საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატიმართა წამების ბრალდებით ორი პირი დააკავეს
პატიმართა წამების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

ქვე­მო ქარ­თლის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რამ პა­ტიმ­რე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცემა-წა­მე­ბის ბრალ­დე­ბით, რუს­თა­ვის მე-16 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ყო­ფი­ლი ინ­სპექ­ტო­რე­ბი და­ა­კა­ვა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან აც­ნო­ბეს, თე­მურ ყორ­ში­ას და გი­ორ­გი ჯღარ­კა­ვას ბრა­ლად პა­ტიმ­რე­ბის ცემა-წა­მე­ბა და დამ­ცი­რე­ბა ედე­ბათ.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მსჯავ­რდე­ბულ­თა დათ­რგუნ­ვი­სა და დე­მო­რა­ლი­ზე­ბის მიზ­ნით, თე­მურ ყორ­ში­ას და გი­ორ­გი ჯღარ­კა­ვას მიერ, ამა­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის, და­ვით მუმ­ლა­ძის, ვაჟა ცხვე­დი­ა­ნი­სა და იონა ლუ­ტი­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ხდე­ბო­და პა­ტი­მარ­თა ე.წ კო­რი­დორ­ში გა­ტა­რე­ბა. პა­ტიმ­რებს აყე­ნებ­დნენ ფი­ზი­კურ და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას, აშიშ­ვლებ­დნენ, აკე­თე­ბი­ნებ­დნენ ბუქ­ნებს, აყე­ნებ­დნენ მუხ­ლებ­ზე, ამ­ცი­რებ­დნენ და აი­ძუ­ლებ­დნენ ერ­ბი­ნათ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

ყორ­ში­ა­სა და ჯღარ­კა­ვას ბრა­ლი სსკ-ს 144-ე პრი­მა მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ა", "ბ", "დ", "ე" და "ზ" ქვე­პუნ­ქტე­ბით წა­რედ­გი­ნათ. მათ­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის სა­კი­თხზე რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო იმ­სჯე­ლებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

პატიმართა წამების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

პატიმართა წამების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ პატიმრების მიმართ განხორციელებული ცემა-წამების ბრალდებით, რუსთავის მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი ინსპექტორები დააკავა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, თემურ ყორშიას და გიორგი ჯღარკავას ბრალად პატიმრების ცემა-წამება და დამცირება ედებათ.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მსჯავრდებულთა დათრგუნვისა და დემორალიზების მიზნით, თემურ ყორშიას და გიორგი ჯღარკავას მიერ, ამავე დაწესებულების ყოფილი თანამშრომლების, დავით მუმლაძის, ვაჟა ცხვედიანისა და იონა ლუტიძის ხელმძღვანელობით ხდებოდა პატიმართა ე.წ კორიდორში გატარება. პატიმრებს აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, აშიშვლებდნენ, აკეთებინებდნენ ბუქნებს, აყენებდნენ მუხლებზე, ამცირებდნენ და აიძულებდნენ ერბინათ დაწესებულების ტერიტორიაზე.

ყორშიასა და ჯღარკავას ბრალი სსკ-ს 144-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ა", "ბ", "დ", "ე" და "ზ" ქვეპუნქტებით წარედგინათ. მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე რუსთავის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ