სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ სასიმამროს ეძებს ქუთაისელი დათოიე
როგორ სასიმამროს ეძებს ქუთაისელი დათოიე

"ე ბი მე­ი­ცა" - ე, ბიჭო მო­ი­ცა­დე; "ა, ბუ, გუ, დუ" - ა, ბ, გ, დ. ეს ქუ­თა­ი­სურ-თბი­ლი­სუ­რი ლექ­სი­კო­ნის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც "კო­მე­დი შოუმ" ერთ-ერთ მო­რიგ სკეტჩში შე­მოგ­ვთა­ვა­ზა. ქუ­თა­ი­სე­ლი და­თო­ი­ეს როლი მშვე­ნივ­რად მო­ირ­გო 18 წლის თე­მუ­კა პა­ტა­რი­ძემ, რო­მე­ლიც უკვე ერთი წე­ლია, ამ ჯგუფ­ში ირი­ცხე­ბა.

- თემო, რო­გორ მოხ­ვდი "კო­მე­დი ჯგუფ­ში"?

- "კა­ვე­ე­ნი­დან", რო­მელ­საც "კო­მე­დი შოუს" ჯგუ­ფი ეს­წრე­ბო­და ხოლ­მე, ჩვენს გუნდს "შა­რახვე­ტია" ერ­ქვა. იქ მნა­ხეს ბი­ჭებ­მა და "კო­მე­დი ჯგუფ­ში" მი­მიწ­ვი­ეს. ერთი წე­ლია, "კო­მე­დი შოუს" გუნდში ვარ.

- შენი გმი­რი, ქუ­თა­ი­სე­ლი და­თო­იე, რო­გორ შე­იქ­მნა?

- სი­ნამ­დვი­ლე­შიც ქუ­თა­ი­სე­ლი ვარ. სკო­ლა იქ და­ვამ­თავ­რე, თუმ­ცა ვერ მოვ­რჩი ბო­ლომ­დე.

- ბო­ლომ­დე ვერ მოვ­რჩი რას ნიშ­ნავს?

- რომ არ დავ­დი­ვარ და არებს არ მი­წე­რენ, სა­ი­დუმ­ლოა, არ უნდა ვთქვათ. მოვ­წონ­ვარ ქუ­თა­ი­სელ მას­წავ­ლებ­ლებს ეკ­რან­ზე და ხელს მი­მარ­თა­ვენ. ახლა აბი­ტუ­რი­ენ­ტი ვარ. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვა­ბა­რებ. ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბა, თე­ატ­რა­ლურ­ზე ჩა­ა­ბა­რეო, მაგ­რამ მე არ მინ­და. რამე ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი გან­ხრა უნდა ავირ­ჩიო. სო­ცი­ო­ლო­გი­ა­ზე ვფიქ­რობ. რაც ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან მინ­დო­და, იმას კი ვა­კე­თებ.

- ე.ი. იმის­თვის აბა­რებ, მშობ­ლე­ბი რომ გა­ა­ხა­რო?

- მამა გარ­დაც­ვლი­ლია. დე­დას კი უნდა, რომ ვის­წავ­ლო. მეც მინ­და, რომ ჩა­ვა­ბა­რო, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კარ­გი გო­გო­ნე­ბი სწავ­ლო­ბენ. და­თო­ი­ე­სა­ვით გე­ვი­ხე­დავ-გა­მო­ვი­ხე­დავ, ავარ­ჩევ ვინ­მეს (იცი­ნის).

- ე.ი. "კო­მე­დი შო­უ­ში" სა­კუ­თარ თავს თა­მა­შობ, ასე გა­მო­დის.

- მთლად ასე ვერ ვი­ტყო­დი. უბ­რა­ლოდ, გა­მი­ად­ვილ­და როლი, რა­დგან თა­ვად ქუ­თა­ი­სე­ლი ვარ და იქა­უ­რი ფრა­ზე­ბი კარ­გად ვიცი. ისე, ტა­ნით კი ვგა­ვარ ჩემს გმირს. აზ­როვ­ნე­ბით არ ვგა­ვარ მა­ინ­ცდა­მა­ინც. და­თო­იე მატ­რაკ­ვე­ცა ტი­პია. ებ­ლა­ტა­ვე­ბა გო­გო­ნებს, ეს მქონ­და, ის მქონ­დაო. მე ასე­თი არ ვარ.

- პრო­ფე­სო­რი სა­სი­მამ­რო გა­ი­ცა­ნი ერთ-ერთ ბოლო სკეტჩში...

- ჰო, მაგ­რამ ასე­თი სი­მამ­რი არ აწყობს და­თო­ი­ეს. მას უფრო შავი სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ურ­ჩევ­ნია, ან გარ­კვე­უ­ლი ასეთ სამ­ყა­რო­ში, მი­ნი­მუმ პა­ტივს უნდა სცემ­დეს ამ სამ­ყა­როს. სხვა შემ­თხვე­ვა­ში ვერ გა­უ­გე­ბენ ერ­თმა­ნეთს. და­თო­ი­ემ ქუჩა იცის მარ­ტო და "ბა­ზა­რი".

- თე­მუ­კას რო­გო­რი სი­მამ­რი აწყობს?

- ჯი­გა­რი რა. შე­საძ­ლებ­ლო­ბა უნდა ჰქონ­დეს, რომ მეც და მის შვილ­საც...

- ბინა გი­ყი­დოთ?

- ეგ მი­ნი­მუ­მია. ბინა რა არის. უნდა შე­ეძ­ლოს, ელე­მენ­ტა­რუ­ლი სურ­ვი­ლე­ბი შეგ­ვის­რუ­ლოს. მან­ქა­ნე­ბი, გარ­თო­ბა, ამ­ბა­ვი უნდა იკის­როს.

- კი­დევ ქორ­წი­ლი უნდა იკის­როს, ალ­ბათ?

- ქორ­წილ­ში კი­დევ მი­ვეხ­მა­რე­ბით ჩვენც. მე­ვი­ფორ­ხი­ლებთ რა­ღა­ცას ერ­თად.

- ისე ლა­პა­რა­კობ, შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც გე­ყო­ლე­ბა შენ.

- კი, ახა­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ. ჯერ მთლად ღრუბ­ლებ­ში არ დავფრი­ნავ, მაგ­რამ ფლირ­ტის მაგ­ვა­რი გვაქვს, უფრო მე­ტიც შე­იძ­ლე­ბა და­ერ­ქვას ამ ურ­თი­ერ­თო­ბას.

- სა­სი­მამ­რო პრო­ფე­სო­რია?

- არ ვიც­ნობ ჯერ.

- რო­გორ გგო­ნია, სახ­ლს გი­ყი­დით?

- კი, კი, მაგ პი­რო­ბებს შე­ას­რუ­ლებს (იცი­ნის).

- დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი გყავს?

- არა, დე­დი­სერ­თა ქუ­თა­ი­სე­ლი ბიჭი ვარ.

- შენი ოჯა­ხის წევ­რე­ბი რო­გორ უყუ­რე­ბენ შენს საქ­მეს?

- გა­და­სა­რე­ვად, მოს­წონთ. ბებო აპ­რო­ტეს­ტებს ხოლ­მე ზოგ­ჯერ, გა­ა­ნე­ბე ამ ღლა­ბუცს თავი, იმე­ცა­დი­ნე, წიგ­ნი გა­და­შა­ლეო, მე­უბ­ნე­ბა, მაგ­რამ გულ­ში მოს­წონს მა­ინც, ტე­ლე­ვი­ზორ­ში რომ მხე­დავს. თა­ვი­დან სა­შე­ნოდ და­ი­წყებს, აი, ის სკეტ­ჩი კარ­გი იყო, იქ კარ­გად ითა­მა­შეო და მერე მო­ა­ყო­ლებს, კი­თხუ­ლობ ახლა რა­მეს? და ეს უკა­ნას­კნე­ლი უფრო აინ­ტე­რე­სებს, ვიდ­რე ის - გა­ვა­ცი­ნე თუ არა ხალ­ხი. მას უნდა, სახ­ლი­დან სამ­სა­ხუ­რამ­დეც გზა­ში რა­ღაც გა­და­ვი­კი­თხო. ახლა შეს­ვე­ნე­ბა­ზე კი არ უნდა ვჭა­მო ან ინ­ტერ­ვი­უს კი არ უნდა გაძ­ლევ­დეთ, წიგ­ნი უნდა მე­ჭი­როს ხელ­ში და ვკი­თხუ­ლობ­დე. მის­თვის მთა­ვა­რია, ნას­წავ­ლი ვიყო. თუნ­დაც უმუ­შე­ვა­რი, მაგ­რამ ნას­წავ­ლი.

- შენი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი რო­გო­რი წარ­მო­უდ­გე­ნია ბე­ბი­ას?

- გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ალ­ბათ, არ გვქო­ნია მა­გა­ზე ლა­პა­რა­კი. ხომ ასე­თი მომ­თხოვ­ნია, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში ასე მგო­ნია იტყვის, ბებო, შენ ვინც გეყ­ვა­რე­ბა, ის მეყ­ვა­რე­ბა მეცო.

- ქუ­ჩა­ში გცნო­ბენ უკვე?

- კი და მსი­ა­მოვ­ნებს ძა­ლი­ან. თა­ვი­დან ცოტა მა­კომ­პლექ­სებ­და, ვერ ვხვდე­ბო­დი, რა­ტომ მი­ყუ­რებ­დნენ, ახლა მი­ვეჩ­ვიე და მომ­წონს.

- შენი და ეკას ურ­თი­ერ­თო­ბა რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა? ბოლო სკეტჩში, ფაქ­ტობ­რი­ვად, სახ­ლი­დან გა­მო­ე­ქე­ცი.

- არ ვიცი, და­ძა­ბუ­ლო­ბაა. ალ­ბათ აღარ დავ­ბრუნ­დე­ბი. სა­ვა­რა­უ­დოდ, ერთ ქუ­თა­ი­სელ, კაი ოჯახ­ში გაზ­რდილ გო­გოს ვამ­ჯო­ბი­ნებ ეკას. ეს თბი­ლი­სე­ლე­ბი ყა­ვი­სა და ჩაის სმის მეტს არა­ფერს აკე­თე­ბენ. სი­გა­რეტს რომ გა­მი­ფუ­ი­ლებს სახ­ლში, ხომ გა­და­მე­რია ბე­ბი­ა­ჩე­მი.

- კი­დევ რით ხარ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, ჰობი თუ გაქვს რა­ი­მე?

- ფეხ­ბურ­თი მიყ­ვარს, ოღონდ თა­მა­ში. თან კარ­გად ვერ ვთა­მა­შობ, უბ­რა­ლოდ მსი­ა­მოვ­ნებს. დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რიც არ ვარ, ყვე­ლა უმ­ნიშ­ვნე­ლო თა­მაშს არ ჩა­ვუჯ­დე­ბი. "ბარ­სე­ლო­ნა" მომ­წონს და ჩემი ტა­ტუც ამ გუნდს უკავ­შირ­დე­ბა. სამი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­რი­ღი და­ვი­წე­რე ხელ­ზე: ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღე, ჩემი და­ბა­დე­ბის დღე და მე­სის და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი. ად­გი­ლი მაქვს და­ტო­ვე­ბუ­ლი მო­მა­ვა­ლი ცო­ლი­სა და შვი­ლე­ბის და­ბა­დე­ბის თა­რი­ღე­ბის­თვის. სამი შვი­ლი მინ­და მყავ­დეს, ზუს­ტად ჩა­ე­ტე­ვა (იცი­ნის).

- ისღა დამ­რჩე­ნია, წარ­მა­ტე­ბე­ბი გი­სურ­ვო. ბე­ბოს უთხა­რი, ჩემს ღლა­ბუცს გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ, ინ­ტერ­ვიუ მი­ვე­ცი უკვე-თქო.

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

როგორ სასიმამროს ეძებს ქუთაისელი დათოიე

როგორ სასიმამროს ეძებს ქუთაისელი დათოიე

"ე ბი მეიცა" - ე, ბიჭო მოიცადე; "ა, ბუ, გუ, დუ" - ა, ბ, გ, დ. ეს ქუთაისურ-თბილისური ლექსიკონის ნაწილია, რომელიც "კომედი შოუმ" ერთ-ერთ მორიგ სკეტჩში შემოგვთავაზა. ქუთაისელი დათოიეს როლი მშვენივრად მოირგო 18 წლის თემუკა პატარიძემ, რომელიც უკვე ერთი წელია, ამ ჯგუფში ირიცხება.

- თემო, როგორ მოხვდი "კომედი ჯგუფში"?

- "კავეენიდან", რომელსაც "კომედი შოუს" ჯგუფი ესწრებოდა ხოლმე, ჩვენს გუნდს "შარახვეტია" ერქვა. იქ მნახეს ბიჭებმა და "კომედი ჯგუფში" მიმიწვიეს. ერთი წელია, "კომედი შოუს" გუნდში ვარ.

- შენი გმირი, ქუთაისელი დათოიე, როგორ შეიქმნა?

- სინამდვილეშიც ქუთაისელი ვარ. სკოლა იქ დავამთავრე, თუმცა ვერ მოვრჩი ბოლომდე.

- ბოლომდე ვერ მოვრჩი რას ნიშნავს?

- რომ არ დავდივარ და არებს არ მიწერენ, საიდუმლოა, არ უნდა ვთქვათ. მოვწონვარ ქუთაისელ მასწავლებლებს ეკრანზე და ხელს მიმართავენ. ახლა აბიტურიენტი ვარ. უნივერსიტეტში ვაბარებ. ყველა მეუბნება, თეატრალურზე ჩააბარეო, მაგრამ მე არ მინდა. რამე ჰუმანიტარული განხრა უნდა ავირჩიო. სოციოლოგიაზე ვფიქრობ. რაც ყველაზე ძალიან მინდოდა, იმას კი ვაკეთებ.

- ე.ი. იმისთვის აბარებ, მშობლები რომ გაახარო?

- მამა გარდაცვლილია. დედას კი უნდა, რომ ვისწავლო. მეც მინდა, რომ ჩავაბარო, უნივერსიტეტში კარგი გოგონები სწავლობენ. დათოიესავით გევიხედავ-გამოვიხედავ, ავარჩევ ვინმეს (იცინის).

- ე.ი. "კომედი შოუში" საკუთარ თავს თამაშობ, ასე გამოდის.

- მთლად ასე ვერ ვიტყოდი. უბრალოდ, გამიადვილდა როლი, რა­დგან თავად ქუთაისელი ვარ და იქაური ფრაზები კარგად ვიცი. ისე, ტანით კი ვგავარ ჩემს გმირს. აზროვნებით არ ვგავარ მაინცდამაინც. დათოიე მატრაკვეცა ტიპია. ებლატავება გოგონებს, ეს მქონდა, ის მქონდაო. მე ასეთი არ ვარ.

- პროფესორი სასიმამრო გაიცანი ერთ-ერთ ბოლო სკეტჩში...

- ჰო, მაგრამ ასეთი სიმამრი არ აწყობს დათოიეს. მას უფრო შავი სამყაროს წარმომადგენელი ურჩევნია, ან გარკვეული ასეთ სამყაროში, მინიმუმ პატივს უნდა სცემდეს ამ სამყაროს. სხვა შემთხვევაში ვერ გაუგებენ ერთმანეთს. დათოიემ ქუჩა იცის მარტო და "ბაზარი".

- თემუკას როგორი სიმამრი აწყობს?

- ჯიგარი რა. შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, რომ მეც და მის შვილსაც...

- ბინა გიყიდოთ?

- ეგ მინიმუმია. ბინა რა არის. უნდა შეეძლოს, ელემენტარული სურვილები შეგვისრულოს. მანქანები, გართობა, ამბავი უნდა იკისროს.

- კიდევ ქორწილი უნდა იკისროს, ალბათ?

- ქორწილში კიდევ მივეხმარებით ჩვენც. მევიფორხილებთ რაღაცას ერთად.

- ისე ლაპარაკობ, შეყვარებულიც გეყოლება შენ.

- კი, ახალი შეყვარებული ვარ. ჯერ მთლად ღრუბლებში არ დავფრინავ, მაგრამ ფლირტის მაგვარი გვაქვს, უფრო მეტიც შეიძლება დაერქვას ამ ურთიერთობას.

- სასიმამრო პროფესორია?

- არ ვიცნობ ჯერ.

- როგორ გგონია, სახლს გიყიდით?

- კი, კი, მაგ პირობებს შეასრულებს (იცინის).

- დედმამიშვილები გყავს?

- არა, დედისერთა ქუთაისელი ბიჭი ვარ.

- შენი ოჯახის წევრები როგორ უყურებენ შენს საქმეს?

- გადასარევად, მოსწონთ. ბებო აპროტესტებს ხოლმე ზოგჯერ, გაანებე ამ ღლაბუცს თავი, იმეცადინე, წიგნი გადაშალეო, მეუბნება, მაგრამ გულში მოსწონს მაინც, ტელევიზორში რომ მხედავს. თავიდან საშენოდ დაიწყებს, აი, ის სკეტჩი კარგი იყო, იქ კარგად ითამაშეო და მერე მოაყოლებს, კითხულობ ახლა რამეს? და ეს უკანასკნელი უფრო აინტერესებს, ვიდრე ის - გავაცინე თუ არა ხალხი. მას უნდა, სახლიდან სამსახურამდეც გზაში რაღაც გადავიკითხო. ახლა შესვენებაზე კი არ უნდა ვჭამო ან ინტერვიუს კი არ უნდა გაძლევდეთ, წიგნი უნდა მეჭიროს ხელში და ვკითხულობდე. მისთვის მთავარია, ნასწავლი ვიყო. თუნდაც უმუშევარი, მაგრამ ნასწავლი.

- შენი მეორე ნახევარი როგორი წარმოუდგენია ბებიას?

- განათლებული ალბათ, არ გვქონია მაგაზე ლაპარაკი. ხომ ასეთი მომთხოვნია, მაგრამ სინამდვილეში ასე მგონია იტყვის, ბებო, შენ ვინც გეყვარება, ის მეყვარება მეცო.

- ქუჩაში გცნობენ უკვე?

- კი და მსიამოვნებს ძალიან. თავიდან ცოტა მაკომპლექსებდა, ვერ ვხვდებოდი, რატომ მიყურებდნენ, ახლა მივეჩვიე და მომწონს.

- შენი და ეკას ურთიერთობა როგორ გაგრძელდება? ბოლო სკეტჩში, ფაქტობრივად, სახლიდან გამოექეცი.

- არ ვიცი, დაძაბულობაა. ალბათ აღარ დავბრუნდები. სავარაუდოდ, ერთ ქუთაისელ, კაი ოჯახში გაზრდილ გოგოს ვამჯობინებ ეკას. ეს თბილისელები ყავისა და ჩაის სმის მეტს არაფერს აკეთებენ. სიგარეტს რომ გამიფუილებს სახლში, ხომ გადამერია ბებიაჩემი.

- კიდევ რით ხარ დაინტერესებული, ჰობი თუ გაქვს რაიმე?

- ფეხბურთი მიყვარს, ოღონდ თამაში. თან კარგად ვერ ვთამაშობ, უბრალოდ მსიამოვნებს. დიდი გულშემატკივარიც არ ვარ, ყველა უმნიშვნელო თამაშს არ ჩავუჯდები. "ბარსელონა" მომწონს და ჩემი ტატუც ამ გუნდს უკავშირდება. სამი მნიშვნელოვანი თარიღი დავიწერე ხელზე: ჩემი ბიძაშვილის დაბადების დღე, ჩემი დაბადების დღე და მესის დაბადების თარიღი. ადგილი მაქვს დატოვებული მომავალი ცოლისა და შვილების დაბადების თარიღებისთვის. სამი შვილი მინდა მყავდეს, ზუსტად ჩაეტევა (იცინის).

- ისღა დამრჩენია, წარმატებები გისურვო. ბებოს უთხარი, ჩემს ღლაბუცს გამოეხმაურნენ, ინტერვიუ მივეცი უკვე-თქო.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება