მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რის გამო სწყდება გული სალომე გოგიაშვილს
რის გამო სწყდება გული სალომე გოგიაშვილს

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი ჯერ "იმე­დის დი­ლი­დან" და­ი­თხო­ვეს, შემ­დეგ რა­დიო "აფხა­ზე­თის ხმა­შიც" და­უ­ხუ­რეს გა­და­ცე­მა. "ცი­ხე­ში გა­და­ღე­ბუ­ლი შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, სა­კუ­თარ აზრს ყველ­გან ვა­ფიქ­სი­რებ­დი. ვი­ცო­დი, ამას სამ­სა­ხუ­რი­დან ჩემი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მოჰ­ყვე­ბო­და, მაგ­რამ უკან არ და­მი­ხე­ვია; არც ერთი სამ­სა­ხუ­რი არ მი­ღირს იმად, რომ ასეთ რა­ღა­ცებ­ზე თვა­ლი დავ­ხუ­ჭო", - გვი­თხრა სა­ლო­მემ.

ცოტა ხნის წინ, ლე­ო­ნიდ აგუ­ტი­ნი­სა და ან­ჟე­ლი­კა ვა­რუ­მის კონ­ცერ­ტზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თე­ბის შოვ­ნით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ­მა სა­ლო­მემ "ფე­ის­ბუ­კის" სა­კუ­თარ გვერ­დზე და­წე­რა, - რა ცოტა მყოფ­ნის ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვი­სო და "აფხა­ზე­თის ხმის" სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის - ლაშა ბე­რუ­ლა­ვას (რო­მელ­საც თურ­მე სა­ლო­მე არც იც­ნობ­და) "საკბი­ლოც" გახ­და...

- სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ხარ. ამას წი­ნათ და­წე­რე, - გო­ი­მურ სტა­ტუ­სებს ვერ ვი­ტა­ნო...

- ჩემი სტა­ტუ­სი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბარ გო­გო­ნას და­ვუ­წე­რე. ვხუმ­რობ­დით, რაც ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნეს...

- აგუ­ტი­ნი­სა და ვა­რუ­მის კონ­ცერ­ტზე მარ­თლა იყა­ვი?

- თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი ბავ­შვო­ბა მოს­კოვ­ში გა­ვა­ტა­რე. იქ ვცხოვ­რობ­დი, ვსწავ­ლობ­დი და ცხა­დია, ძა­ლი­ან ბევ­რი რუსი მე­გო­ბა­რი მყავს. ჩემი ნათ­ლუ­ლიც მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს. ამ ქა­ლა­ქის მი­მართ ნოს­ტალ­გი­უ­რი გრძნო­ბა მაქვს. აგუ­ტი­ნიც და ვა­რუ­მიც დიდი ხა­ნია, მიყ­ვარს. ყვე­ლა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა იცის, რომ ამ მომ­ღერ­ლებ­ზე ვგიჟ­დე­ბი! გა­ჰი­ტე­ბამ­დე, რა­დი­ო­ში მათი სიმ­ღე­რა მე მი­ვი­ტა­ნე და ნი­კუ­შა ხა­ჩი­ძეს ვუ­თხა­რი, - ნახე, რა მა­გა­რი სიმ­ღე­რა ჩა­წე­რეს-მეთ­ქი. სამ­წუ­ხა­როდ, გვი­ან შე­ვი­ტყვე, რომ თბი­ლის­ში მათი კონ­ცერ­ტი იმარ­თე­ბო­და და "მე­ო­რედ მოს­ვლა" ავ­ტე­ხე: კონ­ცერ­ტზე რომ არ წა­ვი­დე, სა­ცო­და­ო­ბა იქ­ნე­ბა-მეთ­ქი!.. სა­ღა­მოს მე­უღ­ლემ ბი­ლე­თე­ბი მო­მი­ტა­ნა, მე კი მის­მა სი­ურპრიზ­მა ისე გა­მა­ხა­რა, რომ ბი­ლე­თებს ფოტო გა­და­ვუ­ღე და მოს­კოვ­ში მყოფ ჩემს მე­გო­ბარს "ფე­ის­ბუ­კის" "კე­დელ­ზე" და­ვუ­დე. თან, მი­ვა­წე­რე: ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის რა ცოტა მყოფ­ნის, გი­ჟი­ვით ვარ-მეთ­ქი. რა­ტომ­ღაც, ეს ამ­ბა­ვი ვი­ღა­ცებ­მა ცუ­დად გა­მო­ი­ყე­ნეს...

- აგ­ვის­ტოს ომის მერე, აგუ­ტი­ნის პლა­კა­ტი ცნო­ბი­ლი სე­რი­ა­ლის - "შუა ქა­ლაქ­ში" პო­პუ­ლა­რულ­მა პერ­სო­ნაჟ­მა, ქე­თე­ვან­მაც კი ჩა­მოხ­სნა...

- რა სი­სუ­ლე­ლეა! ყვე­ლას თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვს. მე თუ მომ­წონს და მიყ­ვარს, იმ ადა­მი­ა­ნის პლა­კატს არაფ­რის გამო არ ჩა­მოვხსნი. ზო­გა­დად, ყვე­ლაფ­რის პო­ლი­ტი­ზე­ბა მა­რაზ­მად მი­მაჩ­ნია. პო­ლი­ტი­კას­თან აგუ­ტი­ნი და ვა­რუ­მი რა შუ­ა­ში არი­ან? ჩვენ მი­მართ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა, ცუ­დად არის გან­წყო­ბი­ლი, მაგ­რამ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­თა უმე­ტე­სო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ზე "აფ­რენს"! მხო­ლოდ მდა­ბიო ხალ­ხი თუ იტყვის, - რად­გან პუ­ტინს მიშა არ უყ­ვარს, რუ­სე­თი უნდა შე­ვი­ზი­ზღო­თო. რაც მიყ­ვარს, ბო­ლომ­დე მიყ­ვარს!

- აგუ­ტი­ნი­სა და ვა­რუ­მის გარ­და, რო­მელ შემ­სრუ­ლებ­ლებს უს­მენ? რო­მე­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ჟან­რი მოგ­წონს?

- ისე­თი სიმ­ღე­რე­ბი მომ­წონს, რა­ზეც შე­იძ­ლე­ბა იცეკ­ვო და დრო კარ­გად გა­ა­ტა­რო. სო­უ­ლი მიყ­ვარს. ახლა ერიკ ბე­ნეს კონ­ცერ­ტზე დას­წრე­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ. მე­უღ­ლე შემ­პირ­და, რომ აუ­ცი­ლებ­ლად წა­მიყ­ვანს. მიყ­ვარს უიტ­ნი ჰი­უს­ტო­ნი, მა­იკლ ჯეკ­სო­ნი, ბარი უა­ი­თი, ქეიტ ჯა­რე­ტი, იან გარ­ბა­რე­კის კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი... კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კა მომ­წონს, მაგ­რამ სი­ტუ­ა­ცი­ა­საც ხომ გა­აჩ­ნია: მან­ქა­ნა­ში კლა­სი­კას ვერ მო­ვუს­მენ...

- წიგ­ნე­ბის კი­თხვა თუ გიყ­ვარს?

- არ მო­გა­ტყუ­ებ, კი­თხვას ბავ­შვო­ბა­ში უფრო მე­ტად ვა­ხერ­ხებ­დი. ახლა სა­ა­მი­სო დრო არ მაქვს, მთე­ლი დღე "გა­დარ­ბე­ნა­ზე" ვარ და წა­მო­წო­ლი­სა და წიგ­ნის კი­თხვის­თვის დრო არ მრჩე­ბა...

- კი­ნო­თე­ატ­რებს თუ სტუმ­რობ?

- სი­ა­მოვ­ნე­ბით. ახლა "კო­მას" ნახ­ვა გვინ­დო­და, მაგ­რამ გვი­თხრეს, - მძი­მე სა­ყუ­რე­ბე­ლი­აო და არ წა­ვე­დით; ცხოვ­რე­ბა ისე­დაც პრობ­ლე­მა­ტუ­რია და "მძი­მე" ფილ­მე­ბი ჩემ­ზე უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს, ამი­ტომ მათ ნახ­ვას თავს ვა­რი­დებ... მე­ლოდ­რა­მა მიყ­ვარს. "ბო­ე­ვი­კებს" ვერ ვი­ტან, ჩემი ქმა­რი კი ფილ­მებ­ში ია­რა­ღის ტრი­ალ­ზე გიჟ­დე­ბა! და ამის გამო სულ ვჩხუ­ბობთ.

- ანუ ფილ­მებს ერ­თად არ უყუ­რებთ?

- არა! რო­გორც კი ჩემი შერ­ჩე­უ­ლი ფილ­მი იწყე­ბა, მე­უღ­ლე მა­შინ­ვე იძი­ნებს. ახ­ლა­ხან "უდაბ­ნოს ყვა­ვი­ლი" ვნა­ხე, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რი ამ­ბის მი­ხედ­ვით არის გა­და­ღე­ბუ­ლი. "ხელ­შე­უ­ხე­ბელ­ნი" სი­გი­ჟემ­დე მომ­წონს, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ფილ­მია! სამ­ჯერ ვნა­ხე...

- თე­ატ­რში და­დი­ხარ?

- თე­ატ­რში სი­ა­რუ­ლი უფრო ნაკ­ლე­ბად მიყ­ვარს, ვიდ­რე - კი­ნო­ში, მაგ­რამ ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი, ჯაბა კი­ლა­ძე ლა­მის ყო­ვე­ლი სპექ­ტაკ­ლის წინ მი­რე­კავს: სა­ლო­მე, სა­ლა­რო­ში ბი­ლე­თი გე­ლო­დე­ბა და მო­დიო. ჯაბა "თა­ვი­სუ­ფალ თე­ატ­რში" თა­მა­შობს. იქ კი მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 1000-კა­ცი­ა­ნი დარ­ბა­ზი არ არის და რომ არ მი­ვი­დე, ამას აუ­ცი­ლებ­ლად შე­ამ­ჩნევს (იღი­მის). სხვა­თა შო­რის, სპექ­ტაკლში თა­მაშ­ზე მეც ვოც­ნე­ბობ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კი­ნოს­კენ უფრო მე­ტად "ვიხ­რე­ბი", სა­კუ­თა­რი თავი სცე­ნა­ზე მა­ინ­ტე­რე­სებს...

- რო­მე­ლი­მე ფილმში გი­თა­მა­შია?

- ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვი­ლის ფილმში - "კი­დევ ერთი ქარ­თუ­ლი ის­ტო­რია" უმ­ნიშ­ვნე­ლო, ეპი­ზო­დუ­რი როლი შე­ვას­რუ­ლე.

- შენ­თვის სა­მა­გა­ლი­თო მსა­ხი­ო­ბი ვინ არის?

- ჯუ­ლია რო­ბერტსზე ვგიჟ­დე­ბი. მა­მა­კა­ცი მსა­ხი­ო­ბე­ბი­დან ჯეკ ნი­კოლ­სო­ნი ისე მომ­წონს, რომ "ტვი­ნი მე­კე­ტე­ბა"! ამას წი­ნათ, ერთ სა­ღა­მო­ზე გახ­ლდით, სა­დაც ძვე­ლი თა­ო­ბის ბევ­რი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი მო­ვი­და. ისი­ნი ნი­ჭი­თა და შე­მოქ­მე­დე­ბით ჯეკ ნი­კოლ­სონს არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბი­ან, მაგ­რამ მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რთულ პი­რო­ბებ­ში უწევთ ცხოვ­რე­ბა; ბი­ძი­ნა რომ არ ჰყავ­დეთ, არ ვიცი, რითი იცხოვ­რებ­დნენ. მათ გამო, გული დამ­წყდა. ქარ­თვე­ლებ­მა, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ჩვე­ნი ნი­ჭი­ე­რი ხალ­ხის და­ფა­სე­ბა უნდა ვის­წავ­ლოთ; მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნას ჯო­ბია, ჩვენს ხალ­ხს მო­ვუ­ა­როთ!..

- ქარ­თულ ტე­ლე­გა­და­ცე­მებს რო­გორ შე­ა­ფა­სებ? შენი აზ­რით, ყვე­ლა­ზე ხა­რის­ხი­ა­ნი და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი გა­და­ცე­მა რო­მე­ლია?

- ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბა ასე­თია: მეტ-ნაკ­ლე­ბად ხა­რის­ხი­ან გა­და­ცე­მას "ვა­კე­თებთ", თუმ­ცა "რუს­თა­ვი 2" უფრო მა­ღალ ხა­რისხს რომ "დებს", ვიდ­რე - "იმე­დი", ეს უდა­ვოა... ალ­ბათ, როცა ხე­დავ, რომ არც პრო­დი­უ­სე­რია მონ­დო­მე­ბუ­ლი, არც გა­და­ცე­მის შე­სა­ბა­მი­სი ინ­ტე­რი­ე­რი გაქვს, არც - ხელ­ფა­სი, შენც "ეშ­ვე­ბი"... ზო­გა­დად, მი­მაჩ­ნია, რომ დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვანს და­ნარ­ჩე­ნებ­ზე მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი უნდა ჰქონ­დეს, რად­გან პირ­და­პირ ეთერ­ში დი­ლით მუ­შა­ო­ბა რთუ­ლია.

- ხელ­ფას­თან და­კავ­ში­რე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ხომ არ გა­მო­გით­ქვამს? სამ­სა­ხუ­რი­დან შენი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი ეს ხომ არ იყო?

- არა, ხელ­ფა­ზე პრე­ტენ­ზია არა­სო­დეს გა­მო­მით­ქვამს. ახ­ლობ­ლე­ბი სულ ამის გამო მე­ჩხუ­ბე­ბი­ან, - რა­ტომ გე­რი­დე­ბა? მუ­შა­ობ და ის უნდა მო­ი­თხო­ვო, რაც გე­კუთ­ვნი­სო! ფი­ნან­სურ სა­კი­თხებ­ზე ლა­პა­რაკს ყო­ველ­თვის თავს ვა­რი­დებ. ასეთ დროს ვხვდე­ბი, პრო­დი­უ­სე­რის ყოლა რა მა­გა­რია!

- სა­ლო­მე, ბრენ­დულ სა­მოსს ირ­ჩევ?

- სა­მო­სი შე­იძ­ლე­ბა, ბაზ­რო­ბა­ზეც შე­ვი­ძი­ნო. ეს ჩემ­თვის პრობ­ლე­მა არ არის. მთა­ვა­რია, მო­მე­წო­ნოს, მო­ვირ­გო და მას­ში თავი კომ­ფორ­ტუ­ლად ვიგ­რძნო... კარ­გია, როცა ხა­რის­ხი­ა­ნი ტან­საც­მე­ლი გაც­ვია, მაგ­რამ ხში­რად ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მაქვს; ამის გამო დეპ­რე­სი­ა­ში არას­დროს ჩავ­ვარ­დნილ­ვარ.

- მე­უღ­ლის სა­მო­სის შერ­ჩე­ვა­ზე თუ ზრუ­ნავ?

- მას ძა­ლი­ან კარ­გი გე­მოვ­ნე­ბა აქვს. დი­ლით სად­მე წას­ვლას რომ აპი­რებს, რჩე­ვას მე­კი­თხე­ბა, მაგ­რამ ტან­საც­მელს და­მო­უ­კი­დებ­ლად ყი­დუ­ლობს - ზუს­ტად იცის, რა უნდა. სა­მო­სის შერ­ჩე­ვა­ში თა­ვად მეხ­მა­რე­ბა.

- სახ­ლში, ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ინ­ზე და­მო­უ­კი­დებ­ლად ზრუ­ნავ?

- ამ შემ­თხვე­ვა­ში მირ­ჩევ­ნია, რჩე­ვის­თვის გა­მოც­დილ დი­ზა­ი­ნერს მივ­მარ­თო...

- რო­გო­რი კერ­ძე­ბი მოგ­წონს? მათი მომ­ზა­დე­ბა თა­ვად თუ იცი?

- მხო­ლოდ ნამ­ცხვრის გა­მო­ცხო­ბა არ ვიცი, თო­რემ გემ­რი­ელ კერ­ძებს ვამ­ზა­დებ. ძი­რი­თა­დად, ევ­რო­პულ სამ­ზა­რე­უ­ლოს "ვაწ­ვე­ბი". ჩემს მე­უღ­ლეს ზღვის პრო­დუქ­ტე­ბის­გან მომ­ზა­დე­ბუ­ლი საჭ­მე­ლი უყ­ვარს, მე კი ცხვრის ხორ­ცი­სა და რძის გარ­და, ყვე­ლა­ფერს გემ­რი­ე­ლად მი­ვირ­თმევ.

- სა­ლო­მე, სა­კუ­თარ თავს გე­მოვ­ნე­ბი­ან ადა­მი­ა­ნად მი­იჩ­ნევ?

- რთუ­ლი კი­თხვაა. ამა­ზე და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი რომ გაგ­ცე, ძა­ლი­ან ამ­ბი­ცი­უ­რი ნათ­ქვა­მი გა­მო­მი­ვა. თუმ­ცა, ვერც იმას ვი­ტყვი, რომ უგე­მოვ­ნო ვარ...

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რის გამო სწყდება გული სალომე გოგიაშვილს

რის გამო სწყდება გული სალომე გოგიაშვილს

ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი ჯერ "იმედის დილიდან" დაითხოვეს, შემდეგ რადიო "აფხაზეთის ხმაშიც" დაუხურეს გადაცემა. "ციხეში გადაღებული შემაძრწუნებელი კადრების გავრცელების შემდეგ, საკუთარ აზრს ყველგან ვაფიქსირებდი. ვიცოდი, ამას სამსახურიდან ჩემი გათავისუფლება მოჰყვებოდა, მაგრამ უკან არ დამიხევია; არც ერთი სამსახური არ მიღირს იმად, რომ ასეთ რაღაცებზე თვალი დავხუჭო", - გვითხრა სალომემ.

ცოტა ხნის წინ, ლეონიდ აგუტინისა და ანჟელიკა ვარუმის კონცერტზე დასასწრები ბილეთების შოვნით აღფრთოვანებულმა სალომემ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე დაწერა, - რა ცოტა მყოფნის ბედნიერებისთვისო და "აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის - ლაშა ბერულავას (რომელსაც თურმე სალომე არც იცნობდა) "საკბილოც" გახდა...

- სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი ხარ. ამას წინათ დაწერე, - გოიმურ სტატუსებს ვერ ვიტანო...

- ჩემი სტატუსი ბავშვობის მეგობარ გოგონას დავუწერე. ვხუმრობდით, რაც ბოროტად გამოიყენეს...

- აგუტინისა და ვარუმის კონცერტზე მართლა იყავი?

- თითქმის ნახევარი ბავშვობა მოსკოვში გავატარე. იქ ვცხოვრობდი, ვსწავლობდი და ცხადია, ძალიან ბევრი რუსი მეგობარი მყავს. ჩემი ნათლულიც მოსკოვში ცხოვრობს. ამ ქალაქის მიმართ ნოსტალგიური გრძნობა მაქვს. აგუტინიც და ვარუმიც დიდი ხანია, მიყვარს. ყველა ჩემმა მეგობარმა იცის, რომ ამ მომღერლებზე ვგიჟდები! გაჰიტებამდე, რადიოში მათი სიმღერა მე მივიტანე და ნიკუშა ხაჩიძეს ვუთხარი, - ნახე, რა მაგარი სიმღერა ჩაწერეს-მეთქი. სამწუხაროდ, გვიან შევიტყვე, რომ თბილისში მათი კონცერტი იმართებოდა და "მეორედ მოსვლა" ავტეხე: კონცერტზე რომ არ წავიდე, საცოდაობა იქნება-მეთქი!.. საღამოს მეუღლემ ბილეთები მომიტანა, მე კი მისმა სიურპრიზმა ისე გამახარა, რომ ბილეთებს ფოტო გადავუღე და მოსკოვში მყოფ ჩემს მეგობარს "ფეისბუკის" "კედელზე" დავუდე. თან, მივაწერე: ბედნიერებისთვის რა ცოტა მყოფნის, გიჟივით ვარ-მეთქი. რატომღაც, ეს ამბავი ვიღაცებმა ცუდად გამოიყენეს...

- აგვისტოს ომის მერე, აგუტინის პლაკატი ცნობილი სერიალის - "შუა ქალაქში" პოპულარულმა პერსონაჟმა, ქეთევანმაც კი ჩამოხსნა...

- რა სისულელეა! ყველას თავისი შეხედულება აქვს. მე თუ მომწონს და მიყვარს, იმ ადამიანის პლაკატს არაფრის გამო არ ჩამოვხსნი. ზოგადად, ყველაფრის პოლიტიზება მარაზმად მიმაჩნია. პოლიტიკასთან აგუტინი და ვარუმი რა შუაში არიან? ჩვენ მიმართ რუსეთის ხელისუფლება შეიძლება, ცუდად არის განწყობილი, მაგრამ რუსეთის მოქალაქეთა უმეტესობა საქართველოზე "აფრენს"! მხოლოდ მდაბიო ხალხი თუ იტყვის, - რადგან პუტინს მიშა არ უყვარს, რუსეთი უნდა შევიზიზღოთო. რაც მიყვარს, ბოლომდე მიყვარს!

- აგუტინისა და ვარუმის გარდა, რომელ შემსრულებლებს უსმენ? რომელი მუსიკალური ჟანრი მოგწონს?

- ისეთი სიმღერები მომწონს, რაზეც შეიძლება იცეკვო და დრო კარგად გაატარო. სოული მიყვარს. ახლა ერიკ ბენეს კონცერტზე დასწრებაზე ვოცნებობ. მეუღლე შემპირდა, რომ აუცილებლად წამიყვანს. მიყვარს უიტნი ჰიუსტონი, მაიკლ ჯეკსონი, ბარი უაითი, ქეიტ ჯარეტი, იან გარბარეკის კომპოზიციები... კლასიკური მუსიკა მომწონს, მაგრამ სიტუაციასაც ხომ გააჩნია: მანქანაში კლასიკას ვერ მოვუსმენ...

- წიგნების კითხვა თუ გიყვარს?

- არ მოგატყუებ, კითხვას ბავშვობაში უფრო მეტად ვახერხებდი. ახლა საამისო დრო არ მაქვს, მთელი დღე "გადარბენაზე" ვარ და წამოწოლისა და წიგნის კითხვისთვის დრო არ მრჩება...

- კინოთეატრებს თუ სტუმრობ?

- სიამოვნებით. ახლა "კომას" ნახვა გვინდოდა, მაგრამ გვითხრეს, - მძიმე საყურებელიაო და არ წავედით; ცხოვრება ისედაც პრობლემატურია და "მძიმე" ფილმები ჩემზე უარყოფითად მოქმედებს, ამიტომ მათ ნახვას თავს ვარიდებ... მელოდრამა მიყვარს. "ბოევიკებს" ვერ ვიტან, ჩემი ქმარი კი ფილმებში იარაღის ტრიალზე გიჟდება! და ამის გამო სულ ვჩხუბობთ.

- ანუ ფილმებს ერთად არ უყურებთ?

- არა! როგორც კი ჩემი შერჩეული ფილმი იწყება, მეუღლე მაშინვე იძინებს. ახლახან "უდაბნოს ყვავილი" ვნახე, რომელიც რეალური ამბის მიხედვით არის გადაღებული. "ხელშეუხებელნი" სიგიჟემდე მომწონს, არაჩვეულებრივი ფილმია! სამჯერ ვნახე...

- თეატრში დადიხარ?

- თეატრში სიარული უფრო ნაკლებად მიყვარს, ვიდრე - კინოში, მაგრამ ჩემი უახლოესი მეგობარი, ჯაბა კილაძე ლამის ყოველი სპექტაკლის წინ მირეკავს: სალომე, სალაროში ბილეთი გელოდება და მოდიო. ჯაბა "თავისუფალ თეატრში" თამაშობს. იქ კი მოგეხსენებათ, 1000-კაციანი დარბაზი არ არის და რომ არ მივიდე, ამას აუცილებლად შეამჩნევს (იღიმის). სხვათა შორის, სპექტაკლში თამაშზე მეც ვოცნებობ. მიუხედავად იმისა, რომ კინოსკენ უფრო მეტად "ვიხრები", საკუთარი თავი სცენაზე მაინტერესებს...

- რომელიმე ფილმში გითამაშია?

- ერეკლე ბადურაშვილის ფილმში - "კიდევ ერთი ქართული ისტორია" უმნიშვნელო, ეპიზოდური როლი შევასრულე.

- შენთვის სამაგალითო მსახიობი ვინ არის?

- ჯულია რობერტსზე ვგიჟდები. მამაკაცი მსახიობებიდან ჯეკ ნიკოლსონი ისე მომწონს, რომ "ტვინი მეკეტება"! ამას წინათ, ერთ საღამოზე გახლდით, სადაც ძველი თაობის ბევრი ქართველი მსახიობი მოვიდა. ისინი ნიჭითა და შემოქმედებით ჯეკ ნიკოლსონს არაფრით ჩამოუვარდებიან, მაგრამ მისგან განსხვავებით, რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება; ბიძინა რომ არ ჰყავდეთ, არ ვიცი, რითი იცხოვრებდნენ. მათ გამო, გული დამწყდა. ქართველებმა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ნიჭიერი ხალხის დაფასება უნდა ვისწავლოთ; მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანას ჯობია, ჩვენს ხალხს მოვუაროთ!..

- ქართულ ტელეგადაცემებს როგორ შეაფასებ? შენი აზრით, ყველაზე ხარისხიანი და გემოვნებიანი გადაცემა რომელია?

- ჩვენი რეალობა ასეთია: მეტ-ნაკლებად ხარისხიან გადაცემას "ვაკეთებთ", თუმცა "რუსთავი 2" უფრო მაღალ ხარისხს რომ "დებს", ვიდრე - "იმედი", ეს უდავოა... ალბათ, როცა ხედავ, რომ არც პროდიუსერია მონდომებული, არც გადაცემის შესაბამისი ინტერიერი გაქვს, არც - ხელფასი, შენც "ეშვები"... ზოგადად, მიმაჩნია, რომ დილის გადაცემის წამყვანს დანარჩენებზე მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეს, რადგან პირდაპირ ეთერში დილით მუშაობა რთულია.

- ხელფასთან დაკავშირებით უკმაყოფილება ხომ არ გამოგითქვამს? სამსახურიდან შენი გათავისუფლების რეალური მიზეზი ეს ხომ არ იყო?

- არა, ხელფაზე პრეტენზია არასოდეს გამომითქვამს. ახლობლები სულ ამის გამო მეჩხუბებიან, - რატომ გერიდება? მუშაობ და ის უნდა მოითხოვო, რაც გეკუთვნისო! ფინანსურ საკითხებზე ლაპარაკს ყოველთვის თავს ვარიდებ. ასეთ დროს ვხვდები, პროდიუსერის ყოლა რა მაგარია!

- სალომე, ბრენდულ სამოსს ირჩევ?

- სამოსი შეიძლება, ბაზრობაზეც შევიძინო. ეს ჩემთვის პრობლემა არ არის. მთავარია, მომეწონოს, მოვირგო და მასში თავი კომფორტულად ვიგრძნო... კარგია, როცა ხარისხიანი ტანსაცმელი გაცვია, მაგრამ ხშირად ამის საშუალება არ მაქვს; ამის გამო დეპრესიაში არასდროს ჩავვარდნილვარ.

- მეუღლის სამოსის შერჩევაზე თუ ზრუნავ?

- მას ძალიან კარგი გემოვნება აქვს. დილით სადმე წასვლას რომ აპირებს, რჩევას მეკითხება, მაგრამ ტანსაცმელს დამოუკიდებლად ყიდულობს - ზუსტად იცის, რა უნდა. სამოსის შერჩევაში თავად მეხმარება.

- სახლში, ინტერიერის დიზაინზე დამოუკიდებლად ზრუნავ?

- ამ შემთხვევაში მირჩევნია, რჩევისთვის გამოცდილ დიზაინერს მივმართო...

- როგორი კერძები მოგწონს? მათი მომზადება თავად თუ იცი?

- მხოლოდ ნამცხვრის გამოცხობა არ ვიცი, თორემ გემრიელ კერძებს ვამზადებ. ძირითადად, ევროპულ სამზარეულოს "ვაწვები". ჩემს მეუღლეს ზღვის პროდუქტებისგან მომზადებული საჭმელი უყვარს, მე კი ცხვრის ხორცისა და რძის გარდა, ყველაფერს გემრიელად მივირთმევ.

- სალომე, საკუთარ თავს გემოვნებიან ადამიანად მიიჩნევ?

- რთული კითხვაა. ამაზე დადებითი პასუხი რომ გაგცე, ძალიან ამბიციური ნათქვამი გამომივა. თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, რომ უგემოვნო ვარ...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება