ჰოლანდიელი დიპლომატი რაიმონ პატურაი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ "ასოშიეთიდ პრესი" იუწყება.
ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, თუ დიპლომატს სახელმწიფო საიდუმლოს რუსი აგენტებისთვის გაცემის ბრალდება დაუდგინდა, ჰოლანდიის პროკურატურა მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯის.
61 წლის დიპლომატი, რომელიც ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, მარტში დააკავეს. გარდა აგენტობისა, მას ბრალი დასდეს კორუფციაში, ფულის გათეთრებასა და იარაღის უკანონო ვაჭრობაში.
ჰოლანდიის პროკურატურის განცხადებით, პატურაიმ ინფორმაცია მიაწოდა გერმანიაში დაკავებულ, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულ წყვილს, რომლებიც თავიანთ თავს ანდრეას და ჰაიდრუნ ანშლაგს უწოდებენ. გერმანელი წყვილი რუსეთის უშიშროებისთვის იმ ინფორმაციის მიწოდებისთვის გაასამართლეს, რომლებიც მათ ჰოლანდიელი დიპლომატის მეშვეობით მოიპოვეს.
მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.