ სა­კუ­თა­რი თა­ვის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბაა", - ამ­ბობს ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი ლე­ლი­კო ჯა­ფა­რი­ძე. მისი თქმით, ახლა ყვე­ლა­ზე მე­ტად კულ­ტუ­რის სფე­როს სჭირ­დე­ბა შვე­ლა, "რათა იმ 9-წლი­ა­ნი უნი­ჭო­ბის ზე­ი­მი დას­რულ­დეს, თუმ­ცა ამის ნიშ­ნებს ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ვხე­დავ".

- სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 60-იან წლებ­ში წა­ვე­დი. მას შემ­დეგ რუ­სეთ­ში ვცხოვ­რობ­დი და დიდ თე­ატ­რში ვმოღ­ვა­წე­ობ­დი. ეს მა­შინ ბევ­რის ოც­ნე­ბა იყო... მოს­კოვ­ში ისე ჩა­ვე­დი, იქა­უ­რო­ბა­ზე წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და, მაგ­რამ შემ­დეგ ჩემი ცხოვ­რე­ბა ისე წა­რი­მარ­თა, თით­ქმის ყვე­ლა დიდ და პა­ტა­რა თე­ატ­რში მაქვს ნამ­ღე­რი. ამას წი­ნათ ერ­თმა კაც­მა თქვა, ამ სფე­რო­ში ჩა­ხე­დუ­ლი კაცი ვარ და ნამ­დვი­ლად არ ვიცი, ასე­თი რა აქვს ნამ­ღე­რი ლე­ლი­კო ჯა­ფა­რი­ძე­სო. მინ­და მას ვუ­პა­სუ­ხო, მე­ა­თე პარ­ტი­აც მაქვს ნამ­ღე­რი, მე­ო­რეც, პირ­ვე­ლიც. სულ 87 ოპე­რა მაქვს ნამ­ღე­რი და ისეთ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად ვმდგარ­ვარ სცე­ნა­ზე, რო­გო­რე­ბიც არი­ან ზუ­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძე, და­ვით გამ­რე­კე­ლი, თუ­მა­ნიშ­ვი­ლი, ვიშ­ნევ­სკა­ია, პაკ­როვ­სკი.... სა­ქარ­თვე­ლო­ში 2005 წელს დავ­ბრუნ­დი და მას შემ­დეგ ოპო­ზი­ცი­ა­ში ვარ. შე­იძ­ლე­ბა შეც­დო­მა იყო, მაგ­რამ რო­დე­საც ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი პირ­ვე­ლად გა­მო­ვი­და ტე­ლე­ვი­ზი­ით, ვთქვი, თუ ის მი­მი­ღებს, მის პარ­ტი­ა­ში სი­ა­მოვ­ნე­ბით გავ­წევ­რდე­ბი-მეთ­ქი. გულ­წრფე­ლად გე­ტყვით, ასე ეკა ბე­სე­ლი­ას გამო მო­ვი­ქე­ცი. ის ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, ნამ­დვი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ქა­ლია და ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

- მას­თან ახ­ლაც კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ?

- დიახ, დღემ­დე ვმე­გობ­რობთ. თა­ვი­დან შე­მომ­თა­ვა­ზეს კი­დეც, ჩვენ­თან იყა­ვი­თო, მაგ­რამ ვუ­თხა­რი, პო­ლი­ტი­კა ჩემი საქ­მე არ არის-მეთ­ქი. მარ­ტო ის რად ღირს, რომ ამ­ხე­ლა რის­კზე წა­ვი­და, ამ­ნის­ტი­ას ვგუ­ლის­ხმობ, ის ცოდ­ვა­ა­კი­დე­ბუ­ლი ხალ­ხი გა­მო­უშ­ვა და ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა. დიახ, ეს რის­კი იყო, მაგ­რამ იმე­დია, მათ­ზე შე­სა­ბა­მი­სად იზ­რუ­ნე­ბენ. ამ ბოლო შვი­დი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი რამ გა­კეთ­და და ამას რომ ვუ­ყუ­რებ, გა­დავ­წყვი­ტე, ჩემ­თვის ჩუ­მად ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. პო­ლი­ტი­კო­სი არ ვარ, მაგ­რამ პარ­ლა­მენ­ტის კი­ბე­ზე არა­ერ­თგზის ნა­ხო­ხი­ა­ლე­ბი, ნა­ცემ-ნაგ­ვე­მი და გა­ზით მო­წამ­ლუ­ლი გახ­ლა­ვართ. იმის თქმა მინ­და, რომ იმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წა­შა­ვე­ბა­ში მცი­რე­დი წვლი­ლი მეც მი­მი­ძღვის. მე­ო­რე დღეს­ვე ვიგ­რძე­ნი გან­სხვა­ვე­ბა, მაგ­რამ გა­ვი­და დრო და გარ­შე­მო უკ­მა­ყო­ფი­ლო ადა­მი­ა­ნე­ბიც და­ვი­ნა­ხე, ერთ დღე­ში ითხო­ვენ სა­ა­მურ ცხოვ­რე­ბას. ეს ის არ არის, ჩვენ რა­საც ვე­ლო­დე­ბო­დი­თო...

- მათ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას არ იზი­ა­რებთ?

- არა, ქარ­თვე­ლე­ბი ძა­ლი­ან უმა­დუ­რი ხალ­ხი ვართ. მეს­მის, რომ ხალ­ხს ძა­ლი­ან უჭირს, მაგ­რამ შვიდ თვე­ში რა უნდა შეც­ვლი­ლი­ყო?.. პენ­სი­ე­ბი ხომ იზ­რდე­ბა თან­და­თან? სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა ხომ და­ი­წყო?.. ეს ცოტა არ არის. ახლა მი­თხრეს, რომ ზუგ­დიდ­ში 30 სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი უნდა აშენ­დეს დევ­ნი­ლე­ბის­თვის. მათ­თვის სახ­ლე­ბი შენ­დე­ბა გლ­დან­თან ახ­ლო­საც... სულ არა­ფე­რი რომ არ კეთ­დე­ბო­დეს, იმას ხომ უნდა ხვდე­ბოდ­ნენ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ერთი ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და. იმ ორ-სამ ადა­მი­ანს თუ არ ჩავ­თვლით, რო­მელ­თაც საქ­მის კე­თე­ბა შე­უძ­ლი­ათ, ივა­ნიშ­ვი­ლი მარ­ტოა. მისი სა­ხე­ლი რომ არა, ისი­ნი 0,2-%-საც ვერ აი­ღებ­დნენ. ერ­თმა კაც­მა მო­უ­გო "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" არ­მი­ას. მათ­გან გან­სხვა­ვე­ბით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი კი არა, საქ­მის კა­ცია, საქ­მის კე­თე­ბას კი ჭკუა უნდა, და არა ლაყ­ბო­ბა. ჭორ­ვი­ლე­ლი­აო, აი­ჩე­მეს, იმ კაცს რა ვუ­თხა­რი, ვინც თა­ვი­სი წარ­მო­მავ­ლო­ბით არ ამა­ყობს. არ მინ­და "ჩორ­ტი" ჩა­ვაგ­დო, მაგ­რამ ისიც ვიცი, რომ "ჭორ­ვი­ლე­ლად" მას მის კალ­თას შე­ფა­რე­ბუ­ლე­ბიც მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, არა­და, ამ კაც­მა ისი­ნი კუ­ბო­დან ამო­ი­ღო და პარ­ლა­მენ­ტში "და­ა­ლა­გა".

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დათა ახა­ლა­ი­ას მი­მარ­თვა გავ­რცელ­და, სა­დაც ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის "წვლილ­ზე" სა­უბ­რობს. ბევ­რმა ეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" რღვე­ვის და­სა­წყი­სად შე­ა­ფა­სა...

- მათი დაშ­ლა გარ­და­უ­ვა­ლია. მე ის მიკ­ვირს, ამ შვი­დი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რა­ტომ არ და­ჭა­მეს ერ­თმა­ნე­თი. ახლა იქით მი­დის ყვე­ლა­ფე­რი, არ გა­მოვ­რი­ცხავ, სა­ა­კაშ­ვილს ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა მო­უ­ღოს ბოლო. სა­ა­კაშ­ვილ­მა ბევ­რი რამ იცის მე­რა­ბიშ­ვილ­ზე და პი­რი­ქით. ეგე­ნი ერთი ჯაჭ­ვით არი­ან ერ­თმა­ნეთ­ზე გა­დაბ­მუ­ლი და ერ­თმა­ნეთ­ზე უამ­რა­ვი რამე იცი­ან. ადე­იშ­ვი­ლიც კარ­გად არის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი და ახა­ლა­ი­ე­ბიც, მაგ­რამ მე­რა­ბიშ­ვილს გან­სა­კუთ­რე­ბით მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია აქვს პრე­ზი­დენტზე. ამი­ტო­მაც ეფარ­ცქვა­ლე­ბა მიშა მას ყვე­ლა­ზე მე­ტად, ეში­ნია, ყელ­ში დანა არ გა­მო­უს­ვას... ეს ვა­ნოს არ გა­უ­ჭირ­დე­ბა. მის მი­ნის­ტრო­ბა­ზე ლე­გენ­დე­ბი და­დი­ო­და. სი­ნამ­დვი­ლე­ში ის პა­ტა­რა ბუ­ნე­ბის კა­ცია, მაგ­რამ იმ წლებ­მა, როცა მი­ნის­ტრი იყო და ძა­ლა­უფ­ლე­ბა ჰქონ­და, ამ­ბი­ცი­ე­ბი გა­უ­ზარ­და, მა­გა­რი ვყო­ფილ­ვა­რო, იფიქ­რა და მეტი მო­უნ­და.

რუ­სე­თი ოკუ­პან­ტი­აო, გვი­წი­ოდ­ნენ, მე მას­წავ­ლი­ან ისი­ნი რუ­სებს? მთე­ლი ცხოვ­რე­ბა იქ გა­ვა­ტა­რე. მა­გათ მორ­ჯუ­ლე­ბას რა უნ­დო­და?.. არ­ყის ბოთ­ლი და­მიტ­რი­ა­ლე­ბია და მის გა­ჩე­რე­ბამ­დე ლე­კუ­რი უცეკ­ვია რუსს, რად­გან იმ არაყს ვპირ­დე­ბო­დი... უბ­რა­ლოდ, ძველ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას საქ­მის გა­კე­თე­ბა არ უნ­დო­და. უკაც­რა­ვად და, წინ გა­ე­ფი­ნენ ამე­რი­კას, არა­და, რა მოგ­ვი­ტა­ნა ამ სა­ხელ­მწი­ფოს­თან მე­გობ­რო­ბამ ვა­ლე­ბის მეტი? ომის დროს, მა­პა­ტი­ეთ და, ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დი და წყა­ლი ჩა­მოგ­ვი­ტა­ნეს... იმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ გა­არ­კვია, რა უნ­დო­და, რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ისე გა­რეთ.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია www.reitingi.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"მიშას ფავორიტი ქალების ხანა დასრულდა"

"მიშას ფავორიტი ქალების ხანა დასრულდა"

"ერთადერთი, რაც ძალიან მაღიზიანებს, ვითომ კოაბიტაციაა... როგორ უნდა დაჯდე "ნაციონალების" გვერდით მაგიდასთან ან სუფრასთან, ეს ხომ საკუთარი თავის უპატივცემულობაა", - ამბობს ოპერის მომღერალი ლელიკო ჯაფარიძე. მისი თქმით, ახლა ყველაზე მეტად კულტურის სფეროს სჭირდება შველა, "რათა იმ 9-წლიანი უნიჭობის ზეიმი დასრულდეს, თუმცა ამის ნიშნებს ჯერჯერობით ვერ ვხედავ".

-  საქართველოდან გასული საუკუნის 60-იან წლებში წავედი. მას შემდეგ რუსეთში ვცხოვრობდი და დიდ თეატრში ვმოღვაწეობდი. ეს მაშინ ბევრის ოცნება იყო... მოსკოვში ისე ჩავედი, იქაურობაზე წარმოდგენა არ მქონდა, მაგრამ შემდეგ ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, თითქმის ყველა დიდ და პატარა თეატრში მაქვს ნამღერი. ამას წინათ ერთმა კაცმა თქვა, ამ სფეროში ჩახედული კაცი ვარ და ნამდვილად არ ვიცი, ასეთი რა აქვს ნამღერი ლელიკო ჯაფარიძესო. მინდა მას ვუპასუხო, მეათე პარტიაც მაქვს ნამღერი, მეორეც, პირველიც. სულ 87 ოპერა მაქვს ნამღერი და ისეთ ადამიანებთან ერთად ვმდგარვარ სცენაზე, როგორებიც არიან ზურიკო ანჯაფარიძე, დავით გამრეკელი, თუმანიშვილი, ვიშნევსკაია, პაკროვსკი.... საქართველოში 2005 წელს დავბრუნდი და მას შემდეგ ოპოზიციაში ვარ. შეიძლება შეცდომა იყო, მაგრამ როდესაც ირაკლი ოქრუაშვილი პირველად გამოვიდა ტელევიზიით, ვთქვი, თუ ის მიმიღებს, მის პარტიაში სიამოვნებით გავწევრდები-მეთქი. გულწრფელად გეტყვით, ასე ეკა ბესელიას გამო მოვიქეცი. ის ძალიან ნიჭიერი, განათლებული, ნამდვილი პოლიტიკოსი ქალია და ძალიან მიყვარს.

-  მასთან ახლაც კარგი ურთიერთობა გაქვთ?

-  დიახ, დღემდე ვმეგობრობთ. თავიდან შემომთავაზეს კიდეც, ჩვენთან იყავითო, მაგრამ ვუთხარი, პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის-მეთქი. მარტო ის რად ღირს, რომ ამხელა რისკზე წავიდა, ამნისტიას ვგულისხმობ, ის ცოდვააკიდებული ხალხი გამოუშვა და ახალი ცხოვრების დაწყების საშუალება მისცა. დიახ, ეს რისკი იყო, მაგრამ იმედია, მათზე შესაბამისად იზრუნებენ. ამ ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა და ამას რომ ვუყურებ, გადავწყვიტე, ჩემთვის ჩუმად ვყოფილიყავი. პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ პარლამენტის კიბეზე არაერთგზის ნახოხიალები, ნაცემ-ნაგვემი და გაზით მოწამლული გახლავართ. იმის თქმა მინდა, რომ იმ ხელისუფლების წაშავებაში მცირედი წვლილი მეც მიმიძღვის. მეორე დღესვე ვიგრძენი განსხვავება, მაგრამ გავიდა დრო და გარშემო უკმაყოფილო ადამიანებიც დავინახე, ერთ დღეში ითხოვენ საამურ ცხოვრებას. ეს ის არ არის, ჩვენ რასაც ველოდებოდითო...

-  მათ უკმაყოფილებას არ იზიარებთ?

-  არა, ქართველები ძალიან უმადური ხალხი ვართ. მესმის, რომ ხალხს ძალიან უჭირს, მაგრამ შვიდ თვეში რა უნდა შეცვლილიყო?.. პენსიები ხომ იზრდება თანდათან? სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ზრუნვა ხომ დაიწყო?.. ეს ცოტა არ არის. ახლა მითხრეს, რომ ზუგდიდში 30 საცხოვრებელი კორპუსი უნდა აშენდეს დევნილებისთვის. მათთვის სახლები შენდება გლდანთან ახლოსაც... სულ არაფერი რომ არ კეთდებოდეს, იმას ხომ უნდა ხვდებოდნენ, რომ ხელისუფლებაში ერთი ადამიანი მოვიდა. იმ ორ-სამ ადამიანს თუ არ ჩავთვლით, რომელთაც საქმის კეთება შეუძლიათ, ივანიშვილი მარტოა. მისი სახელი რომ არა, ისინი 0,2-%-საც ვერ აიღებდნენ. ერთმა კაცმა მოუგო "ნაციონალების" არმიას. მათგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკოსი კი არა, საქმის კაცია, საქმის კეთებას კი ჭკუა უნდა, და არა ლაყბობა. ჭორვილელიაო, აიჩემეს, იმ კაცს რა ვუთხარი, ვინც თავისი წარმომავლობით არ ამაყობს. არ მინდა "ჩორტი" ჩავაგდო, მაგრამ ისიც ვიცი, რომ "ჭორვილელად" მას მის კალთას შეფარებულებიც მოიხსენიებენ, არადა, ამ კაცმა ისინი კუბოდან ამოიღო და პარლამენტში "დაალაგა".

-  სოციალურ ქსელში დათა ახალაიას მიმართვა გავრცელდა, სადაც ვანო მერაბიშვილის "წვლილზე" საუბრობს. ბევრმა ეს "ნაციონალური მოძრაობის" რღვევის დასაწყისად შეაფასა...

-  მათი დაშლა გარდაუვალია. მე ის მიკვირს, ამ შვიდი თვის განმავლობაში რატომ არ დაჭამეს ერთმანეთი. ახლა იქით მიდის ყველაფერი, არ გამოვრიცხავ, სააკაშვილს ვანო მერაბიშვილმა მოუღოს ბოლო. სააკაშვილმა ბევრი რამ იცის მერაბიშვილზე და პირიქით. ეგენი ერთი ჯაჭვით არიან ერთმანეთზე გადაბმული და ერთმანეთზე უამრავი რამე იციან. ადეიშვილიც კარგად არის ინფორმირებული და ახალაიებიც, მაგრამ მერაბიშვილს განსაკუთრებით მრავალფეროვანი ინფორმაცია აქვს პრეზიდენტზე. ამიტომაც ეფარცქვალება მიშა მას ყველაზე მეტად, ეშინია, ყელში დანა არ გამოუსვას... ეს ვანოს არ გაუჭირდება. მის მინისტრობაზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში ის პატარა ბუნების კაცია, მაგრამ იმ წლებმა, როცა მინისტრი იყო და ძალაუფლება ჰქონდა, ამბიციები გაუზარდა, მაგარი ვყოფილვარო, იფიქრა და მეტი მოუნდა.

რუსეთი ოკუპანტიაო, გვიწიოდნენ, მე მასწავლიან ისინი რუსებს? მთელი ცხოვრება იქ გავატარე. მაგათ მორჯულებას რა უნდოდა?.. არყის ბოთლი დამიტრიალებია და მის გაჩერებამდე ლეკური უცეკვია რუსს, რადგან იმ არაყს ვპირდებოდი... უბრალოდ, ძველ ხელისუფლებას საქმის გაკეთება არ უნდოდა. უკაცრავად და, წინ გაეფინენ ამერიკას, არადა, რა მოგვიტანა ამ სახელმწიფოსთან მეგობრობამ ვალების მეტი? ომის დროს, მაპატიეთ და, ტუალეტის ქაღალდი და წყალი ჩამოგვიტანეს... იმ ხელისუფლებამ ვერ გაარკვია, რა უნდოდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია www.reitingi.ge-ზე

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"