მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილის ბიოგრაფიის უცნობი ფურცელი
სააკაშვილის ბიოგრაფიის უცნობი ფურცელი

"შე­უძ­ლე­ბე­ლია, და­ნა­შა­უ­ლებ­რივ რე­ჟიმს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სინ­გა­პუ­რი­ზა­ცი­ა­სა და მენ­ტა­ლუ­რად ახა­ლი ქარ­თვე­ლის ჯი­შის გა­მო­საყ­ვა­ნად კი­დევ 15 წლით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დარ­ჩე­ნას ითხოვ­და, ახა­ლი ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის და­წყე­ბა­ზე ჰქონ­დეს პრე­ტენ­ზია", - ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა 19 აპ­რი­ლის აქ­ცი­ა­ზე ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბებს ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი, "ქარ­ტია-91"-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი თედო პა­ა­ტაშ­ვი­ლი.

- ბა­ტო­ნო თედო, სად ხართ და რას საქ­მი­ა­ნობთ?

- შინ ვარ და ველი უკე­თეს დროს, რო­დე­საც გე­ცო­დი­ნე­ბა, რომ თუ რა­მეს შექ­მნი, არ და­გინ­გრე­ვენ, არ წა­გარ­თმე­ვენ. ვფიქ­რობ, ეს დრო მო­ვი­და.

სხვა­თა შო­რის, 2008 წელს ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა შე­მომ­თა­ვა­ზეს "ქარ­ტი­ის" აღ­დგე­ნა, ორი შუ­ა­ლე­დუ­რი დე­პუ­ტა­ტის გაყ­ვა­ნა, მაგ­რამ ჩვენ უარი ვთქვით. ბიზ­ნეს­ში ხე­ლის შეშ­ლას რაც შე­ე­ხე­ბა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ნგრე­ვის დიდი კამ­პა­ნი­ის და­სა­წყის­ში, ნა­ცე­ბი ერთ-ერთ პირ­ველს მე და­მეც­ნენ - 200 სპეც­რაზ­მე­ლი მო­იყ­ვა­ნეს და მუ­შებს ურო­ე­ბით და­ამ­ტვრე­ვი­ნეს მეტ­რო "რუს­თა­ველ­თან" არ­სე­ბუ­ლი მი­ნის პა­ვი­ლი­ო­ნი. "შუ­შის სახ­ლში" ასზე მეტი ადა­მი­ა­ნი იყო და­საქ­მე­ბუ­ლი და 8-10 ათა­სი ლარი შეგვქონ­და ყო­ველ­თვი­უ­რად ბი­უ­ჯეტ­ში.

- სა­ჩი­ვა­რი უკვე შე­ი­ტა­ნეთ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში? კონ­კრე­ტუ­ლად ვის უჩი­ვით?

- ვუ­ჩი­ვი გიგი უგუ­ლა­ვას. მი­ნი­მა­ლუ­რი გა­მოთ­ვლით, ზა­რა­ლი 1 200 000 ლა­რია. ძლივს დავ­ფა­რეთ ბან­კის ვა­ლე­ბი. იმე­დია, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­მარ­თალს ვი­პო­ვით.

- ბა­ტო­ნო თედო, მარ­თლა თე­მურ ალა­სა­ნი­ამ მო­იყ­ვა­ნა "ქარ­ტია-91"-ში ახალ­გაზ­რდა და პერ­სპექ­ტი­უ­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და აქე­დან და­ი­წყო მისი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა?

- არა, ცხო­ნე­ბულ­მა მე­რაბ ური­დი­ამ მო­იყ­ვა­ნა პარ­ტი­ა­ში 24 წლის სა­ა­კაშ­ვი­ლი. თე­მურ ალა­სა­ნია ჩვენ­თვის დი­დად მი­სა­ღე­ბი პრო­ტეჟე ვერც იქ­ნე­ბო­და. ალ­ბათ ესიმ­პა­თი­უ­რა მი­შას ჩვე­ნი პარ­ტია და ამი­ტო­მაც აირ­ჩია. ენერ­გი­უ­ლი ბიჭი კი იყო... 1992 წლის არ­ჩევ­ნებ­ში მას თბი­ლის­ში უნ­დო­და კან­დი­და­ტო­ბა, მაგ­რამ ქარ­თლში მო­უ­წია კენ­ჭისყრამ და წა­ა­გო.

- მის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში არა­ფე­რია ნათ­ქვა­მი იმა­ზე, რომ "ქარ­ტია 91"-ის წევ­რი იყო.

- რა არის და­სა­მა­ლი, მე უნდა ვმა­ლავ­დე მის ყოფ­ნას ჩემს პარ­ტი­ა­ში და ის მა­ლავს? ალ­ბათ მოქკავ­ში­რის უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი რომ გახ­და, შე­ვარ­დნა­ძი­სად­მი ბო­ლომ­დე ოპო­ზი­ცი­უ­რი "ქარ­ტი­ე­ლო­ბა" აღარ უხერ­ხდე­ბო­და.

- თა­ვის დრო­ზე იმა­საც ამ­ბობ­დნენ, რომ "ქარ­ტია" კა-გე-ბეს პოლ­კოვ­ნიკ­მა თე­მურ ალა­სა­ნი­ამ შექ­მნა შე­ვარ­დნა­ძის გუნ­დი­დან.

- თე­მურ ალა­სა­ნი­ას მე და მე­რაბ ური­დია ერთხელ შევ­ხვდით 22 წლის წინ ვა­შინგტონ­ში და მე­ო­რედ - 4-5 წლის წინ მა­მა­მი­სის, გივი ალა­სა­ნი­ას და­საფ­ლა­ვე­ბა­ზე. სულ ეს იყო ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა. "ქარ­ტია 91" სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი შე­ვარ­დნა­ძის მუდ­მივ ოპო­ზი­ცი­ა­ში გახ­ლდათ.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

სააკაშვილის ბიოგრაფიის უცნობი ფურცელი

სააკაშვილის ბიოგრაფიის უცნობი ფურცელი

"შეუძლებელია, დანაშაულებრივ რეჟიმს, რომელიც საქართველოს სინგაპურიზაციასა და მენტალურად ახალი ქართველის ჯიშის გამოსაყვანად კიდევ 15 წლით ხელისუფლებაში დარჩენას ითხოვდა, ახალი ქართული ეროვნული მოძრაობის დაწყებაზე ჰქონდეს პრეტენზია", - ასე ეხმიანება 19 აპრილის აქციაზე ნაციონალების განცხადებებს ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, "ქარტია-91"-ის დამფუძნებელი თედო პაატაშვილი.

- ბატონო თედო, სად ხართ და რას საქმიანობთ?

- შინ ვარ და ველი უკეთეს დროს, როდესაც გეცოდინება, რომ თუ რამეს შექმნი, არ დაგინგრევენ, არ წაგართმევენ. ვფიქრობ, ეს დრო მოვიდა.

სხვათა შორის, 2008 წელს ნაციონალებმა შემომთავაზეს "ქარტიის" აღდგენა, ორი შუალედური დეპუტატის გაყვანა, მაგრამ ჩვენ უარი ვთქვით. ბიზნესში ხელის შეშლას რაც შეეხება, მოგეხსენებათ, რომ ნგრევის დიდი კამპანიის დასაწყისში, ნაცები ერთ-ერთ პირველს მე დამეცნენ - 200 სპეცრაზმელი მოიყვანეს და მუშებს უროებით დაამტვრევინეს მეტრო "რუსთაველთან" არსებული მინის პავილიონი. "შუშის სახლში" ასზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული და 8-10 ათასი ლარი შეგვქონდა ყოველთვიურად ბიუჯეტში.

- საჩივარი უკვე შეიტანეთ პროკურატურაში? კონკრეტულად ვის უჩივით?

- ვუჩივი გიგი უგულავას. მინიმალური გამოთვლით, ზარალი 1 200 000 ლარია. ძლივს დავფარეთ ბანკის ვალები. იმედია, უახლოეს მომავალში სამართალს ვიპოვით.

- ბატონო თედო, მართლა თემურ ალასანიამ მოიყვანა "ქარტია-91"-ში ახალგაზრდა და პერსპექტიული მიხეილ სააკაშვილი და აქედან დაიწყო მისი პოლიტიკური კარიერა?

- არა, ცხონებულმა მერაბ ურიდიამ მოიყვანა პარტიაში 24 წლის სააკაშვილი. თემურ ალასანია ჩვენთვის დიდად მისაღები პროტეჟე ვერც იქნებოდა. ალბათ ესიმპათიურა მიშას ჩვენი პარტია და ამიტომაც აირჩია. ენერგიული ბიჭი კი იყო... 1992 წლის არჩევნებში მას თბილისში უნდოდა კანდიდატობა, მაგრამ ქართლში მოუწია კენჭისყრამ და წააგო.

- მის ბიოგრაფიაში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ "ქარტია 91"-ის წევრი იყო.

- რა არის დასამალი, მე უნდა ვმალავდე მის ყოფნას ჩემს პარტიაში და ის მალავს? ალბათ მოქკავშირის უმრავლესობის ლიდერი რომ გახდა, შევარდნაძისადმი ბოლომდე ოპოზიციური "ქარტიელობა" აღარ უხერხდებოდა.

- თავის დროზე იმასაც ამბობდნენ, რომ "ქარტია" კა-გე-ბეს პოლკოვნიკმა თემურ ალასანიამ შექმნა შევარდნაძის გუნდიდან.

- თემურ ალასანიას მე და მერაბ ურიდია ერთხელ შევხვდით 22 წლის წინ ვაშინგტონში და მეორედ - 4-5 წლის წინ მამამისის, გივი ალასანიას დასაფლავებაზე. სულ ეს იყო ჩვენი ურთიერთობა. "ქარტია 91" საქართველოში დაბრუნებული შევარდნაძის მუდმივ ოპოზიციაში გახლდათ.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა