მილიარდერების რეიტინგს, რომლებმაც ქონება მოდით დააგროვეს, ბრენდების Zara-ს H&M-ის და Topshop-ი მფლობელები ლიდერობენ.
Forbes-ის რეიტინგის პირველ ადგილზე ესპანელი ომანსიო ორტეგა აღმოჩნდა. ბრენდ Zara-ს წყალობით 77 წლის ორტეგას ქონება 2012 წელს რეკორდული - 19,5 მლრდ დოლარით გაიზარდა. ომანსიო ორტეგა პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მესამე ადგილზეა. ესპანელის ქონება 57 მლრდ დოლარადაა შეფასებული.
რეიტინგის მეორე აგილზე ბერნარ არნო გავიდა, რომელიც კომპანია Moet Hennessy Louis Vuitton-ს ხელმძღვანელობს. ფრანგი ბიზნესმენი პლანეტის უმდირესი ადამიანების რეიტინგში მე-10 ადგილს იკავებს, მისი ქონება 29 მლრდ დოლარადაა შეფასებული.
ლიდერების სამეულს Hennes & Mauritz (H&M) მმართველი სტეფან პერსონი ასრულებს (28 მლრდ დოლარი).
ლიდერების ათეულში ასევე მოხვდნენ ფრანსუა პინო (15 მლრდ), რომლის მოდის კონგლომერატი PPR მაღალი მოდის სახლებს მათ შორის Gucci-ის, Stella McCartney-ის, Alexander McQueen-ის, Yves Saint Laurent-ს ფლობს. პინო აუქციონის სახლ Christie's-ის მფლობელიცაა, სადაც 2012 წელს 5,5 მლრდ ღირებულების ხელოვნების ნიმუშები გაიყიდა, კომპანია Nike -ის მფლობელი ფილ ნაიტი, მოდის ლეგენდა მიუჩა პრადა (12,4 მლრდ) ჯორჯო არმანი (8,5 მლრდ) და ბრენდ Chanel-ის მფლობელები - ძმები ჯერარ და ალენ ვერტჰაიმერები.
მომზადებულია Forbes-ის მიხედვით.