რუს ბიზნესმენს, რომან აბრამოვიჩს და მის შეყვარებულს, დიზაინერ დარია ჟუკოვას ქალიშვილი შეეძინათ. ჟუკოვამ 8 აპრილს იმშობიარა, მაგრამ საზოგადოებისთვის ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა.
პატარას ლეია დაარქვეს. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს. დიზაინერმა ნიუ-იორკში რუზველტის საავადმყოფოში იმშობიარა. აბრამოვიჩისა და ჟუკოვასთვის ეს მეორე საერთო შვილია. 2009 წელს მათ ვაჟი, აარონ-ალექსანდერი შეეძინათ.
სულ ოლიგარქს შვიდი შვილი ჰყავს. მისი უფროსი ქალიშვილი ანა 21 წლისაა. 31 წლის დაშა ჟუკოვასთან ურთიერთობის დაკანონებას ბიზნესმენი არ ჩქარობს, მიუხედავად იმისა, რომ ქალმა მას უკვე ორი შვილი გაუჩინა.
მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.