Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ილია II: "მე დიდად დავალებული ვარ მამა შიოსგან"
ილია II: "მე დიდად დავალებული ვარ მამა შიოსგან"

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს, უწ­მინ­დეს­სა და უნე­ტა­რეს ილია II-ს თა­ვის სუ­ლი­ერ მო­ძღვარ­ზე, არ­ქი­მან­დრიტ ში­ო­ზე (ძი­ძა­ვა) ესა­უბ­რა სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლი­ტი შიო (მუ­ჯი­რი). ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რი­ლია 2012 წლის 27 დე­კემ­ბერს.

- დაგ­ვლო­ცეთ, უწ­მინ­დე­სო და უნე­ტა­რე­სო მე­უ­ფეო! უპირ­ვე­ლე­სად, მინ­და დიდი მად­ლო­ბა მო­გახ­სე­ნოთ იმი­სათ­ვის, რომ გა­მო­ნა­ხეთ დრო და დაგ­ვთან­ხმდით ამ სა­უ­ბარ­ზე. რაც დრო გა­დის, მით უფრო იზ­რდე­ბა ინ­ტე­რე­სი თქვე­ნი სუ­ლი­ე­რი მო­ძღვრის, არ­ქი­მან­დრი­ტი შიოს პი­როვ­ნე­ბი­სად­მი და ეს ინ­ტე­რე­სი გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რია ახლა, რო­დე­საც ჩვენ აღ­ვნიშ­ნავთ თქვენს სა­ი­უ­ბი­ლეო წე­ლი­წადს - პატ­რი­არ­ქო­ბი­დან 35-ე და და­ბა­დე­ბი­დან მე-80 წლის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნავ თა­რი­ღებს. მრევლს სურ­ვი­ლი აქვს, მეტი იცოდ­ნენ თქვე­ნი მო­ძღვრი­სა და თქვენ­თან მისი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ.

რო­გორ გა­ი­ცა­ნით მამა შიო, როცა ბა­თუმ-შე­მოქ­მე­დის მღვდელმთა­ვა­რი ბრძან­დე­ბო­დით?

- მამა შიო ძი­ძა­ვა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­როვ­ნე­ბა იყო. ის არ ჰგავ­და სხვა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს; იყო ძა­ლი­ან უბ­რა­ლო პი­როვ­ნე­ბა და ამას­თან ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლიც.

სე­მი­ნა­რია ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე და რო­გორც ვიცი, რო­მე­ლი­ღაც გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში მოღ­ვა­წე­ობ­და, ჟურ­ნა­ლის­ტი იყო.

სე­ნაკ­ში პა­ტა­რა სახ­ლი ჰქონ­და - ერთი ოთა­ხი და მი­წის ნაკ­ვე­თი. მამა შიოს შვი­ლიც ჰყავ­და, მაგ­რამ მას­თან კავ­ში­რი გა­წყვე­ტი­ლი ჰქონ­და, რად­გან მი­აჩ­ნდა, რომ ის ურ­წმუ­ნო ადა­მი­ა­ნი იყო. მას­თან არა­ვი­თა­რი მი­მოს­ვლა და მი­მო­წე­რა არ ჰქო­ნია.

მამა შიო ახ­ლოს გა­ვი­ცა­ნი, რო­დე­საც უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ეფ­რე­მის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით ბა­თუმ­ში ჩა­მო­ვი­და. ეპარ­ქი­ა­ში მო­ძღვრე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას გან­ვიც­დი­დით და მამა შიო მარ­ხვებ­ში გვეხ­მა­რე­ბო­და. ძა­ლი­ან მომ­წონ­და მისი უბ­რა­ლო­ე­ბა. იმ­დე­ნად თავ­მდა­ბა­ლი იყო, ზო­გი­ერ­თი დას­ცი­ნო­და კი­დეც.

- ხომ არ სა­ლო­სობ­და?

- დიახ, რა თქმა უნდა, სა­ლო­სობ­და და ამას თვი­თო­ნაც ამ­ბობ­და: "მე სა­ლო­სი ვარო." იმ პე­რი­ოდ­ში იგი მამა კონ­სტან­ტი­ნეს (ქვა­რა­ია) სუ­ლი­ე­რი შვი­ლი იყო. არ­ქი­მან­დრი­ტი შიოც და არ­ქი­მან­დრი­ტი კონ­სტან­ტი­ნეც თეკ­ლა­თის დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში მოღ­ვა­წე­ობ­დნენ და ამა­ვე მო­ნას­ტერ­ში გა­ნის­ვე­ნე­ბენ.

ვთხო­ვე, ჩემი მო­ძღვა­რი გამ­ხდა­რი­ყო და იმ დრო­ი­დან აღ­სა­რე­ბებს მას ვა­ბა­რებ­დი.

- რამ­დენ ხანს ცხოვ­რობ­და მამა შიო ბა­თუმ­ში? თუ სე­ნა­კი­დან ჩა­მო­დი­ო­და ხოლ­მე?

- მარ­ხვებ­ში ჩა­მო­დი­ო­და და რჩე­ბო­და, მა­გა­ლი­თად, 1 თვით და მერე კვლავ სე­ნაკ­ში ბრუნ­დე­ბო­და. ასე ამ­ბობ­და: "სე­ნაკ­ში სახ­ლი მაქვს, რომ­ლის კარი არა­სო­დეს იკე­ტე­ბა და თუ ვინ­მე მივა, თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლია შე­ვი­დეს და მო­ის­ვე­ნოს". მისი სახ­ლი სულ ერთი პა­ტა­რა ოთა­ხის­გან შედ­გე­ბო­და, სა­დაც ორი რკი­ნის სა­წო­ლი, მა­გი­და და რამ­დე­ნი­მე სკა­მი ედგა, სხვა არა­ფე­რი - არც თეთ­რე­უ­ლი ჰქონ­და და არც სხვა კომ­ფორ­ტი. ასე­თი ცხოვ­რე­ბის წესი წარ­მო­ა­ჩენ­და მის სიმ­დაბ­ლეს და უბ­რა­ლო­ე­ბას. ძა­ლი­ან ფა­ქი­ზი პი­როვ­ნე­ბა იყო. მახ­სენ­დე­ბა, რო­გორ იბა­რებ­და ჩემ­გან აღ­სა­რე­ბას.

როცა შე­ამ­ჩნევ­და, რომ ძა­ლი­ან ვწუხ­დი ჩემს ცოდ­ვებ­ზე, აუ­ცი­ლებ­ლად გა­მამ­ხნე­ვებ­და და მე­ტყო­და: "მე­უ­ფეო, ღმერ­თმა შე­გინ­დოს, მეც ჩა­მი­დე­ნია ასე­თი ცოდ­ვა".

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მას ასე­თი რამ არას­დროს შემ­თხვე­ვია, მაგ­რამ ჩემ­თვის მდგო­მა­რე­ო­ბა რომ შე­ემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნა, თვი­თო­ნაც იბ­რა­ლებ­და ჩემს ცოდ­ვებს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­დე­საც სო­ხუმ­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს, მამა შიო იქაც ჩა­მო­დი­ო­და. ცხუმ-აფხა­ზე­თის ეპარ­ქი­ა­ში სამ­ღვდე­ლო­ე­ბა არ გვაკ­ლდა, ამი­ტომ მხო­ლოდ აღ­სა­რე­ბის მი­სა­ღე­ბად გვეწ­ვე­ო­და ხოლ­მე.

მახ­სენ­დე­ბა, ერთხელ, მისი მო­რი­გი ჩა­მოს­ვლის დროს, შევ­ნიშ­ნე, რომ ჯვა­რი შავ ბაფ­თა­ზე ჰქონ­და შებ­მუ­ლი და ვკი­თხე: "მამა შიო, ჯაჭ­ვი რა უყა­ვი?" მი­ამ­ბო, რომ მისი ჯაჭ­ვი მე­ზობ­ლის ქალს მო­ე­წო­ნა და ნა­წი­ლი მო­ა­წყვი­ტა; იგი ისე და­მოკ­ლდა, აღარ შე­იძ­ლე­ბო­და ტა­რე­ბა, ამი­ტომ მთლი­ა­ნად ვა­ჩუ­ქე მე­ზო­ბელ­სო. ეს ამ­ბა­ვი რომ შე­ვი­ტყვე, მამა შიოს ჯაჭ­ვიც ვა­ჩუ­ქე და ახა­ლი ჯვა­რიც...

გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ო­ცა­რი იყო მისი ცხოვ­რე­ბის უკა­ნას­კნე­ლი პე­რი­ო­დი. წე­სად მაქვს, რომ დიდ ხუთ­შა­ბათს გან­სა­კუთ­რე­ბით ვემ­ზა­დე­ბი ზი­ა­რე­ბის­თვის და ოთხშა­ბათს აუ­ცი­ლებ­ლად ვა­ბა­რებ აღ­სა­რე­ბას. ეს კარ­გად იცო­და მამა შიომ. მახ­სოვს, იგი უკვე ცუ­დად იყო, ამი­ტომ აღარ ვე­ლო­დი მის ჩა­მოს­ვლას. რე­ზი­დენ­ცი­ის ეზო­ში ვი­ჯე­ქი, უეც­რად მო­ვი­ხე­დე და ვხე­დავ, ორ ადა­მი­ანს მოჰ­ყავს უძ­ლუ­რი მამა შიო. გა­ვი­ფიქ­რე, ნე­ტავ რა საქ­მე აქვს, რომ ასე­თი ავად­მყო­ფი შე­წუხ­და-მეთ­ქი. ის კი მო­ვი­და და მი­თხრა: "მე­უ­ფეო, აღ­სა­რე­ბის­თვის მო­ემ­ზა­დე!" წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ასე­თი მძი­მე ავად­მყო­ფი ჩემ­თან აღ­სა­რე­ბის მი­სა­ღე­ბად ჩა­მო­ვი­და! აღ­სა­რე­ბა ვუ­თხა­რი. ძა­ლი­ან მძი­მედ იყო, მოძ­რა­ო­ბა უჭირ­და, თით­ქმის ვერ და­დი­ო­და. ვი­ფიქ­რე, ალ­ბათ დარ­ჩე­ბა-მეთ­ქი, მაგ­რამ არ დარ­ჩა. იმა­ვე დღეს უკან წა­იყ­ვა­ნეს... ამ ამ­ბის შემ­დეგ ერთი კვი­რის თავ­ზე სო­ხუმ­ში დები შუ­შა­ნი­ე­ბი და მათ­თან ერ­თად სხვა მორ­წმუ­ნე­ე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ. შუ­შა­ნი­ებ­მა მი­თხრეს: "მამა შიო ძა­ლი­ან ცუ­და­დაა და სულ იძა­ხის: "მე­უ­ფე, მე­უ­ფე!" ალ­ბათ, თქვენ გიხ­მობთ და არა­ვის იკა­რებს". სას­წრა­ფოდ მის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად გა­ვემ­გზავ­რე, თან დე­კა­ნო­ზი მაქ­სი­მე კონ­ცე­ვი­ჩი წა­ვიყ­ვა­ნე; ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის, თან წა­ვი­ღეთ წმინ­და ზი­ა­რე­ბა. მამა ში­ოს­თან ჩა­ვე­დით, მძი­მედ იყო. მუ­ცე­ლი აწუ­ხებ­და და ტკი­ვი­ლის­გან ყვი­რო­და. მისი შვი­ლი იყო ჩა­მო­სუ­ლი, რომ მა­მის მემ­კვიდ­რე­ო­ბა მი­ე­ღო. მამა შიოს კი არა­ფე­რი ჰქონ­და, იმ პა­ტა­რა ბი­ნის გარ­და.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

ილია II: "მე დიდად დავალებული ვარ მამა შიოსგან"

ილია II: "მე დიდად დავალებული ვარ მამა შიოსგან"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს თავის სულიერ მოძღვარზე, არქიმანდრიტ შიოზე (ძიძავა) ესაუბრა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). ინტერვიუ ჩაწერილია 2012 წლის 27 დეკემბერს.

- დაგვლოცეთ, უწმინდესო და უნეტარესო მეუფეო! უპირველესად, მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ იმისათვის, რომ გამონახეთ დრო და დაგვთანხმდით ამ საუბარზე. რაც დრო გადის, მით უფრო იზრდება ინტერესი თქვენი სულიერი მოძღვრის, არქიმანდრიტი შიოს პიროვნებისადმი და ეს ინტერესი განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ თქვენს საიუბილეო წელიწადს - პატრიარქობიდან 35-ე და დაბადებიდან მე-80 წლის ღირსშესანიშნავ თარიღებს. მრევლს სურვილი აქვს, მეტი იცოდნენ თქვენი მოძღვრისა და თქვენთან მისი ურთიერთობის შესახებ.

როგორ გაიცანით მამა შიო, როცა ბათუმ-შემოქმედის მღვდელმთავარი ბრძანდებოდით?

- მამა შიო ძიძავა არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. ის არ ჰგავდა სხვა სასულიერო პირებს; იყო ძალიან უბრალო პიროვნება და ამასთან ძალიან განათლებულიც.

სემინარია ჰქონდა დამთავრებული რევოლუციამდე და როგორც ვიცი, რომელიღაც გამომცემლობაში მოღვაწეობდა, ჟურნალისტი იყო.

სენაკში პატარა სახლი ჰქონდა - ერთი ოთახი და მიწის ნაკვეთი. მამა შიოს შვილიც ჰყავდა, მაგრამ მასთან კავშირი გაწყვეტილი ჰქონდა, რადგან მიაჩნდა, რომ ის ურწმუნო ადამიანი იყო. მასთან არავითარი მიმოსვლა და მიმოწერა არ ჰქონია.

მამა შიო ახლოს გავიცანი, როდესაც უწმინდესი და უნეტარესი ეფრემის ლოცვა-კურთხევით ბათუმში ჩამოვიდა. ეპარქიაში მოძღვრების ნაკლებობას განვიცდიდით და მამა შიო მარხვებში გვეხმარებოდა. ძალიან მომწონდა მისი უბრალოება. იმდენად თავმდაბალი იყო, ზოგიერთი დასცინოდა კიდეც.

- ხომ არ სალოსობდა?

- დიახ, რა თქმა უნდა, სალოსობდა და ამას თვითონაც ამბობდა: "მე სალოსი ვარო." იმ პერიოდში იგი მამა კონსტანტინეს (ქვარაია) სულიერი შვილი იყო. არქიმანდრიტი შიოც და არქიმანდრიტი კონსტანტინეც თეკლათის დედათა მონასტერში მოღვაწეობდნენ და ამავე მონასტერში განისვენებენ.

ვთხოვე, ჩემი მოძღვარი გამხდარიყო და იმ დროიდან აღსარებებს მას ვაბარებდი.

- რამდენ ხანს ცხოვრობდა მამა შიო ბათუმში? თუ სენაკიდან ჩამოდიოდა ხოლმე?

- მარხვებში ჩამოდიოდა და რჩებოდა, მაგალითად, 1 თვით და მერე კვლავ სენაკში ბრუნდებოდა. ასე ამბობდა: "სენაკში სახლი მაქვს, რომლის კარი არასოდეს იკეტება და თუ ვინმე მივა, თავისუფლად შეუძლია შევიდეს და მოისვენოს". მისი სახლი სულ ერთი პატარა ოთახისგან შედგებოდა, სადაც ორი რკინის საწოლი, მაგიდა და რამდენიმე სკამი ედგა, სხვა არაფერი - არც თეთრეული ჰქონდა და არც სხვა კომფორტი. ასეთი ცხოვრების წესი წარმოაჩენდა მის სიმდაბლეს და უბრალოებას. ძალიან ფაქიზი პიროვნება იყო. მახსენდება, როგორ იბარებდა ჩემგან აღსარებას.

როცა შეამჩნევდა, რომ ძალიან ვწუხდი ჩემს ცოდვებზე, აუცილებლად გამამხნევებდა და მეტყოდა: "მეუფეო, ღმერთმა შეგინდოს, მეც ჩამიდენია ასეთი ცოდვა".

დარწმუნებული ვარ, მას ასეთი რამ არასდროს შემთხვევია, მაგრამ ჩემთვის მდგომარეობა რომ შეემსუბუქებინა, თვითონაც იბრალებდა ჩემს ცოდვებს.

მოგვიანებით, როდესაც სოხუმში გადამიყვანეს, მამა შიო იქაც ჩამოდიოდა. ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში სამღვდელოება არ გვაკლდა, ამიტომ მხოლოდ აღსარების მისაღებად გვეწვეოდა ხოლმე.

მახსენდება, ერთხელ, მისი მორიგი ჩამოსვლის დროს, შევნიშნე, რომ ჯვარი შავ ბაფთაზე ჰქონდა შებმული და ვკითხე: "მამა შიო, ჯაჭვი რა უყავი?" მიამბო, რომ მისი ჯაჭვი მეზობლის ქალს მოეწონა და ნაწილი მოაწყვიტა; იგი ისე დამოკლდა, აღარ შეიძლებოდა ტარება, ამიტომ მთლიანად ვაჩუქე მეზობელსო. ეს ამბავი რომ შევიტყვე, მამა შიოს ჯაჭვიც ვაჩუქე და ახალი ჯვარიც...

განსაკუთრებით საოცარი იყო მისი ცხოვრების უკანასკნელი პერიოდი. წესად მაქვს, რომ დიდ ხუთშაბათს განსაკუთრებით ვემზადები ზიარებისთვის და ოთხშაბათს აუცილებლად ვაბარებ აღსარებას. ეს კარგად იცოდა მამა შიომ. მახსოვს, იგი უკვე ცუდად იყო, ამიტომ აღარ ველოდი მის ჩამოსვლას. რეზიდენციის ეზოში ვიჯექი, უეცრად მოვიხედე და ვხედავ, ორ ადამიანს მოჰყავს უძლური მამა შიო. გავიფიქრე, ნეტავ რა საქმე აქვს, რომ ასეთი ავადმყოფი შეწუხდა-მეთქი. ის კი მოვიდა და მითხრა: "მეუფეო, აღსარებისთვის მოემზადე!" წარმოიდგინეთ, ასეთი მძიმე ავადმყოფი ჩემთან აღსარების მისაღებად ჩამოვიდა! აღსარება ვუთხარი. ძალიან მძიმედ იყო, მოძრაობა უჭირდა, თითქმის ვერ დადიოდა. ვიფიქრე, ალბათ დარჩება-მეთქი, მაგრამ არ დარჩა. იმავე დღეს უკან წაიყვანეს... ამ ამბის შემდეგ ერთი კვირის თავზე სოხუმში დები შუშანიები და მათთან ერთად სხვა მორწმუნეები ჩამოვიდნენ. შუშანიებმა მითხრეს: "მამა შიო ძალიან ცუდადაა და სულ იძახის: "მეუფე, მეუფე!" ალბათ, თქვენ გიხმობთ და არავის იკარებს". სასწრაფოდ მის მოსანახულებლად გავემგზავრე, თან დეკანოზი მაქსიმე კონცევიჩი წავიყვანე; ყოველი შემთხვევისთვის, თან წავიღეთ წმინდა ზიარება. მამა შიოსთან ჩავედით, მძიმედ იყო. მუცელი აწუხებდა და ტკივილისგან ყვიროდა. მისი შვილი იყო ჩამოსული, რომ მამის მემკვიდრეობა მიეღო. მამა შიოს კი არაფერი ჰქონდა, იმ პატარა ბინის გარდა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"