მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა იცოდეს სამსახურის მაძიებელმა
რა უნდა იცოდეს სამსახურის მაძიებელმა

რო­გორ შე­ვავ­სოთ რე­ზი­უ­მე, რო­გორ გა­ვი­დეთ გა­სა­უბ­რე­ბა­ზე, რო­გორ გავ­ცეთ პა­სუ­ხე­ბი დამ­საქ­მებ­ლის კი­თხვებს, ამ და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვებს, "პა­ლიტ­რა მე­დი­ის" პერ­სო­ნა­ლის მარ­თვის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნინო ფე­იქ­რიშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს.

სალო-სალო:

ძა­ლი­ან ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ რე­ზი­უ­მე­ში ყვე­ლა­ფე­რი არ უნდა ჩავ­წე­როთ, თქვენ რას გვირ­ჩევთ?

სტუ­დენ­ტი:

რა არის რე­ზი­უ­მე და რო­გორ შე­ვავ­სოთ?

- სა­წყის ეტაპ­ზე უნდა და­ი­წე­როს სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია: სა­ხე­ლი, გვა­რი, მი­სა­მარ­თი, ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბი, ელ­ფოს­ტა. ეს არის ის ძი­რი­თა­დი და ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც დამ­საქ­მე­ბელს სჭირ­დე­ბა იცო­დეს აპ­ლი­კან­ტის შე­სა­ხებ. მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ აპ­ლი­კანტს არ შე­უძ­ლია გა­ამ­დიდ­როს თა­ვი­სი რე­ზი­უ­მე და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ით.

შემ­დე­გი პუნ­ქტი არის გა­ნათ­ლე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­ნათ­ლე­ბა და­ვა­ლა­გოთ ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად წლე­ბის მი­ხედ­ვით ზე­მო­დან ქვე­მოთ, და­ვი­წყოთ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბით და და­ვას­რუ­ლოთ სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბით.

შემ­დეგ იწე­რე­ბა ტრე­ნინგ კურ­სე­ბი, თუ გავ­ლი­ლი გვაქვს, იმა­ვე პრინ­ცი­პით, ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად წლე­ბის მი­ხედ­ვით ზე­მო­დან ქვე­მოთ. ვუ­თი­თებთ კომ­პა­ნი­ას, სა­დაც გავ­ლი­ლი გვაქვს ეს ტრე­ნინგ კურ­სი, ამ ტრე­ნინ­გის და­სა­ხე­ლე­ბას და თა­რიღს რო­დის გა­ვი­ა­რეთ.

შემ­დეგ ვწერთ სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბას, იმა­ვე პრინ­ცი­პით ზე­მო­დან ქვე­მოთ, ბოლო სა­მუ­შაო ად­გი­ლი­დან. რა თქმა უნდა, თუ გვაქვს სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა; მე არ ვსა­უბ­რობ სტუ­დენ­ტებ­ზე, რომ­ლებ­საც უმე­ტეს­წი­ლად სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა არ აქვთ. რე­ზი­უ­მე­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია მი­თი­თე­ბუ­ლი იყოს კომ­პა­ნი­ის და­სა­ხე­ლე­ბა, სა­მუ­შა­ოს და­წყე­ბის და დას­რუ­ლე­ბის თა­რი­ღე­ბი, პო­ზი­ცია და მოკ­ლე სა­მუ­შაო აღ­წე­რი­ლო­ბა (პუნ­ქტე­ბის სა­ხით). სა­მუ­შა­ოს აღ­წე­რი­ლო­ბით დამ­საქ­მე­ბე­ლი იგებს რამ­დე­ნად შე­ე­ფე­რე­ბა აპ­ლი­კან­ტი გა­მო­ცხა­დე­ბულ ვა­კან­სი­ას.

შემ­დეგ იწე­რე­ბა ის უნარ-ჩვე­ვე­ბი, რომ­ლებ­საც ფლობს კან­დი­და­ტი, აქ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ი­წე­როს ენე­ბის ცოდ­ნის დონე და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი.

ჩემი რჩე­ვა იქ­ნე­ბა, რე­ზუ­მეს ბო­ლო­ში აღი­ნიშ­ნოს ის პი­როვ­ნუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ახა­სი­ა­თებს აპ­ლი­კანტს და სა­ჭი­როა გა­მო­ცხე­დე­ბუ­ლი კონ­კრე­ტუ­ლი პო­ზი­ცი­ის­თვის.

ამას­თან, რა­საც ჩვენ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევთ ხოლ­მე არის ჰობი. ეს კარ­გია, რად­გან ადა­მი­ან­ზე საკ­მა­ოდ დიდ ინ­ფორ­მა­ცი­ას გაწ­ვდის.

სტან­დარ­ტი არის ეს. ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი პუნ­ქტე­ბი არის ის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია რომ­ლი­თაც უნდა და­იტ­ვირ­თოს რე­ზი­უ­მე. და­ნარ­ჩე­ნი უკვე აპ­ლი­კანტზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ჩემი რჩე­ვა იქ­ნე­ბა რე­ზი­უ­მე იყოს რას შე­იძ­ლე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი, ეცა­დეთ რე­ზი­უ­მის მო­ცუ­ლო­ბამ არ გა­და­ა­ჭარ­ბოს 2 თა­ბა­ხის ფურ­ცელს.

თა­თია გაგ­ნი­ძე:

დღეს რე­ზი­უ­მეს მი­ხედ­ვით არ­ჩე­ვენ კად­რებს. შე­იძ­ლე­ბა ჩემი რე­ზი­უ­მე არ არის სერ­თი­ფი­კა­ტე­ბის ნუს­ხით სავ­სე და "მაც­დუ­ნე­ბე­ლი", მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მის კარ­გი სპე­ცი­ა­ლის­ტი ვარ. ხომ უნდა მო­ვა­ხერ­ხო გა­სა­უბ­რე­ბამ­დე მის­ვლა? ძა­ლი­ან ხში­რია ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი. თქვენ­თან რო­გორ არის?

-ჩემი რჩე­ვაა, თქვე­ნი რე­ზუ­მე გა­დაგ­ზავ­ნოთ ისეთ ვა­კან­სი­ა­ზე რო­მელ­შიც პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი არ იქ­ნე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი ტრე­ნინგ კურ­სე­ბი და დამ­საქ­მე­ბე­ლი მი­აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას თქვენს გა­მოც­დი­ლე­ბას. ქალ­ბა­ტო­ნი უნდა ეცა­დოს ისე­თი ვა­კან­სი­ის მო­ძებ­ნას, რო­მელ­საც აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

ქეთი, II კურ­სის სტუ­დენ­ტი:

1)გა­სა­უბ­რე­ბა­ზე მი­სულ­მა და­საქ­მე­ბის მსურ­ველ­მა, უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოს თუ არა ყვე­ლა ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა რაც მას საქ­მის მხრივ გა­აჩ­ნია, თუ ეს უნდა დარ­ჩეს მის სა­ი­დუმ­ლო ია­რა­ღად?

-რა თქმა უნდა, და­საქ­მე­ბის მსურ­ვე­ლებ­მა სრულ­ყო­ფი­ლად უნდა წა­მო­ა­ჩი­ნონ სა­კუ­თა­რი თავი, თვი­თპ­რე­ზენ­ტა­ბე­ლო­ბას პირ­ველ ინ­ტერ­ვი­უ­ზე დამ­საქ­მე­ბე­ლი ანი­ჭებს ძა­ლი­ან დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას. პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვი­უს დროს ხდე­ბა აპ­ლი­კანტზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის შექ­მნა გირ­ჩევთ გა­სა­უბ­რე­ბის დროს აქ­ცენ­ტე­ბი გა­ა­კე­თოთ იმ ძლი­ერ მხა­რე­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც თქვენ გა­გაჩ­ნი­ათ და თქვე­ნი აზ­რით დამ­საქ­მე­ბელს სჭირ­დე­ბა. რად­გან კი­თხვის ავ­ტო­რი სტუ­დენ­ტია, გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე დიდ ხაზ­გას­მას ვერ გა­ა­კე­თებს; ამი­ტომ მან უნდა აჩ­ვე­ნოს ენ­თუ­ზი­აზ­მი, რო­მე­ლიც მას გა­აჩ­ნია და აჩ­ვე­ნოს რომ კონ­კრე­ტუ­ლად ის გა­ნათ­ლე­ბა აქვს მას მი­ღე­ბუ­ლი, რაც ამ პო­ზი­ცი­ის­თვის გა­მო­ად­გე­ბა.

2)დამ­საქ­მებ­ლე­ბი დღეს რას აქ­ცე­ვენ ყვე­ლა­ზე მე­ტად ყუ­რა­დღე­ბას?

-რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე შე­კი­თხვას, დამ­საქ­მე­ბელს სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ა­ზე, სხვა­დას­ხვა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი აქვს. ძი­რი­თა­დი, რა თქმა უნდა, არის შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა, გა­ნათ­ლე­ბა და უნა­რებ-ჩვე­ვე­ბი. ამი­ტომ გა­მახ­ვი­ლე­ბაც CV_ს შევ­სე­ბის დროს და გა­სა­უბ­რე­ბი­სას, კონ­კრე­ტუ­ლად ამ პუნ­ქტებ­ზე უნდა მოხ­დეს.

ლე­ი­ლა 32 წლის:

ძა­ლი­ან ბევრ გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ (სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რეგ­ნო­ბის), არ­ღვევს თუ არა ამით გან­ცხა­დე­ბის ავ­ტო­რი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს, ხომ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი იყოს ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი, შრო­მის­მოყ­ვა­რე, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი, მაგ­რამ არ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს მისი სი­მაღ­ლე და სი­გა­ნე მო­დე­ლის სტან­დარ­ტებს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით რას გვე­ტყვით?

-ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სტრან­დარ­ტი, რომ frontdesk_ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ვი­ზუ­ა­ლუ­რად საკ­მა­ოდ სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რეგ­ნო­ბის უნდა იყ­ვნენ. ასე­თი ტი­პის პო­ზი­ცი­ე­ბის გარ­და ხში­რად იდე­ბა ვა­კან­სი­ე­ბი სა­დაც არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ენი­ჭე­ბა ვი­ზუ­ა­ლურ მხა­რეს. ესე­თი პო­ზი­ცი­ე­ბი უმე­ტეს­წი­ლად არის backoffice-ის პო­ზი­ცი­ე­ბი. ესე­ნი უფრო მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბია. ამ შემ­თხვე­ვა­ში უფრო მეტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა გა­ნათ­ლე­ბას და სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბას. ამი­ტომ დამ­საქ­მებ­ლის ამ მხრივ გამ­ტყუ­ნე­ბა არ იქ­ნე­ბა სწო­რი, ანუ იგი ამ შემ­თხვე­ვა­ში აპ­ლი­კან­ტის არა­ნა­ირ უფ­ლე­ბას არ არ­ღვევს.

ბექა:

მე მა­ინ­ტე­რე­სებს რა სი­ტუ­ა­ცი­აა კერ­ძო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში და­საქ­მე­ბის მხრივ. ით­ვა­ლის­წი­ნებს თუ არა კა­ნო­ნი დამ­საქ­მე­ბელ­სა და და­საქ­მე­ბულს შო­რის ყვე­ლა პი­რო­ბის წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბას. (არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა დამ­საქ­მებ­ლე­ბი თა­ნამ­შრომ­ლებ­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე ცვლის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ნორ­მებს).

-კერ­ძო კომ­პა­ნი­ებ­ში, ისე­ვე რო­გორც სა­ჯა­რო სტრუქ­ტუ­რებ­ში, ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა კონ­ტრაქ­ტში ხდე­ბა ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. დამ­საქ­მე­ბე­ლი სა­ნამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში შე­ი­ტანს ცვლი­ლე­ბას, მა­ნამ­დე აუ­ცი­ლებ­ლად ხდე­ბა გაც­ნო­ბა ამ ცვლი­ლე­ბის და შემ­დეგ ხდე­ბა უკვე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე დამ­საქ­მებ­ლი­სა და და­საქ­მე­ბუ­ლის მხრი­დან ხე­ლის მო­წე­რა. ანუ და­საქ­მე­ბულს არა­ვინ არ აი­ძუ­ლებს კერ­ძო კომ­პა­ნი­ა­ში ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­უც­ნობ­ლად და პი­რო­ბე­ბის შე­უ­თან­ხმებ­ლად მას ხელი მო­ა­წე­როს.

გი­ორ­გი ლა­ცა­ბი­ძე:

1)რამ­დე­ნია გა­მო­საც­დე­ლი ვადა, როცა სამ­სა­ხუ­რის და­წყე­ბა გვსურს და რა დრო­ით იდე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა დამ­საქ­მე­ბელ­სა და და­საქ­მე­ბულს შო­რის.

-შრო­მი­თი კო­დექ­სის მი­ხედ­ვით, სა­გა­მოც­დო ვადა მაქ­სი­მუ­მი, რო­მე­ლიც შე­უძ­ლია აი­ღოს დამ­საქ­მე­ბელ­მა, არის 6 თვე. მეტ წი­ლად კომ­პა­ნი­ე­ბი იყე­ნე­ბენ 3 თვი­ან გა­მო­საც­დელ ვა­დას. რაც შე­ე­ხე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბას, მას კომ­პა­ნი­ი­ეს შიდა სტან­დარ­ტე­ბი გან­სა­ზღვრავს ან სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლის­თვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია.

2)რას ურ­ჩევთ სტუ­დენ­ტებს, ვინც ჯერ კი­დევ არ ყო­ფი­ლა გა­სა­უბ­რე­ბა­ზე და მო­მა­ვალ­ში ამის გა­კე­თე­ბა მო­უ­წევთ. რა უნდა იცოდ­ნენ?

-თუ სტუ­დენ­ტებს უნ­დათ, რომ და­დე­ბი­თი შე­დე­გი მი­ი­ღონ პირ­ვე­ლი­ვე გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ შემ­დე­გი რჩე­ვე­ბი:

-შე­ე­ცა­დეთ რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე მიხ­ვი­დეთ გა­სა­უბ­რე­ბა­ზე და აუ­ცი­ლებ­ლად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლე­ბი უნდა იყოთ;

-წი­ნას­წარ მი­ძი­ეთ ინ­ფორ­მა­ცია კომ­პა­ნი­ი­სა და პო­ზი­ცი­ის შე­სა­ხებ;

-ყუ­რა­დღე­ბით მო­უს­მი­ნეთ ინ­ტერ­ვი­უ­ე­რის მიერ დას­მულ კი­თხვებს;

-კონ­კრე­ტუ­ლად უპა­სუ­ხეთ დას­მულ კი­თხვას;

-გახ­სოვ­დეთ, თქვენ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­გი­მახ­სოვ­რონ;

-ვი­ნა­ი­დან სტუ­დენ­ტებს არ აქვთ მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლონ სა­კუ­თარ გა­ნათ­ლე­ბა­ზე, აჩ­ვე­ნონ მონ­დო­მე­ბა.

ნა­თია ბარ­ბა­ქა­ძე:

და­საქ­მე­ბის სა­ი­ტებ­მა იმე­დი გა­მიც­რუა, ძა­ლი­ან ბევრ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­ვაგ­ზავ­ნე cv, მაგ­რამ არა­ვინ არ დამ­კავ­ში­რე­ბია. რო­გორ მო­ვა­ხერ­ხებ სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბას, თუ ერთხე­ლაც არ და­მი­კავ­შირ­დე­ბი­ან. ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მხო­ლოდ მე არ ვარ. ვფიქ­რობ, რომ დღე­საც ნა­თე­სა­უ­რი კლა­ნე­ბი მუ­შა­ო­ბენ.

-ძა­ლი­ან ბევ­რი კომ­პა­ნია სწო­რედ და­საქ­მე­ბის სა­ი­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით იყ­ვანს ახალ კად­რებს.ჩვე­ნი რჩე­ვა იქ­ნე­ბა, თქვე­ნი რე­ზუ­მე გა­დაგ­ზავ­ნოთ თქვე­ნი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შე­სა­ბა­მის ვა­კან­სი­ა­ზე. ხში­რია შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც და­საქ­მე­ბის მა­ძი­ე­ბე­ლი ვა­კან­სი­ის ნახ­ვის დროს ფიქ­რობს, რომ ამა თუ იმ საქ­მეს დაძ­ლევს შე­სა­ბა­მი­სი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის გა­რე­შე. ნუ და­უშ­ვებთ ამ შეც­დო­მას. დამ­საქ­მე­ბე­ლი პირ­ვე­ლად შერ­ჩე­ვას აკე­თებს რე­ზუ­მეს მი­ხედ­ვით, უყუ­რებს შე­სა­ბა­მი­სო­ბას ვა­კან­სი­ის მო­თხოვ­ნებ­სა და თქვენს მიერ და­წე­რილ რე­ზუ­მეს შო­რის.

იხი­ლეთ ვი­დეო

რა უნდა იცოდეს სამსახურის მაძიებელმა

რა უნდა იცოდეს სამსახურის მაძიებელმა

როგორ შევავსოთ რეზიუმე, როგორ გავიდეთ გასაუბრებაზე, როგორ გავცეთ პასუხები დამსაქმებლის კითხვებს, ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებს, "პალიტრა მედიის" პერსონალის მართვის განყოფილების ხელმძღვანელი ნინო ფეიქრიშვილი პასუხობს.

სალო-სალო:

ძალიან ხშირად ამბობენ, რომ რეზიუმეში ყველაფერი არ უნდა ჩავწეროთ, თქვენ რას გვირჩევთ?

სტუდენტი:

რა არის რეზიუმე და როგორ შევავსოთ?

- საწყის ეტაპზე უნდა დაიწეროს საკონტაქტო ინფორმაცია: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომრები, ელფოსტა. ეს არის ის ძირითადი და ინფორმაცია, რომელიც დამსაქმებელს სჭირდება იცოდეს აპლიკანტის შესახებ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აპლიკანტს არ შეუძლია გაამდიდროს თავისი რეზიუმე დამატებითი ინფორმაციით.

შემდეგი პუნქტი არის განათლება აუცილებელია განათლება დავალაგოთ ქრონოლოგიურად წლების მიხედვით ზემოდან ქვემოთ, დავიწყოთ უმაღლესი განათლებით და დავასრულოთ საშუალო განათლებით.

შემდეგ იწერება ტრენინგ კურსები, თუ გავლილი გვაქვს, იმავე პრინციპით, ქრონოლოგიურად წლების მიხედვით ზემოდან ქვემოთ. ვუთითებთ კომპანიას, სადაც გავლილი გვაქვს ეს ტრენინგ კურსი, ამ ტრენინგის დასახელებას და თარიღს როდის გავიარეთ.

შემდეგ ვწერთ სამუშაო გამოცდილებას, იმავე პრინციპით ზემოდან ქვემოთ, ბოლო სამუშაო ადგილიდან. რა თქმა უნდა, თუ გვაქვს სამუშაო გამოცდილება; მე არ ვსაუბრობ სტუდენტებზე, რომლებსაც უმეტესწილად სამუშაო გამოცდილება არ აქვთ. რეზიუმეში აუცილებელია მითითებული იყოს კომპანიის დასახელება, სამუშაოს დაწყების და დასრულების თარიღები, პოზიცია და მოკლე სამუშაო აღწერილობა (პუნქტების სახით). სამუშაოს აღწერილობით დამსაქმებელი იგებს რამდენად შეეფერება აპლიკანტი გამოცხადებულ ვაკანსიას.

შემდეგ იწერება ის უნარ-ჩვევები, რომლებსაც ფლობს კანდიდატი, აქ აუცილებლად უნდა დაიწეროს ენების ცოდნის დონე და კომპიუტერული უნარ-ჩვევები.

ჩემი რჩევა იქნება, რეზუმეს ბოლოში აღინიშნოს ის პიროვნული მახასიათებლები, რომლებიც ახასიათებს აპლიკანტს და საჭიროა გამოცხედებული კონკრეტული პოზიციისთვის.

ამასთან, რასაც ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ხოლმე არის ჰობი. ეს კარგია, რადგან ადამიანზე საკმაოდ დიდ ინფორმაციას გაწვდის.

სტანდარტი არის ეს. ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტები არის ის აუცილებელი ინფორმაცია რომლითაც უნდა დაიტვირთოს რეზიუმე. დანარჩენი უკვე აპლიკანტზეა დამოკიდებული, ჩემი რჩევა იქნება რეზიუმე იყოს რას შეიძლება კონკრეტული, ეცადეთ რეზიუმის მოცულობამ არ გადააჭარბოს 2 თაბახის ფურცელს.

თათია გაგნიძე:

დღეს რეზიუმეს მიხედვით არჩევენ კადრებს. შეიძლება ჩემი რეზიუმე არ არის სერთიფიკატების ნუსხით სავსე და "მაცდუნებელი", მაგრამ კონკრეტული საქმის კარგი სპეციალისტი ვარ. ხომ უნდა მოვახერხო გასაუბრებამდე მისვლა? ძალიან ხშირია ასეთი სიტუაციები. თქვენთან როგორ არის?

-ჩემი რჩევაა, თქვენი რეზუმე გადაგზავნოთ ისეთ ვაკანსიაზე რომელშიც პრიორიტეტული არ იქნება კონკრეტული ტრენინგ კურსები და დამსაქმებელი მიაქცევს ყურადღებას თქვენს გამოცდილებას. ქალბატონი უნდა ეცადოს ისეთი ვაკანსიის მოძებნას, რომელსაც აბსოლუტურად დააკმაყოფილებს.

ქეთი, II კურსის სტუდენტი:

1)გასაუბრებაზე მისულმა დასაქმების მსურველმა, უნდა გამოავლინოს თუ არა ყველა ის შესაძლებლობა რაც მას საქმის მხრივ გააჩნია, თუ ეს უნდა დარჩეს მის საიდუმლო იარაღად?

-რა თქმა უნდა, დასაქმების მსურველებმა სრულყოფილად უნდა წამოაჩინონ საკუთარი თავი, თვითპრეზენტაბელობას პირველ ინტერვიუზე დამსაქმებელი ანიჭებს ძალიან დიდ მნიშვნელობას. პირველი ინტერვიუს დროს ხდება აპლიკანტზე შთაბეჭდილების შექმნა გირჩევთ გასაუბრების დროს აქცენტები გააკეთოთ იმ ძლიერ მხარეებზე, რომლებიც თქვენ გაგაჩნიათ და თქვენი აზრით დამსაქმებელს სჭირდება. რადგან კითხვის ავტორი სტუდენტია, გამოცდილებაზე დიდ ხაზგასმას ვერ გააკეთებს; ამიტომ მან უნდა აჩვენოს ენთუზიაზმი, რომელიც მას გააჩნია და აჩვენოს რომ კონკრეტულად ის განათლება აქვს მას მიღებული, რაც ამ პოზიციისთვის გამოადგება.

2)დამსაქმებლები დღეს რას აქცევენ ყველაზე მეტად ყურადღებას?

-რაც შეეხება მეორე შეკითხვას, დამსაქმებელს სხვადასხვა პოზიციაზე, სხვადასხვა პრიორიტეტები აქვს. ძირითადი, რა თქმა უნდა, არის შესაბამისი სამუშაო გამოცდილება, განათლება და უნარებ-ჩვევები. ამიტომ გამახვილებაც CV_ს შევსების დროს და გასაუბრებისას, კონკრეტულად ამ პუნქტებზე უნდა მოხდეს.

ლეილა 32 წლის:

ძალიან ბევრ განცხადებაში ვკითხულობთ (სასიამოვნო გარეგნობის), არღვევს თუ არა ამით განცხადების ავტორი ადამიანის უფლებებს, ხომ შეიძლება ადამიანი იყოს ძალიან ჭკვიანი, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობით გამორჩეული, მაგრამ არ აკმაყოფილებდეს მისი სიმაღლე და სიგანე მოდელის სტანდარტებს. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

-ეს არის ჩვეულებრივი სტრანდარტი, რომ frontdesk_ის თანამშრომლები ვიზუალურად საკმაოდ სასიამოვნო გარეგნობის უნდა იყვნენ. ასეთი ტიპის პოზიციების გარდა ხშირად იდება ვაკანსიები სადაც არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება ვიზუალურ მხარეს. ესეთი პოზიციები უმეტესწილად არის backoffice-ის პოზიციები. ესენი უფრო მაღალი თანამდებობებია. ამ შემთხვევაში უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება განათლებას და სამუშაო გამოცდილებას. ამიტომ დამსაქმებლის ამ მხრივ გამტყუნება არ იქნება სწორი, ანუ იგი ამ შემთხვევაში აპლიკანტის არანაირ უფლებას არ არღვევს.

ბექა:

მე მაინტერესებს რა სიტუაციაა კერძო ორგანიზაციებში დასაქმების მხრივ. ითვალისწინებს თუ არა კანონი დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ყველა პირობის წინასწარ შეთანხმებას. (არის შემთხვევები, როცა დამსაქმებლები თანამშრომლებთან შეთანხმების გარეშე ცვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნორმებს).

-კერძო კომპანიებში, ისევე როგორც საჯარო სტრუქტურებში, ცვლილებების შეტანა კონტრაქტში ხდება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. დამსაქმებელი სანამ ხელშეკრულებაში შეიტანს ცვლილებას, მანამდე აუცილებლად ხდება გაცნობა ამ ცვლილების და შემდეგ ხდება უკვე ხელშეკრულებაზე დამსაქმებლისა და დასაქმებულის მხრიდან ხელის მოწერა. ანუ დასაქმებულს არავინ არ აიძულებს კერძო კომპანიაში ხელშეკრულების გაუცნობლად და პირობების შეუთანხმებლად მას ხელი მოაწეროს.

გიორგი ლაცაბიძე:

1)რამდენია გამოსაცდელი ვადა, როცა სამსახურის დაწყება გვსურს და რა დროით იდება ხელშეკრულება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის.

-შრომითი კოდექსის მიხედვით, საგამოცდო ვადა მაქსიმუმი, რომელიც შეუძლია აიღოს დამსაქმებელმა, არის 6 თვე. მეტ წილად კომპანიები იყენებენ 3 თვიან გამოსაცდელ ვადას. რაც შეეხება ხელშეკრულების ხანგრძლივობას, მას კომპანიიეს შიდა სტანდარტები განსაზღვრავს ან სხვადასხვა პოზიციის თანამშრომლისთვის ინდივიდუალურია.

2)რას ურჩევთ სტუდენტებს, ვინც ჯერ კიდევ არ ყოფილა გასაუბრებაზე და მომავალში ამის გაკეთება მოუწევთ. რა უნდა იცოდნენ?

-თუ სტუდენტებს უნდათ, რომ დადებითი შედეგი მიიღონ პირველივე გასაუბრების შემდეგ, აუცილებელია გაითვალისწინონ შემდეგი რჩევები:

-შეეცადეთ რამდენიმე წუთით ადრე მიხვიდეთ გასაუბრებაზე და აუცილებლად მოწესრიგებულები უნდა იყოთ;

-წინასწარ მიძიეთ ინფორმაცია კომპანიისა და პოზიციის შესახებ;

-ყურადღებით მოუსმინეთ ინტერვიუერის მიერ დასმულ კითხვებს;

-კონკრეტულად უპასუხეთ დასმულ კითხვას;

-გახსოვდეთ, თქვენ აუცილებლად უნდა დაგიმახსოვრონ;

-ვინაიდან სტუდენტებს არ აქვთ მუშაობის გამოცდილება, ყურადღება გაამახვილონ საკუთარ განათლებაზე, აჩვენონ მონდომება.

ნათია ბარბაქაძე:

დასაქმების საიტებმა იმედი გამიცრუა, ძალიან ბევრ ორგანიზაციაში გავაგზავნე cv, მაგრამ არავინ არ დამკავშირებია. როგორ მოვახერხებ საკუთარი თავის რეალიზებას, თუ ერთხელაც არ დამიკავშირდებიან. ასეთ მდგომარეობაში მხოლოდ მე არ ვარ. ვფიქრობ, რომ დღესაც ნათესაური კლანები მუშაობენ.

-ძალიან ბევრი კომპანია სწორედ დასაქმების საიტების მეშვეობით იყვანს ახალ კადრებს.ჩვენი რჩევა იქნება, თქვენი რეზუმე გადაგზავნოთ თქვენი კვალიფიკაციის შესაბამის ვაკანსიაზე. ხშირია შემთხვევა, როდესაც დასაქმების მაძიებელი ვაკანსიის ნახვის დროს ფიქრობს, რომ ამა თუ იმ საქმეს დაძლევს შესაბამისი გამოცდილებისა და განათლების გარეშე. ნუ დაუშვებთ ამ შეცდომას. დამსაქმებელი პირველად შერჩევას აკეთებს რეზუმეს მიხედვით, უყურებს შესაბამისობას ვაკანსიის მოთხოვნებსა და თქვენს მიერ დაწერილ რეზუმეს შორის.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას