პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დაუსვეს პაციენტებს კიბოს ცრუ დიაგნოზი და დაუთრომბეს ღვიძლი
როგორ დაუსვეს პაციენტებს კიბოს ცრუ დიაგნოზი და დაუთრომბეს ღვიძლი

"ექი­მი ყო­ველ­თვის უნდა ამ­კვიდ­რებ­დეს პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის უმაღ­ლეს სტან­დარ­ტებს, ფი­ნან­სურ­მა ინ­ტე­რე­სებ­მა არ უნდა მო­ახ­დი­ნოს გავ­ლე­ნა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი, პა­ცი­ენ­ტის ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე. ექი­მი პა­ტი­ო­სა­ნი უნდა იყოს პა­ცი­ენ­ტებ­თან და კო­ლე­გებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, უნდა ებ­რძო­ლოს სხვა ექი­მე­ბის პრო­ფე­სი­ულ და პი­როვ­ნულ ნაკლს, უნდა ამ­ხელ­დეს სიც­რუ­ე­სა და თაღ­ლი­თო­ბას" - ეს გახ­ლავთ ამო­ნა­რი­დი სა­მე­დი­ცი­ნო ეთი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­დექ­სი­დან, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო სა­მე­დი­ცი­ნო ასო­ცი­ა­ცი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა ასამ­ბლე­ამ ლონ­დონ­ში, 1949 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში მი­ი­ღო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში არი­ან ექი­მე­ბი, რომ­ლე­ბიც არც ამ კო­დექსს ღა­ლა­ტო­ბენ და არც ჰი­პოკ­რა­ტეს ფიცს, თუმ­ცა ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბის მო­ნა­თხრო­ბი­დან ჩანს, რომ სა­პი­რის­პი­რო შემ­თხვე­ვე­ბიც ხდე­ბა. მათ ნა­ამ­ბობს ყო­ველ­გვა­რი ანა­ლი­ზი­სა და შე­ლა­მა­ზე­ბის გა­რე­შე გა­გაც­ნობთ:

მი­ხე­ილ ერა­ძე, იუ­რის­ტი, 26 წლის: - 23 წლის ვი­ყა­ვი, როცა წნე­ვის პრობ­ლე­მე­ბი და­მე­წყო და ოჯახ­ში გა­დავ­წყვი­ტეთ გა­მო­მეკვლია, რა შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო ამის მი­ზე­ზი. გა­მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ყვე­ლა ორ­გა­ნო ჯან­მრთე­ლი მქონ­და და რად­გან პროტ­რომ­ბი­ნის ინ­დექ­სი და­ბა­ლი იყო, მირ­ჩი­ეს გა­მოკ­ვლე­ვა სის­ხლის სპე­ცი­ა­ლის­ტთა­ნაც ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, თურ­ქე­თის კლი­ნი­კა­ში გა­ვი­გე, რომ ბავ­შვო­ბი­დან გა­მო­ყო­ლი­ლი დის­ბაქ­ტე­რი­ო­ზის გამო ორ­გა­ნიზ­მი K ვი­ტა­მინს ვერ ით­ვი­სებ­და და პროტ­რომ­ბი­ნიც ამის გამო მქონ­და და­ბა­ლი, აქა­ურ­მა ექი­მებ­მა კი ეს აღიქ­ვეს, რო­გორც სის­ხლის პა­თო­ლო­გი­ის ნი­შა­ნი. ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში პრო­ფე­სორ­მა მა­მუ­კა ზ.-მ, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ ჩემი მკურ­ნა­ლი იყო, მი­თხრა, რომ ეს იყო ლე­ი­კე­მი­ის ერთ-ერთი ფორ­მა, რო­მელ­საც ჰქვია ლიმ­პო ერით­რე­მია, თუმ­ცა ჩემი ანა­ლი­ზი არ იძ­ლე­ო­და იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ეს და­ნამ­დვი­ლე­ბით ეთ­ქვათ. და­მა­ტე­ბი­თი ანა­ლი­ზე­ბი ჩა­მი­ტა­რეს და რად­გან მა­სა­ლა ვერ მო­ი­პო­ვეს, მი­თხრეს - ისეთ პრო­ცე­დუ­რებს ჩა­გი­ტა­რებთ, რო­მელ­საც ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც იკე­თე­ბენ პრო­ფი­ლაქ­ტი­კი­სა და გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბის მიზ­ნი­თო. ეს პრო­ცე­დუ­რე­ბი ტარ­დე­ბა სის­ხლის გა­მა­თხე­ლებ­ლე­ბის ფონ­ზე და რად­გან პროტ­რომ­ბი­ნი და­ბა­ლი მქონ­და, გა­მა­თხე­ლებ­ლე­ბი არ გა­მი­კე­თეს. ამის გამო ღვიძ­ლი და­მეთ­რომ­ბა. სხვა­თა შო­რის, ჩემი სის­ხლის მდგო­მა­რე­ო­ბა მა­ში­ნაც იგი­ვე იყო, რაც დღეს მაქვს, ანუ ეს პრო­ცე­დუ­რე­ბი სა­ერ­თოდ არ იყო სა­ჭი­რო. ღვიძ­ლის დათ­რომბვის შემ­დეგ წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­კუ­თარ თავს მე თვი­თონ ვა­კონ­ტრო­ლებ­დი, რად­გან კო­ლე­გი­ა­ლო­ბის გამო აქ არც ერთი ექი­მი ხელს აღარ მკი­დებ­და - ჩავ­დი­ო­დი თურ­ქეთ­ში, იქ ვი­კე­თებ­დი ანა­ლი­ზებს და შემ­დეგ ამის მი­ხედ­ვით ვმკურ­ნა­ლობ­დი. დიდი მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა დათო ნემ­სა­ძეს, რო­მე­ლიც მა­შინ და­ვით ტა­ტიშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობ­და და სწო­რედ მან გა­და­მარ­ჩი­ნა, მან და­მა­ყე­ნა გზა­ზე და მირ­ჩია, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის რო­გორ მო­მევ­ლო. მგო­ნი ასე­თი რამ არ­სად მომ­ხდა­რა, რომ ადა­მი­ა­ნის­თვის ორ­გა­ნო ძა­ლით და­ეთ­რომ­ბათ. ექ­ვსი პრ­ო­ცე­დუ­რა ჩა­მი­ტა­რეს, რომ­ლის დრო­საც ჩემი ღვიძ­ლი თან­და­თან კვდე­ბო­და, ერთი თვის თავ­ზე კი მეც მოვ­კვდე­ბო­დი. ღვიძ­ლი მინ­სკში გა­და­მი­ნერ­გეს, ჯერ მხო­ლოდ 26 წლი­სა ვარ და ექი­მე­ბის შეც­დო­მის გამო უკვე II ჯგუ­ფის ინ­ვა­ლი­დი მქვია. შეც­დო­მა შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლას მო­უ­ვი­დეს, მაგ­რამ სულ სხვაა, როცა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბა ხდე­ბა ძა­ლი­ან ბინ­ძუ­რი მე­თო­დე­ბით. ფეხ­ზე რომ წა­მოვ­დე­ქი, მი­ვე­დი მა­მუ­კა ზ.-სთან და მოვ­თხო­ვე ექ­სპერ­ტი­ზა და­ე­ნიშ­ნათ, მაგ­რამ ექ­სპერ­ტიც მისი მე­გო­ბა­რი იყო, რო­მელ­მაც მას ხელი და­ა­ფა­რა. ცი­რო­ზი გქონ­და და ჩემს ხარ­ჯზე გინ­დო­და ღვიძ­ლის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია გა­გე­კე­თე­ბი­ნაო - ასე­თი პა­სუ­ხით გა­მო­მის­ტუმ­რეს. ახლა მის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეა აღ­ძრუ­ლი და ჩემს სი­მარ­თლეს აუ­ცი­ლებ­ლად და­ვამ­ტკი­ცებ.

ანა კ., ფსი­ქო­ლო­გი, 56 წლის: - სა­ჩივ­რის შე­ტა­ნას ვა­პი­რებ იმ ექი­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლებ­ზეც უნდა გი­ამ­ბოთ, ამი­ტომ გთხოვთ, ჩემი ვი­ნა­ო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­ამ­ხი­ლოთ. 2010 წელს ტუბ­დის­პან­სერ­ში და­მის­ვეს ადე­ნო­კარ­ცი­ნო­მის, ანუ ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი. შემ­დეგ გამ­გზავ­ნეს სხვა კლი­ნი­კა­ში, სა­დაც ეს დი­აგ­ნო­ზი და­ა­დას­ტუ­რეს. რო­გორც შე­ვა­ტყვე, ექი­მე­ბი ახ­ლობ­ლე­ბი ან კარ­გი ნაც­ნო­ბე­ბი არი­ან, ერ­თმა­ნეთ­თან კავ­შირ­ში არი­ან და პა­ცი­ენ­ტებ­საც უგ­ზავ­ნი­ან. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ჰგავს ობო­ბას ქსელს, ამი­ტომ იგი­ვე მი­თხრეს ყველ­გან - მათ შო­რის ონ­კო­ლო­გი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­შიც და სას­წრა­ფოდ ქი­მი­ის გა­სა­კე­თებ­ლად გამ­გზავ­ნეს. ჩემს ახ­ლობ­ლებს კი უთხრეს: რამ­დე­ნი­მე თვის სი­ცო­ცხლე აქვს დარ­ჩე­ნი­ლი, მაგ­რამ ოპე­რა­ცი­ას მა­ინც გა­ვუ­კე­თებ­თო. თურ­მე ძლი­ე­რი ქი­მი­ის გა­კე­თე­ბას ჰქო­ნია თა­ვი­სი სქე­მა: ვიდ­რე ქი­მი­ას გა­უ­კე­თებ, ადა­მი­ანს უნდა გა­და­უს­ხა ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ხსნა­რი, რომ ორ­გა­ნიზ­მი მო­მაგრდეს. მხო­ლოდ მე­სა­მე დღეს აკე­თე­ბენ ქი­მი­ას, მე კი პირ­და­პირ გა­მი­კე­თეს, ყო­ველ­გვა­რი გა­დას­ხმე­ბის გა­რე­შე. ჩემი ექი­მი, ლია ნ. ამ­ტკი­ცებ­და, რომ ფილ­ტვის კი­ბოს მე­ო­თხე სტა­დია მქონ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქი­მი­ის გა­კე­თე­ბამ­დე არც სის­ხლის ანა­ლიზ­მა, არც ექოს­კო­პი­ამ არ აჩ­ვე­ნა არა­ვი­თა­რი ცვლი­ლე­ბე­ბი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, თურ­ქე­თის კლი­ნი­კა­ში მი­თხრეს, რომ ჯან­მრთე­ლი ვყო­ფილ­ვარ და ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე მქო­ნია. ნე­ტა­ვი სად ხე­დავ­დნენ ამ მე­ტას­ტა­ზებს? ქი­მი­ის შემ­დეგ დას­ხი­ვე­ბაც ჩა­მი­ტა­რეს, როცა ეს სა­ერ­თოდ არ იყო სა­ჭი­რო. 2010 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ვმკურ­ნა­ლობ­დი. უკვე მე­ო­თხე წე­ლია მას შემ­დეგ, რაც მი­თხრეს, რომ რამ­დე­ნი­მე თვის სი­ცო­ცხლე მქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი, ჩემი ყო­ფი­ლი ექი­მი კი დღე­საც უტიფ­რად იმე­ო­რებს, რომ მან მო­მარ­ჩი­ნა. ვფიქ­რობ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ფუ­ლის გამო ჩა­ი­დი­ნეს.

P.S. რო­გორც იტყვი­ან, ასეთ დროს კო­მენ­ტა­რი ზედ­მე­ტია, ამი­ტომ შე­სა­ბა­მი­სი დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნა ჩვე­ნი მკი­თხვე­ლის­თვის მიგ­ვინ­დვია.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

როგორ დაუსვეს პაციენტებს კიბოს ცრუ დიაგნოზი და დაუთრომბეს ღვიძლი

როგორ დაუსვეს პაციენტებს კიბოს ცრუ დიაგნოზი და დაუთრომბეს ღვიძლი

"ექიმი ყოველთვის უნდა ამკვიდრებდეს პროფესიული საქმიანობის უმაღლეს სტანდარტებს, ფინანსურმა ინტერესებმა არ უნდა მოახდინოს გავლენა დამოუკიდებელი და თავისუფალი, პაციენტის ინტერესების შესაბამისი პროფესიული გადაწყვეტილების მიღებაზე. ექიმი პატიოსანი უნდა იყოს პაციენტებთან და კოლეგებთან ურთიერთობაში, უნდა ებრძოლოს სხვა ექიმების პროფესიულ და პიროვნულ ნაკლს, უნდა ამხელდეს სიცრუესა და თაღლითობას" - ეს გახლავთ ამონარიდი სამედიცინო ეთიკის საერთაშორისო კოდექსიდან, რომელიც მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის გენერალურმა ასამბლეამ ლონდონში, 1949 წლის ოქტომბერში მიიღო. საბედნიეროდ, საქართველოში არიან ექიმები, რომლებიც არც ამ კოდექსს ღალატობენ და არც ჰიპოკრატეს ფიცს, თუმცა ჩვენი რესპონდენტების მონათხრობიდან ჩანს, რომ საპირისპირო შემთხვევებიც ხდება. მათ ნაამბობს ყოველგვარი ანალიზისა და შელამაზების გარეშე გაგაცნობთ:

მიხეილ ერაძე, იურისტი, 26 წლის: - 23 წლის ვიყავი, როცა წნევის პრობლემები დამეწყო და ოჯახში გადავწყვიტეთ გამომეკვლია, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამის მიზეზი. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყველა ორგანო ჯანმრთელი მქონდა და რადგან პროტრომბინის ინდექსი დაბალი იყო, მირჩიეს გამოკვლევა სისხლის სპეციალისტთანაც ჩამეტარებინა. მოგვიანებით, თურქეთის კლინიკაში გავიგე, რომ ბავშვობიდან გამოყოლილი დისბაქტერიოზის გამო ორგანიზმი K ვიტამინს ვერ ითვისებდა და პროტრომბინიც ამის გამო მქონდა დაბალი, აქაურმა ექიმებმა კი ეს აღიქვეს, როგორც სისხლის პათოლოგიის ნიშანი. ერთ-ერთ კლინიკაში პროფესორმა მამუკა ზ.-მ, რომელიც უშუალოდ ჩემი მკურნალი იყო, მითხრა, რომ ეს იყო ლეიკემიის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც ჰქვია ლიმპო ერითრემია, თუმცა ჩემი ანალიზი არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ეს დანამდვილებით ეთქვათ. დამატებითი ანალიზები ჩამიტარეს და რადგან მასალა ვერ მოიპოვეს, მითხრეს - ისეთ პროცედურებს ჩაგიტარებთ, რომელსაც ჯანმრთელი ადამიანებიც იკეთებენ პროფილაქტიკისა და გაახალგაზრდავების მიზნითო. ეს პროცედურები ტარდება სისხლის გამათხელებლების ფონზე და რადგან პროტრომბინი დაბალი მქონდა, გამათხელებლები არ გამიკეთეს. ამის გამო ღვიძლი დამეთრომბა. სხვათა შორის, ჩემი სისხლის მდგომარეობა მაშინაც იგივე იყო, რაც დღეს მაქვს, ანუ ეს პროცედურები საერთოდ არ იყო საჭირო. ღვიძლის დათრომბვის შემდეგ წელიწად-ნახევრის განმავლობაში საკუთარ თავს მე თვითონ ვაკონტროლებდი, რადგან კოლეგიალობის გამო აქ არც ერთი ექიმი ხელს აღარ მკიდებდა - ჩავდიოდი თურქეთში, იქ ვიკეთებდი ანალიზებს და შემდეგ ამის მიხედვით ვმკურნალობდი. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა დათო ნემსაძეს, რომელიც მაშინ დავით ტატიშვილის კლინიკაში მუშაობდა და სწორედ მან გადამარჩინა, მან დამაყენა გზაზე და მირჩია, საკუთარი თავისთვის როგორ მომევლო. მგონი ასეთი რამ არსად მომხდარა, რომ ადამიანის­თვის ორგანო ძალით დაეთრომბათ. ექვსი პრ­ო­ცედურა ჩამიტარეს, რომლის დროსაც ჩემი ღვიძლი თანდათან კვდებოდა, ერთი თვის თავზე კი მეც მოვკვდებოდი. ღვიძლი მინსკში გადამინერგეს, ჯერ მხოლოდ 26 წლისა ვარ და ექიმების შეცდომის გამო უკვე II ჯგუფის ინვალიდი მქვია. შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს, მაგრამ სულ სხვაა, როცა პასუხისმგებლობისგან თავის არიდება ხდება ძალიან ბინძური მეთოდებით. ფეხზე რომ წამოვდექი, მივედი მამუკა ზ.-სთან და მოვთხოვე ექსპერტიზა დაენიშნათ, მაგრამ ექსპერტიც მისი მეგობარი იყო, რომელმაც მას ხელი დააფარა. ციროზი გქონდა და ჩემს ხარჯზე გინდოდა ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაგეკეთებინაო - ასეთი პასუხით გამომისტუმრეს. ახლა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ჩემს სიმართლეს აუცილებლად დავამტკიცებ.

ანა კ., ფსიქოლოგი, 56 წლის: - საჩივრის შეტანას ვაპირებ იმ ექიმების წინააღმდეგ, რომლებზეც უნდა გიამბოთ, ამიტომ გთხოვთ, ჩემი ვინაობა ჯერჯერობით არ გაამხილოთ. 2010 წელს ტუბდისპანსერში დამისვეს ადენოკარცინომის, ანუ ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი. შემდეგ გამგზავნეს სხვა კლინიკაში, სადაც ეს დიაგნოზი დაადასტურეს. როგორც შევატყვე, ექიმები ახლობლები ან კარგი ნაცნობები არიან, ერთმანეთთან კავშირში არიან და პაციენტებსაც უგზავნიან. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ობობას ქსელს, ამიტომ იგივე მითხრეს ყველგან - მათ შორის ონკოლოგიურ საავადმყოფოშიც და სასწრაფოდ ქიმიის გასაკეთებლად გამგზავნეს. ჩემს ახლობლებს კი უთხრეს: რამდენიმე თვის სიცოცხლე აქვს დარჩენილი, მაგრამ ოპერაციას მაინც გავუკეთებთო. თურმე ძლიერი ქიმიის გაკეთებას ჰქონია თავისი სქემა: ვიდრე ქიმიას გაუკეთებ, ადამიანს უნდა გადაუსხა ფიზიოლოგიური ხსნარი, რომ ორგანიზმი მომაგრდეს. მხოლოდ მესამე დღეს აკეთებენ ქიმიას, მე კი პირდაპირ გამიკეთეს, ყოველგვარი გადასხმების გარეშე. ჩემი ექიმი, ლია ნ. ამტკიცებდა, რომ ფილტვის კიბოს მეოთხე სტადია მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ქიმიის გაკეთებამდე არც სისხლის ანალიზმა, არც ექოსკოპიამ არ აჩვენა არავითარი ცვლილებები. მოგვიანებით, თურქეთის კლინიკაში მითხრეს, რომ ჯანმრთელი ვყოფილვარ და ყველაფერი რიგზე მქონია. ნეტავი სად ხედავდნენ ამ მეტასტაზებს? ქიმიის შემდეგ დასხივებაც ჩამიტარეს, როცა ეს საერთოდ არ იყო საჭირო. 2010 წლიდან მოყოლებული ვმკურნალობდი. უკვე მეოთხე წელია მას შემდეგ, რაც მითხრეს, რომ რამდენიმე თვის სიცოცხლე მქონდა დარჩენილი, ჩემი ყოფილი ექიმი კი დღესაც უტიფრად იმეორებს, რომ მან მომარჩინა. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ფულის გამო ჩაიდინეს.

P.S. როგორც იტყვიან, ასეთ დროს კომენტარი ზედმეტია, ამიტომ შესაბამისი დასკვნების გამოტანა ჩვენი მკითხველისთვის მიგვინდვია.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"