მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გაყიდეს ექიმები შენობის გარეშე
როგორ გაყიდეს ექიმები შენობის გარეშე

თბი­ლი­სის ცენ­ტრში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი­სა და ალექ­სან­დრე ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩის კვე­თა­ზე მდე­ბა­რე დიდი ტრა­დი­ცი­ე­ბის მქო­ნე შპს "მე-13 პო­ლიკ­ლი­ნი­კა" უც­ნა­ურ და სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბა­ში გა­ას­ხვი­სეს. ჯან­დაც­ვის ობი­ექ­ტე­ბის გამ­სხვი­ლე­ბა-ოპ­ტი­მი­ზა­ცია, შემ­დეგ კი გას­ხვი­სე­ბა, თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ ფარ­თოდ დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, პრეს­ტი­ჟულ ად­გილ­ზე მდე­ბა­რე­ო­ბა შპს "მე-13 პო­ლიკ­ლი­ნი­კას" გან­სა­კუთ­რე­ბულ მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბას სძენს... სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბულ არა­ორ­დი­ნა­რულ მოვ­ლე­ნებ­ზე მისი მთა­ვა­რი ექი­მი ლე­ი­ლა შე­რო­ზია გვე­სა­უბ­რე­ბა:

- "მე-13 პო­ლიკ­ლი­ნი­კა" თბი­ლი­სის მე­რი­ის ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტომ აუქ­ცი­ონ­ზე გა­სა­ყი­დად პირ­ვე­ლად 2011 წლის 31 აგ­ვის­ტოს გა­ი­ტა­ნა და მისი ფასი მი­ლი­ონ ცხრა­ა­სი ათა­სი ლარი იყო. ის შპს "მედ­კა­პი­ტალ­მა" შე­ი­ძი­ნა, რო­მე­ლიც კომ­პა­ნია "ავერ­სის" ბა­ზა­ზეა შექ­მნი­ლი, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე თვე­ში ჩვე­ნი პო­ლიკ­ლი­ნი­კის შეს­ყიდ­ვა­ზე, და­ნარ­ჩე­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, უარი თქვა. ამის შემ­დეგ, პო­ლიკ­ლი­ნი­კა ხელ­მე­ო­რედ გაიტ­ანეს აუქ­ცი­ონ­ზე, მაგ­რამ მყიდ­ვე­ლი კვლავ არ გა­მოჩ­ნდა, იგი­ვე გან­მე­ორ­და 2012 წლის მა­ის­ში, როცა ის პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­კარ­გუ­ლე­ბით პირ­და­პი­რი მი­ყიდ­ვის წე­სით იყი­დე­ბო­და. ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოს­ვლის შემ­დეგ, 2012 წლის 20 ნო­ემ­ბერს - პო­ლიკ­ლი­ნი­კა დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი ტემ­პი­თა და გა­ნა­ხევ­რე­ბუ­ლი ფა­სით - მი­ლი­ონ ლა­რად გა­ას­ხვი­სა თბი­ლი­სის მე­რი­ის ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტომ შპს "მე­დი­კომ­ზე". უპ­რე­ცე­დენ­ტოა ისიც, რომ მე­რი­ამ, ასე ვთქვათ, ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ყი­და - გაგ­ვას­ხვი­სეს, რო­გორც ექი­მე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, და რაც მთა­ვა­რია - უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის, შე­ნო­ბის გა­რე­შე, რო­მე­ლიც მე­რი­ის ბა­ლანსზე დარ­ჩა! კლი­ნი­კა "შუა ქა­ლაქთან" ერ­თად, ერთ ლო­ტად გაგ­ვყი­დეს... თან, მთლი­ა­ნი თან­ხის და­სა­ფა­რად "მე­დი­კო­მს", მის ერთ-ერთ დამ­ფუძ­ნე­ბელს და მე­წი­ლეს, ვინ­მე კახა ლომ­სა­ძეს საკ­მა­ოდ დიდი დრო მის­ცეს - 2013 წლის დე­კემ­ბრამ­დე. ჯერ­ჯე­რო­ბით კი მხო­ლოდ 30 000 ლარი - პირ­ვე­ლი ბიჯი აქვს გა­დახ­დი­ლი.. კახა ლომ­სა­ძე "მე­დი­კომ­თან" ერ­თად "კლე­რი­ო­ნი­სა" და სხვა კომ­პა­ნი­ე­ბის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია, რო­მელ­თაც რამ­დე­ნი­მე მსხვი­ლი პო­ლიკ­ლი­ნი­კა შე­ი­ძი­ნეს, მის უკან დგა­ნან ჯან­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ან­დრია ურუ­შა­ძის ძმა და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე კახა ბა­კუ­რა­ძე... ასე დაგვტო­ვეს 80 ექი­მი, პო­ლიკ­ლი­ნი­კის მედ­პერ­სო­ნა­ლი ქუ­ჩა­ში; ახლა გვე­უბ­ნე­ბი­ან, კლი­ნი­კა "შუა ქა­ლაქ­ში" გა­და­დი­თო, არა­და, ამ კლი­ნი­კა­ში მხო­ლოდ რვა ოთა­ხია თა­ვი­სუ­ფა­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით 150 კვმ. იქ გა­დას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში ბავ­შვთა და მოზ­რდილ­თა ექი­მებს ერთ ოთახ­ში მო­უ­წევთ საქ­მი­ა­ნო­ბა, რაც ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო-სა­ნი­ტა­რი­უ­ლი ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვაა. "შუა ქა­ლა­ქის" ექი­მე­ბიც აპ­რო­ტეს­ტე­ბენ: იმათ არ შე­მო­ვუშ­ვებ­თო და არის ერთი ამ­ბა­ვი! როცა მე­რი­ის ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე თა­მარ მა­თი­აშ­ვილს ვკი­თხეთ, რა­ტომ არ გა­ი­ყი­და პო­ლიკ­ლი­ნი­კა თა­ვი­სი ფარ­თო­ბით, მან გვი­თხრა: ეს ის­ტო­რი­უ­ლი შე­ნო­ბა­აო, არა­და, ჩვენს გვერ­დით, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე მარ­თლაც ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­ნო­ბა - ყო­ფი­ლი იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო, ჭავ­ჭა­ვა­ძე­ე­ბის სა­სახ­ლე გა­ყი­დეს! და რაც ყვე­ლა­ზე სა­გან­გა­შოა - აუქ­ცი­ო­ნის პი­რო­ბე­ბით. მყიდ­ვე­ლი მხო­ლოდ ხუთი წე­ლია ვალ­დე­ბუ­ლი, პო­ლიკ­ლი­ნი­კებს პრო­ფი­ლი შე­უ­ნარ­ჩუ­ნოს, 5 წლის შემ­დეგ კი შე­უძ­ლია კა­ზი­ნო ან რეს­ტო­რა­ნი გახ­სნას. ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო იმა­საც გა­ი­ძა­ხის, ეს პო­ლიკ­ლი­ნი­კა წამ­გე­ბი­ა­ნია, კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი არ არი­სო, არა­და, 2010 წელს "მე-13 პო­ლიკ­ლი­ნი­კის" სუფ­თა მო­გე­ბამ 35 ათა­სი ლარი შე­ად­გი­ნა, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად წა­ი­ღო ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტომ, ადრე კი მო­გე­ბის ნა­ხე­ვა­რი პო­ლიკ­ლი­ნი­კას რჩე­ბო­და და მის შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბას ხმარ­დე­ბო­და. საქ­მე ის არის, რომ ქა­ლა­ქის მერ­მა გიგი უგუ­ლა­ვამ შეც­ვა­ლა ბრძა­ნე­ბა და ახლა სა­ა­გენ­ტოს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი შპს-ები ვალ­დე­ბულ­ნი ვართ, მო­გე­ბის 100 პრო­ცენ­ტი მას გა­დავ­ცეთ. ამას­თან, ხაზ­გას­მით უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვა - პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი მე­დი­ცი­ნა, მსოფ­ლი­ოს არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში არ არის მომ­გე­ბი­ა­ნი და კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნია. ის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის სა­ფუძ­ვე­ლი, პი­რა­მი­დის ფუ­ძეა, შე­სა­ბა­მი­სად, ამ გზით ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

- ვის მი­მარ­თეთ ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით?

- ყვე­ლას, პარ­ლა­მენტს, მთაწ­მინ­დის რა­ი­ო­ნის მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტატ ზაზა პა­პუ­აშ­ვილს, ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და რაც მთა­ვა­რია, სა­მარ­თალ­დამ­ცველ ორ­გა­ნო­ებს. ჩვე­ნი საქ­მე ამ­ჟა­მად წი­ნას­წარ გა­მო­ძი­ე­ბა­შია, ფი­ნან­სურ პო­ლი­ცი­ა­ში გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი პა­ა­ტა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი კუ­რი­რებს, თუმ­ცა, გა­მო­ძი­ე­ბის ტემ­პით უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი ვართ. ახა­ლი მთავ­რო­ბის მოს­ვლის შემ­დეგ იმე­დი გაგ­ვიჩ­ნდა, მაგ­რამ თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, - ეს არის სა­ხელ­მწი­ფო სა­ხელ­მწი­ფო­ში. მე­რი­ის პა­სუ­ხი უც­ვლე­ლია: პო­ლიკ­ლი­ნი­კა უკვე გავ­ყი­დეთ და ახ­ლან­დე­ლი პრო­ცე­სე­ბი ჩვენს კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში არ შე­დი­სო... ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს უფ­როს და­ვით ჭე­დი­ა­სა და გიგი უგუ­ლა­ვას ხალ­ხის ქო­ნე­ბა თა­ვი­სი ჰგო­ნი­ათ.

P.S. "ყვე­ლა სი­ახ­ლე" შე­ე­ცა­და "მე­დი­კო­მის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან კო­მენ­ტა­რის ჩა­წე­რას, თუმ­ცა ჩვენს ზა­რებს არა­ვინ უპა­სუ­ხა.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

როგორ გაყიდეს ექიმები შენობის გარეშე

როგორ გაყიდეს ექიმები შენობის გარეშე

თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირისა და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის კვეთაზე მდებარე დიდი ტრადიციების მქონე შპს "მე-13 პოლიკლინიკა" უცნაურ და საეჭვო გარემოებაში გაასხვისეს. ჯანდაცვის ობიექტების გამსხვილება-ოპტიმიზაცია, შემდეგ კი გასხვისება, თბილისის მერიის მიერ ფართოდ დამკვიდრებული პრაქტიკაა, თუმცა, როგორც ჩანს, პრესტიჟულ ადგილზე მდებარეობა შპს "მე-13 პოლიკლინიკას" განსაკუთრებულ მიმზიდველობას სძენს... სამკურნალო დაწესებულების ირგვლივ განვითარებულ არაორდინარულ მოვლენებზე მისი მთავარი ექიმი ლეილა შეროზია გვესაუბრება:

- "მე-13 პოლიკლინიკა" თბი­ლისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ აუქციონზე გასაყიდად პირველად 2011 წლის 31 აგვისტოს გაიტანა და მისი ფასი მილიონ ცხრაასი ათასი ლარი იყო. ის შპს "მედკაპიტალმა" შეიძინა, რომელიც კომპანია "ავერსის" ბაზაზეა შექმნილი, მაგრამ რამდენიმე თვეში ჩვენი პოლიკლინიკის შესყიდვაზე, დანარჩენებისგან განსხვავებით, უარი თქვა. ამის შემდეგ, პოლიკლინიკა ხელმეორედ გაიტ­ანეს აუქციონზე, მაგრამ მყიდველი კვლავ არ გამოჩნდა, იგივე განმეორდა 2012 წლის მაისში, როცა ის პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულებით პირდაპირი მიყიდვის წესით იყიდებოდა. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, 2012 წლის 20 ნოემბერს - პოლიკლინიკა დაჩქარებული ტემპითა და განახევრებული ფასით - მილიონ ლარად გაასხვისა თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ შპს "მედიკომზე". უპრეცედენტოა ისიც, რომ მერიამ, ასე ვთქვათ, ჩვენი საქმიანობა გაყიდა - გაგვასხვისეს, როგორც ექიმების გაერთიანება, და რაც მთავარია - უძრავი ქონების, შენობის გარეშე, რომელიც მერიის ბალანსზე დარჩა! კლინიკა "შუა ქალაქთან" ერთად, ერთ ლოტად გაგვყიდეს... თან, მთლიანი თანხის დასაფარად "მედიკომს", მის ერთ-ერთ დამფუძნებელს და მეწილეს, ვინმე კახა ლომსაძეს საკმაოდ დიდი დრო მისცეს - 2013 წლის დეკემბრამდე. ჯერჯერობით კი მხოლოდ 30 000 ლარი - პირველი ბიჯი აქვს გადახდილი.. კახა ლომსაძე "მედიკომთან" ერთად "კლერიონისა" და სხვა კომპანიების ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომელთაც რამდენიმე მსხვილი პოლიკლინიკა შეიძინეს, მის უკან დგანან ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ანდრია ურუშაძის ძმა და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა ბაკურაძე... ასე დაგვტოვეს 80 ექიმი, პოლიკლინიკის მედპერსონალი ქუჩაში; ახლა გვეუბნებიან, კლინიკა "შუა ქალაქში" გადადითო, არადა, ამ კლინიკაში მხოლოდ რვა ოთახია თავისუფალი, დაახლოებით 150 კვმ. იქ გადასვლის შემთხვევაში ბავშვთა და მოზრდილთა ექიმებს ერთ ოთახში მოუწევთ საქმიანობა, რაც ელემენტარული სამედიცინო-სანიტარიული ნორმების დარღვევაა. "შუა ქალაქის" ექიმებიც აპროტესტებენ: იმათ არ შემოვუშვებთო და არის ერთი ამბავი! როცა მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე თამარ მათიაშვილს ვკითხეთ, რატომ არ გაიყიდა პოლიკლინიკა თავისი ფართობით, მან გვითხრა: ეს ისტორიული შენობააო, არადა, ჩვენს გვერდით, რუსთაველის გამზირზე მდებარე მართლაც ისტორიული მნიშვნელობის შენობა - ყოფილი იუსტიციის სამინისტრო, ჭავჭავაძეების სასახლე გაყიდეს! და რაც ყველაზე საგანგაშოა - აუქციონის პირობებით. მყიდველი მხოლოდ ხუთი წელია ვალდებული, პოლიკლინიკებს პროფილი შეუნარჩუნოს, 5 წლის შემდეგ კი შეუძლია კაზინო ან რესტორანი გახსნას. ქონების მართვის სააგენტო იმასაც გაიძახის, ეს პოლიკლინიკა წამგებიანია, კონკურენტუნარიანი არ არისო, არადა, 2010 წელს "მე-13 პოლიკლინიკის" სუფთა მოგებამ 35 ათასი ლარი შეადგინა, რომელიც მთლიანად წაიღო ქონების მართვის სააგენტომ, ადრე კი მოგების ნახევარი პოლიკლინიკას რჩებოდა და მის შემდგომ განვითარებას ხმარდებოდა. საქმე ის არის, რომ ქალაქის მერმა გიგი უგულავამ შეცვალა ბრძანება და ახლა სააგენტოს დაქვემდებარებული შპს-ები ვალდებულნი ვართ, მოგების 100 პროცენტი მას გადავცეთ. ამასთან, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ პირველადი ჯანდაცვა - პროფილაქტიკური მედიცინა, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის მომგებიანი და კონკურენტუნარიანია. ის ჯანდაცვის სისტემის საფუძველი, პირამიდის ფუძეა, შესაბამისად, ამ გზით ბიზნესის წარმოება შეუძლებელია.

- ვის მიმართეთ ამ საქმესთან დაკავშირებით?

- ყველას, პარლამენტს, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა პაპუაშვილს, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს და რაც მთავარია, სამართალდამცველ ორგანოებს. ჩვენი საქმე ამჟამად წინასწარ გამოძიებაშია, ფინანსურ პოლიციაში გამომძიებელი პაატა გაფრინდაშვილი კურირებს, თუმცა, გამოძიების ტემპით უკმაყოფილოები ვართ. ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ იმედი გაგვიჩნდა, მაგრამ თბილისის მერიაში არაფერი შეცვლილა, - ეს არის სახელმწიფო სახელმწიფოში. მერიის პასუხი უცვლელია: პოლიკლინიკა უკვე გავყიდეთ და ახლანდელი პროცესები ჩვენს კომპეტენციაში არ შედისო... ქონების მართვის სააგენტოს უფროს დავით ჭედიასა და გიგი უგულავას ხალხის ქონება თავისი ჰგონიათ.

P.S. "ყველა სიახლე" შეეცადა "მედიკომის" ხელმძღვანელობასთან კომენტარის ჩაწერას, თუმცა ჩვენს ზარებს არავინ უპასუხა.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა