პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ იცავს სოფო ნიჟარაძის ინტერესებს ბაჩო ახალაიას ადვოკატი?!.
რატომ იცავს სოფო ნიჟარაძის ინტერესებს ბაჩო ახალაიას ადვოკატი?!.

სო­ფია ნი­ჟა­რა­ძე ჟურ­ნალ "რე­ი­ტინგს" სა­სა­მარ­თლო­ში უჩი­ვის!!! - ეს არ არის ამო­ნა­რი­დი იუ­მო­რის­ტუ­ლი გა­და­ცე­მი­დან, არა­მედ სი­მარ­თლეა. ალ­ბათ კი­დევ უფრო მე­ტად ღი­მი­ლის­მომ­გვრე­ლია ის, თუ რა­ტომ უჩი­ვის ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ მომ­ღე­რალ ბულ­ბუ­ლად გა­დაქ­ცე­უ­ლი ნი­ჟა­რა­ძე "რე­ი­ტინგს". თურ­მე მას არ მო­ე­წო­ნა 25 მარ­ტის "რე­ი­ტინ­გში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტია მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­შიც, წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით, ჟურ­ნა­ლის­ტი ქეთი მე­ლა­ძე მომ­ღერ­ლი­სა და პრე­ზი­დენ­ტის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე წერ­და. წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ფია ახ­ლობ­ლებ­სა და მე­გობ­რებ­ში არ ერი­დე­ბო­და იმა­ზე ლა­პა­რაკს, თუ რო­გორ უყ­ვარს ის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მე­სი­ჯებ­საც აფ­რი­ა­ლებ­და წაღ­მა-უკუღ­მა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი სტა­ტია "რე­ი­ტინ­გმა" ყვი­თე­ლი პრე­სის კა­ნო­ნე­ბის სრუ­ლი დაც­ვით გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვენ გვაქვს რუბ­რი­კა "ჭორი და მარ­თა­ლი" და ამ ქოლ­გის ქვეშ და­ბეჭ­დილ ყვე­ლა მა­სა­ლა­ში არის გან­მარ­ტე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ეს არის არა ფაქ­ტე­ბი, არა­მედ ჭო­რე­ბი, რომ­ლებ­შიც, შე­საძ­ლოა, იყოს გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აც და ასე­ვე სი­მარ­თლეც. ჩვენ­მა მკი­თხველ­მა დიდი ხა­ნია ეს კარ­გად იცის, ამი­ტო­მაც ამ რუბ­რი­კა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გულ­თან ისე ახ­ლოს არ მი­აქვს, რო­გორც ეს სოფო-სო­ფი­ამ გა­ა­კე­თა. არა­და, ძა­ლი­ან კარ­გად გვახ­სოვს, ერთ-ერთი გა­ზე­თი სკან­და­ლურ მა­სა­ლა­ში მის შე­სა­ხებ ისეთ რა­ღა­ცას წერ­და, რო­მელ­საც აქ მარ­თლა ვერ გა­ვი­მე­ო­რებთ. რა­ტომ­ღაც მა­შინ მომ­ღე­რალს არ გას­ჩე­ნია სა­კუ­თა­რი თა­ვის დაც­ვის სურ­ვი­ლი და ახლა მო­ი­სურ­ვა, "რე­ი­ტინგს", რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბელ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად ხალ­ხის, მკი­თხვე­ლის ინ­ტე­რე­სის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის­თვის მუ­შა­ობს, სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში შეხ­ვდეს.

სა­ინ­ტე­რე­სოა ის, თუ რა­ტომ გა­და­წყვი­ტა "რე­ი­ტინ­გმა" ამ მა­სა­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა. ბოლო წლე­ბია, რუ­სე­თი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი სოფო ნი­ჟა­რა­ძე, რო­მე­ლიც სო­ფი­ად მოგ­ვევ­ლი­ნა, ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის დე­დოფ­ლად იქცა (სხვა­თა შო­რის, სწო­რედ მის მიერ უარ­ყო­ფი­ლი რუ­სე­თის სა­ხე­ლით გა­მო­ვი­და ის "ახალ ტალ­ღა­ზე" 2005 წელს და მისი ქარ­თუ­ლი გვა­რი რომ თვალ­ში სა­ცე­მი არ ყო­ფი­ლი­ყო, მას უბ­რა­ლოდ "სო­ფი­ად" აცხა­დებ­დნენ).

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არა­ვინ ცდი­ლობს იმის მტკი­ცე­ბას, რომ სო­ფოს მომ­ღერ­ლის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი არ აქვს, ვერ მღე­რის ან ცუ­დად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა და სცე­ნას არ უხ­დე­ბა, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ჩურ­ჩუ­ლი მის სტა­ტუს­სა და მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე მას შემ­დეგ და­ი­წყეს, რაც სოფო თით­ქმის ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო პრო­ექ­ტის "მთა­ვა­რი ვი­ო­ლი­ნო" გახ­და. ადა­მი­ა­ნებ­მა და­ი­წყეს ლე­გი­ტი­მუ­რი შე­კი­თხვე­ბის დას­მა იმის თა­ო­ბა­ზე, რა­ტომ ხდე­ბა, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი ქალი მომ­ღე­რა­ლი გვყავს, მა­ინ­ცდა­მა­ინც სოფო ნი­ჟა­რა­ძეს იღებ­დნენ შემ­დეგ კლი­პებ­ში - "მე მიყ­ვარს ბა­თუ­მი", "მე მიყ­ვარს ქუ­თა­ი­სი", "მე მიყ­ვარს სვა­ნე­თი", აფხა­ზეთ­ზე კლიპ­შიც სოფო ნი­ჟა­რა­ძე გა­და­ი­ღეს ნინო სურ­გუ­ლა­ძე­სა და გი­ორ­გი უში­კიშ­ვილ­თან ერ­თად, აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ იმ მრა­ვალ­რი­ცხო­ვან დუ­ე­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც სა­ხელ­მწი­ფოს სა­ხე­ლით გა­უ­კეთ­და სო­ფოს, სა­უ­ბა­რია ხოსე კარ­ე­რას­ზე, ან­დრეა ბო­ჩე­ლი­ზე, კრის დე ბურ­გზე. მან­ვე იმ­ღე­რა ჯო ბა­ი­დე­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტი­სას სა­ქარ­თვე­ლო­ში და შემ­დეგ პრე­ზი­დენ­ტმა ის პი­რა­დად წა­რუდ­გი­ნა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ვიცე-პრე­ზი­დენტს. ბო­ლოს, სა­ნამ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ქვეყ­ნის სა­და­ვე­ებს ფლობ­დნენ, სო­ფოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბით რა­ბა­თის ციხე-სი­მაგ­რის და­სა­რეკ­ლა­მებ­ლად გა­და­ი­ღეს კლი­პი, რო­მელ­შიც ხო­ა­კინ კორ­ტესს მო­უხ­მეს და მან ამ კლიპ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო. კომ­პა­ნია "ბრა­ვო რე­ქორდსმა" სტივ უან­დე­რის ბექ­ვო­კა­ლის­ტი დეჯა გო­მე­სი ჩა­მო­იყ­ვა­ნა სპე­ცი­ა­ლუ­რად იმის­თვის, რომ მას სო­ფოს­თან ერ­თად ემ­ღე­რა. მა­ნამ­დე ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ სოფო-სო­ფი­ას უნდა ემ­ღე­რა სტივ უან­დერ­თან ერ­თად, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, ან სტი­ვი ვერ "და­კე­რეს" ახალ­გაზ­რდა უც­ნობ მომ­ღე­რალ­თან ერ­თად სიმ­ღე­რა­ზე, ან ჰო­ნო­რარ­ზე ვერ შე­თან­ხმდნენ. შემ­დეგ, ბევ­რი იფიქ­რეს თუ ცოტა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხუ­ლიო იგ­ლე­სი­ა­სი ჩა­მო­იყ­ვა­ნეს და სო­ფომ ამ­ჯე­რად მას­თან ერ­თად შე­ას­რუ­ლა დუ­ე­ტი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე სოფო პირ­ვე­ლად თბი­ლი­სო­ბის კონ­ცერ­ტზე გა­მოჩ­ნდა, სა­დაც მას აკომ­პა­ნი­რე­ბას ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი უწევ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ყო­ველ­გვა­რი კონ­კურ­სის გა­რე­შე, "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა" სო­ფოს კან­დი­და­ტუ­რა და­ამ­ტკი­ცა "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" გა­სამ­გზავ­რებ­ლად. სო­ფო­ზე მა­შინ იმ­დე­ნი ენერ­გია და­ი­ხარ­ჯა, რო­გო­რიც არც ერთ კონ­კურ­სანტზე არ და­ხარ­ჯუ­ლა.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ფი­ნან­სე­ბიც, რად­გან მა­შინ "დოლ­ჩე და გა­ბა­ნამ" წი­თე­ლი კაბა სპე­ცი­ა­ლუ­რად მის­თვის შე­კე­რა. სო­ფია ნი­ჟა­რა­ძის ქარ­თუ­ლი კა­რი­ე­რის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი ის გახ­ლავთ, პა­ტივ­ცე­მუ­ლო მკი­თხვე­ლო, რომ კერ­ძო და­ფი­ნან­სე­ბით გა­და­ღე­ბუ­ლი კლი­პი მას მხო­ლოდ ერთი აქვს, დეჯა გო­მეს­თან ერ­თად. და­ნარ­ჩე­ნი კლი­პე­ბი მომ­ღე­რალ სოფო ნი­ჟა­რა­ძეს სა­ხელ­მწი­ფომ გა­და­უ­ღო, ვი­თომ­და სა­ქარ­თვე­ლოს ცალ­კე­უ­ლი კუ­თხე­ე­ბის და­სა­პი­ა­რებ­ლად, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სოა, სხვა არა­ვინ იყო ქარ­თველ მომ­ღე­რალ­თა­გან, რო­მე­ლიც ქუ­თა­ისს უკე­თე­სად ან თუნ­დაც უა­რე­სად უმ­ღე­რებ­და, ვიდ­რე სოფო? ან სოფო ნი­ჟა­რა­ძეს უფრო მე­ტად უყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხე-კუნ­ჭუ­ლი, ვიდ­რე სხვა მომ­ღერ­ლებს?

სწო­რედ ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი ფაქ­ტე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და არა ჟურ­ნალ­მა "რე­ი­ტინ­გმა" და­ი­წყო იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რომ სო­ფოს ეს ყვე­ლა­ფე­რი გავ­ლე­ნი­ა­ნი მფარ­ვე­ლის წყა­ლო­ბით მი­ე­ცა. "რე­ი­ტინ­გი" არა­ნა­ი­რად არ ამ­ტკი­ცებს იმას, რომ სო­ფო­სა და პრე­ზი­დენტს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ, თუმ­ცა თბი­ლის­ში ბევ­რი მო­ა­რუ­ლი ხმა და­დის და რუბ­რი­კა "ჭორი და მარ­თა­ლიც" სწო­რედ ამ ჭო­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. სოფო ნი­ჟა­რა­ძეს მცი­რე­ო­დე­ნი დრო მა­ინც რომ გა­მო­ე­ნა­ხა და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რაც მასა და პრე­ზი­დენტზე და­წე­რი­ლა, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ერთი ინ­ტერ­ვიუ მა­ინც მი­ე­ცა რო­მე­ლი­მე მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის­თვის, თა­ვად და­უს­ვამ­და ამ ჭო­რებს წერ­ტილს, მაგ­რამ მას ასე­თი რამ აზ­რა­დაც არ მოს­ვლია და სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ? რა­ტომ ახლა და არა მა­შინ, რო­დე­საც მის შე­სა­ხებ იმა­ზე უა­რე­სი ჭო­რე­ბი ვრცელ­დე­ბო­და, რაც "რე­ი­ტინ­გმა" და­წე­რა? რა­ტომ არც ერთხელ არ მო­ა­ფიქ­რდა ნი­ჟა­რა­ძეს, გა­მო­სუ­ლი­ყო და უა­რე­ყო მო­ა­რუ­ლი ხმა იმის შე­სა­ხებ, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­დის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ პრე­ზი­დენ­ტი მას­ზე და­ქორ­წი­ნე­ბას აპი­რებს? რა წა­ი­კი­თხა ისე­თი სოფო ნი­ჟა­რა­ძემ ჩვენს სტა­ტი­ა­ში, რაც სხვა­გან არ წა­უ­კი­თხავს და რა ახა­ლი ჭორი გა­ი­გო სა­კუ­თარ თავ­ზე?!. ახლა, ვი­ნა­ი­დან თა­ვად გახ­სნა ეს თემა და პრე­სას მის­ცა უფრო მეტი სა­ბა­ბი იმის­თვის, რომ ამ თე­მა­ზე ვი­ლა­პა­რა­კოთ, გა­მო­ვი­დეს და გას­ცეს ერთ მთა­ვარ შე­კი­თხვას პა­სუ­ხი: რა­ტომ არის ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო წლე­ბის ყვე­ლა­ზე პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი მომ­ღე­რა­ლი? რა­ტომ მი­ი­ღო მან, და არა სხვამ, მთა­ვა­რი რო­ლე­ბი სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის მიერ და­ფი­ნან­სე­ბულ მი­უ­ზიკ­ლებ­ში "ქეთო და კოტე" და "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ე­ბი". შე­გახ­სე­ნებთ, რომ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ებ­ზე" ბი­უ­ჯე­ტი­დან 3 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე და­ი­ხარ­ჯა. სა­ინ­ტე­რე­სო ხმა და­დი­ო­და და იმე­დია, სო­ფია ამა­ზეც არ გვი­ჩივ­ლებს, რომ რო­დე­საც "ქეთო და კო­ტეს" ბა­ნერ­ზე პეპ­ლე­ბი­ა­ნი კა­ბით მხო­ლოდ სოფო ნი­ჟა­რა­ძე გა­მო­სა­ხეს და ეს ბა­ნე­რე­ბი ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში გა­მოჩ­ნდა, ერთ-ერ­თმა მომ­ღე­რალ­მა, რო­მელ­საც სო­ფო­ზე გა­ცი­ლე­ბით დიდი წონა აქვს, პი­რა­დად პრე­ზი­დენტს და­უ­რე­კა საყ­ვე­დუ­რით, ამ მი­უ­ზიკლში მარ­ტო სოფო მო­ნა­წი­ლე­ობს თუ რა ხდე­ბაო?.. რა თქმა უნდა, სოფო ამა­ზეც იტყვის, ასე­თი რამ არ ყო­ფი­ლაო, მაგ­რამ ბა­ნერ­ზე მხო­ლოდ თვი­თონ რა­ტომ იყო გა­მო­სა­ხუ­ლი, რო­დე­საც სპექ­ტაკლში მას­ზე გა­ცი­ლე­ბით წო­ნი­ა­ნი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ? არ გვი­თხრას იმი­ტომ, რომ მთა­ვა­რი როლი მქონ­დაო, სპექ­ტაკლს "ქეთო და კოტე" ჰქვია და ქეთო თუა მთა­ვარ როლ­ში, კოტე რა­ტომ არის მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი?!. ამი­თაც კარ­გად დას­ტურ­დე­ბა, რომ სოფო მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო.

რად­გან სო­ფომ გა­და­წყვი­ტა, ამ საქ­მეს აფი­ში­რე­ბა გა­უ­კე­თოს, "რე­ი­ტინ­გის" პა­სუ­ხი შემ­დეგ­ნა­ი­რია - ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვი­თხოვთ სა­სა­მარ­თლო სხდო­მის ღიად ჩა­ტა­რე­ბას, რათა მას და­ეს­წროს ყვე­ლა მსურ­ვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით და ყვე­ლა დე­ტა­ლი ჯე­როვ­ნად გა­ა­შუ­ქოს. ასე­ვე ჩვე­ნი მო­თხოვ­ნაა, სა­სა­მარ­თლო­ზე გა­მო­ცხად­დეს თა­ვად მომ­ღე­რა­ლი და კონ­კრე­ტუ­ლი პა­სა­ჟე­ბი მოგ­ვი­ხა­ზოს ჩვე­ნი მა­სა­ლი­დან, რა არის მის­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი და მისი საქ­მი­ა­ნი რე­პუ­ტა­ცი­ის შემ­ლა­ხა­ვი და რო­გორ მოქ­მე­დებს მის მრა­ვალ­რი­ცხო­ვან კონ­ტრაქ­ტებ­ზე, რო­გორც ეს ჩვენ­თან შეხ­ვედ­რა­ზე მო­სულ­მა მის­მა ად­ვო­კატ­მა გო­გი­ტა გა­ბა­ი­ძემ გან­გვი­ცხა­და, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის აფი­ში­რე­ბა. რა არის მის­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი და რა არის ცი­ლის­წა­მე­ბა ამ სტა­ტი­ა­ში? მის პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ამ შე­კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბი აშ­კა­რად ვერ მო­ვის­მი­ნეთ. და, ბო­ლოს და ბო­ლოს, გას­ცეს პა­სუ­ხი შე­კი­თხვას - რა ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს პრე­ზი­დენ­ტთან? თუკი სო­ფოს ჰგო­ნია, რომ სა­სა­მარ­თლო დავა ამ ჭო­რებს შე­ა­ჩე­რებს და ხალ­ხი ისევ არ გა­აგ­რძე­ლებს იმა­ზე ლა­პა­რაკს, რა­ზეც მთე­ლი ქა­ლა­ქი და ქვე­ყა­ნა ლა­პა­რა­კობს, ეს დიდი გუ­ლუბ­რყვი­ლო­ბაა მისი მხრი­დან.

ცალ­კე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მისი ად­ვო­კა­ტის, გო­გი­ტა გა­ბა­ი­ძის თე­მაც - შე­გახ­სე­ნებთ, რომ ეს ად­ვო­კა­ტი იცავს ბაჩო ახა­ლა­ი­ას, ასე­ვე გიგი უგუ­ლა­ვას ინ­ტე­რე­სებს. გა­ბა­ი­ძის შე­სა­ხებ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის არა­ფე­რი იყო ცნო­ბი­ლი, სა­ნამ "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" არ გა­უ­ჭირ­დათ და სა­სა­მარ­თლო­ში არ მო­უ­წი­ათ სირ­ბილ­მა. მა­შინ გა­მო­ენ­თო ყო­ფი­ლი თუ ახ­ლან­დე­ლი "და­ჩაგ­რუ­ლი" მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის სვე-ბე­დით შე­წუ­ხე­ბუ­ლი გა­ბა­ი­ძე და სა­ხე­ლიც გა­ი­კე­თა ამ საქ­მე­ებ­ზე. გო­გი­ტა გა­ბა­ი­ძის სა­ხე­ლი და გვა­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა მხო­ლოდ ახ­ლა­ღა გა­ვი­გეთ. რო­გორც ჩანს, "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" მისი დაც­ვის სტი­ლი ძა­ლი­ან მოს­წონთ და სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ სწო­რედ ეს ადა­მი­ა­ნი იცავს სოფო ნი­ჟა­რა­ძის ინ­ტე­რე­სებ­საც, რო­მელ­საც, თა­ვის მხრივ, პრე­ტენ­ზია აქვს იმა­ზე, რომ კა­რი­ე­რა თა­ვი­სით გა­ი­კე­თა და არა­ვინ მიხ­მა­რე­ბია, არც გავ­ლე­ნი­ა­ნი მფარ­ვე­ლი ჰყო­ლია და ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც "რე­ი­ტინ­გი" წერს, ტყუ­ი­ლია. მა­შინ რა­ტომ იცავს მის ინ­ტე­რე­სებს მა­ინ­ცდა­მა­ინც გო­გი­ტა გა­ბა­ი­ძე? სა­ქარ­თვე­ლო­ში აგუ­რი რომ ააგ­დო, ად­ვო­კატს და­ე­ცე­მა თავ­ში და რაღა მა­ინ­ცდა­მა­ინც "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ფა­ვო­რი­ტი ად­ვო­კა­ტი გა­ახ­სენ­და სო­ფოს? ბა­ტო­ნი გო­გი­ტა გა­ბა­ი­ძე ჩვენ­თან რე­დაქ­ცი­ა­ში ბრძან­დე­ბო­და და რო­გორც ჩანს, ძა­ლი­ან კარ­გად ეხერ­ხე­ბა ტყუ­ი­ლე­ბის თქმაც. "რე­ი­ტინ­გის" რე­დაქ­ტორ­სა და იუ­რის­ტთან გა­სა­უბ­რე­ბი­სას მან, სო­ფოს სა­ხე­ლით, ჟურ­ნა­ლის­გან ბო­დი­შის მოხ­და და 5000 ლარი მო­ი­თხო­ვა. თურ­მე, ნუ იტყვით და, სოფო ნი­ჟა­რა­ძეს უნდა, იქ­ველ­მოქ­მე­დოს "რე­ი­ტინ­გის" ხარ­ჯზე და ეს თან­ხა გა­ჭირ­ვე­ბულ ბავ­შვებს გა­დას­ცეს. სო­ფოს ქველ­მოქ­მე­დე­ბის ამ­ბა­ვი რა­ღაც არ გვახ­სენ­დე­ბა და ეგებ, "რე­ი­ტინგთან" და­ვას ერ­ჩივ­ნა, ერთი სო­ლო­კონ­ცერ­ტი გა­ე­მარ­თა ბავ­შვე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად, თუკი ასე შეს­ტკი­ვა გული... მაგ­რამ და­ვუბ­რუნ­დეთ ად­ვო­კა­ტის მო­თხოვ­ნას. რე­დაქ­ტორ­მა გა­ბა­ი­ძეს შეს­თა­ვა­ზა, რომ ჟურ­ნა­ლი შემ­დეგ ნო­მერ­ში მა­სა­ლა­სა და რუბ­რი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვრცელ გან­მარ­ტე­ბას გა­ა­კე­თებ­და, თუმ­ცა თან­ხის გა­დახ­და­ზე ლა­პა­რა­კი არ შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო. ამის შემ­დეგ ბა­ტონ­მა ად­ვო­კატ­მა თქვა, რომ ის სო­ფოს­თან მო­ი­თათ­ბი­რებ­და და შემ­დეგ აც­ნო­ბებ­და "რე­ი­ტინ­გის" რე­დაქ­ცი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მაგ­რამ ამის მა­გივ­რად, გა­იქ­ცა თა­ვის კლი­ენ­ტთან და ერთ სა­ათ­ში ისე და­ნიშ­ნა პრეს­კონ­ფე­რენ­ცია, "რე­ი­ტინგს" ვუ­ჩი­ვი­თო, რომ არც კი გახ­სე­ნე­ბია, რე­დაქ­ტო­რის­თვის და­ე­რე­კა და ეთ­ქვა, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­სა­მარ­თლო და­ვის სა­სარ­გებ­ლოდ მი­ი­ღეს. სტი­ლი გა­სა­გე­ბია, თუმ­ცა რამ­დე­ნად მი­სა­ღე­ბი, ეს ცალ­კე სა­კი­თხია...

"რე­ი­ტინ­გის" წინა ნო­მერ­ში გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ სრუ­ლი­ად უწყი­ნა­რი სტა­ტია ელე­ნე დუმ­ბა­ძის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ბიზ­ნეს­მენ და­ვით დუმ­ბა­ძის შვი­ლი და პრე­ზი­დენ­ტის ბი­ძაშ­ვი­ლის, გი­ორ­გი ალა­სა­ნი­ას მე­უღ­ლეა. ელე­ნე დუმ­ბა­ძემ "ამ­ბე­ბი ჯის" კო­მენ­ტა­რი მის­ცა, სა­დაც აღ­შფო­თე­ბას ვერ მა­ლავ­და ამ სტა­ტი­ის გამო და კი­თხუ­ლობ­და, რო­გორ გა­ბე­დეს ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ჩემ­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად და­წე­რაო? ელე­ნე, უკაც­რა­ვად და, თქვენ სა­ი­დან ხართ? პა­რიზ­ში ხომ სწავ­ლობ­დით და ცხოვ­რობ­დით დიდ­ხანს და იქა­უ­რი ყვი­თე­ლი პრე­სის­თვის თუ გა­და­გი­ხე­დავთ ოდეს­მე, ვინ­მეს თუ უთან­ხმე­ბენ წი­ნას­წარ, ამა და ამ სტა­ტი­ის და­წე­რას ვა­პი­რებთ თქვენ­ზე და არ გაბ­რაზ­დე­თო? ელე­ნე ამ­ბობს, რომ მა­მა­მი­სი მი­ლი­ო­ნე­რი არ არის და უჩ­ვე­უ­ლო არა­ფე­რია იმა­ში, რომ პა­რიზ­ში სწავ­ლობ­და, ცხოვ­რობ­და და იქ და­ბა­დე­ბის დღე­ებს იხ­დის. სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 99 %-ის­თვის ეს უჩ­ვე­უ­ლოა და თა­ნაც, ამის მი­უ­ხე­და­ვად, რა იყო ამ სტა­ტი­ა­ში გა­საბ­რა­ზე­ბე­ლი? ან რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ, რომ ეს სტა­ტია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აგ­რე­სი­ის გა­მო­საწ­ვე­ვად და­ი­წე­რა?!. თქვე­ნით "რე­ი­ტინ­გი" მხო­ლოდ იმი­ტომ და­ინ­ტე­რეს­და, რომ პრე­ზი­დენ­ტის ბი­ძაშ­ვილს გაჰ­ყე­ვით ცო­ლად. თა­ვის დრო­ზე ლიკა ევ­გე­ნი­ძი­თაც ინ­ტე­რეს­დე­ბო­და პრე­სა, როცა ის ნიკა ალა­სა­ნი­ას მე­უღ­ლე გახ­და და არ გვახ­სოვს, ამის გამო ლიკა ევ­გე­ნი­ძე შოკ­ში ჩა­ვარ­დნი­ლი­ყო და აღ­შფო­თე­ბა გა­მო­ე­ხა­ტა. ელე­ნე დუმ­ბა­ძემ სოფო ნი­ჟა­რა­ძეს წარ­მა­ტე­ბე­ბი უსურ­ვა "რე­ი­ტინგთან" ბრძო­ლი­სას და ეს გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ ამ ხალ­ხმა გა­მიზ­ნუ­ლად და­ი­წყო შე­ტე­ვა და­მო­უ­კი­დე­ბელ ჟურ­ნალ­ზე, რო­მელ­საც არას­დროს ჰქო­ნია პრობ­ლე­მა სი­მარ­თლის ხმა­მაღ­ლა თქმა­ზე. "რე­ი­ტინგს" ბევ­რი ისე­თი სტა­ტია გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბია, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან დიდი ყუ­რა­დღე­ბა და­უმ­სა­ხუ­რე­ბია. რო­გორც ჩანს, ადა­მი­ა­ნებ­მა ქვე­ყა­ნა­ში რაც უნ­დათ, ის უნდა აკე­თონ, ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯზე გა­და­ღე­ბუ­ლი კლი­პე­ბით კა­რი­ე­რა გა­ი­კე­თონ და მერე, როცა სრუ­ლი­ად დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად, შე­კი­თხვე­ბი ჩნდე­ბა მათი მი­სა­მარ­თით, და­მო­უ­კი­დე­ბელ მე­დი­ას სა­სა­მარ­თლო­ში უნდა უჩივ­ლონ, რომ მე­ო­რედ არა­ვინ "გა­ბე­დოს" მსგავ­სი რა­მის და­წე­რა. მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლა იმ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას, რო­მე­ლიც თავს და­მო­უ­კი­დებ­ლად და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლად მი­იჩ­ნევს, ამოგ­ვიდ­გეს გვერ­დით!.. შემ­დე­გი აუ­ცი­ლებ­ლად თქვენ იქ­ნე­ბით. და­ვიც­ვათ თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის უფ­ლე­ბა!..

"რე­ი­ტინ­გის" რე­დაქ­ცია

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ასე­ვე იხი­ლეთ:

სოფო ნი­ჟა­რა­ძე ჟურ­ნალ "რე­ი­ტინგს" სა­სა­მარ­თლო­ში უჩი­ვის

სკან­და­ლუ­რი ფაქ­ტე­ბი სოფო ნი­ჟა­რა­ძის ცხოვ­რე­ბი­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

რატომ იცავს სოფო ნიჟარაძის ინტერესებს ბაჩო ახალაიას ადვოკატი?!.

რატომ იცავს სოფო ნიჟარაძის ინტერესებს ბაჩო ახალაიას ადვოკატი?!.

სოფია ნიჟარაძე ჟურნალ "რეიტინგს" სასამართლოში უჩივის!!! - ეს არ არის ამონარიდი იუმორისტული გადაცემიდან, არამედ სიმართლეა. ალბათ კიდევ უფრო მეტად ღიმილისმომგვრელია ის, თუ რატომ უჩივის ბოლო წლებში საქართველოს მთავარ მომღერალ ბულბულად გადაქცეული ნიჟარაძე "რეიტინგს". თურმე მას არ მოეწონა 25 მარტის "რეიტინგში" გამოქვეყნებული სტატია მისი პირადი ცხოვრების შესახებ, რომელშიც, წყაროზე დაყრდნობით, ჟურნალისტი ქეთი მელაძე მომღერლისა და პრეზიდენტის ურთიერთობაზე წერდა. წყაროს ინფორმაციით, სოფია ახლობლებსა და მეგობრებში არ ერიდებოდა იმაზე ლაპარაკს, თუ როგორ უყვარს ის მიხეილ სააკაშვილს და საქართველოს პრეზიდენტის მესიჯებსაც აფრიალებდა წაღმა-უკუღმა. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული სტატია "რეიტინგმა" ყვითელი პრესის კანონების სრული დაცვით გამოაქვეყნა. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს რუბრიკა "ჭორი და მართალი" და ამ ქოლგის ქვეშ დაბეჭდილ ყველა მასალაში არის განმარტება იმის შესახებ, რომ ეს არის არა ფაქტები, არამედ ჭორები, რომლებშიც, შესაძლოა, იყოს გაზვიადებული ინფორმაციაც და ასევე სიმართლეც. ჩვენმა მკითხველმა დიდი ხანია ეს კარგად იცის, ამიტომაც ამ რუბრიკაში გამოქვეყნებული თითოეული ინფორმაცია გულთან ისე ახლოს არ მიაქვს, როგორც ეს სოფო-სოფიამ გააკეთა. არადა, ძალიან კარგად გვახსოვს, ერთ-ერთი გაზეთი სკანდალურ მასალაში მის შესახებ ისეთ რაღაცას წერდა, რომელსაც აქ მართლა ვერ გავიმეორებთ. რატომღაც მაშინ მომღერალს არ გასჩენია საკუთარი თავის დაცვის სურვილი და ახლა მოისურვა, "რეიტინგს", როგორც დამოუკიდებელ მედიასაშუალებას, რომელიც მუდმივად ხალხის, მკითხველის ინტერესის დაკმაყოფილებისთვის მუშაობს, სასამართლო დარბაზში შეხვდეს.

საინტერესოა ის, თუ რატომ გადაწყვიტა "რეიტინგმა" ამ მასალის გამოქვეყნება. ბოლო წლებია, რუსეთიდან დაბრუნებული სოფო ნიჟარაძე, რომელიც სოფიად მოგვევლინა, ქართული შოუბიზნესის დედოფლად იქცა (სხვათა შორის, სწორედ მის მიერ უარყოფილი რუსეთის სახელით გამოვიდა ის "ახალ ტალღაზე" 2005 წელს და მისი ქართული გვარი რომ თვალში საცემი არ ყოფილიყო, მას უბრალოდ "სოფიად" აცხადებდნენ).

რასაკვირველია, არავინ ცდილობს იმის მტკიცებას, რომ სოფოს მომღერლისთვის აუცილებელი მონაცემები არ აქვს, ვერ მღერის ან ცუდად გამოიყურება და სცენას არ უხდება, მაგრამ საზოგადოებაში ჩურჩული მის სტატუსსა და მდგომარეობაზე მას შემდეგ დაიწყეს, რაც სოფო თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტის "მთავარი ვიოლინო" გახდა. ადამიანებმა დაიწყეს ლეგიტიმური შეკითხვების დასმა იმის თაობაზე, რატომ ხდება, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბევრი ქალი მომღერალი გვყავს, მაინცდამაინც სოფო ნიჟარაძეს იღებდნენ შემდეგ კლიპებში - "მე მიყვარს ბათუმი", "მე მიყვარს ქუთაისი", "მე მიყვარს სვანეთი", აფხაზეთზე კლიპშიც სოფო ნიჟარაძე გადაიღეს ნინო სურგულაძესა და გიორგი უშიკიშვილთან ერთად, აღარაფერს ვამბობთ იმ მრავალრიცხოვან დუეტებზე, რომლებიც სახელმწიფოს სახელით გაუკეთდა სოფოს, საუბარია ხოსე კარერასზე, ანდრეა ბოჩელიზე, კრის დე ბურგზე. მანვე იმღერა ჯო ბაიდენის ოფიციალური ვიზიტისას საქართველოში და შემდეგ პრეზიდენტმა ის პირადად წარუდგინა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს. ბოლოს, სანამ "ნაციონალები" ქვეყნის სადავეებს ფლობდნენ, სოფოს მონაწილეობით რაბათის ციხე-სიმაგრის დასარეკლამებლად გადაიღეს კლიპი, რომელშიც ხოაკინ კორტესს მოუხმეს და მან ამ კლიპში მონაწილეობა მიიღო. კომპანია "ბრავო რექორდსმა" სტივ უანდერის ბექვოკალისტი დეჯა გომესი ჩამოიყვანა სპეციალურად იმისთვის, რომ მას სოფოსთან ერთად ემღერა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოფო-სოფიას უნდა ემღერა სტივ უანდერთან ერთად, თუმცა, როგორც ჩანს, ან სტივი ვერ "დაკერეს" ახალგაზრდა უცნობ მომღერალთან ერთად სიმღერაზე, ან ჰონორარზე ვერ შეთანხმდნენ. შემდეგ, ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, საქართველოში ხულიო იგლესიასი ჩამოიყვანეს და სოფომ ამჯერად მასთან ერთად შეასრულა დუეტი. საზოგადოების წინაშე სოფო პირველად თბილისობის კონცერტზე გამოჩნდა, სადაც მას აკომპანირებას ნიკოლოზ რაჭველი უწევდა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ყოველგვარი კონკურსის გარეშე, "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" სოფოს კანდიდატურა დაამტკიცა "ევროვიზიაზე" გასამგზავრებლად. სოფოზე მაშინ იმდენი ენერგია დაიხარჯა, როგორიც არც ერთ კონკურსანტზე არ დახარჯულა.

რასაკვირველია, ფინანსებიც, რადგან მაშინ "დოლჩე და გაბანამ" წითელი კაბა სპეციალურად მისთვის შეკერა. სოფია ნიჟარაძის ქართული კარიერის ყველაზე საინტერესო დეტალი ის გახლავთ, პატივცემულო მკითხველო, რომ კერძო დაფინანსებით გადაღებული კლიპი მას მხოლოდ ერთი აქვს, დეჯა გომესთან ერთად. დანარჩენი კლიპები მომღერალ სოფო ნიჟარაძეს სახელმწიფომ გადაუღო, ვითომდა საქართველოს ცალკეული კუთხეების დასაპიარებლად, მაგრამ საინტერესოა, სხვა არავინ იყო ქართველ მომღერალთაგან, რომელიც ქუთაისს უკეთესად ან თუნდაც უარესად უმღერებდა, ვიდრე სოფო? ან სოფო ნიჟარაძეს უფრო მეტად უყვარს საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული, ვიდრე სხვა მომღერლებს?

სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტებიდან გამომდინარე, საზოგადოებამ და არა ჟურნალმა "რეიტინგმა" დაიწყო იმაზე საუბარი, რომ სოფოს ეს ყველაფერი გავლენიანი მფარველის წყალობით მიეცა. "რეიტინგი" არანაირად არ ამტკიცებს იმას, რომ სოფოსა და პრეზიდენტს სასიყვარულო ურთიერთობა აქვთ, თუმცა თბილისში ბევრი მოარული ხმა დადის და რუბრიკა "ჭორი და მართალიც" სწორედ ამ ჭორების შეგროვებითაა დაკავებული. სოფო ნიჟარაძეს მცირეოდენი დრო მაინც რომ გამოენახა და წლების განმავლობაში რაც მასა და პრეზიდენტზე დაწერილა, ამასთან დაკავშირებით ერთი ინტერვიუ მაინც მიეცა რომელიმე მედიასაშუალებისთვის, თავად დაუსვამდა ამ ჭორებს წერტილს, მაგრამ მას ასეთი რამ აზრადაც არ მოსვლია და საინტერესოა, რატომ? რატომ ახლა და არა მაშინ, როდესაც მის შესახებ იმაზე უარესი ჭორები ვრცელდებოდა, რაც "რეიტინგმა" დაწერა? რატომ არც ერთხელ არ მოაფიქრდა ნიჟარაძეს, გამოსულიყო და უარეყო მოარული ხმა იმის შესახებ, რომ საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ პრეზიდენტი მასზე დაქორწინებას აპირებს? რა წაიკითხა ისეთი სოფო ნიჟარაძემ ჩვენს სტატიაში, რაც სხვაგან არ წაუკითხავს და რა ახალი ჭორი გაიგო საკუთარ თავზე?!. ახლა, ვინაიდან თავად გახსნა ეს თემა და პრესას მისცა უფრო მეტი საბაბი იმისთვის, რომ ამ თემაზე ვილაპარაკოთ, გამოვიდეს და გასცეს ერთ მთავარ შეკითხვას პასუხი: რატომ არის ის საქართველოში ბოლო წლების ყველაზე პრივილეგირებული მომღერალი? რატომ მიიღო მან, და არა სხვამ, მთავარი როლები სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ დაფინანსებულ მიუზიკლებში "ქეთო და კოტე" და "ვერის უბნის მელოდიები". შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს ცნობით, "ვერის უბნის მელოდიებზე" ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. საინტერესო ხმა დადიოდა და იმედია, სოფია ამაზეც არ გვიჩივლებს, რომ როდესაც "ქეთო და კოტეს" ბანერზე პეპლებიანი კაბით მხოლოდ სოფო ნიჟარაძე გამოსახეს და ეს ბანერები ქალაქის ქუჩებში გამოჩნდა, ერთ-ერთმა მომღერალმა, რომელსაც სოფოზე გაცილებით დიდი წონა აქვს, პირადად პრეზიდენტს დაურეკა საყვედურით, ამ მიუზიკლში მარტო სოფო მონაწილეობს თუ რა ხდებაო?.. რა თქმა უნდა, სოფო ამაზეც იტყვის, ასეთი რამ არ ყოფილაო, მაგრამ ბანერზე მხოლოდ თვითონ რატომ იყო გამოსახული, როდესაც სპექტაკლში მასზე გაცილებით წონიანი შემსრულებლები მონაწილეობდნენ? არ გვითხრას იმიტომ, რომ მთავარი როლი მქონდაო, სპექტაკლს "ქეთო და კოტე" ჰქვია და ქეთო თუა მთავარ როლში, კოტე რატომ არის მეორეხარისხოვანი?!. ამითაც კარგად დასტურდება, რომ სოფო მთელი ამ წლების განმავლობაში პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყო.

რადგან სოფომ გადაწყვიტა, ამ საქმეს აფიშირება გაუკეთოს, "რეიტინგის" პასუხი შემდეგნაირია - ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ სასამართლო სხდომის ღიად ჩატარებას, რათა მას დაესწროს ყველა მსურველი ჟურნალისტი, შესაბამისი აღჭურვილობით და ყველა დეტალი ჯეროვნად გააშუქოს. ასევე ჩვენი მოთხოვნაა, სასამართლოზე გამოცხადდეს თავად მომღერალი და კონკრეტული პასაჟები მოგვიხაზოს ჩვენი მასალიდან, რა არის მისთვის შეურაცხმყოფელი და მისი საქმიანი რეპუტაციის შემლახავი და როგორ მოქმედებს მის მრავალრიცხოვან კონტრაქტებზე, როგორც ეს ჩვენთან შეხვედრაზე მოსულმა მისმა ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ განგვიცხადა, პირადი ცხოვრების აფიშირება. რა არის მისთვის შეურაცხმყოფელი და რა არის ცილისწამება ამ სტატიაში? მის პრესკონფერენციაზე ამ შეკითხვებზე პასუხები აშკარად ვერ მოვისმინეთ. და, ბოლოს და ბოლოს, გასცეს პასუხი შეკითხვას - რა ურთიერთობა აქვს პრეზიდენტთან? თუკი სოფოს ჰგონია, რომ სასამართლო დავა ამ ჭორებს შეაჩერებს და ხალხი ისევ არ გააგრძელებს იმაზე ლაპარაკს, რაზეც მთელი ქალაქი და ქვეყანა ლაპარაკობს, ეს დიდი გულუბრყვილობაა მისი მხრიდან.

ცალკე აღსანიშნავია მისი ადვოკატის, გოგიტა გაბაიძის თემაც - შეგახსენებთ, რომ ეს ადვოკატი იცავს ბაჩო ახალაიას, ასევე გიგი უგულავას ინტერესებს. გაბაიძის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის არაფერი იყო ცნობილი, სანამ "ნაციონალებს" არ გაუჭირდათ და სასამართლოში არ მოუწიათ სირბილმა. მაშინ გამოენთო ყოფილი თუ ახლანდელი "დაჩაგრული" მაღალჩინოსნების სვე-ბედით შეწუხებული გაბაიძე და სახელიც გაიკეთა ამ საქმეებზე. გოგიტა გაბაიძის სახელი და გვარი საზოგადოებამ და ჟურნალისტებმა მხოლოდ ახლაღა გავიგეთ. როგორც ჩანს, "ნაციონალებს" მისი დაცვის სტილი ძალიან მოსწონთ და საინტერესოა, რომ სწორედ ეს ადამიანი იცავს სოფო ნიჟარაძის ინტერესებსაც, რომელსაც, თავის მხრივ, პრეტენზია აქვს იმაზე, რომ კარიერა თავისით გაიკეთა და არავინ მიხმარებია, არც გავლენიანი მფარველი ჰყოლია და ყველაფერი, რასაც "რეიტინგი" წერს, ტყუილია. მაშინ რატომ იცავს მის ინტერესებს მაინცდამაინც გოგიტა გაბაიძე? საქართველოში აგური რომ ააგდო, ადვოკატს დაეცემა თავში და რაღა მაინცდამაინც "ნაციონალების" ფავორიტი ადვოკატი გაახსენდა სოფოს? ბატონი გოგიტა გაბაიძე ჩვენთან რედაქციაში ბრძანდებოდა და როგორც ჩანს, ძალიან კარგად ეხერხება ტყუილების თქმაც. "რეიტინგის" რედაქტორსა და იურისტთან გასაუბრებისას მან, სოფოს სახელით, ჟურნალისგან ბოდიშის მოხდა და 5000 ლარი მოითხოვა. თურმე, ნუ იტყვით და, სოფო ნიჟარაძეს უნდა, იქველმოქმედოს "რეიტინგის" ხარჯზე და ეს თანხა გაჭირვებულ ბავშვებს გადასცეს. სოფოს ქველმოქმედების ამბავი რაღაც არ გვახსენდება და ეგებ, "რეიტინგთან" დავას ერჩივნა, ერთი სოლოკონცერტი გაემართა ბავშვების დასახმარებლად, თუკი ასე შესტკივა გული... მაგრამ დავუბრუნდეთ ადვოკატის მოთხოვნას. რედაქტორმა გაბაიძეს შესთავაზა, რომ ჟურნალი შემდეგ ნომერში მასალასა და რუბრიკასთან დაკავშირებით ვრცელ განმარტებას გააკეთებდა, თუმცა თანხის გადახდაზე ლაპარაკი არ შეიძლებოდა ყოფილიყო. ამის შემდეგ ბატონმა ადვოკატმა თქვა, რომ ის სოფოსთან მოითათბირებდა და შემდეგ აცნობებდა "რეიტინგის" რედაქციას გადაწყვეტილებას, მაგრამ ამის მაგივრად, გაიქცა თავის კლიენტთან და ერთ საათში ისე დანიშნა პრესკონფერენცია, "რეიტინგს" ვუჩივითო, რომ არც კი გახსენებია, რედაქტორისთვის დაერეკა და ეთქვა, რომ გადაწყვეტილება სასამართლო დავის სასარგებლოდ მიიღეს. სტილი გასაგებია, თუმცა რამდენად მისაღები, ეს ცალკე საკითხია...

"რეიტინგის" წინა ნომერში გამოვაქვეყნეთ სრულიად უწყინარი სტატია ელენე დუმბაძის შესახებ, რომელიც ბიზნესმენ დავით დუმბაძის შვილი და პრეზიდენტის ბიძაშვილის, გიორგი ალასანიას მეუღლეა. ელენე დუმბაძემ "ამბები ჯის" კომენტარი მისცა, სადაც აღშფოთებას ვერ მალავდა ამ სტატიის გამო და კითხულობდა, როგორ გაბედეს ჩემს პირად ცხოვრებაზე ჩემთან შეუთანხმებლად დაწერაო? ელენე, უკაცრავად და, თქვენ საიდან ხართ? პარიზში ხომ სწავლობდით და ცხოვრობდით დიდხანს და იქაური ყვითელი პრესისთვის თუ გადაგიხედავთ ოდესმე, ვინმეს თუ უთანხმებენ წინასწარ, ამა და ამ სტატიის დაწერას ვაპირებთ თქვენზე და არ გაბრაზდეთო? ელენე ამბობს, რომ მამამისი მილიონერი არ არის და უჩვეულო არაფერია იმაში, რომ პარიზში სწავლობდა, ცხოვრობდა და იქ დაბადების დღეებს იხდის. საქართველოს მოსახლეობის 99 %-ისთვის ეს უჩვეულოა და თანაც, ამის მიუხედავად, რა იყო ამ სტატიაში გასაბრაზებელი? ან რატომ გადაწყვიტეთ, რომ ეს სტატია საზოგადოებაში აგრესიის გამოსაწვევად დაიწერა?!. თქვენით "რეიტინგი" მხოლოდ იმიტომ დაინტერესდა, რომ პრეზიდენტის ბიძაშვილს გაჰყევით ცოლად. თავის დროზე ლიკა ევგენიძითაც ინტერესდებოდა პრესა, როცა ის ნიკა ალასანიას მეუღლე გახდა და არ გვახსოვს, ამის გამო ლიკა ევგენიძე შოკში ჩავარდნილიყო და აღშფოთება გამოეხატა. ელენე დუმბაძემ სოფო ნიჟარაძეს წარმატებები უსურვა "რეიტინგთან" ბრძოლისას და ეს გვაფიქრებინებს, რომ ამ ხალხმა გამიზნულად დაიწყო შეტევა დამოუკიდებელ ჟურნალზე, რომელსაც არასდროს ჰქონია პრობლემა სიმართლის ხმამაღლა თქმაზე. "რეიტინგს" ბევრი ისეთი სტატია გამოუქვეყნებია, რომელსაც საზოგადოების მხრიდან დიდი ყურადღება დაუმსახურებია. როგორც ჩანს, ადამიანებმა ქვეყანაში რაც უნდათ, ის უნდა აკეთონ, ბიუჯეტის ხარჯზე გადაღებული კლიპებით კარიერა გაიკეთონ და მერე, როცა სრულიად დამსახურებულად, შეკითხვები ჩნდება მათი მისამართით, დამოუკიდებელ მედიას სასამართლოში უნდა უჩივლონ, რომ მეორედ არავინ "გაბედოს" მსგავსი რამის დაწერა. მოვუწოდებთ ყველა იმ მედიასაშუალებას, რომელიც თავს დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიიჩნევს, ამოგვიდგეს გვერდით!.. შემდეგი აუცილებლად თქვენ იქნებით. დავიცვათ თავისუფალი სიტყვის უფლება!..

"რეიტინგის" რედაქცია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ასევე იხილეთ:

სოფო ნიჟარაძე ჟურნალ "რეიტინგს" სასამართლოში უჩივის

სკანდალური ფაქტები სოფო ნიჟარაძის ცხოვრებიდან

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება