მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ჯდება უფრო იაფი უცხოეთში დასვენება
რატომ ჯდება უფრო იაფი უცხოეთში დასვენება

ზა­ფხუ­ლი თან­და­თან გვი­ახ­ლოვ­დე­ბა და ნე­ბის­მი­ერ ჩვენ­განს უჩ­ნდე­ბა სურ­ვი­ლი, დამ­ქან­ცველ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას რამ­დე­ნი­მე დღით მა­ინც მოს­წყდეს და დას­ვე­ნე­ბის დღე­ე­ბი მის­თვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფას ადა­მი­ა­ნებ­თან, მშვიდ გა­რე­მო­ში გა­ა­ტა­როს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თე­უ­ლებს შე­უძ­ლი­ათ და­ის­ვე­ნონ ფრან­გულ პო­ლი­ნე­ზი­ა­ში ან ბა­ჰა­მის კუნ­ძუ­ლებ­ზე. თუმ­ცა, დიდი სი­ი­ა­ფით ვერც ქარ­თუ­ლი კუ­რორ­ტე­ბი და­იკ­ვეხ­ნი­ან.

ექ­სპერ­ტი ვაჟა ბე­რი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ სა­კითხს კომ­პლექ­სუ­რი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა:

- ჩვენს მე­ზო­ბელ თურ­ქეთ­ში უფრო ია­ფია დას­ვე­ნე­ბა, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში. ეს ფაქ­ტია და საკ­მა­ოდ და­სა­ნა­ნიც. ახლა კი, მო­დით, ციფ­რებ­საც შევ­ხე­დოთ: ან­ტა­ლი­ა­ში 2-კა­ცი­ა­ნი ტური 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 1800 დო­ლა­რი ღირს, მა­შინ, როცა ბა­თუმ­ში, ნორ­მა­ლურ სას­ტუმ­რო­ში ერთი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა დღე-ღა­მე­ში ღირს 200 დო­ლა­რი. შე­სა­ბა­მი­სად, 10 დღე­ში 2 ათა­სი დო­ლა­რი უნდა გა­და­ვი­ხა­დოთ. შე­და­რე­ბით და­ბა­ლი კლა­სის ნორ­მა­ლუ­რი სას­ტუმ­რო­ე­ბი ბა­თუმ­ში ფაქ­ტობ­რი­ვად არ არის. ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ში ცხოვ­რე­ბა კი მე­ტის­მე­ტად ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა გა­და­ი­ნაც­ვლოს კერ­ძო სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ში, სა­დაც ასე­ვე მა­ღა­ლი ფა­სე­ბია, მაგ­რამ იქაც ვერ მი­ი­ღებს შე­სა­ბა­მი­სი დო­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბას. რა­ტომ ხდე­ბა ასე? - თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ან­ტა­ლი­ა­ში სე­ზო­ნი თით­ქმის მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა, ხოლო ბა­თუმ­ში, ქო­ბუ­ლეთ­სა და შა­ვი­ზღვის­პი­რეთ­ში სულ რა­ღაც სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­როს მფლო­ბელ­მა და­ნა­ხარ­ჯე­ბიც რომ ამო­ი­ღოს, მო­გე­ბაც მი­ი­ღოს და ობი­ექ­ტიც მო­ა­წეს­რი­გოს, რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ღა­ლი ფასი უნდა და­ა­დოს თა­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბას.

ამას­თა­ნა­ვე, ტუ­რის­ტულ ქვეყ­ნებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა სურ­სა­თის ფა­სებს, უნდა ვა­ღი­ა­როთ, რომ კვე­ბის პრო­დუქ­ტი თურ­ქეთ­ში გა­ცი­ლე­ბით ია­ფია, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში. სურ­სა­თის სი­ი­ა­ფე სე­რი­ო­ზუ­ლად აია­ფებს ტუ­რის­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა­საც. სწო­რედ ამი­ტომ, ხურ­გა­და­სა და ან­ტა­ლი­ა­ში დას­ვე­ნე­ბა უფრო ია­ფია, ვიდ­რე ბა­თუმ­ში, რო­მელ­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მფარ­ვე­ლობ­და. ეს კი იმის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რომ ტუ­რიზ­მი სხვა დარ­გე­ბი­სა­გან მო­წყვე­ტი­ლი ვერ იქ­ნე­ბა. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის პე­რი­ო­დი­დან იყო ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რომ ტუ­რიზ­მი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და, სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი ფაქ­ტია, რომ ქვე­ყა­ნას არა აქვს ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ცეფ­ცია.

კი­დევ ერთ ნი­უ­ანსს უნდა შე­ვე­ხო: ბა­თუმ­ში აშენ­და რამ­დე­ნი­მე 5-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ იმ ქვეყ­ნებ­ში, რომ­ლებ­მაც ტუ­რიზ­მის სფე­რო­ში სე­რი­ო­ზულ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეს, თუნ­დაც სა­ბერ­ძნეთ­ში ან ეს­პა­ნეთ­ში, ტუ­რიზ­მი არ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლა ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო­ე­ბის ხარ­ჯზე: ყველ­გან აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბო­და 2-3-ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ებ­ზე, რად­გან სწო­რედ ეს არის მა­სობ­რი­ვი ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი. 5-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო­ე­ბის ბი­ნად­რებს ხში­რად არა აქვთ დრო ისეთ შო­რე­ულ ქვეყ­ნებ­ში სა­მოგ­ზა­უ­როდ, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა... ამ დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რით, ქვე­ყა­ნა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბია სურ­სა­თის უსაფრ­თხო­ე­ბის, ჯან­დაც­ვი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მხრივ. მა­ღა­ლი ფა­სე­ბი, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბი­სა და გა­მოკ­ვე­თი­ლი სტრა­ტე­გი­ის არ­ქო­ნა სე­რი­ო­ზუ­ლი შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ფაქ­ტო­რე­ბია. ეს არის მოკ­ლე ჩა­მო­ნათ­ვა­ლი იმ პრობ­ლე­მე­ბი­სა, რომ­ლის გა­მოც სა­ქარ­თვე­ლო ვერ იქცა "ტუ­რიზ­მის მე­ქად". მარ­ტო "ჭა­ჭის კოშ­კის" დად­გმა ბა­თუმ­ში ან "სიღ­ნა­ღი­ზა­ცი­ა­ზე" ლა­პა­რა­კი ამ საქ­მეს ვერ უშ­ვე­ლის.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

რატომ ჯდება უფრო იაფი უცხოეთში დასვენება

რატომ ჯდება უფრო იაფი უცხოეთში დასვენება

ზაფხული თანდათან გვიახლოვდება და ნებისმიერ ჩვენგანს უჩნდება სურვილი, დამქანცველ ყოველდღიურობას რამდენიმე დღით მაინც მოსწყდეს და დასვენების დღეები მისთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებთან, მშვიდ გარემოში გაატაროს. საქართველოში ერთეულებს შეუძლიათ დაისვენონ ფრანგულ პოლინეზიაში ან ბაჰამის კუნძულებზე. თუმცა, დიდი სიიაფით ვერც ქართული კურორტები დაიკვეხნიან.

ექსპერტი ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, რომ საკითხს კომპლექსური მიდგომა სჭირდება:

- ჩვენს მეზობელ თურქეთში უფრო იაფია დასვენება, ვიდრე საქართველოში. ეს ფაქტია და საკმაოდ დასანანიც. ახლა კი, მოდით, ციფრებსაც შევხედოთ: ანტალიაში 2-კაციანი ტური 10 დღის განმავლობაში დაახლოებით 1800 დოლარი ღირს, მაშინ, როცა ბათუმში, ნორმალურ სასტუმროში ერთი ადამიანის ცხოვრება დღე-ღამეში ღირს 200 დოლარი. შესაბამისად, 10 დღეში 2 ათასი დოლარი უნდა გადავიხადოთ. შედარებით დაბალი კლასის ნორმალური სასტუმროები ბათუმში ფაქტობრივად არ არის. ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრება კი მეტისმეტად ძვირი სიამოვნებაა. შეიძლება ადამიანმა გადაინაცვლოს კერძო საოჯახო სასტუმროში, სადაც ასევე მაღალი ფასებია, მაგრამ იქაც ვერ მიიღებს შესაბამისი დონის მომსახურებას. რატომ ხდება ასე? - თუნდაც იმიტომ, რომ ანტალიაში სეზონი თითქმის მთელი წლის განმავლობაში გრძელდება, ხოლო ბათუმში, ქობულეთსა და შავიზღვისპირეთში სულ რაღაც სამი თვის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, საოჯახო სასტუმროს მფლობელმა დანახარჯებიც რომ ამოიღოს, მოგებაც მიიღოს და ობიექტიც მოაწესრიგოს, რაც შეიძლება მაღალი ფასი უნდა დაადოს თავის მომსახურებას.

ამასთანავე, ტურისტულ ქვეყნებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სურსათის ფასებს, უნდა ვაღიაროთ, რომ კვების პროდუქტი თურქეთში გაცილებით იაფია, ვიდრე საქართველოში. სურსათის სიიაფე სერიოზულად აიაფებს ტურისტების მომსახურებასაც. სწორედ ამიტომ, ხურგადასა და ანტალიაში დასვენება უფრო იაფია, ვიდრე ბათუმში, რომელსაც "ნაციონალური" ხელისუფლება განსაკუთრებულად მფარველობდა. ეს კი იმის მაჩვენებელია, რომ ტურიზმი სხვა დარგებისაგან მოწყვეტილი ვერ იქნება. "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდიდან იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ტურიზმი პრიორიტეტული მიმართულება იქნებოდა, საბოლოო ჯამში კი ფაქტია, რომ ქვეყანას არა აქვს ტურიზმის განვითარების კონცეფცია.

კიდევ ერთ ნიუანსს უნდა შევეხო: ბათუმში აშენდა რამდენიმე 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, მაგრამ ფაქტია, რომ იმ ქვეყნებში, რომლებმაც ტურიზმის სფეროში სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს, თუნდაც საბერძნეთში ან ესპანეთში, ტურიზმი არ განვითარებულა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების ხარჯზე: ყველგან აქცენტი კეთდებოდა 2-3-ვარსკვლავიან სასტუმროებზე, რადგან სწორედ ეს არის მასობრივი ტურიზმის განვითარების საფუძველი. 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ბინადრებს ხშირად არა აქვთ დრო ისეთ შორეულ ქვეყნებში სამოგზაუროდ, როგორიც საქართველოა... ამ დარგის სპეციალისტების აზრით, ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია სურსათის უსაფრთხოების, ჯანდაცვისა და კომუნიკაციების მხრივ. მაღალი ფასები, ადამიანური რესურსებისა და გამოკვეთილი სტრატეგიის არქონა სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორებია. ეს არის მოკლე ჩამონათვალი იმ პრობლემებისა, რომლის გამოც საქართველო ვერ იქცა "ტურიზმის მექად". მარტო "ჭაჭის კოშკის" დადგმა ბათუმში ან "სიღნაღიზაციაზე" ლაპარაკი ამ საქმეს ვერ უშველის.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"