მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ როგორ იცვამს ქართულ პოლიტიკაში
ვინ როგორ იცვამს ქართულ პოლიტიკაში

მო­დე­ლი გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძე, რო­მელ­მაც ბოლო დროს დი­ზა­ი­ნე­რო­ბას მიჰ­ყო ხელი და პირ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­მარ­თა, რე­დაქ­ცი­ა­ში იმის­თვის მო­ვიწ­ვი­ეთ, რომ გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის ფო­ტო­ე­ბი და მას მათი ჩაც­მუ­ლო­ბა და ზო­გა­დად, იმი­ჯი შე­ე­ფა­სე­ბი­ნა. გი­ორ­გიმ გულ­წრფე­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი არ და­ი­შუ­რა. იმე­დია, ქალ­ბა­ტო­ნე­ბი არ გაგ­ვი­ნა­წყენ­დე­ბი­ან და რჩე­ვებს მი­ი­ღე­ბენ, რათა უფრო უკე­თე­სად წარ­მოჩ­ნდნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე. სა­ნამ ფო­ტო­ე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას მივ­ყვე­ბო­დით, მა­ნამ­დე გი­ორ­გის რამ­დე­ნი­მე შე­კი­თხვა თა­ვის გეგ­მებ­ზეც და­ვუს­ვით.

- ვიცი, რომ დი­ზა­ი­ნე­რო­ბას მიჰ­ყა­ვი ხელი...

- კო­ლექ­ცია ნა­ძა­ლა­დე­ვის ბავ­შვთა სახ­ლის და­სახ­მა­რებ­ლად გა­ვა­კე­თე. პირ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბა 2012 წლის დე­კემ­ბერ­ში ნიუ-იორკში გა­ი­მარ­თა, შემ­დეგ კი - თბი­ლის­ში. იქ, უბ­რა­ლოდ, ჩვე­ნე­ბა მო­ვა­წყვე. ჩემი დიდი შეც­დო­მა იყო, რომ კო­ლექ­ცია იქ უნდა გა­მე­ყი­და, რად­გან დიდი მო­თხოვ­ნა იყო და უფრო მეტი თან­ხა შე­მო­ვი­დო­და. კარ­გია, რომ კო­ლექ­ცი­ის დიდი ნა­წი­ლი გა­ი­ყი­და, რაც კაშ­კა­შა ფე­რებ­ში იყო, ის დამ­რჩა და მე ვიც­ვამ. მა­მა­კა­ცე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი კო­ლექ­ცია იყო, მაგ­რამ უნი­სექ­სი, ანუ ქალ­საც შე­უძ­ლია ჩა­იც­ვას. 46 მა­ი­სუ­რი­დან თით­ქმის ყვე­ლა გა­ი­ყი­და. კოს­ტი­უ­მე­ბის თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა 350-400 ლარი იყო, მაგ­რამ მე გავ­ყი­დე 200-დან 250 ლა­რამ­დე. რად­გან საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექ­ტი იყო, მო­გე­ბა­ზე არ გვი­ფიქ­რია. და­მეხ­მა­რა მა­რი­ამ ქინ­ქლა­ძე, რო­მე­ლიც ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს და საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობს. მისი ორ­გა­ნი­ზა­ცია სხვა წი­ნა­და­დე­ბით და­მი­კავ­შირ­და, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ კო­ლექ­ცი­ის გა­კე­თე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ.

- დი­ზა­ი­ნე­რო­ბა შენი პრო­ფე­სი­აა?

- არა, მაგ­რამ ბავ­შვო­ბი­დან ვხა­ტავ­დი. ტან­საც­მელ­საც მუდ­მი­ვად ჩემი გე­მოვ­ნე­ბით ვა­კე­თე­ბი­ნებ­დი მკე­რა­ვებს. ეს კო­ლექ­ცია ჩემ­თვის და ბავ­შვე­ბის­თვის გა­ვა­კე­თე, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ათ­ბა­ლი­ა­ნი შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მით სა­კუ­თარ თავს 9-იანს და­ვუ­წერ­დი. სექ­ტემ­ბრის­თვის უკვე ქა­ლის კო­ლექ­ცი­ას შევ­ქმნი და ესეც საქ­ველ­მოქ­მე­დო იქ­ნე­ბა.

- ვიცი, რომ ამე­რი­კა­ში კვლავ მი­დი­ხარ.

- ჩემს სა­ცო­ლეს­თან, მა­რი­ამ ქინ­ქლა­ძეს­თან მივ­დი­ვარ. ვფიქ­რობთ და­ქორ­წი­ნე­ბა­ზე. ახლა რომ ჩა­ვალ, შე­იძ­ლე­ბა, მო­უ­ლოდ­ნე­ლად დავ­ქორ­წინ­დეთ. სექ­ტემ­ბერ­ში ნამ­დვი­ლად დავ­ქორ­წინ­დე­ბით.

- კარ­გი, ჩვე­ნი ინ­ტერ­ვი­უს ძი­რი­თად თე­მას და­ვუბ­რუნ­დეთ. შენი აზ­რით, საქ­მი­ან ქალს რო­გორ უნდა ეც­ვას?

- საქ­მი­ა­ნი ქალი კლა­სი­კუ­რად უნდა იყოს შე­მო­სი­ლი, მაგ­რამ ოდ­ნა­ვი სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბა უნდა ჰქონ­დეს, სა­მო­სის ქა­ლუ­რი შტრი­ხე­ბი არ უნდა და­კარ­გოს. დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ზედ­მე­ტად კლა­სი­კუ­რად იც­ვა­მენ, ზოგი დე­ფექტს მა­ლავს, მაგ­რამ ვი­საც კარ­გი ტანი, ფე­ხე­ბი აქვს, ამას რა­ტომ­ღაც მა­ლა­ვენ. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხომ მუდ­მი­ვად ცდი­ლობს მი­ნუ­სის პოვ­ნას და როცა საქ­მი­ა­ნი ქალი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია, ალ­ბათ ფიქ­რობს, რომ გა­აკ­რი­ტი­კე­ბენ. რო­გორ? მთავ­რო­ბა­შია და მკერ­დი ცო­ტა­თი უჩანს? მე არ ვამ­ბობ, რომ გად­მოყ­რი­ლი უნდა ჰქონ­დეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ მსუ­ბუ­ქად შე­იძ­ლე­ბა. მე­ო­რე მო­მენ­ტი გე­მოვ­ნე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბაა და მე­სა­მე ისაა, რომ მთავ­რო­ბა­ში ასე­თი ხელ­ფა­სე­ბი რომ აქვთ, აიყ­ვა­ნონ პი­რა­დი სტი­ლის­ტე­ბი და შე­ურ­ჩე­ვენ ადეკ­ვა­ტურ ჩაც­მუ­ლო­ბას.

- გახ­სოვს შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც, ვთქვათ, პო­ლი­ტი­კოს ქალ­ზე გით­ქვამს, დედა, ეს რა ჩაც­მუ­ლი­აო?

- არა­ერ­თხელ მით­ქვამს. იმ­დენ ფერს ირ­გე­ბენ, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში კარ­ნა­ვა­ლი გა­მო­დის. მე­ჯლის­ზე მი­დი­ან თუ პარ­ლა­მენ­ტში, ვერ გა­ი­გებ. ეს ამ­ხე­ლა ჯინ­ჯი­ლე­ბი­ა­ნი სა­ყუ­რე­ე­ბი რომ უკე­თი­ათ, რო­მე­ლიც რო­დის იყო მო­და­ში, აღარ მახ­სოვს... ჭრე­ლი შარ­ფე­ბი, ჭრე­ლი პალ­ტო, მხრებ­ზე შე­მოგ­დე­ბუ­ლი... მოკ­ლედ, გე­მოვ­ნე­ბის დიდი პრობ­ლე­მაა. მათ ჰგო­ნი­ათ, რომ უხ­დე­ბათ. ეს იმი­ტომ ჰგო­ნი­ათ, რომ უაზ­რო, ტყუ­ი­ლი კომ­პლი­მენ­ტე­ბის თქმა ვი­ცით. მე­ო­რე დღე­საც იმა­ვე შარფს შე­მო­იგ­დებს, რად­გან წინა დღეს უთხრეს, გიხ­დე­ბაო.

ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლი

- აი, რო­ლინგზე უკე­თია შარ­ფი. არ ვიცი, ყელი სტკი­ვა თუ ღა­ბა­ბის და­ფარ­ვა უნდა, მაგ­რამ არა მგო­ნია, ეს კარ­გი შე­ხა­მე­ბა იყოს. ვარ­ცხნი­ლო­ბა აქვს სტან­დარ­ტულ-ბა­ნა­ლუ­რი, დი­ლით ადგა, გა­და­ი­ვარ­ცხნა და გა­მო­ვი­და. კრე­მის­ფე­რი პი­ჯა­კი რომ აც­ვია, იმის ფერი მომ­წონს, მაგ­რამ რო­ლინ­გი და პი­ჯა­კი? ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ ოფის­ში ცივა. აც­ვია ისე­თი პი­ჯა­კე­ბი, რომ­ლე­ბიც ტან­ზე ზედ­მე­ტად მომ­დგა­რია, არა­და, ეს ქალ­ბა­ტო­ნი ხორ­ცი­ა­ნია და ზედ­მე­ტად მომ­დგარ პი­ჯაკს გა­მოკ­ვე­თი­ლი აქვს მისი მკერ­დი, ქვე­ვით ხორ­ცი კი ჩა­ტე­ხი­ლია. ერთ-ერთ ფო­ტო­ზე, რო­მელ­საც შენ მაჩ­ვე­ნებ, შავი პი­ჯა­კი აც­ვია და ამას არა უშავს, ნორ­მა­ლუ­რია. ხუთ­ბა­ლი­ა­ნი შე­ფა­სე­ბის მი­ხედ­ვით ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვილს, მა­პა­ტი­ოს ყვე­ლამ, ალ­ბათ იტყვი­ან, ეს ვინ არი­სო, მაგ­რამ 2-ს და­ვუ­წერ­დი. შე­საძ­ლოა, სხვას ნული და­ვუ­წე­როთ.

თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი

- ამ ქალ­ბა­ტონს უნდა, ინ­გლი­სე­ლი ქა­ლი­ვით ეც­ვას. შემ­დეგ ფო­ტო­ზე აშ­კა­რად აქ შე­კე­რი­ლი რა­ღა­ცე­ბი აც­ვია. თეა წუ­ლუ­კი­ან­თან და­კავ­ში­რე­ბით მინ­და ვთქვა, რომ აშ­კა­რად აკ­ლია მა­კი­ა­ჟი, არა მხო­ლოდ მას, არა­მედ ბევრ პო­ლი­ტი­კოს ქალ­ბა­ტონს. აი, აქ ყო­ველ­დღი­უ­რი ჩაც­მუ­ლო­ბით არის, მი­ნის­ტრი ქალი, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ იყო ასე­თი შარ­ვა­ლი მო­და­ში და თა­ნაც მას და­ბალ ტა­პ­კებ­ზე იც­ვა­მენ და არა მა­ღალ­ქუს­ლი­ან ფეხ­საც­მელ­ზე. მისი პი­ჯა­კე­ბიც დი­დად არ მომ­წონს. თან პა­ტა­რა ქალი როცა ხარ, დი­დღი­ლი­ა­ნი პი­ჯა­კე­ბი არ უნდა ჩა­იც­ვა. 2-ს და­ვუ­წერ­დი.

ეკა ბე­სე­ლია

- ეკა ბე­სე­ლი­ა­ზე რას გვე­ტყვი?

- ხომ არ და­მი­ჭე­რენ, ასე რომ ვლა­პა­რა­კობ (იცი­ნის).

- არა მგო­ნია.

- ასე­თი პე­რან­გე­ბი ქუ­თა­ი­სელ ძველ ბი­ჭებს ეც­ვათ და სვე­ლი ცხვირ­სა­ხო­ცე­ბი ჰქონ­დათ ჩა­დე­ბუ­ლი. ფო­ტო­ზე ყელ­სა­ბა­მი რომ აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, ქუ­თა­ის­ში ჩას­ვლა-ჩა­მოს­ვლის­თვის არ არის გან­კუთ­ვნი­ლი. ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ აქვს და უნდა გა­ი­კე­თოს, გა­მო­ა­ჩი­ნოს. აბა, რა უნდა ქნას? სხვა­გან სად უნდა დაგ­ვა­ნახ­ვოს, კლუბ­ში მე არ დავ­დი­ვარ და სა­ღა­მო­ებ­ზე და ტე­ლე­ვი­ზი­ით მა­ინც გიჩ­ვე­ნო­თო. ერთ-ერთი პი­ჯა­კი მა­საც ისე­თი­ვე ჭრი­ლით აც­ვია, რო­გო­რიც მაია ფან­ჯი­კი­ძეს და არ არის მო­და­ში ეს ჭრა. ამ პი­ჯაკ­ზე უკე­თია ოქ­როს ძეწ­კვი, მარ­გა­ლი­ტე­ბის გრძე­ლი ყელ­სა­ბა­მი... თუ ფაქი ხომ არ ხარ, ან ერთი გა­ი­კე­თე, ან მე­ო­რე. ეკა ბე­სე­ლი­ას თვა­ლებ­ზე აქვს ძა­ლი­ან ბევ­რი მა­კი­ა­ჟი. ახა­სი­ა­თებს "კრუ­ჟა­ვო-ჟაბო" პე­რან­გე­ბი. მოს­წონს ყე­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რა­ღაც დი­დად რომ აქვს, დიდ­ყე­ლი­ა­ნი პე­რან­გე­ბი, ფუ­შფუ­შა­სა­ყე­ლო­ი­ა­ნი ზე­დე­ბი. ეკა ბე­სე­ლია ფე­რებ­საც უაზ­როდ იყე­ნებს, ერ­თმა­ნეთს ვერ უხა­მებს. მას ერთ-ნა­ხე­ვარ ქუ­ლას მი­ვა­ნი­ჭებ­დი.

მაია ფან­ჯი­კი­ძე

- სათ­ვა­ლე არას­წო­რად აქვს შერ­ჩე­უ­ლი, თმა­ზე აქვს პრობ­ლე­მა, რად­გან დამ­წვა­რი აქვს. მარ­გა­ლი­ტის ყელ­სა­ბა­მი და ჩა­მო­კონ­წი­ა­ლე­ბუ­ლი მარ­გა­ლი­ტის სა­ყუ­რე­ე­ბი ერ­თად ცოტა ზედ­მე­ტი მგო­ნია, ან ერთი უნდა ეკე­თოს, ან მე­ო­რე, ან მარ­გა­ლი­ტის სა­ყუ­რე ყურ­ზე მიბ­ჯე­ნი­ლი უნდა ჰქონ­დეს. ერთ-ერთი ფოტო, რო­მელ­საც მაჩ­ვე­ნებ, მგო­ნი, მთავ­რო­ბა­ში სა­ნამ მო­ვი­დო­და, მა­ნამ­დე გა­და­უ­ღეს (იცი­ნის). პი­ჯა­კის ასე­თი ჭრა მო­და­ში არ არის, ახლა ოფი­ცი­ან­ტებს აც­ვი­ათ ია­ფ­ფა­სი­ან რეს­ტორ­ნებ­ში. რო­დე­საც და­ხუ­რულ პი­ჯაკ­ში კო­ლიე გი­კე­თია, ამას რა აზრი აქვს? ერთ-ერთი პი­ჯა­კი, რო­მე­ლიც აც­ვია, აშ­კა­რად პა­ტა­რა აქვს და ვერ ხვდე­ბა?!. შავ პი­ჯაკ­ზე ყა­ვის­ფე­რი ქა­მა­რი უკე­თია და ეს სა­ერ­თოდ რა შუ­ა­შია? სა­ერ­თოდ პი­ჯაკს ქა­მა­რი რად უნდა და თუ გა­ი­კე­თებ, ან ძა­ლი­ან წვრი­ლი უნდა იყოს, ან ძა­ლი­ან სქე­ლი. სა­ბო­ლო­ოდ მას 3-ს და­ვუ­წერ­დი, რად­გან ჩი­ო­რას­თან შე­და­რე­ბით უფრო ხა­რის­ხი­ა­ნი სა­მო­სი აც­ვია.

თინა ხი­და­შე­ლი

- თი­ნას ახა­სი­ა­თებს ბრო­შე­ბი­სად­მი, სა­ყუ­რე­ე­ბი­სად­მი დიდი სიყ­ვა­რუ­ლი, ასე­ვე და­ბალ­ყე­ლი­ა­ნი პე­რან­გე­ბი. მან არ იცის, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნოს თა­ვი­სი სამ­კა­უ­ლე­ბი და ცდი­ლობს, ყვე­ლა­ფე­რი აის­ხას. ამას ჯო­ბია, თა­ვი­სი "შკა­ტულ­კა" ატა­როს თან და ეს სამ­კა­უ­ლე­ბი უბ­რა­ლოდ, ამო­ი­ღოს ხოლ­მე და და­დოს. თვი­თო­ნაც შე­ხე­დავს და ზედ­მე­ტად სხვაც არ შე­წუხ­დე­ბა, ან იყი­დოს სა­მე­უ­ლე­ბი, ორე­უ­ლე­ბი და გა­ი­კე­თოს. თმა მა­საც დამ­წვა­რი და მო­უვ­ლე­ლი აქვს. ფე­რე­ბის შე­ხა­მე­ბა თინა ხი­და­შელ­საც არ გა­მოს­დის. პარ­ლა­მენ­ტა­რი ქა­ლის გარ­და ყვე­ლაფ­რის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვე­ბენ, ცუდი გა­გე­ბით არ ვამ­ბობ. უბ­რა­ლოდ, პარ­ლა­მენ­ტში სხვა­ნა­ი­რად უნდა ეც­ვათ. ამათ აც­ვი­ათ ისე, რო­გორც ყო­ველ­დღი­უ­რად ბევრ ქალს აც­ვია. მას 2-იანს და­ვუ­წერ­დი.

მა­რი­ამ სა­ჯა­ია

- ეს მგო­ნი, ჩვენ­ზე პა­ტა­რაა, არა? 21 წლის. სა­ბავ­შვო ბაღი (იღი­მის). ცუ­დად არ აც­ვია, მაგ­რამ პარ­ლა­მენ­ტა­რი ქა­ლი­ვით არ იმო­სე­ბა, იქ რომ ვნა­ხო, ვი­ფიქ­რებ, რომ ჟურ­ნა­ლის­ტია ან უბ­რა­ლოდ, სტუ­მა­რი. მთლი­ა­ნო­ბა­ში ეფექ­ტუ­რია და კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ზედ­მე­ტად მო­დუ­რი უნდა იყოს, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კა­ში არის რა­ღაც ხაზი, რო­მელ­საც არ უნდა გა­დახ­ვი­დე. გა­თხო­ვი­ლია?

- ქმარს გა­შო­რე­ბუ­ლი.

- ე.ი. ისევ უნდა გა­თხო­ვე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა. მას და­ვუ­წერ­დი 3 ქუ­ლას, რად­გან მო­დუ­რად მა­ინც იც­ვამს და არ ყვი­რის მისი ჩაც­მუ­ლო­ბა.

ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე

- ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის პი­ჯა­კე­ბი მომ­წონს...

- მეც. ხუთი ქუ­ლი­დან 4-ს და­ვუ­წერ­დი. ყო­ველ­თვის დახ­ვე­წი­ლად აც­ვია, აქვს ერთი სტი­ლი და მას არ ღა­ლა­ტობს. ზედ­მე­ტად გა­დატ­ვირ­თუ­ლი არას­დროს არის. მისი სამ­კა­უ­ლე­ბი, სათ­ვა­ლე, ვარ­ცხნი­ლო­ბა, მა­კი­ა­ჟი არ ყვი­რის.

- მარ­გა­ლი­ტე­ბი­სად­მი გა­და­მე­ტე­ბულ სიყ­ვა­რულს მი­ა­წე­რენ.

- უყ­ვარს მარ­გა­ლი­ტე­ბი, მაგ­რამ კარ­გად აქვს შე­ხა­მე­ბუ­ლი და სხვა არა­ფე­რი უკე­თია.

თინა ბო­კუ­ჩა­ვა

- ესეც "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი­დან" არის. სხვა­თა შო­რის, ამ გო­გო­ნას ყო­ველ­თვის კარ­გად აც­ვია. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში დახ­ვე­წი­ლი და სა­დაა, გა­მომ­წვე­ვი არ არის. ფე­რებ­საც კარ­გად ახა­მებს, აქვს გე­მოვ­ნე­ბა და 4 ქუ­ლას მი­ვა­ნი­ჭებ­დი.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი

- მას ზედ­მე­ტად უყ­ვარს სამ­კა­უ­ლე­ბი, კუ­ლო­ნი, ყვა­ვი­ლის ბრო­ში და ამ ფო­ტო­ზე ტაშ­ტი უკე­თია ყურ­ზე თუ სამ­კა­უ­ლი, ვერ გა­ი­გებ. მის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე მა­ინც ევ­რო­პამ იმოქ­მე­და, ამი­ტომ კარ­გად აც­ვია. სამ­ნა­ხე­ვარ ქუ­ლას გა­ვი­მე­ტებ­დი.

- ყვე­ლა­ზე კარ­გი ჩამცმე­ლი ვინ არის ქალ­ბა­ტო­ნებ­ში და მა­მა­კა­ცებ­ზე რას გვე­ტყვი?

- ქა­ლებს შო­რის ისე­თი არა­ვინ არის, რომ თქვა, კარ­გად იც­ვამ­სო. წინა პარ­ლა­მენ­ტში, რო­გორც მე ვიცი, ბევ­რს თა­ვი­სი სტი­ლის­ტი ჰყავ­და, მაგ­რამ ამას მა­ლავ­დნენ. ახ­ლან­დელ პარ­ლა­მენტს სტი­ლის­ტე­ბის ყო­ლის რა ეტყო­ბა (იცი­ნის)?!. ახ­ლან­დელ პარ­ლა­მენ­ტში სტან­დარ­ტუ­ლი პი­ჯა­კე­ბი და პე­რან­გე­ბი აც­ვი­ათ, თუკი ჰალ­სტუ­ხის შერ­ჩე­ვი­სას გე­მოვ­ნე­ბამ არ უმტყუ­ნათ. რო­დე­საც პე­რანგს შიგ­ნით კი­დევ მა­ი­სუ­რი აც­ვი­ათ ხოლ­მე, ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. შე­და­რე­ბით ნორ­მა­ლუ­რად დათო საყ­ვა­რე­ლი­ძეს აც­ვია. ახალ­გაზ­რდებს უფრო დახ­ვე­წი­ლად აც­ვი­ათ, თუმ­ცა სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებს ვერ ვიხ­სე­ნებ. "ოც­ნე­ბი­დან" ყვე­ლა­ზე კარ­გად კახი კა­ლა­ძეს აც­ვია, თუმ­ცა ეს არც არის გა­საკ­ვი­რი, ამ­დე­ნი წელი იტა­ლი­ა­ში ცხოვ­რობ­და.

რომ შე­ვა­ჯა­მოთ, ჩაც­მის კულ­ტუ­რა ჩვენ­თან ნაკ­ლე­ბად არ­სე­ბობს. პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის დიდ ნა­წილს უკა­ნა კბი­ლე­ბი არ აქვთ და რა­ზეა ლა­პა­რა­კი. რომ იცი­ნი­ან, ჩანს. იმა­საც ნუ იტყვი­ან, ფული არ გვაქვს, პი­ჯა­კებს ვერ ვყი­დუ­ლობ­თო. ვინც მთავ­რო­ბა­შია, ყვე­ლას აქვს საკ­მა­რი­სი შე­მო­სა­ვა­ლი, რომ კარ­გად ჩა­იც­ვას. ჩვენ რა ვთქვათ, ჩვე­ნი ხელ­ფა­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და აშ­კა­რად მათ­ზე უკე­თე­სად გვაც­ვია (იცი­ნის).

ნინო მურ­ღუ­ლია

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ვინ როგორ იცვამს ქართულ პოლიტიკაში

ვინ როგორ იცვამს ქართულ პოლიტიკაში

მოდელი გიორგი ნაზღაიძე, რომელმაც ბოლო დროს დიზაინერობას მიჰყო ხელი და პირველი ჩვენება ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართა, რედაქციაში იმისთვის მოვიწვიეთ, რომ გვეჩვენებინა ქართველი პოლიტიკოსი ქალბატონების ფოტოები და მას მათი ჩაცმულობა და ზოგადად, იმიჯი შეეფასებინა. გიორგიმ გულწრფელი შეფასებები არ დაიშურა. იმედია, ქალბატონები არ გაგვინაწყენდებიან და რჩევებს მიიღებენ, რათა უფრო უკეთესად წარმოჩნდნენ საზოგადოების წინაშე. სანამ ფოტოების დათვალიერებას მივყვებოდით, მანამდე გიორგის რამდენიმე შეკითხვა თავის გეგმებზეც დავუსვით.

- ვიცი, რომ დიზაინერობას მიჰყავი ხელი...

- კოლექცია ნაძალადევის ბავშვთა სახლის დასახმარებლად გავაკეთე. პირველი ჩვენება 2012 წლის დეკემბერში ნიუ-იორკში გაიმართა, შემდეგ კი - თბილისში. იქ, უბრალოდ, ჩვენება მოვაწყვე. ჩემი დიდი შეცდომა იყო, რომ კოლექცია იქ უნდა გამეყიდა, რადგან დიდი მოთხოვნა იყო და უფრო მეტი თანხა შემოვიდოდა. კარგია, რომ კოლექციის დიდი ნაწილი გაიყიდა, რაც კაშკაშა ფერებში იყო, ის დამრჩა და მე ვიცვამ. მამაკაცებისთვის განკუთვნილი კოლექცია იყო, მაგრამ უნისექსი, ანუ ქალსაც შეუძლია ჩაიცვას. 46 მაისურიდან თითქმის ყველა გაიყიდა. კოსტიუმების თვითღირებულება 350-400 ლარი იყო, მაგრამ მე გავყიდე 200-დან 250 ლარამდე. რადგან საქველმოქმედო პროექტი იყო, მოგებაზე არ გვიფიქრია. დამეხმარა მარიამ ქინქლაძე, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და საქველმოქმედო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. მისი ორგანიზაცია სხვა წინადადებით დამიკავშირდა, მაგრამ საბოლოოდ კოლექციის გაკეთება გადავწყვიტეთ.

- დიზაინერობა შენი პროფესიაა?

- არა, მაგრამ ბავშვობიდან ვხატავდი. ტანსაცმელსაც მუდმივად ჩემი გემოვნებით ვაკეთებინებდი მკერავებს. ეს კოლექცია ჩემთვის და ბავშვებისთვის გავაკეთე, საბოლოო ჯამში, შემიძლია ვთქვა, რომ ათბალიანი შეფასების სისტემით საკუთარ თავს 9-იანს დავუწერდი. სექტემბრისთვის უკვე ქალის კოლექციას შევქმნი და ესეც საქველმოქმედო იქნება.

- ვიცი, რომ ამერიკაში კვლავ მიდიხარ.

- ჩემს საცოლესთან, მარიამ ქინქლაძესთან მივდივარ. ვფიქრობთ დაქორწინებაზე. ახლა რომ ჩავალ, შეიძლება, მოულოდნელად დავქორწინდეთ. სექტემბერში ნამდვილად დავქორწინდებით.

- კარგი, ჩვენი ინტერვიუს ძირითად თემას დავუბრუნდეთ. შენი აზრით, საქმიან ქალს როგორ უნდა ეცვას?

- საქმიანი ქალი კლასიკურად უნდა იყოს შემოსილი, მაგრამ ოდნავი სექსუალურობა უნდა ჰქონდეს, სამოსის ქალური შტრიხები არ უნდა დაკარგოს. დღეს საქართველოში ზედმეტად კლასიკურად იცვამენ, ზოგი დეფექტს მალავს, მაგრამ ვისაც კარგი ტანი, ფეხები აქვს, ამას რატომღაც მალავენ. საზოგადოება ხომ მუდმივად ცდილობს მინუსის პოვნას და როცა საქმიანი ქალი ყურადღების ცენტრშია, ალბათ ფიქრობს, რომ გააკრიტიკებენ. როგორ? მთავრობაშია და მკერდი ცოტათი უჩანს? მე არ ვამბობ, რომ გადმოყრილი უნდა ჰქონდეს ყველაფერი, მაგრამ მსუბუქად შეიძლება. მეორე მომენტი გემოვნების ნაკლებობაა და მესამე ისაა, რომ მთავრობაში ასეთი ხელფასები რომ აქვთ, აიყვანონ პირადი სტილისტები და შეურჩევენ ადეკვატურ ჩაცმულობას.

- გახსოვს შემთხვევა, როდესაც, ვთქვათ, პოლიტიკოს ქალზე გითქვამს, დედა, ეს რა ჩაცმულიაო?

- არაერთხელ მითქვამს. იმდენ ფერს ირგებენ, რომ საბოლოო ჯამში კარნავალი გამოდის. მეჯლისზე მიდიან თუ პარლამენტში, ვერ გაიგებ. ეს ამხელა ჯინჯილებიანი საყურეები რომ უკეთიათ, რომელიც როდის იყო მოდაში, აღარ მახსოვს... ჭრელი შარფები, ჭრელი პალტო, მხრებზე შემოგდებული... მოკლედ, გემოვნების დიდი პრობლემაა. მათ ჰგონიათ, რომ უხდებათ. ეს იმიტომ ჰგონიათ, რომ უაზრო, ტყუილი კომპლიმენტების თქმა ვიცით. მეორე დღესაც იმავე შარფს შემოიგდებს, რადგან წინა დღეს უთხრეს, გიხდებაო.

ჩიორა თაქთაქიშვილი

- აი, როლინგზე უკეთია შარფი. არ ვიცი, ყელი სტკივა თუ ღაბაბის დაფარვა უნდა, მაგრამ არა მგონია, ეს კარგი შეხამება იყოს. ვარცხნილობა აქვს სტანდარტულ-ბანალური, დილით ადგა, გადაივარცხნა და გამოვიდა. კრემისფერი პიჯაკი რომ აცვია, იმის ფერი მომწონს, მაგრამ როლინგი და პიჯაკი? ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოფისში ცივა. აცვია ისეთი პიჯაკები, რომლებიც ტანზე ზედმეტად მომდგარია, არადა, ეს ქალბატონი ხორციანია და ზედმეტად მომდგარ პიჯაკს გამოკვეთილი აქვს მისი მკერდი, ქვევით ხორცი კი ჩატეხილია. ერთ-ერთ ფოტოზე, რომელსაც შენ მაჩვენებ, შავი პიჯაკი აცვია და ამას არა უშავს, ნორმალურია. ხუთბალიანი შეფასების მიხედვით ჩიორა თაქთაქიშვილს, მაპატიოს ყველამ, ალბათ იტყვიან, ეს ვინ არისო, მაგრამ 2-ს დავუწერდი. შესაძლოა, სხვას ნული დავუწეროთ.

თეა წულუკიანი

- ამ ქალბატონს უნდა, ინგლისელი ქალივით ეცვას. შემდეგ ფოტოზე აშკარად აქ შეკერილი რაღაცები აცვია. თეა წულუკიანთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ აშკარად აკლია მაკიაჟი, არა მხოლოდ მას, არამედ ბევრ პოლიტიკოს ქალბატონს. აი, აქ ყოველდღიური ჩაცმულობით არის, მინისტრი ქალი, საუკუნეების წინ იყო ასეთი შარვალი მოდაში და თანაც მას დაბალ ტაპკებზე იცვამენ და არა მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე. მისი პიჯაკებიც დიდად არ მომწონს. თან პატარა ქალი როცა ხარ, დიდღილიანი პიჯაკები არ უნდა ჩაიცვა. 2-ს დავუწერდი.

ეკა ბესელია

- ეკა ბესელიაზე რას გვეტყვი?

- ხომ არ დამიჭერენ, ასე რომ ვლაპარაკობ (იცინის).

- არა მგონია.

- ასეთი პერანგები ქუთაისელ ძველ ბიჭებს ეცვათ და სველი ცხვირსახოცები ჰქონდათ ჩადებული. ფოტოზე ყელსაბამი რომ აქვს გაკეთებული, ქუთაისში ჩასვლა-ჩამოსვლისთვის არ არის განკუთვნილი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ აქვს და უნდა გაიკეთოს, გამოაჩინოს. აბა, რა უნდა ქნას? სხვაგან სად უნდა დაგვანახვოს, კლუბში მე არ დავდივარ და საღამოებზე და ტელევიზიით მაინც გიჩვენოთო. ერთ-ერთი პიჯაკი მასაც ისეთივე ჭრილით აცვია, როგორიც მაია ფანჯიკიძეს და არ არის მოდაში ეს ჭრა. ამ პიჯაკზე უკეთია ოქროს ძეწკვი, მარგალიტების გრძელი ყელსაბამი... თუ ფაქი ხომ არ ხარ, ან ერთი გაიკეთე, ან მეორე. ეკა ბესელიას თვალებზე აქვს ძალიან ბევრი მაკიაჟი. ახასიათებს "კრუჟავო-ჟაბო" პერანგები. მოსწონს ყელის მიმდებარე ტერიტორიაზე რაღაც დიდად რომ აქვს, დიდყელიანი პერანგები, ფუშფუშასაყელოიანი ზედები. ეკა ბესელია ფერებსაც უაზროდ იყენებს, ერთმანეთს ვერ უხამებს. მას ერთ-ნახევარ ქულას მივანიჭებდი.

მაია ფანჯიკიძე

- სათვალე არასწორად აქვს შერჩეული, თმაზე აქვს პრობლემა, რადგან დამწვარი აქვს. მარგალიტის ყელსაბამი და ჩამოკონწიალებული მარგალიტის საყურეები ერთად ცოტა ზედმეტი მგონია, ან ერთი უნდა ეკეთოს, ან მეორე, ან მარგალიტის საყურე ყურზე მიბჯენილი უნდა ჰქონდეს. ერთ-ერთი ფოტო, რომელსაც მაჩვენებ, მგონი, მთავრობაში სანამ მოვიდოდა, მანამდე გადაუღეს (იცინის). პიჯაკის ასეთი ჭრა მოდაში არ არის, ახლა ოფიციანტებს აცვიათ იაფფასიან რესტორნებში. როდესაც დახურულ პიჯაკში კოლიე გიკეთია, ამას რა აზრი აქვს? ერთ-ერთი პიჯაკი, რომელიც აცვია, აშკარად პატარა აქვს და ვერ ხვდება?!. შავ პიჯაკზე ყავისფერი ქამარი უკეთია და ეს საერთოდ რა შუაშია? საერთოდ პიჯაკს ქამარი რად უნდა და თუ გაიკეთებ, ან ძალიან წვრილი უნდა იყოს, ან ძალიან სქელი. საბოლოოდ მას 3-ს დავუწერდი, რადგან ჩიორასთან შედარებით უფრო ხარისხიანი სამოსი აცვია.

თინა ხიდაშელი

- თინას ახასიათებს ბროშებისადმი, საყურეებისადმი დიდი სიყვარული, ასევე დაბალყელიანი პერანგები. მან არ იცის, როგორ გამოიყენოს თავისი სამკაულები და ცდილობს, ყველაფერი აისხას. ამას ჯობია, თავისი "შკატულკა" ატაროს თან და ეს სამკაულები უბრალოდ, ამოიღოს ხოლმე და დადოს. თვითონაც შეხედავს და ზედმეტად სხვაც არ შეწუხდება, ან იყიდოს სამეულები, ორეულები და გაიკეთოს. თმა მასაც დამწვარი და მოუვლელი აქვს. ფერების შეხამება თინა ხიდაშელსაც არ გამოსდის. პარლამენტარი ქალის გარდა ყველაფრის შთაბეჭდილებას ტოვებენ, ცუდი გაგებით არ ვამბობ. უბრალოდ, პარლამენტში სხვანაირად უნდა ეცვათ. ამათ აცვიათ ისე, როგორც ყოველდღიურად ბევრ ქალს აცვია. მას 2-იანს დავუწერდი.

მარიამ საჯაია

- ეს მგონი, ჩვენზე პატარაა, არა? 21 წლის. საბავშვო ბაღი (იღიმის). ცუდად არ აცვია, მაგრამ პარლამენტარი ქალივით არ იმოსება, იქ რომ ვნახო, ვიფიქრებ, რომ ჟურნალისტია ან უბრალოდ, სტუმარი. მთლიანობაში ეფექტურია და კარგად გამოიყურება. ზედმეტად მოდური უნდა იყოს, მაგრამ პოლიტიკაში არის რაღაც ხაზი, რომელსაც არ უნდა გადახვიდე. გათხოვილია?

- ქმარს გაშორებული.

- ე.ი. ისევ უნდა გათხოვება, შესაბამისად, ყურადღების ცენტრში ყოფნა. მას დავუწერდი 3 ქულას, რადგან მოდურად მაინც იცვამს და არ ყვირის მისი ჩაცმულობა.

ნინო ბურჯანაძე

- ნინო ბურჯანაძის პიჯაკები მომწონს...

- მეც. ხუთი ქულიდან 4-ს დავუწერდი. ყოველთვის დახვეწილად აცვია, აქვს ერთი სტილი და მას არ ღალატობს. ზედმეტად გადატვირთული არასდროს არის. მისი სამკაულები, სათვალე, ვარცხნილობა, მაკიაჟი არ ყვირის.

- მარგალიტებისადმი გადამეტებულ სიყვარულს მიაწერენ.

- უყვარს მარგალიტები, მაგრამ კარგად აქვს შეხამებული და სხვა არაფერი უკეთია.

თინა ბოკუჩავა

- ესეც "ნაციონალებიდან" არის. სხვათა შორის, ამ გოგონას ყოველთვის კარგად აცვია. უმეტეს შემთხვევაში დახვეწილი და სადაა, გამომწვევი არ არის. ფერებსაც კარგად ახამებს, აქვს გემოვნება და 4 ქულას მივანიჭებდი.

სალომე ზურაბიშვილი

- მას ზედმეტად უყვარს სამკაულები, კულონი, ყვავილის ბროში და ამ ფოტოზე ტაშტი უკეთია ყურზე თუ სამკაული, ვერ გაიგებ. მის ჩაცმულობაზე მაინც ევროპამ იმოქმედა, ამიტომ კარგად აცვია. სამნახევარ ქულას გავიმეტებდი.

- ყველაზე კარგი ჩამცმელი ვინ არის ქალბატონებში და მამაკაცებზე რას გვეტყვი?

- ქალებს შორის ისეთი არავინ არის, რომ თქვა, კარგად იცვამსო. წინა პარლამენტში, როგორც მე ვიცი, ბევრს თავისი სტილისტი ჰყავდა, მაგრამ ამას მალავდნენ. ახლანდელ პარლამენტს სტილისტების ყოლის რა ეტყობა (იცინის)?!. ახლანდელ პარლამენტში სტანდარტული პიჯაკები და პერანგები აცვიათ, თუკი ჰალსტუხის შერჩევისას გემოვნებამ არ უმტყუნათ. როდესაც პერანგს შიგნით კიდევ მაისური აცვიათ ხოლმე, ჩემთვის მიუღებელია. შედარებით ნორმალურად დათო საყვარელიძეს აცვია. ახალგაზრდებს უფრო დახვეწილად აცვიათ, თუმცა სახელებსა და გვარებს ვერ ვიხსენებ. "ოცნებიდან" ყველაზე კარგად კახი კალაძეს აცვია, თუმცა ეს არც არის გასაკვირი, ამდენი წელი იტალიაში ცხოვრობდა.

რომ შევაჯამოთ, ჩაცმის კულტურა ჩვენთან ნაკლებად არსებობს. პარლამენტარების დიდ ნაწილს უკანა კბილები არ აქვთ და რაზეა ლაპარაკი. რომ იცინიან, ჩანს. იმასაც ნუ იტყვიან, ფული არ გვაქვს, პიჯაკებს ვერ ვყიდულობთო. ვინც მთავრობაშია, ყველას აქვს საკმარისი შემოსავალი, რომ კარგად ჩაიცვას. ჩვენ რა ვთქვათ, ჩვენი ხელფასებიდან გამომდინარე და აშკარად მათზე უკეთესად გვაცვია (იცინის).

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"