საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - მე არ ვთვლი თავს პოლიტიკოსად
ბიძინა ივანიშვილი - მე არ ვთვლი თავს პოლიტიკოსად

მე არ ვთვლი თავს პო­ლი­ტი­კო­სად, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი­სა და გა­ზე­თე­ბის მთა­ვარ რე­დაქ­ტო­რებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ის არც მო­მა­ვალ­ში აპი­რებს დიდ პო­ლი­ტი­კურ ბრძო­ლას და ომს.

"გა­სუ­ლი 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პარ­ტი­ებს გან­ვი­თა­რე­ბა არ ეწე­რა. იდე­ო­ლო­გია ჰქონ­დათ, იგი­ვე "რეს­პუბ­ლი­კე­ლებს", "ფო­რუმს", მაგ­რამ საკ­მა­ოდ სუს­ტე­ბი იყ­ვნენ, ამა­ში ლო­მის წილი მოქ­მედ პრე­ზი­დენტს მი­უ­ძღვის. შე­იძ­ლე­ბა სა­პი­რის­პი­როს ვცდი­ლობ მე და გე­თან­ხმე­ბით, რომ ჩემი მხრი­დან ის, რომ მო­ვუ­წო­დებ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს და ახალ პარ­ტი­ებს გან­ვი­თარ­დნენ, კი­თხვებს და უხერ­ხუ­ლო­ბას იწ­ვევს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს, მაგ­რამ მინ­და გი­თხრათ, რომ მე არ ვთვლი თავს პო­ლი­ტი­კო­სად და არც მო­მა­ვალ­ში ვა­პი­რებ დიდ პო­ლი­ტი­კურ ბრძო­ლას და ომს. მე თავს ვთვლი ქვეყ­ნის შვი­ლად, მინ­და რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად დავ­ბრუნ­დე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და საზ­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად და­ვეხ­მა­რო ჩვენს ქვე­ყა­ნას გან­ვი­თა­რე­ბა­ში. მე არ ვთვლი, რომ მო­ვე­დი, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი იდე­ო­ლო­გი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის შემ­ქმნე­ლი, არც მო­მა­ვალ­ში მაქვს მსგავ­სი პრე­ტენ­ზია. რა­ღაც ეტა­პი, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, მე კი­დევ მო­ვემ­სა­ხუ­რე­ბი ჩემს ქვე­ყა­ნას, შემ­დეგ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო ად­გილ­ზე ვნა­ხავ ჩემს როლს და იქე­დან ვი­მუ­შა­ვებ. ესაა ჩემი პა­სუ­ხი ჩემს მი­მართ არ­სე­ბულ კი­თხვებ­ზე", - აღ­ნიშ­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

ამას­თან, პრე­მი­ერ­მა დას­ძი­ნა ისიც, რომ კო­ა­ლი­ცი­ის შიგ­ნით არა­ნა­ი­რი ან­ტა­გო­ნიზ­მი არ არ­სე­ბობს.

"არა­ნა­ი­რი ან­ტა­გო­ნიზ­მი არ არ­სე­ბობს, უბ­რა­ლოდ დახ­ვე­წი­ლი არ იყო თი­თო­ე­უ­ლი პარ­ტი­ის იდე­ო­ლო­გია ქმე­დე­ბა­ში, ფურ­ცელ­ზე ყვე­ლას ეწე­რა. შე­საძ­ლე­ბე­ლია, ამი­ტო­მაც გახ­და მარ­ტი­ვი ყვე­ლა პარ­ტი­ის ერ­თად შე­დუ­ღა­ბე­ბა", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ბიძინა ივანიშვილი - მე არ ვთვლი თავს პოლიტიკოსად

ბიძინა ივანიშვილი - მე არ ვთვლი თავს პოლიტიკოსად

მე არ ვთვლი თავს პოლიტიკოსად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ტელევიზიებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, ის არც მომავალში აპირებს დიდ პოლიტიკურ ბრძოლას და ომს.

"გასული 20 წლის განმავლობაში პარტიებს განვითარება არ ეწერა. იდეოლოგია ჰქონდათ, იგივე "რესპუბლიკელებს", "ფორუმს", მაგრამ საკმაოდ სუსტები იყვნენ, ამაში ლომის წილი მოქმედ პრეზიდენტს მიუძღვის. შეიძლება საპირისპიროს ვცდილობ მე და გეთანხმებით, რომ ჩემი მხრიდან ის, რომ მოვუწოდებ პოლიტიკურ ძალებს და ახალ პარტიებს განვითარდნენ, კითხვებს და უხერხულობას იწვევს, როგორ შეიძლება ეს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მე არ ვთვლი თავს პოლიტიკოსად და არც მომავალში ვაპირებ დიდ პოლიტიკურ ბრძოლას და ომს. მე თავს ვთვლი ქვეყნის შვილად, მინდა რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნდე საზოგადოებაში და საზგადოებასთან ერთად დავეხმარო ჩვენს ქვეყანას განვითარებაში. მე არ ვთვლი, რომ მოვედი, როგორც პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებელი და პოლიტიკური პარტიის შემქმნელი, არც მომავალში მაქვს მსგავსი პრეტენზია. რაღაც ეტაპი, რაც აუცილებელი იქნება, მე კიდევ მოვემსახურები ჩემს ქვეყანას, შემდეგ უფრო საინტერესო ადგილზე ვნახავ ჩემს როლს და იქედან ვიმუშავებ. ესაა ჩემი პასუხი ჩემს მიმართ არსებულ კითხვებზე", - აღნიშნა ივანიშვილმა.

ამასთან, პრემიერმა დასძინა ისიც, რომ კოალიციის შიგნით არანაირი ანტაგონიზმი არ არსებობს.

"არანაირი ანტაგონიზმი არ არსებობს, უბრალოდ დახვეწილი არ იყო თითოეული პარტიის იდეოლოგია ქმედებაში, ფურცელზე ყველას ეწერა. შესაძლებელია, ამიტომაც გახდა მარტივი ყველა პარტიის ერთად შედუღაბება", - აღნიშნა პრემიერმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა