სპორტი
საზოგადოება
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით მაღრაძე: "ნაციონალების ღმერთი პუტინია"
დავით მაღრაძე: "ნაციონალების ღმერთი პუტინია"

სწო­რედ მა­შინ, რო­დე­საც ჩვენ­ში საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლავ­დნენ პოეტ დათო მაღ­რა­ძის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტად და­სა­ხე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მის­მა შე­მოქ­მე­დე­ბამ სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა. 21 მარტს, პო­ე­ზი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს, იტა­ლი­ის ქა­ლაქ გე­ნუ­ა­ში და­ვით მაღ­რა­ძე გახ­და პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი პო­ე­ტი, რო­მელ­საც პო­ე­ზი­ის მსოფ­ლიო აკა­დე­მი­ის წევ­რო­ბის რწმუ­ნე­ბის სი­გე­ლი გა­დას­ცეს.

- პო­ე­ზი­ის მსოფ­ლიო აკა­დე­მია იუ­ნეს­კოს ეგი­დით და­არ­სე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, რო­მე­ლიც არ ხა­სი­ათ­დე­ბა ხალ­ხმრავ­ლო­ბით, სხვა­დას­ხვა დროს 50-60 წევ­რზე მეტი არას­დროს ჰყო­ლია. ჩემ­თან ერ­თად რწმუ­ნე­ბის სი­გე­ლი ან­დრია გუ­ე­რამ, ტო­ნი­ნო გუ­ე­რას შვილ­მაც მი­ი­ღო, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან კარ­გი კომ­პო­ზი­ტო­რია. აკა­დე­მი­ამ ეს სი­გე­ლი მას მა­მა­მი­სის ხსოვ­ნის სიმ­ბო­ლოდ გა­დას­ცა. ცე­რე­მო­ნი­ა­ლი პო­ე­ზი­ი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის ქა­ლაქ ვე­რო­ნა­ში ჩა­ტარ­და. იმ დარ­ბაზ­ში, სა­დაც თა­ვის დრო­ზე მო­ცარ­ტის კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თა. ამ აკა­დე­მი­ას აქვს ერთი ასე­თი ტრა­დი­ცია: რო­მე­ლი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც წევ­რდე­ბა აკა­დე­მი­ა­ში, იმ ქვეყ­ნის ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცია ტარ­დე­ბა. და­მე­თან­ხმე­ბით, მშვე­ნი­ე­რი ტრა­დი­ცი­აა - ქვე­ყა­ნა მარ­თლაც გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ლექ­სით და ღვი­ნით. ღვი­ნო არა მარ­ტო ბა­ხუსს უკავ­შირ­დე­ბა, ეს ერ­თგვა­რად სა­ხეც არის ქვეყ­ნი­სა, წარ­მო­ა­ჩენს იქა­ურ ამინდს, მზი­ან დღე­ებს, იქა­უ­რე­ბის ხა­ლის­სა და სი­ლა­ღეს. უღ­რმე­სი მად­ლო­ბა ბა­ტონ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს, სწო­რედ მან გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ღვი­ნო, რო­მელ­მაც ისე­თი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა, რომ ლა­მის ვი­ეჭ­ვი­ა­ნე კი­დეც (იცი­ნის). ჩემი ლექ­სე­ბი იტა­ლი­უ­რად და ინ­გლი­სუ­რად ააჟ­ღე­რეს, მე კი რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი ჩემს მშობ­ლი­ურ ენა­ზე წა­ვი­კი­თხე. ჩემი პო­ე­მა "ჯა­კო­მო პონ­ტი" უკვე ითარ­გმნა იტა­ლი­ურ, თურ­ქულ და ინ­გლი­სურ ენებ­ზე. ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი წიგ­ნი უკვე დევს "ამა­ზონ­ზე" და იყი­დე­ბა. მალე წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცია მექ­ნე­ბა სტამ­ბოლ­სა და ლონ­დონ­ში.

- თქვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი წარ­მა­ტე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა ვერ­სია პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტად თქვე­ნი სა­ვა­რა­უ­დო წარ­დგე­ნის თა­ო­ბა­ზე.

- არა­თუ პრე­ზი­დენ­ტო­ბას, რი­გით პო­ლი­ტი­კო­სო­ბა­საც არ ვა­პი­რებ. არა მგო­ნია, მა­ინ­ცდა­მა­ინც პრე­ზი­დენ­ტი უნდა იყო, შენს ქვე­ყა­ნას რომ ემ­სა­ხუ­რო. არც ის მგო­ნია, ას­პა­რე­ზის­თვის პრე­ზი­დენტს იმა­ზე მეტი სივ­რცე ჰქონ­დეს, ვიდ­რე მე მარ­გუ­ნა ჩემ­მა სამ­შობ­ლომ და ჩემ­მა წუ­თი­სო­ფელ­მა. ჩემი აზ­რით, ამ­გვა­რი ვა­რა­უ­დი გა­ნა­პი­რო­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ გა­მოთ­ქმულ­მა მო­საზ­რე­ბამ, რომ შე­საძ­ლოა პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც იყო­სო. მან ეს ზო­გა­დად თქვა, მე კი არ ვუ­გუ­ლის­ხმი­ვარ. მე პო­ლი­ტი­კა­ში მხო­ლოდ მა­შინ ვერ­თვე­ბი, რო­დე­საც ყა­ჩა­ღი­ვით შინ მი­ვარ­დე­ბა პო­ლი­ტი­კა, როცა ჩემს უფ­ლე­ბებს, ჩემი სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას ლა­ხავს, რო­დე­საც ვხე­დავ, რომ ღირ­სე­ბას ჰყრი­ან ადა­მი­ანს და სა­მარ­თლის პოვ­ნის შანსს არ უტო­ვე­ბენ.

- უკვე ექ­ვსი თვეა, რაც ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქვეყ­ნის სა­თა­ვე­შია, რო­გორ შე­ა­ფა­სებთ გან­ვლილ პე­რი­ოდს?

- შე­მიძ­ლია უყოყ­მა­ნოდ ვთქვა, რომ პრო­ცე­სე­ბი უკე­თე­სო­ბის­კენ და­იძ­რა. ჩვენ­თან ჰა­ე­რი უკვე ისე იყო გა­იშ­ვი­ა­თე­ბუ­ლი, ამ აღ­მო­სავ­ლუ­რი დეს­პო­ტი­ის მსგავ­სი რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში სუნ­თქვა ჭირ­და. უპირ­ვე­ლე­სი სი­კე­თე, რა­საც ვხე­დავ, პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლი­ცი­ის თვალ­სა და ხელს შუა გაქ­რო­ბაა. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა მმარ­თვე­ლო­ბის ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რომ ჩა­მო­ე­ყა­ლი­ბე­ბი­ნა პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლი­ცია, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო მო­ეკ­ლა, და­ე­სა­ხიჩ­რე­ბი­ნა, ეწა­მე­ბი­ნა, ეცე­მა ოპო­ზი­ცია. ქარ­თუ­ლი პო­ლი­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კუთ­ვნი­ლე­ბად აქ­ცი­ეს, მაგ­რამ ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან ვნა­ხე სულ სხვა პო­ლი­ცია, რო­მელ­საც არ და­უ­წყია პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცი­ის დევ­ნა, არა­ვინ უცე­მია, თუ ვი­ღაც მუშ­ტებს იქ­ნევ­და, იმათ აშ­ვე­ლებ­და, ეს იყო სა­ქარ­თვე­ლოს და არა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლი­ცია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში რა კოშ­მა­რიც ტრი­ა­ლებ­და, აღარ გან­მე­ორ­დე­ბა. ვფიქ­რობ, ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით იდ­გმე­ბა სწო­რი ნა­ბი­ჯე­ბი, რომ­ლის შე­დე­გებ­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ვი­ნა­ხავთ.

- "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" აცხა­დებს, რომ 19 აპ­რი­ლის აქ­ცი­ა­ზე ქვეყ­ნის და­სავ­ლუ­რი კურ­სის შეც­ვლის საფრ­თხეს გა­აპ­რო­ტეს­ტე­ბენ...

- მო­დით, პი­ე­დეს­ტალ­ზე და­ა­ყე­ნეთ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და კარ­გად და­აკ­ვირ­დით, თუ ეს კაცი ლა­პა­რა­კით, აზ­როვ­ნე­ბით და­სავ­ლუ­რი ყა­ი­დის პო­ლი­ტი­კოსს ჰგავს, წა­დით აქ­ცი­ა­ზე. ისიც კი არ ვიცი, სა­ი­დან, რო­მე­ლი ის­ტო­რი­უ­ლი მო­ნაკ­ვე­თი­დან უნდა ავუხ­სნა, რა არის და­სავ­ლუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი. ამათ ჯერ ან­ბა­ნი და "თხა და გიგო" უნდა ის­წავ­ლონ. მე­რა­ბიშ­ვი­ლი, ეს თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის იო­ა­ნე რა­ბა­თე­ლი, რა­ბა­თის კომ­პლექსზე ისე ლა­პა­რა­კობს, რო­გორც კან­ფეტ­ზე, ამას წი­ნათ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში რომ მო­იჭ­რა გან­ხილ­ვა­ზე, იძახ­და - ესო ლა­მა­ზი­აო, ბრჭყვი­ა­ლაო, თქვენ რომ აა­შე­ნებთ, იმას შე­ა­და­რე­თო... კაცი ამ კა­ტე­გო­რი­ე­ბით აზ­როვ­ნე­ბას ვერ გას­ცდა და რა და­სავ­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე ლა­პა­რა­კობს, არ ვიცი. ისე, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში იმ შეხ­ვედ­რა­ზე რა კომ­პე­ტენ­ცი­ის წყა­ლო­ბით მი­იწ­ვი­ეს, ვერ გა­ვი­გე. მი­თხრეს, ინი­ცი­ა­ტი­ვა და სურ­ვი­ლი გა­მო­ხა­ტა მოს­ვლი­სო, ასე რამ­დენ­საც სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა, ყვე­ლა თუ მი­იწ­ვი­ეს, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო ვე­ღარ იმუ­შა­ვებს და ეგ იქ­ნე­ბა. რო­გორც ვიცი, ეგ არის პრო­ფე­სი­ით მარკშე­ი­დე­რი, ჰოდა, ამ "ცის­ფერ მთებ­ში" ხომ არ ჩავ­რჩე­ბით სა­მუ­და­მოდ, ერთი კარ­გი მარკშე­ი­დე­რი სულ რომ გვჭირ­დე­ბო­დეს. აქ­ცი­ას რაც შე­ე­ხე­ბა - აქ­ცია გა­ი­მარ­თა 2012 წლის 1-ელ ოქ­ტომ­ბერს, რო­მელ­შიც მთე­ლი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა მო­ნა­წი­ლე­ობ­და და ამით დას­რულ­და რე­ჟი­მი. იძახ­დნენ, ევ­რო­პა ჩვე­ნი სახ­ლი­აო, თუ ეს ეს­მით, მა­შინ შუ­შა­ბან­დის მი­შე­ნე­ბას კი არ ეც­დე­ბოდ­ნენ ამ სახლზე, არა­მედ ცხოვ­რე­ბის წე­სით და­ამ­ტკი­ცებ­დნენ ამას. რო­გორ ფიქ­რობთ, ევ­რო­პა ჩემი სახ­ლი არ არის და ადე­იშ­ვი­ლი­სა და მე­რა­ბიშ­ვი­ლის სახ­ლია, ამ ორი ტუ­რის - ქი­ლი­ლა­სი და და­მა­ნა­სი? ისე, ვი­საც სჯე­რა, რომ ადე­იშ­ვი­ლი და მე­რა­ბიშ­ვი­ლი ევ­რო­პა­ში გაჭ­რი­ლი ორი ფან­ჯა­რაა, გა­ა­ტა­რეთ ამ აქ­ცი­ა­ზე, ოღონდ გაფრ­თხილ­დნენ, ორ­პირ­მა ქარ­მა არ დაჰ­კრას...

- ბოლო ხანს აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის გა­მო­ძი­ე­ბის თემა. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ეს რუ­სე­თის და პუ­ტი­ნის წის­ქვილ­ზე და­ას­ხამს წყალს.

- ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის ღმერ­თი არის პუ­ტი­ნი, მა­გის იქით ვერც ფიქ­რო­ბენ, ვერც ვე­რა­ფერს სწავ­ლო­ბენ. ერთი დარ­ჩა, რომ შინ ჩა­მო­ი­კი­დონ პუ­ტი­ნის ფო­ტო­ე­ბი და სულ მა­გას უყუ­რონ, მეტს მა­ინც ვე­რა­ფერს ხე­და­ვენ ამ­ხე­ლა მსოფ­ლი­ო­ში. რო­დე­საც მსჯე­ლო­ბას იწყებ და თან სამ­სჯე­ლო სა­გა­ნი საქ­ვეყ­ნო სივ­რცეს მო­ი­ცავს, წე­სით, შენი ქვეყ­ნის ბედ-იღ­ბლი­დან იწყებ ადა­მი­ა­ნი ფიქ­რს, ესე­ნი კი­დევ პირ­და­პირ პუ­ტი­ნი­დან იწყე­ბენ - იმას რა გა­უ­ხარ­დე­ბა ან რა ეწყი­ნე­ბა. ჩემი აზ­რით, ეს თემა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს შეს­წავ­ლი­ლი. 2008 წელს ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ბის ტრა­გე­დია მოხ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს აქვს უფ­ლე­ბა იცო­დეს, ზუს­ტად რა და რო­გორ იყო, შე­იძ­ლე­ბო­და ამის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა, თუ არა. უნდა იცო­დეს, რო­გორ მო­იქ­ცა პო­ლი­ტი­კუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა თვი­თონ, რო­დე­საც ხალ­ხს დანა-ჩან­გლით ბრძო­ლის­კენ მო­უ­წო­დებ­და და თა­ნაც იძახ­დნენ, გა­ვი­მარ­ჯვე­თო. ახლა რაღა აკ­რთობთ, თუ გა­ი­მარ­ჯვეს, სა­ქარ­თვე­ლო ხომ უნდა იც­ნობ­დეს თა­ვის "გმი­რებს" ამ "დიდი გა­მარ­ჯვე­ბის" შე­მოქ­მედთ. ხომ უნდა ვი­ცო­დეთ, ბო­ლოს და ბო­ლოს ვინ რა გა­ა­კე­თა, ან მთა­ვარ­სარ­დალ­მა რა მა­გა­ლი­თი მის­ცა მხედ­რო­ბას, ან და­ნარ­ჩენ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ.

- თით­ქმის და­ზუს­ტე­ბით ით­ქვა, რომ ამ სა­კი­თხზე პრე­ზი­დენ­ტიც შე­იძ­ლე­ბა და­ი­კი­თხოს, თუმ­ცა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ არ აპი­რებს გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, რად­გან ეს მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სებს და­ა­ზა­რა­ლებს...

- სა­ა­კაშ­ვილს გა­და­ე­ცით, სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბი მა­შინ და­ა­ზი­ა­ნეთ, რო­დე­საც შენ და შენ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ჯგუფ­მა პორ­ტარ­ტუ­რი­დან სა­კუ­თარ ცხე­ნებს გა­მო­ას­წა­რით-თქო! ისე, ეს და­ლოც­ვი­ლი, თუ ტრავ­მი­რე­ბას აპი­რებ­და, თა­ვის დრო­ზე, ომში მა­ინც მი­ე­ღო ეს ტრავ­მე­ბი. სა­ა­კაშ­ვი­ლი და­კი­თხვა­ზე მივა კი არა, მი­ცუნ­ცულ­დე­ბა. რით ვერ გა­ი­გეს, რომ კო­ჰა­ბი­ტა­ცია კრი­მი­ნა­ლე­ბი­სა და დე­მა­გო­გე­ბის თავ­შე­სა­ფა­რი არ არის.

ნა­თია დო­ლი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

დავით მაღრაძე: "ნაციონალების ღმერთი პუტინია"

დავით მაღრაძე: "ნაციონალების ღმერთი პუტინია"

სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენში საკმაოდ აქტიურად განიხილავდნენ პოეტ დათო მაღრაძის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების შესაძლებლობას, მისმა შემოქმედებამ საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა. 21 მარტს, პოეზიის საერთაშორისო დღეს, იტალიის ქალაქ გენუაში დავით მაღრაძე გახდა პირველი ქართველი პოეტი, რომელსაც პოეზიის მსოფლიო აკადემიის წევრობის რწმუნების სიგელი გადასცეს.

- პოეზიის მსოფლიო აკადემია იუნესკოს ეგიდით დაარსებული ორგანიზაციაა, რომელიც არ ხასიათდება ხალხმრავლობით, სხვადასხვა დროს 50-60 წევრზე მეტი არასდროს ჰყოლია. ჩემთან ერთად რწმუნების სიგელი ანდრია გუერამ, ტონინო გუერას შვილმაც მიიღო, რომელიც ძალიან კარგი კომპოზიტორია. აკადემიამ ეს სიგელი მას მამამისის ხსოვნის სიმბოლოდ გადასცა. ცერემონიალი პოეზიისა და სიყვარულის ქალაქ ვერონაში ჩატარდა. იმ დარბაზში, სადაც თავის დროზე მოცარტის კონცერტი გაიმართა. ამ აკადემიას აქვს ერთი ასეთი ტრადიცია: რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც წევრდება აკადემიაში, იმ ქვეყნის ღვინის დეგუსტაცია ტარდება. დამეთანხმებით, მშვენიერი ტრადიციაა - ქვეყანა მართლაც განისაზღვრება ლექსით და ღვინით. ღვინო არა მარტო ბახუსს უკავშირდება, ეს ერთგვარად სახეც არის ქვეყნისა, წარმოაჩენს იქაურ ამინდს, მზიან დღეებს, იქაურების ხალისსა და სილაღეს. უღრმესი მადლობა ბატონ მამუკა ხაზარაძეს, სწორედ მან გამოგვიგზავნა არაჩვეულებრივი ღვინო, რომელმაც ისეთი აღფრთოვანება დაიმსახურა, რომ ლამის ვიეჭვიანე კიდეც (იცინის). ჩემი ლექსები იტალიურად და ინგლისურად ააჟღერეს, მე კი რამდენიმე მათგანი ჩემს მშობლიურ ენაზე წავიკითხე. ჩემი პოემა "ჯაკომო პონტი" უკვე ითარგმნა იტალიურ, თურქულ და ინგლისურ ენებზე. ინგლისურენოვანი წიგნი უკვე დევს "ამაზონზე" და იყიდება. მალე წიგნის პრეზენტაცია მექნება სტამბოლსა და ლონდონში.

- თქვენი შემოქმედებითი წარმატების პარალელურად, საქართველოში განიხილება ვერსია პრეზიდენტობის კანდიდატად თქვენი სავარაუდო წარდგენის თაობაზე.

- არათუ პრეზიდენტობას, რიგით პოლიტიკოსობასაც არ ვაპირებ. არა მგონია, მაინცდამაინც პრეზიდენტი უნდა იყო, შენს ქვეყანას რომ ემსახურო. არც ის მგონია, ასპარეზისთვის პრეზიდენტს იმაზე მეტი სივრცე ჰქონდეს, ვიდრე მე მარგუნა ჩემმა სამშობლომ და ჩემმა წუთისოფელმა. ჩემი აზრით, ამგვარი ვარაუდი განაპირობა ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოთქმულმა მოსაზრებამ, რომ შესაძლოა პრეზიდენტობის კანდიდატი საზოგადოების წარმომადგენელიც იყოსო. მან ეს ზოგადად თქვა, მე კი არ ვუგულისხმივარ. მე პოლიტიკაში მხოლოდ მაშინ ვერთვები, როდესაც ყაჩაღივით შინ მივარდება პოლიტიკა, როცა ჩემს უფლებებს, ჩემი სიტყვის თავისუფლებას ლახავს, როდესაც ვხედავ, რომ ღირსებას ჰყრიან ადამიანს და სამართლის პოვნის შანსს არ უტოვებენ.

- უკვე ექვსი თვეა, რაც ახალი ხელისუფლება ქვეყნის სათავეშია, როგორ შეაფასებთ განვლილ პერიოდს?

- შემიძლია უყოყმანოდ ვთქვა, რომ პროცესები უკეთესობისკენ დაიძრა. ჩვენთან ჰაერი უკვე ისე იყო გაიშვიათებული, ამ აღმოსავლური დესპოტიის მსგავსი რეჟიმის პირობებში სუნთქვა ჭირდა. უპირველესი სიკეთე, რასაც ვხედავ, პოლიტიკური პოლიციის თვალსა და ხელს შუა გაქრობაა. წინა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა მმართველობის ცხრა წლის განმავლობაში, რომ ჩამოეყალიბებინა პოლიტიკური პოლიცია, რომლის მთავარი მიზანი იყო მოეკლა, დაესახიჩრებინა, ეწამებინა, ეცემა ოპოზიცია. ქართული პოლიცია "ნაციონალური მოძრაობის" კუთვნილებად აქციეს, მაგრამ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ვნახე სულ სხვა პოლიცია, რომელსაც არ დაუწყია პოლიტიკური ოპოზიციის დევნა, არავინ უცემია, თუ ვიღაც მუშტებს იქნევდა, იმათ აშველებდა, ეს იყო საქართველოს და არა "ქართული ოცნების" პოლიცია. დარწმუნებული ვარ, პენიტენციურ სისტემაში რა კოშმარიც ტრიალებდა, აღარ განმეორდება. ვფიქრობ, ბევრი მიმართულებით იდგმება სწორი ნაბიჯები, რომლის შედეგებსაც მოგვიანებით დავინახავთ.

- "ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ 19 აპრილის აქციაზე ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლის საფრთხეს გააპროტესტებენ...

- მოდით, პიედესტალზე დააყენეთ ვანო მერაბიშვილი და კარგად დააკვირდით, თუ ეს კაცი ლაპარაკით, აზროვნებით დასავლური ყაიდის პოლიტიკოსს ჰგავს, წადით აქციაზე. ისიც კი არ ვიცი, საიდან, რომელი ისტორიული მონაკვეთიდან უნდა ავუხსნა, რა არის დასავლური ფასეულობები. ამათ ჯერ ანბანი და "თხა და გიგო" უნდა ისწავლონ. მერაბიშვილი, ეს თანამედროვეობის იოანე რაბათელი, რაბათის კომპლექსზე ისე ლაპარაკობს, როგორც კანფეტზე, ამას წინათ კულტურის სამინისტროში რომ მოიჭრა განხილვაზე, იძახდა - ესო ლამაზიაო, ბრჭყვიალაო, თქვენ რომ ააშენებთ, იმას შეადარეთო... კაცი ამ კატეგორიებით აზროვნებას ვერ გასცდა და რა დასავლურ ღირებულებებზე ლაპარაკობს, არ ვიცი. ისე, კულტურის სამინისტროში იმ შეხვედრაზე რა კომპეტენციის წყალობით მიიწვიეს, ვერ გავიგე. მითხრეს, ინიციატივა და სურვილი გამოხატა მოსვლისო, ასე რამდენსაც სურვილი ექნება, ყველა თუ მიიწვიეს, კულტურის სამინისტრო ვეღარ იმუშავებს და ეგ იქნება. როგორც ვიცი, ეგ არის პროფესიით მარკშეიდერი, ჰოდა, ამ "ცისფერ მთებში" ხომ არ ჩავრჩებით სამუდამოდ, ერთი კარგი მარკშეიდერი სულ რომ გვჭირდებოდეს. აქციას რაც შეეხება - აქცია გაიმართა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, რომელშიც მთელი ქვეყნის მოსახლეობა მონაწილეობდა და ამით დასრულდა რეჟიმი. იძახდნენ, ევროპა ჩვენი სახლიაო, თუ ეს ესმით, მაშინ შუშაბანდის მიშენებას კი არ ეცდებოდნენ ამ სახლზე, არამედ ცხოვრების წესით დაამტკიცებდნენ ამას. როგორ ფიქრობთ, ევროპა ჩემი სახლი არ არის და ადეიშვილისა და მერაბიშვილის სახლია, ამ ორი ტურის - ქილილასი და დამანასი? ისე, ვისაც სჯერა, რომ ადეიშვილი და მერაბიშვილი ევროპაში გაჭრილი ორი ფანჯარაა, გაატარეთ ამ აქციაზე, ოღონდ გაფრთხილდნენ, ორპირმა ქარმა არ დაჰკრას...

- ბოლო ხანს აქტუალური გახდა 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების თემა. წინა ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს რუსეთის და პუტინის წისქვილზე დაასხამს წყალს.

- ნაციონალების ღმერთი არის პუტინი, მაგის იქით ვერც ფიქრობენ, ვერც ვერაფერს სწავლობენ. ერთი დარჩა, რომ შინ ჩამოიკიდონ პუტინის ფოტოები და სულ მაგას უყურონ, მეტს მაინც ვერაფერს ხედავენ ამხელა მსოფლიოში. როდესაც მსჯელობას იწყებ და თან სამსჯელო საგანი საქვეყნო სივრცეს მოიცავს, წესით, შენი ქვეყნის ბედ-იღბლიდან იწყებ ადამიანი ფიქრს, ესენი კიდევ პირდაპირ პუტინიდან იწყებენ - იმას რა გაუხარდება ან რა ეწყინება. ჩემი აზრით, ეს თემა აუცილებლად უნდა იყოს შესწავლილი. 2008 წელს ისეთი მნიშვნელობის ტრაგედია მოხდა, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს, ზუსტად რა და როგორ იყო, შეიძლებოდა ამის თავიდან აცილება, თუ არა. უნდა იცოდეს, როგორ მოიქცა პოლიტიკური ხელმძღვანელობა თვითონ, როდესაც ხალხს დანა-ჩანგლით ბრძოლისკენ მოუწოდებდა და თანაც იძახდნენ, გავიმარჯვეთო. ახლა რაღა აკრთობთ, თუ გაიმარჯვეს, საქართველო ხომ უნდა იცნობდეს თავის "გმირებს" ამ "დიდი გამარჯვების" შემოქმედთ. ხომ უნდა ვიცოდეთ, ბოლოს და ბოლოს ვინ რა გააკეთა, ან მთავარსარდალმა რა მაგალითი მისცა მხედრობას, ან დანარჩენმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ.

- თითქმის დაზუსტებით ითქვა, რომ ამ საკითხზე პრეზიდენტიც შეიძლება დაიკითხოს, თუმცა მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს გამოძიებასთან თანამშრომლობას, რადგან ეს მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესებს დააზარალებს...

- სააკაშვილს გადაეცით, საქართველოს ინტერესები მაშინ დააზიანეთ, როდესაც შენ და შენმა პოლიტიკურმა ჯგუფმა პორტარტურიდან საკუთარ ცხენებს გამოასწარით-თქო! ისე, ეს დალოცვილი, თუ ტრავმირებას აპირებდა, თავის დროზე, ომში მაინც მიეღო ეს ტრავმები. სააკაშვილი დაკითხვაზე მივა კი არა, მიცუნცულდება. რით ვერ გაიგეს, რომ კოჰაბიტაცია კრიმინალებისა და დემაგოგების თავშესაფარი არ არის.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა