47 წლის ბრუკ შილდსს პაპარაცებმა ნიუ-იორკში გადაუღეს ფოტოები.
ვარსკვლავს სახეზე ასაკობრივი პრობლემები ეტყობოდა. ბრუკის სახე მთლიანად ნაოჭებით იყო დაფარული. როგორც ჩანს, მოდელს დიეტა და სპორტდარბაზში სიარული მობეზრდა, რადგან წონაში საგრძნობლად იყო მომატებული. თუმცა, ასაკობრივი პრობლემების მიუხედავად, ბრუკი მაინც მიმზიდველი იყო. მოდელი ბოტოქსის წინააღმდეგია და პლასტიკურ ოპერაციებს უარყოფს.
მან სამოდელო კარიერა 11 წლის ასაკში დაიწყო. ამ დროს ჰოლივუდში მხოლოდ ქერა, ცისფერთვალება გოგონებს სწყალობდნენ. თუმცა შავგვრემანმა, ცისფერთვალება შილდსმა კონკურენტები ადვილად დაჯაბნა.
მან დაამშვენა ყველა მოდის ჟურნალის გარეკანი, მონაწილეობა მიიღო რეიტინგულ რეკლამებსა და ფოტოსესიებში, თანამშრომლობდა ცნობილ ფოტოგრაფებთან და სამოდელო სააგენტოებთან. მოდელის კარიერის პარარელურად წარმატებას მიაღწია სამსახიობო კუთხით. შილდსი უამრავ ფილმში გადაიღეს და პოპულარული ტელესერიალების ეპიზოდურ როლებშიც გამოჩნდა.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.