მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გახდა 6 წლის გოგონა მილიონერი
როგორ გახდა 6 წლის გოგონა მილიონერი

პა­ტა­რა ამე­რი­კე­ლი, სა­ხე­ლად იზა­ბე­ლა ბა­რე­ტი, რო­მელ­მაც სკან­და­ლურ შოუ Toddlers & Tiaras-ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­ით­ქვა სა­ხე­ლი, 6 წლის ასაკ­ში მი­ლი­ო­ნე­რი გახ­და. ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის შემ­დეგ გო­გო­ნამ სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სიც წა­მო­ი­წყო.

პა­ტა­რა ბიზ­ნეს­ლე­დის პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა მა­შინ ეწ­ვია, რო­დე­საც დე­და­მის­მა სთხო­ვა ბავ­შვე­ბის სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სში მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. კა­ბა­ზე, მა­კი­აჟ­სა და აქ­სე­სუ­ა­რებ­ზე 50 000 დო­ლა­რის და­ხარ­ჯვამ გა­ა­მარ­თლა: მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ტე­ლე­ვარ­სკვლა­ვად იქცა.

პო­პუ­ლა­რო­ბის მოხ­ვე­ჭის შემ­დეგ გო­გო­ნამ კოს­მე­ტი­კი­სა და სა­ი­უ­ვე­ლი­რო ნა­კე­თო­ბა­თა სა­კუ­თა­რი ხა­ზის წარ­მო­ე­ბა და­ი­წყო. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გო­გო­ნას ინი­ცი­ა­ტი­ვა მო­ი­წო­ნა და მის მიერ შექ­მნი­ლი კოს­მე­ტი­კი­სა და სა­ბავ­შვო სა­ი­უ­ვე­ლი­რო ნა­წარ­მის შე­სა­ძე­ნად მა­ღა­ზი­ებს მი­ა­შუ­რა.

"მომ­წონს თუ არა მი­ლი­ო­ნე­რო­ბა? ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, - გა­ნა­ცხა­და პა­ტა­რა ბიზ­ნეს­მენ­მა ერთ-ერთ ბრი­ტა­ნულ გა­მო­ცე­მას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში, - მე სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვი ვარ, რა­ზეც სხვე­ბი მხო­ლოდ ოც­ნე­ბო­ბენ".

იზა­ბე­ლას გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარს მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი, გო­გო­ნას უკვე 60 წყვი­ლი ფეხ­საც­მე­ლი აქვს და მო­მა­ვალ­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც აპი­რებს სა­კუ­თა­რი ხა­ზის შექ­მნას. იზა­ბე­ლას ბიზ­ნეს-პარტნი­ო­რო­ბას 39 წლის დედა უწევს, ის სა­ი­უ­ვე­ლი­რო გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლია. მშობ­ლე­ბი დარ­დო­ბენ, რომ მათ შვილს სა­კუ­თარ თავ­ზე გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა არ შე­ექ­მნას.

"მე­ში­ნია, რომ ჩემ­მა შვილ­მა ბრიტ­ნი სპირ­სის გზა არ გა­ი­მე­ო­როს. ის უკვე ნამ­დვი­ლი ვარ­სკვლა­ვი­ვით იქ­ცე­ვა, ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი სას­ტუმ­რო­ე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბით ტკბე­ბა და მა­ღა­ზი­ებ­ში ფა­სებს აღარ უყუ­რებს", - ამ­ბობს იზა­ბე­ლას დედა.

პა­ტა­რა ბიზ­ნეს­მენს ბროდ­ვე­ი­ზე თი­თო­ე­ულ გა­მოს­ვლა­ში 10 000 დო­ლარს უხ­დი­ან. ასეთ მცი­რე ასაკ­ში იზა­ბე­ლა ბა­რეტ­მა გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც მო­ას­წრო. ერთი წლის წინ დე­და­მის­მა სამი მსხვი­ლი გა­მო­ცე­მის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა და კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით 30 000 000 დო­ლა­რი მო­ი­თხო­ვა. მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც იზა­ბე­ლა ბა­რე­ტი ერთ-ერთ ღა­მის კლუბ­ში ას­რუ­ლებს ჯგუფ LMFAO-ს სიმ­ღე­რას I’m Sexy and I Know It. გო­გო­ნას დე­დამ გა­მო­ცე­მე­ბი სექ­სუ­ა­ლი­ზა­ცი­ის პრო­პა­გან­და­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია lifenews.ru-ის მი­ხედ­ვით.

იხი­ლეთ ვი­დეო

როგორ გახდა 6 წლის გოგონა მილიონერი

როგორ გახდა 6 წლის გოგონა მილიონერი

პატარა ამერიკელი, სახელად იზაბელა ბარეტი, რომელმაც სკანდალურ შოუ Toddlers & Tiaras-ში მონაწილეობით გაითქვა სახელი, 6 წლის ასაკში მილიონერი გახდა. ტელევიზიაში წარმატებული კარიერის შემდეგ გოგონამ საკუთარი ბიზნესიც წამოიწყო.

პატარა ბიზნესლედის პირველი წარმატება მაშინ ეწვია, როდესაც დედამისმა სთხოვა ბავშვების სილამაზის კონკურსში მიეღო მონაწილეობა. კაბაზე, მაკიაჟსა და აქსესუარებზე 50 000 დოლარის დახარჯვამ გაამართლა: მისი ქალიშვილი ტელევარსკვლავად იქცა.

პოპულარობის მოხვეჭის შემდეგ გოგონამ კოსმეტიკისა და საიუველირო ნაკეთობათა საკუთარი ხაზის წარმოება დაიწყო. საზოგადოებამ გოგონას ინიციატივა მოიწონა და მის მიერ შექმნილი კოსმეტიკისა და საბავშვო საიუველირო ნაწარმის შესაძენად მაღაზიებს მიაშურა.

"მომწონს თუ არა მილიონერობა? ძალიან ბედნიერი ვარ, - განაცხადა პატარა ბიზნესმენმა ერთ-ერთ ბრიტანულ გამოცემასთან ინტერვიუში, - მე სუპერვარსკვლავი ვარ, რაზეც სხვები მხოლოდ ოცნებობენ".

იზაბელას განსაკუთრებით უყვარს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, გოგონას უკვე 60 წყვილი ფეხსაცმელი აქვს და მომავალში ამ მიმართულებითაც აპირებს საკუთარი ხაზის შექმნას. იზაბელას ბიზნეს-პარტნიორობას 39 წლის დედა უწევს, ის საიუველირო განყოფილების ხელმძღვანელია. მშობლები დარდობენ, რომ მათ შვილს საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენა არ შეექმნას.

"მეშინია, რომ ჩემმა შვილმა ბრიტნი სპირსის გზა არ გაიმეოროს. ის უკვე ნამდვილი ვარსკვლავივით იქცევა, ფეშენებელური სასტუმროების მომსახურებით ტკბება და მაღაზიებში ფასებს აღარ უყურებს", - ამბობს იზაბელას დედა.

პატარა ბიზნესმენს ბროდვეიზე თითოეულ გამოსვლაში 10 000 დოლარს უხდიან. ასეთ მცირე ასაკში იზაბელა ბარეტმა გახმაურებული სასამართლო პროცესში მონაწილეობაც მოასწრო. ერთი წლის წინ დედამისმა სამი მსხვილი გამოცემის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და კომპენსაციის სახით 30 000 000 დოლარი მოითხოვა. მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც იზაბელა ბარეტი ერთ-ერთ ღამის კლუბში ასრულებს ჯგუფ LMFAO-ს სიმღერას I’m Sexy and I Know It. გოგონას დედამ გამოცემები სექსუალიზაციის პროპაგანდაში დაადანაშაულა.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს