მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანრი ჯოხაძე: მანქანა ჩემთვის მეორე სახლია
ანრი ჯოხაძე: მანქანა ჩემთვის მეორე სახლია

ქე­რად შე­ღე­ბი­ლი თმე­ბი გა­რეგ­ნო­ბის ერთი ნი­უ­ან­სია, მაგ­რამ ანრი ჯო­ხა­ძე ქარ­თველ "სე­ლებ­რი­თებ­ში" მხო­ლოდ ასე­თი ნი­უ­ან­სე­ბით როდი გა­მო­ირ­ჩე­ვა. მას ბევ­რი კო­ლე­გის­გან პირ­ველ რიგ­ში ის ფაქ­ტო­რი გა­მო­არ­ჩევს, რომ ანრი, რო­გორც მომ­ღე­რა­ლი და შო­უ­მე­ნი, ნამ­დვი­ლია.

ანრი ჯო­ხა­ძეს 2002 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი "მერ­სე­დეს S-კლა­სი" ჰყავს. მა­ნამ­დეც "მერ­სე­დეს S-კლა­სი" ჰყავ­და სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­რეც "მერ­სე­დეს S-კლა­სი" ეყო­ლე­ბა. მისი პირ­ვე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი კი "ვოლ­ვო S 80" გახ­ლდათ.

"ჩემ­ნა­ი­რი, დიდი გა­ბა­რი­ტე­ბის კა­ცის­თვის "S-კლა­სი" ზედ­გა­მოჭ­რი­ლია. ამა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი, მგო­ნი, არ არ­სე­ბობს. ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც ჩემს გე­მოვ­ნე­ბა­ში ჯდე­ბა. სა­მარ­თა­ვად მსუ­ბუ­ქია და კარ­გი კომ­პლექ­ტა­ცი­აც აქვს. ამ მან­ქა­ნას რომ მარ­თავ, რა­ღაც­ნა­ი­რად, და­ცუ­ლად გრძნობ თავს. ჩემი მე­გობ­რე­ბის მან­ქა­ნე­ბიც მი­ტა­რე­ბია, მაგ­რამ ეს სულ სხვაა - ბო­ლოს და ბო­ლოს "მერ­სე­დე­სია", თა­ნაც "S-კლა­სი", - გვი­თხრა ან­რიმ.

ზამ­თარ­ში ტყა­ვის ხელ­თათ­მა­ნე­ბი ან­რის­თვის გა­ნუყ­რე­ლი აქ­სე­სუ­ა­რია. სა­ქარ­თვე­ლო­ში მან­ქა­ნის თათ­მანს ცოტა თუ ხმა­რობს, ჩვენ­თან ეს არ­ცთუ მო­დუ­რია, მომ­ღე­რალს კი ეს მოს­წონს და გვი­თხრა, რომ ავტო-ხელ­თათ­მა­ნი მე­გო­ბარ­მა აჩუ­ქა.

"ჩემი მომ­დევ­ნო ავ­ტო­მო­ბი­ლიც "მერ­სე­დე­სი" იქ­ნე­ბა - რა თქმა უნდა, უფრო ახა­ლი. აუ­ცი­ლე­ბე­ლი არაა, რომ ისევ "S-კლა­სი" იყოს, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ სხვა მარ­კის მან­ქა­ნა­ზე არ გა­დავ­ჯდე­ბი," - ერთი სი­ტყვით, ანრი "მერ­სე­დე­სის" ფა­ნია.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

ანრი ჯოხაძე: მანქანა ჩემთვის მეორე სახლია

ანრი ჯოხაძე: მანქანა ჩემთვის მეორე სახლია

ქერად შეღებილი თმები გარეგნობის ერთი ნიუანსია, მაგრამ ანრი ჯოხაძე ქართველ "სელებრითებში" მხოლოდ ასეთი ნიუანსებით როდი გამოირჩევა. მას ბევრი კოლეგისგან პირველ რიგში ის ფაქტორი გამოარჩევს, რომ ანრი, როგორც მომღერალი და შოუმენი, ნამდვილია.

ანრი ჯოხაძეს 2002 წელს გამოშვებული "მერსედეს S-კლასი" ჰყავს. მანამდეც "მერსედეს S-კლასი" ჰყავდა სავარაუდოდ, მერეც "მერსედეს S-კლასი" ეყოლება. მისი პირველი ავტომობილი კი "ვოლვო S 80" გახლდათ.

"ჩემნაირი, დიდი გაბარიტების კაცისთვის "S-კლასი" ზედგამოჭრილია. ამაზე კომფორტული ავტომობილი, მგონი, არ არსებობს. ვიზუალურადაც ჩემს გემოვნებაში ჯდება. სამართავად მსუბუქია და კარგი კომპლექტაციაც აქვს. ამ მანქანას რომ მართავ, რაღაცნაირად, დაცულად გრძნობ თავს. ჩემი მეგობრების მანქანებიც მიტარებია, მაგრამ ეს სულ სხვაა - ბოლოს და ბოლოს "მერსედესია", თანაც "S-კლასი”, - გვითხრა ანრიმ.

ზამთარში ტყავის ხელთათმანები ანრისთვის განუყრელი აქსესუარია. საქართველოში მანქანის თათმანს ცოტა თუ ხმარობს, ჩვენთან ეს არცთუ მოდურია, მომღერალს კი ეს მოსწონს და გვითხრა, რომ ავტო-ხელთათმანი მეგობარმა აჩუქა.

"ჩემი მომდევნო ავტომობილიც "მერსედესი" იქნება - რა თქმა უნდა, უფრო ახალი. აუცილებელი არაა, რომ ისევ "S-კლასი" იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ სხვა მარკის მანქანაზე არ გადავჯდები," - ერთი სიტყვით, ანრი "მერსედესის" ფანია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"