მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეთოჯინეობა ჩემი სულის გამოძახილია
მეთოჯინეობა ჩემი სულის გამოძახილია

ბავ­შვო­ბა­ში პა­ტა­რა ფი­გუ­რებს პლას­ტი­ლი­ნის­გან ძერ­წავ­და ან თა­ბა­ში­რის­გან აკე­თებ­და. სტუმ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი ყო­ველ­თვის აქებ­დნენ და მა­საც სტი­მუ­ლი ემა­ტე­ბო­და. შემ­დეგ ექი­მი-ვე­ტე­რი­ნა­რი გახ­და, მაგ­რამ სპე­ცი­ა­ლო­ბით არ უმუ­შა­ვია. ბავ­შვო­ბის ჰობი - კე­რა­მი­კუ­ლი თო­ჯი­ნე­ბის კე­თე­ბა ნამ­დვილ პრო­ფე­სი­ად ექცა. ასე გახ­და მხატ­ვა­რი-მე­თო­ჯი­ნე, თუმ­ცა სა­უბ­რის და­სა­წყის­ში მი­თხრა, ხატ­ვა არ ვი­ციო, რა­მაც ცოტა არ იყოს, გა­მაკ­ვირ­ვა. ამის შე­სა­ხებ, თა­ვად ბაჩო ცა­ნა­ვა გვი­ამ­ბობს:

- ხატ­ვა არ შე­მიძ­ლია. არ ვიცი რა­ტომ, მაგ­რამ ფურ­ცელ­ზე ფორ­მას ვერ ვგრძნობ, მხო­ლოდ ძერ­წვის დროს შე­ვიგ­რძნობ და თვა­ლი­თაც მა­შინ აღ­ვიქ­ვამ. ეს­კი­ზის გა­რე­შე ვძერ­წავ. პერ­სო­ნაჟს როცა ჩა­ვი­ფიქ­რებ, მისი ფორ­მაც წი­ნას­წარ ვიცი, რო­მე­ლიც მოძ­რა­ო­ბას გა­მო­სა­ხავს, მაგ­რამ ზუს­ტად რა გა­მო­ვა, მა­ინც ვერ ვი­ტყვი. მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში შე­იძ­ლე­ბა, ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლოს. ფი­გუ­რე­ბი ყა­ლიბ­ში ჩა­მოს­ხმუ­ლი­ვით ერ­თმა­ნეთს არ უნდა ჰგავ­დეს. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა მი­ვა­ღე­ბი­ნო, თო­რემ თა­ვის­თა­ვად თო­ჯი­ნის კე­თე­ბა სირ­თუ­ლეს არ წარ­მო­ად­გენს. ხე­ლო­ვან­მა თო­ჯი­ნა­ში სული და გული თუ არ ჩადო, ნა­მუ­შე­ვა­რი უე­მო­ციო იქ­ნე­ბა. ძნე­ლი სწო­რედ ამის მიღ­წე­ვაა.

- ალ­ბათ გაქვთ გა­მორ­ჩე­უ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი.

- "მტი­რა­ლა ჯამ­ბა­ზი" ცოტა უც­ნა­უ­რი გა­მო­ვი­და - ჩვე­უ­ლებ­რივ ჯამ­ბაზ­ზე უფრო ემო­ცი­უ­რია და მო­წყე­ნი­ლი. ვფიქ­რობ, რომ ბი­ჭი­სა და მას­ხა­რის ნა­ზა­ვია. ის ჩემი მე­გობ­რე­ბის საყ­ვა­რე­ლი ფი­გუ­რაა. "სიყ­ვა­რუ­ლის ეტლი" ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი კომ­პო­ზი­ცი­აა. სა­ხე­ლი მნახ­ვე­ლებ­მა და­არ­ქვეს. მე-16 სა­უ­კუ­ნის საფ­რან­გე­თი გა­ვა­ცო­ცხლე. სა­ერ­თოდ, ძვე­ლი სტი­ლი მიყ­ვარს, გან­სა­კუთ­რე­ბით, ჩაც­მუ­ლო­ბა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი მომ­წონს. შე­ვე­ცა­დე, ის ეპო­ქა სიყ­ვა­რუ­ლის თე­მით გად­მო­მე­ცა. ამ კომ­პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, ერთი პე­რი­ო­დი შე­ვის­ვე­ნე კი­დეც. ამ­დე­ნი ფი­გუ­რა რო­გორ გან­მე­ლა­გე­ბი­ნა, აღარ ვი­ცო­დი. 5 თვე მო­ვან­დო­მე დას­რუ­ლე­ბას. ერთი ფი­გუ­რის დამ­ზა­დე­ბას და­ახ­ლო­ე­ბით 2 კვი­რა სჭირ­დე­ბა, პა­ტა­რა ზო­მის თო­ჯი­ნას 2-3 დღეც ჰყოფ­ნის.

- სა­ხელს ყვე­ლა თო­ჯი­ნას არ­ქმევთ?

- სა­ხე­ლებს ჩემი მე­გობ­რე­ბი არ­ქმე­ვენ, მე - არა. უბ­რა­ლოდ, როცა ცნო­ბილ პერ­სო­ნაჟს ვა­კე­თებ, სა­ხე­ლიც თა­ვის­თა­ვად შერ­ჩე­უ­ლია. მა­გა­ლი­თად, "ჯეინ ეარი". ბავ­შვო­ბა­ში ეს ნა­წარ­მო­ე­ბი იმ­დე­ნად მომ­წონ­და, რომ მინ­დო­და, წიგ­ნი­დან მი­ღე­ბუ­ლი ემო­ცია თო­ჯი­ნა­ში გად­მო­მე­ცა. თუმ­ცა ჩა­ნა­ფიქ­რი რო­მა­ნის წა­კი­თხვი­დან საკ­მა­ოდ დიდი ხნის შემ­დეგ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე. ეს არის დიდი ზო­მის პირ­ვე­ლი თო­ჯი­ნა და პირ­ვე­ლი ფი­გუ­რა, რო­მელ­საც ტან­საც­მე­ლი მო­ვარ­გე. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რია. ისიც მა­ხა­რებს, რომ თო­ჯი­ნე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას, სტუმ­რე­ბი ყო­ველ­თვის მე­კი­თხე­ბი­ან: - ეს ჯეინ ეა­რია? მა­შინ ვხვდე­ბი, რომ ჩა­ნა­ფიქ­რი კარ­გად გად­მო­ვე­ცი.

- ტან­საც­მლის შერ­ჩე­ვა­ში ვინ­მე გეხ­მა­რე­ბათ?

- სხვა­თა შო­რის, ჩემი თა­ვის შე­მოს­ვას ვერ ვა­ხერ­ხებ, მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბა მჭირ­დე­ბა. აქ კი ყვე­ლაფ­რის ბა­ტონ-პატ­რო­ნი ვარ, თო­ჯი­ნებს თა­ვად ვუ­კე­რავ და ვაც­მევ. ქსო­ვი­ლებს მე­გობ­რე­ბი მჩუქ­ნი­ან, რა­ღაც ნაჭ­რე­ბი ბე­ბი­ა­საც ჰქონ­და. მე­ო­რად მა­ღა­ზი­ებ­საც ვსტუმ­რობ ხოლ­მე. ტან­საც­მლის ფე­რე­ბის შე­ხა­მე­ბი­სას დე­დის რჩე­ვას ვით­ვა­ლის­წი­ნებ. ქალს მა­ინც სხვა ხედ­ვა აქვს.

- მა­რი­ო­ნე­ტი თო­ჯი­ნე­ბი რა ემო­ცი­ებს აღ­გიძ­რავთ?

- მომ­წონს და მა­რი­ო­ნე­ტე­ბის თე­ატ­რშიც დავ­დი­ვარ. მა­რი­ო­ნეტს მეტი დატ­ვირ­თვა, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ემო­ცი­ე­ბი აქვს და მას, რო­გორც გინ­და, ისე აა­მოძ­რა­ვებ. მაგ­რამ როცა უძ­რა­ვი თო­ჯი­ნა ემო­ცი­უ­რი და მოძ­რა­ვი ხდე­ბა, ეს გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლი მი­საღ­წე­ვია. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ჯერ კი­დევ კარ­კას­ში უნდა იდოს მოძ­რა­ო­ბის ელე­მენ­ტი.

- კე­დელ­ზე უცხო­უ­რი სერ­ტი­ფი­კა­ტი გი­კი­დი­ათ. სად მი­ი­ღეთ იგი?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ვა­ტი­კა­ნის ყო­ფილ­მა ელჩმა, კლა­უ­დიო გუ­ჯე­რო­ტიმ ერთი თვით იტა­ლი­ა­ში მი­მიწ­ვია. ნე­ა­პოლ­ში, კაპო დე მონ­ტეს ფა­ი­ფუ­რის სა­წარ­მო­ში პრაქ­ტი­კა გა­ვი­ა­რე. იქ გა­ტა­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბი არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა. ნე­ა­პო­ლის სე­მი­ნა­რი­ის ულა­მა­ზეს, მე-16 სა­უ­კუ­ნე­ში აშე­ნე­ბულ შე­ნო­ბა­ში ვცხოვ­რობ­დი. გა­რე­დან ხომ უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ნა­გე­ბო­ბა იყო, შიგ­ნით სხვა სა­ოც­რე­ბა გვე­ლო­და - უზარ­მა­ზარ ფო­ი­ე­ში კა­რა­ვა­ჯოს, მი­ქე­ლან­ჯე­ლოს და სხვა­თა ორი­გი­ნა­ლი ტი­ლო­ე­ბი იყო გა­მო­ფე­ნი­ლი. ხან­და­ხან ვერ ვი­ჯე­რებ­დი, რა­საც ვუ­ყუ­რებ­დი. ფა­ი­ფურ­ზე მუ­შა­ო­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი და სპე­ცი­ფი­კუ­რია. ოს­ტა­ტი გა­ე­ტა­ნო დე­ბერ­ნან­დო, ვისი შე­გირ­დიც მე ვი­ყა­ვი, ხში­რად მა­ქებ­და. ერთხელ ელჩს ჩემ­ზე დიდი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით ესა­უბ­რა. მეტი ხნით დარ­ჩე­ნა შე­მომ­თა­ვა­ზეს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ეს ვერ მო­ხერ­ხდა.

- როცა თბი­ლის­ში არ ხართ, ნა­მუ­შევ­რე­ბი გე­ნატ­რე­ბათ?

- სა­მუ­შაო პრო­ცე­სი მე­ნატ­რე­ბა, მა­სა­ლას თან ხომ ვერ ვა­ტა­რებ? მე­თო­ჯი­ნე­ო­ბა ჩემ­თვის სუ­ლის გა­მო­ძა­ხი­ლია. ჩემი სა­ხე­ლოს­ნო ბი­ნის ერთი ოთა­ხია, სა­დაც ფი­გუ­რე­ბი იქ­მნე­ბა. სხვა გა­რე­მო­ში მუ­შა­ო­ბა მი­ჭირს.

- მე­გობ­რე­ბის ან ახ­ლობ­ლე­ბის პორ­ტრე­ტებს აკე­თებთ?

- ჩემი მე­გობ­რე­ბის - ნიკა კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვი­ლის და გოგი ჭი­ჭი­ნა­ძის ფი­გუ­რე­ბი გა­მოვ­ძერ­წე, ზუს­ტი სა­ხე­ე­ბი­თა და ჩაც­მუ­ლო­ბით. ორი­ვე თვლის, რომ თო­ჯი­ნე­ბი მათ ჰგავთ და მოს­წონთ. გო­გის ვა­ჩუ­ქე, ნი­კა­სი კი ჩემ­თან დარ­ჩა. თო­ჯი­ნე­ბი გა­მი­ჩუ­ქე­ბია, ოღონდ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი უნდა ვიყო, რომ ახა­ლი მფლო­ბე­ლიც ჩემ­სა­ვით მო­უფრ­თხილ­დე­ბა. გა­მო­ფე­ნე­ბის­თვის გო­გის თო­ჯი­ნას ვთხო­უ­ლობ ხოლ­მე. სხვა­თა შო­რის, ჩემი პორ­ტრე­ტიც მაქვს. არ ვგეგ­მავ­დი, შემ­თხვე­ვით გა­მო­მი­ვი­და. რა­ღაც ფი­გუ­რა ჩა­ვი­ფიქ­რე და და­ვი­წყე კე­თე­ბა. ერ­თმა ნა­თე­სავ­მა მე მო­მამ­სგავ­სა, - შენა ხარო? - მკი­თხა. და­ვამ­თავ­რე, რო­გორც ჩემი პორ­ტრე­ტი. ბო­ლოს კი ასე მოხ­და - ზო­გის­თვის მე ვარ, ზო­გის­თვის - არა.

- სხვა მე­თო­ჯი­ნე­ე­ბის გა­მო­ფე­ნებს ეს­წრე­ბით?

- ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი მე­თო­ჯი­ნეა და გულ­წრფე­ლად მი­ხა­რია, რო­დე­საც მათ მშვე­ნი­ერ ნა­მუ­შევ­რებს ვნა­ხუ­ლობ. ამას პი­რა­დად ვე­უბ­ნე­ბი კი­დეც. ისე, ძი­რი­თა­დად ქა­ლე­ბი არი­ან მე­თო­ჯი­ნე­ე­ბი. ისი­ნი ბევრ ისეთ წვრილ­მანს ხე­და­ვენ, თუნ­დაც ჩაც­მუ­ლო­ბა­ში ან სხვა დე­ტა­ლებ­ში, რა­საც მა­მა­კა­ცი შე­იძ­ლე­ბა, ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევ­დეს. ნანა ბე­დი­აშ­ვი­ლის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ცვი­ლის თო­ჯი­ნე­ბი ყო­ველ­თვის აღ­მაფრ­თო­ვა­ნებს. მე­თო­ჯი­ნე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს ვიც­ნობთ, კომ­პი­უ­ტე­რით ვე­კონ­ტაქ­ტე­ბით, თუმ­ცა თი­თო­ე­ულს თა­ვი­სი გზა აქვს და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ნაკ­ლე­ბად სჭირ­დე­ბათ. მე პი­რა­დად, რჩე­ვებს მხატ­ვა­რი მე­გობ­რე­ბის­გან ვი­ღებ, ისიც - მხო­ლოდ ფე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ტექ­ნი­კუ­რი ხა­ზით, სი­ახ­ლე­ე­ბი შე­ნით უნდა აღ­მო­ა­ჩი­ნო, რაც ნელ-ნელა და­გეხ­მა­რე­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის ამაღ­ლე­ბა­ში.

- ბოლო დრო­ის გა­მო­ფე­ნე­ბი­დან რო­მე­ლი იყო თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

- თე­ატ­რის, მუ­სი­კი­სა და კი­ნოს სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უმ­ში შარ­შან პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა მქონ­და, სა­დაც 30 ნა­მუ­შე­ვა­რი გა­ვი­ტა­ნე. "მტი­რა­ლა ჯამ­ბა­ზი" სპე­ცი­ა­ლუ­რად მათ­თვის გა­ვა­კე­თე და შემ­დეგ მუ­ზე­უმს ვა­ჩუ­ქე. გა­მო­ფე­ნა ერთ თვეს გრძელ­დე­ბო­და. ამას­თან ერ­თად, სხვა­დას­ხვა სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის მას­ტერ-კლა­სებს ვა­ტა­რებ­დი: თო­ჯი­ნე­ბის ის­ტო­რი­ას და მათ დამ­ზა­დე­ბას ვას­წავ­ლი­დი. ვფიქ­რობ, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მო­ფე­ნა იყო.

- სად ეძებთ პერ­სო­ნა­ჟებს და რო­გო­რი დატ­ვირ­თვით მუ­შა­ობთ?

- ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბა და მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მიყ­ვარს. მათ სა­ხე­ებს, მი­მი­კას, ემო­ცი­ებს ვაკ­ვირ­დე­ბი და აქე­და­ნაც იბა­დე­ბა პერ­სო­ნა­ჟი. ძვე­ლი შე­ნო­ბე­ბი და სა­სახ­ლე­ე­ბი მომ­წონს. ასეთ ად­გი­ლებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ სურ­ნელს ვგრძნობ. ხში­რად სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მივ­დი­ვარ. იქა­უ­რი გა­რე­მო ემო­ცი­ებს აღ­ძრავს. თუ პერ­სო­ნა­ჟი ჩემს გულ­თან ახ­ლოს არ მო­ვი­და, იმა­ზე ვერ ვი­მუ­შა­ვებ.

მა­გა­ლი­თად, ულ­ვა­ში­ან და ღი­პი­ან ფი­გუ­რას ვე­რას­დროს გა­ვა­კე­თებ. არის პე­რი­ო­დე­ბი, როცა უსაქ­მოდ ხარ. გან­წყო­ბა არ გაქვს და ვერ მუ­შა­ობ. შე­იძ­ლე­ბა, მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო კი­დეც, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მოგ­დის. ყო­ვე­ლი გა­მო­ფე­ნის შემ­დეგ თით­ქოს ემო­ცი­უ­რად იფი­ტე­ბი. დას­ვე­ნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რათა ძა­ლე­ბი აღიდ­გი­ნო და შე­მოქ­მე­დე­ბი­თად გა­ნე­წყო.

ახალ­გაზ­რდა ხე­ლო­ვა­ნის, ბაჩო ცა­ნა­ვას ნა­მუ­შევ­რე­ბი თო­ჯი­ნე­ბის მუ­ზე­უმ­შია და­ცუ­ლი. უნდა ით­ქვას, რომ იგი პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლია, რო­მელ­მაც იტა­ლი­ა­ში ფა­ი­ფურ­ზე მუ­შა­ო­ბის პრაქ­ტი­კა გა­ი­ა­რა. თო­ჯი­ნე­ბის კე­თე­ბის გარ­და, მას სხვა გეგ­მე­ბიც აქვს. სა­კუ­თა­რი სცე­ნა­რით, თო­ჯი­ნუ­რი ფილ­მის გა­და­ღე­ბას აპი­რებს. თუმ­ცა მა­ნამ­დე ბევ­რი რამ უნდა ის­წავ­ლოს: ფილ­მის მონ­ტა­ჟი, თო­ჯი­ნე­ბის ამე­ტყვე­ლე­ბა, მათი ამოძ­რა­ვე­ბა. ამ ყვე­ლა­ფერს მე­გო­ბა­რი რე­ჟი­სო­რი შე­ას­წავ­ლის, რო­მე­ლიც მალე და­ი­წყებს თო­ჯი­ნუ­რი ფილ­მის გა­და­ღე­ბას და მას ასის­ტენ­ტად აიყ­ვანს. ამ დღეს ბაჩო ცა­ნა­ვა მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბა.

ნა­ნუ­ლი ზო­ტი­კიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

მეთოჯინეობა ჩემი სულის გამოძახილია

მეთოჯინეობა ჩემი სულის გამოძახილია

ბავშვობაში პატარა ფიგურებს პლასტილინისგან ძერწავდა ან თაბაშირისგან აკეთებდა. სტუმრები და ახლობლები ყოველთვის აქებდნენ და მასაც სტიმული ემატებოდა. შემდეგ ექიმი-ვეტერინარი გახდა, მაგრამ სპეციალობით არ უმუშავია. ბავშვობის ჰობი - კერამიკული თოჯინების კეთება ნამდვილ პროფესიად ექცა. ასე გახდა მხატვარი-მეთოჯინე, თუმცა საუბრის დასაწყისში მითხრა, ხატვა არ ვიციო, რამაც ცოტა არ იყოს, გამაკვირვა. ამის შესახებ, თავად ბაჩო ცანავა გვიამბობს:

- ხატვა არ შემიძლია. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფურცელზე ფორმას ვერ ვგრძნობ, მხოლოდ ძერწვის დროს შევიგრძნობ და თვალითაც მაშინ აღვიქვამ. ესკიზის გარეშე ვძერწავ. პერსონაჟს როცა ჩავიფიქრებ, მისი ფორმაც წინასწარ ვიცი, რომელიც მოძრაობას გამოსახავს, მაგრამ ზუსტად რა გამოვა, მაინც ვერ ვიტყვი. მუშაობის პროცესში შეიძლება, ბევრი რამ შეიცვალოს. ფიგურები ყალიბში ჩამოსხმულივით ერთმანეთს არ უნდა ჰგავდეს. ყველაზე მთავარია, საინტერესო გამომეტყველება მივაღებინო, თორემ თავისთავად თოჯინის კეთება სირთულეს არ წარმოადგენს. ხელოვანმა თოჯინაში სული და გული თუ არ ჩადო, ნამუშევარი უემოციო იქნება. ძნელი სწორედ ამის მიღწევაა.

- ალბათ გაქვთ გამორჩეული ნამუშევრები.

- "მტირალა ჯამბაზი" ცოტა უცნაური გამოვიდა - ჩვეულებრივ ჯამბაზზე უფრო ემოციურია და მოწყენილი. ვფიქრობ, რომ ბიჭისა და მასხარის ნაზავია. ის ჩემი მეგობრების საყვარელი ფიგურაა. "სიყვარულის ეტლი" ყველაზე მასშტაბური კომპოზიციაა. სახელი მნახველებმა დაარქვეს. მე-16 საუკუნის საფრანგეთი გავაცოცხლე. საერთოდ, ძველი სტილი მიყვარს, განსაკუთრებით, ჩაცმულობა და აქსესუარები მომწონს. შევეცადე, ის ეპოქა სიყვარულის თემით გადმომეცა. ამ კომპოზიციაზე მუშაობისას, ერთი პერიოდი შევისვენე კიდეც. ამდენი ფიგურა როგორ განმელაგებინა, აღარ ვიცოდი. 5 თვე მოვანდომე დასრულებას. ერთი ფიგურის დამზადებას დაახლოებით 2 კვირა სჭირდება, პატარა ზომის თოჯინას 2-3 დღეც ჰყოფნის.

- სახელს ყველა თოჯინას არქმევთ?

- სახელებს ჩემი მეგობრები არქმევენ, მე - არა. უბრალოდ, როცა ცნობილ პერსონაჟს ვაკეთებ, სახელიც თავისთავად შერჩეულია. მაგალითად, "ჯეინ ეარი". ბავშვობაში ეს ნაწარმოები იმდენად მომწონდა, რომ მინდოდა, წიგნიდან მიღებული ემოცია თოჯინაში გადმომეცა. თუმცა ჩანაფიქრი რომანის წაკითხვიდან საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ განვახორციელე. ეს არის დიდი ზომის პირველი თოჯინა და პირველი ფიგურა, რომელსაც ტანსაცმელი მოვარგე. ჩემთვის ყველაზე საყვარელი ნამუშევარია. ისიც მახარებს, რომ თოჯინების დათვალიერებისას, სტუმრები ყოველთვის მეკითხებიან: - ეს ჯეინ ეარია? მაშინ ვხვდები, რომ ჩანაფიქრი კარგად გადმოვეცი.

- ტანსაცმლის შერჩევაში ვინმე გეხმარებათ?

- სხვათა შორის, ჩემი თავის შემოსვას ვერ ვახერხებ, მეგობრების დახმარება მჭირდება. აქ კი ყველაფრის ბატონ-პატრონი ვარ, თოჯინებს თავად ვუკერავ და ვაცმევ. ქსოვილებს მეგობრები მჩუქნიან, რაღაც ნაჭრები ბებიასაც ჰქონდა. მეორად მაღაზიებსაც ვსტუმრობ ხოლმე. ტანსაცმლის ფერების შეხამებისას დედის რჩევას ვითვალისწინებ. ქალს მაინც სხვა ხედვა აქვს.

- მარიონეტი თოჯინები რა ემოციებს აღგიძრავთ?

- მომწონს და მარიონეტების თეატრშიც დავდივარ. მარიონეტს მეტი დატვირთვა, მრავალფეროვანი ემოციები აქვს და მას, როგორც გინდა, ისე აამოძრავებ. მაგრამ როცა უძრავი თოჯინა ემოციური და მოძრავი ხდება, ეს გაცილებით რთული მისაღწევია. წარმოიდგინეთ, რომ ჯერ კიდევ კარკასში უნდა იდოს მოძრაობის ელემენტი.

- კედელზე უცხოური სერტიფიკატი გიკიდიათ. სად მიიღეთ იგი?

- საქართველოში ვატიკანის ყოფილმა ელჩმა, კლაუდიო გუჯეროტიმ ერთი თვით იტალიაში მიმიწვია. ნეაპოლში, კაპო დე მონტეს ფაიფურის საწარმოში პრაქტიკა გავიარე. იქ გატარებული დღეები არასდროს დამავიწყდება. ნეაპოლის სემინარიის ულამაზეს, მე-16 საუკუნეში აშენებულ შენობაში ვცხოვრობდი. გარედან ხომ უმშვენიერესი ნაგებობა იყო, შიგნით სხვა საოცრება გველოდა - უზარმაზარ ფოიეში კარავაჯოს, მიქელანჯელოს და სხვათა ორიგინალი ტილოები იყო გამოფენილი. ხანდახან ვერ ვიჯერებდი, რასაც ვუყურებდი. ფაიფურზე მუშაობა საკმაოდ რთული და სპეციფიკურია. ოსტატი გაეტანო დებერნანდო, ვისი შეგირდიც მე ვიყავი, ხშირად მაქებდა. ერთხელ ელჩს ჩემზე დიდი აღფრთოვანებით ესაუბრა. მეტი ხნით დარჩენა შემომთავაზეს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა.

- როცა თბილისში არ ხართ, ნამუშევრები გენატრებათ?

- სამუშაო პროცესი მენატრება, მასალას თან ხომ ვერ ვატარებ? მეთოჯინეობა ჩემთვის სულის გამოძახილია. ჩემი სახელოსნო ბინის ერთი ოთახია, სადაც ფიგურები იქმნება. სხვა გარემოში მუშაობა მიჭირს.

- მეგობრების ან ახლობლების პორტრეტებს აკეთებთ?

- ჩემი მეგობრების - ნიკა კოჭლამაზაშვილის და გოგი ჭიჭინაძის ფიგურები გამოვძერწე, ზუსტი სახეებითა და ჩაცმულობით. ორივე თვლის, რომ თოჯინები მათ ჰგავთ და მოსწონთ. გოგის ვაჩუქე, ნიკასი კი ჩემთან დარჩა. თოჯინები გამიჩუქებია, ოღონდ დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ახალი მფლობელიც ჩემსავით მოუფრთხილდება. გამოფენებისთვის გოგის თოჯინას ვთხოულობ ხოლმე. სხვათა შორის, ჩემი პორტრეტიც მაქვს. არ ვგეგმავდი, შემთხვევით გამომივიდა. რაღაც ფიგურა ჩავიფიქრე და დავიწყე კეთება. ერთმა ნათესავმა მე მომამსგავსა, - შენა ხარო? - მკითხა. დავამთავრე, როგორც ჩემი პორტრეტი. ბოლოს კი ასე მოხდა - ზოგისთვის მე ვარ, ზოგისთვის - არა.

- სხვა მეთოჯინეების გამოფენებს ესწრებით?

- ბევრი ნიჭიერი მეთოჯინეა და გულწრფელად მიხარია, როდესაც მათ მშვენიერ ნამუშევრებს ვნახულობ. ამას პირადად ვეუბნები კიდეც. ისე, ძირითადად ქალები არიან მეთოჯინეები. ისინი ბევრ ისეთ წვრილმანს ხედავენ, თუნდაც ჩაცმულობაში ან სხვა დეტალებში, რასაც მამაკაცი შეიძლება, ყურადღებას არ აქცევდეს. ნანა ბედიაშვილის არაჩვეულებრივი ცვილის თოჯინები ყოველთვის აღმაფრთოვანებს. მეთოჯინეები ერთმანეთს ვიცნობთ, კომპიუტერით ვეკონტაქტებით, თუმცა თითოეულს თავისი გზა აქვს და კონსულტაციები ნაკლებად სჭირდებათ. მე პირადად, რჩევებს მხატვარი მეგობრებისგან ვიღებ, ისიც - მხოლოდ ფერებთან დაკავშირებით. ტექნიკური ხაზით, სიახლეები შენით უნდა აღმოაჩინო, რაც ნელ-ნელა დაგეხმარება პროფესიონალიზმის ამაღლებაში.

- ბოლო დროის გამოფენებიდან რომელი იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი?

- თეატრის, მუსიკისა და კინოს სახელმწიფო მუზეუმში შარშან პერსონალური გამოფენა მქონდა, სადაც 30 ნამუშევარი გავიტანე. "მტირალა ჯამბაზი" სპეციალურად მათთვის გავაკეთე და შემდეგ მუზეუმს ვაჩუქე. გამოფენა ერთ თვეს გრძელდებოდა. ამასთან ერთად, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის მასტერ-კლასებს ვატარებდი: თოჯინების ისტორიას და მათ დამზადებას ვასწავლიდი. ვფიქრობ, რომ წარმატებული გამოფენა იყო.

- სად ეძებთ პერსონაჟებს და როგორი დატვირთვით მუშაობთ?

- ადამიანების გაცნობა და მათთან ურთიერთობა მიყვარს. მათ სახეებს, მიმიკას, ემოციებს ვაკვირდები და აქედანაც იბადება პერსონაჟი. ძველი შენობები და სასახლეები მომწონს. ასეთ ადგილებში განსაკუთრებულ სურნელს ვგრძნობ. ხშირად საჯარო ბიბლიოთეკაში მივდივარ. იქაური გარემო ემოციებს აღძრავს. თუ პერსონაჟი ჩემს გულთან ახლოს არ მოვიდა, იმაზე ვერ ვიმუშავებ.

მაგალითად, ულვაშიან და ღიპიან ფიგურას ვერასდროს გავაკეთებ. არის პერიოდები, როცა უსაქმოდ ხარ. განწყობა არ გაქვს და ვერ მუშაობ. შეიძლება, მუშაობა დაიწყო კიდეც, მაგრამ არაფერი გამოგდის. ყოველი გამოფენის შემდეგ თითქოს ემოციურად იფიტები. დასვენება აუცილებელია, რათა ძალები აღიდგინო და შემოქმედებითად განეწყო.

ახალგაზრდა ხელოვანის, ბაჩო ცანავას ნამუშევრები თოჯინების მუზეუმშია დაცული. უნდა ითქვას, რომ იგი პირველი ქართველია, რომელმაც იტალიაში ფაიფურზე მუშაობის პრაქტიკა გაიარა. თოჯინების კეთების გარდა, მას სხვა გეგმებიც აქვს. საკუთარი სცენარით, თოჯინური ფილმის გადაღებას აპირებს. თუმცა მანამდე ბევრი რამ უნდა ისწავლოს: ფილმის მონტაჟი, თოჯინების ამეტყველება, მათი ამოძრავება. ამ ყველაფერს მეგობარი რეჟისორი შეასწავლის, რომელიც მალე დაიწყებს თოჯინური ფილმის გადაღებას და მას ასისტენტად აიყვანს. ამ დღეს ბაჩო ცანავა მოუთმენლად ელოდება.

ნანული ზოტიკიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"