მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაია სიდამონიძე კარიერასა და ოჯახზე
მაია სიდამონიძე კარიერასა და ოჯახზე

ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი - მაია სი­და­მო­ნი­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლის შემ­დეგ, სა­კუ­თა­რი ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­ში აგ­რძე­ლებს. 28 წლის ქალ­ბა­ტო­ნი თა­ვი­სი ამ­ჟა­მინ­დე­ლი და წარ­სუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის, პრო­ექ­ტე­ბის, ასე­ვე, ევ­რო­პუ­ლი სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ამ­ჟა­მად კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ტუ­რიზ­მის სკო­ლის დე­კა­ნი გახ­ლა­ვართ, რო­მელ­საც თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში ორი ჯგუ­ფი აქვს. რე­ა­ლუ­რად, გა­ნათ­ლე­ბის კუ­თხით, ტუ­რიზ­მის სფე­რო­ში კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კად­რე­ბის არ­სე­ბო­ბა ნამ­დვი­ლად დე­ფი­ცი­ტია და ამ გან­ხრით მუ­შა­ო­ბა ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა, დიდი გა­მოწ­ვე­ვაა. გარ­და ამი­სა, გარ­კვე­უ­ლი პა­ტარ-პა­ტა­რა პრო­ექ­ტე­ბიც მაქვს, სა­დაც ასე­ვე ვმუ­შა­ობ პე­რი­ო­დუ­ლად.

- თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლა ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოს­ვლის გამო გა­და­წყვი­ტეთ?

- უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! უკვე მქონ­და და ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამა­ზე ისე­დაც ვფიქ­რობ­დი. რო­დე­საც ადა­მი­ანს პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის შექ­მნის სურ­ვი­ლი აქვს, თა­ნამ­დე­ბო­ბა მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ ჩემ­თვის, ჩემი პრო­ფე­სი­ით გან­ვი­თა­რე­ბა უფრო პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია და ჩავ­თვა­ლე, რომ ახლა ასე აჯო­ბებ­და. მთავ­რო­ბის შეც­ვლა მთა­ვა­რი მი­ზე­ზი არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე, რა თქმა უნდა, გარ­კვე­ულ­წი­ლად გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა. სა­თა­ვე­ში კვლავ წინა მთავ­რო­ბა რომ ყო­ფი­ლი­ყო, შე­საძ­ლოა, არც წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი.

- ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის­თვის და­ფი­ნან­სე­ბის გა­ნა­ხევ­რე­ბა­მაც ხომ არ იქო­ნია გარ­კვე­უ­ლი გავ­ლე­ნა? პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უკვე ნაკ­ლე­ბი თან­ხე­ბით მო­გი­წევ­დათ. 6-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ბი­უ­ჯე­ტი ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას შე­ა­ფერ­ხებს?

- თან­ხე­ბის გა­ნა­ხევ­რე­ბა ზო­გა­დად სა­რეკ­ლა­მო ბი­უ­ჯეტს შე­ე­ხო, მათ პრი­ო­რი­ტე­ტად სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია და­სა­ხეს და თქვეს, რომ დღე­ვან­დე­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბით, ინ­ტერ­ნეტ­მარ­კე­ტინ­გი ბევ­რად უფრო ეფექ­ტუ­რი და მოხ­მა­რე­ბა­დია; ასე­ვე, ია­ფია, როცა ქვეყ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ით ეწე­ვი. ამა­ში ვე­თან­ხმე­ბი, თუმ­ცა რეკ­ლა­მა მა­ინც სა­ჭი­როა, თუნ­დაც ახალ ბაზ­რებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. მა­ინც მგო­ნია, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ გა­საშ­ვებ რეკ­ლა­მებს კვლავ და­ა­მა­ტე­ბენ. რო­გორც ვიცი, ბევ­რი რამ, რაც მა­ნამ­დე ამო­ი­ღეს, შე­იძ­ლე­ბა კვლავ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ. და­ფი­ნან­სე­ბის გარ­და, ნა­წი­ლობ­რივ მიდ­გო­მაც შე­იც­ვა­ლა და როცა ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მო­დის, ეს სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვია. პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა ნამ­დვი­ლად არ მქო­ნია. თუმ­ცა, რო­დე­საც ამ სფე­როს უყუ­რებ, რო­გორც შენს პრო­ფე­სი­ას, ყვე­ლა­ფე­რი ისე უნდა გა­ა­კე­თო, რო­გორც სა­ჭი­როდ მი­იჩ­ნევ და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ალ­ბათ ჯობ­და, რომ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი.

- ხომ არ იყო რა­ი­მე ისე­თი პრო­ექ­ტი, რო­მელ­ზეც გული დაგ­წყდათ, რომ თქვენ­თან ერ­თად არ გრძელ­დე­ბა?

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, თა­ნამ­დე­ბო­ბა დე­კემ­ბრის ბო­ლოს დავ­ტო­ვე. მო­მა­ვა­ლი წლის და­გეგ­მვა­ში თა­ვად ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი და ძი­რი­თა­დი პრო­ექ­ტე­ბი კვლავ გრძელ­დე­ბა. ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბიც გვქონ­და, რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც 2013 წელს ვგეგ­მავ­დი, მაგ­რამ ამო­ი­ღეს და გული დამ­წყდა. მა­გა­ლი­თად, ის, რაც გა­ნათ­ლე­ბას, მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რისხს ეხე­ბო­და, - ტუ­რიზ­მის ხა­რის­ხის აკ­რე­დი­ტა­ცია, სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ჯილ­დო­ე­ბის შე­მო­ღე­ბა, რა­საც ვფიქ­რობ, ესე­ნიც გა­ა­კე­თე­ბენ.

- თქვე­ნი მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, რას მი­იჩ­ნევთ ყვე­ლა­ზე ნა­ყო­ფი­ე­რად და წარ­მა­ტე­ბუ­ლად?

- ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე ტუ­რიზ­მის კა­რი­ე­რის კვი­რე­უ­ლი იყო, მის ფარ­გლებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 200-მდე ადა­მი­ა­ნი და­საქმდა. ასე­ვე, მარ­კე­ტინ­გუ­ლი კამ­პა­ნი­ე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით პო­ლო­ნეთს გა­მო­ვარ­ჩევ­დი. ახლა უკვე იქ ფრე­ნა და პირ­და­პი­რი რე­ი­სე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მთე­ლი პო­ლო­ნე­თის მას­შტა­ბით დიდი პიარ-კამ­პა­ნია ჩა­ვა­ტა­რეთ და იმა­ვე სე­ზონ­ზე პო­ლო­ნე­ლი ვი­ზი­ტო­რე­ბის 80%-იანი ზრდა და­ფიქ­სირ­და. ახლა უკვე სა­ქარ­თვე­ლო იქ ყვე­ლამ კარ­გად იცის, იმ რეკ­ლა­მებ­სა და გა­და­ცე­მებს უყუ­რებ­დნენ. გარ­და ამი­სა, ყვე­ლა რე­გი­ონ­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრე­ბის ქსე­ლი შევ­ქმე­ნით, გა­ვა­კე­თეთ სა­თავ­გა­და­სავ­ლო ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბი. ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტია "ღვი­ნის გზა", რომ­ლის ფარ­გლებ­შიც იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და მარ­კი­რე­ბუ­ლი იქნა სა­ო­ჯა­ხო მარ­ნე­ბი. კა­ხე­თით და­ი­წყო და სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით გრძელ­დე­ბა.

- აღ­ნიშ­ნეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტია. ზო­გა­დად, რო­გორ შე­ა­ფა­სებთ აქა­უ­რი სას­ტუმ­რო­ე­ბის დო­ნეს?

- უმე­ტე­სად, ზოგს მა­ღა­ლი ვარ­სკვლა­ვი აქვს, მომ­სა­ხუ­რე­ბა კი ამ ვარ­სკვლა­ვებს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ეს მხო­ლოდ ჩემი აზრი არ არის. ვფიქ­რობ, კერ­ძო ბიზ­ნე­სი მე­ტად უნდა იყოს და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, კად­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში მეტი ფული ჩა­დოს და მეტი ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს. დიდ სას­ტუმ­რო­ებს ბრენდ-სტან­დარ­ტე­ბი აქვს, მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალს რე­გუ­ლა­რულ ტრე­ნინ­გებს უტა­რე­ბენ, რაც ხა­რისხზეც აი­სა­ხე­ბა. ამი­ტომ მსგავ­სი რამ სა­შუ­ა­ლო და მცი­რე ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მაც უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ, რომ ბა­ზარ­ზე კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ.

- გვი­ამ­ბეთ, რო­გორ ცხოვ­რობ­დით ევ­რო­პა­ში? შვე­ი­ცა­რი­ა­სა და ლონ­დონ­ში სწავ­ლის პე­რი­ოდს რო­გორ გა­იხ­სე­ნებთ?

- პირ­ვე­ლი კურ­სი თბი­ლის­ში, კავ­კა­სი­ის ბიზ­ნესს­კო­ლა­ში გა­ვი­ა­რე, რო­მე­ლიც მა­შინ ფაქ­ტობ­რი­ვად, ახა­ლი შექ­მნი­ლი და საკ­მა­ოდ პრეს­ტი­ჟუ­ლი იყო. შემ­დეგ, სწავ­ლა შვე­ი­ცა­რი­ა­ში გან­ვაგ­რძე, სა­დაც ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი, სას­ტუმ­რო­სა და ტუ­რიზ­მის მე­ნე­ჯმენ­ტის გან­ხრით და­ვამ­თავ­რე. რა თქმა უნდა, იმ 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­რა­ლე­ლუ­რად ვმუ­შა­ობ­დი - 6 თვე სას­წავ­ლო კურსს გავ­დი­ო­დით, მომ­დევ­ნო 6 თვე კი - პრაქ­ტი­კულს. საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი სტა­ჟი­რე­ბე­ბი გვქონ­და, რომ­ლის პე­რი­ოდ­შიც ამ ინ­დუსტრი­ა­ში სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ა­ზე ვმუ­შა­ობ­დით. თუმ­ცა, მე­სა­მე პრაქ­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში მქონ­და. 8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ-ერთ დიდ სას­ტუმ­რო­ში თით­ქმის ყვე­ლა გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ვი­მუ­შა­ვე, გა­ყიდ­ვე­ბის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლიც გახ­ლდით, ზოგ­ჯერ ღა­მის მო­რი­გე­ო­ბაც მი­წევ­და. წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის შემ­დეგ, ლონ­დონ­ში წა­ვე­დი, სა­დაც მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში ჩა­ვა­ბა­რე... ჩემი დი­სერ­ტა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცია ტუ­რიზ­მის მარ­კე­ტინ­გი იყო. ერთი წლის შემ­დეგ იქ ირ­ლან­დი­უ­რი სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელ­ში გა­ყიდ­ვე­ბი­სა და მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი გახ­ლდით, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით 3 წელი დავ­ყა­ვი. სა­ერ­თო ჯამ­ში, ლონ­დონ­ში 5 წელი ვი­ცხოვ­რე და ფაქ­ტობ­რი­ვად, დეკ­რეტ­ში გახ­ლდით, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე კონ­კურ­სი გა­მო­ცხად­და. დავ­წე­რე პრო­ექ­ტი, გა­მოვგზავ­ნე, ჩემ­და გა­სა­ოც­რად გა­ვი­მარ­ჯვე და 2-3 კვი­რა­ში სა­მუ­შა­ოდ ჩა­მო­ვე­დი. ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე თით­ქმის 3 წელი დავ­ყა­ვი.

- რო­გორც ვიცი, შვე­ი­ცა­რი­ა­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლო პრაქ­ტი­კის ფარ­გლებ­ში, ოფი­ცი­ან­ტა­დაც მუ­შა­ობ­დით, რთუ­ლი იყო?

- კი, საკ­მა­ოდ. ახლა მე­ცი­ნე­ბა, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, მა­შინ მივ­ხვდი, თუ რამ­დე­ნად რთუ­ლია მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბა. პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ, რომ კარგ ხა­სი­ათ­ზე ხარ, თუ - ცუდ­ზე, სულ უნდა იღი­მო­დე, კლი­ენტს უნდა ასი­ა­მოვ­ნო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, კმა­ყო­ფი­ლია ის თუ - არა. მე­ო­რე მხრივ, დიდი ფი­ზი­კუ­რი შრო­მა იყო, რად­გან ზოგ­ჯერ 100-200-კა­ცი­ა­ნი ბან­კე­ტე­ბი­სა და წვე­უ­ლე­ბე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა გვი­წევ­და. ცო­ტა­თი ენის პრობ­ლე­მაც მქონ­და, რად­გან შვე­ი­ცა­რი­უ­ლი გერ­მა­ნუ­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. სა­მა­გი­ე­როდ, იქ საკ­მა­ოდ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე, არა მარ­ტო პრო­ფე­სი­უ­ლი, არა­მედ - ზო­გა­დად, ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი. ვხუმ­რობ­დით, რომ პირ­ვე­ლი კურ­სის შემ­დეგ, სტუ­დენ­ტე­ბი უფრო და­სე­რი­ო­ზუ­ლე­ბუ­ლე­ბი დავ­ბრუნ­დით. ვფიქ­რობ, ასე­თი სის­ტე­მა ერთი მხრივ, კარ­გია. მა­ნამ­დე ოჯახ­ში გა­მოც­დი­ლე­ბა არ მქონ­და, ვი­ნა­ი­დან სი­მარ­თლე გი­თხრათ, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ტრი­ა­ლი დი­დად არ მიყ­ვარს. თა­ვი­დან ბევ­რი რამ არ მე­ხერ­ხე­ბო­და, ხში­რად ჭი­ქე­ბიც მემტვრე­ო­და, თუმ­ცა მა­ქებ­დნენ, რომ ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბა კარ­გად გა­მომ­დი­ო­და და ბევ­რი კლი­ენ­ტი იყო ისე­თი, ვინც ჩემს სექ­ცი­ა­ში დაჯ­დო­მას ითხოვ­და. ამის შემ­დეგ, შვე­ი­ცა­რი­ა­ში სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას ვი­მუ­შა­ვე, მა­გა­ლი­თად, სას­ტუმ­როს მიმ­ღებ­ში.

- სა­ერ­თოდ, რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ, ტუ­რიზ­მი პრო­ფე­სი­ად აგერ­ჩი­ათ? იმ პე­რი­ოდ­ში, როცა თქვენ ჩა­ა­ბა­რეთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს არც ისე პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სფე­რო იყო.

- გე­თან­ხმე­ბით, მა­შინ ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რიც არ იყო, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ამ მხრივ უზარ­მა­ზა­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს და მჯე­რო­და, რომ მო­მა­ვალ­ში ეს სფე­რო გან­ვი­თარ­დე­ბო­და. მოგ­ზა­უ­რო­ბა, ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს და სწო­რედ ასე­თი ტი­პის სამ­სა­ხუ­რი მჭირ­დე­ბო­და, სა­დაც წას­ვლა არ და­მე­ზა­რე­ბო­და და ჩემს საქ­მეს სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვა­კე­თებ­დი. სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა­საც უკეთ მო­ვახ­დენ­დი.

- რო­გო­რი იყო ლონ­დო­ნუ­რი ცხოვ­რე­ბა?

- შე­სა­ნიშ­ნა­ვი. ჩემი საყ­ვა­რე­ლი ქა­ლა­ქია და რომ არა ცუდი ამინ­დე­ბი, ალ­ბათ მსოფ­ლი­ო­ში იდე­ა­ლუ­რი ქა­ლა­ქი იქ­ნე­ბო­და. იქ ბევ­რი მე­გო­ბა­რი შე­ვი­ძი­ნეთ, ჩვე­ნი წრე, ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი გვქონ­და. სა­ცხოვ­რებ­ლად და სა­მუ­შა­ოდ შე­სა­ნიშ­ნა­ვი პი­რო­ბე­ბი იყო, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­თვის გვე­ნატ­რე­ბო­და, რად­გან რო­დე­საც ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებს ტო­ვებ, მუ­დამ ფიქ­რობ უკან დაბ­რუ­ნე­ბა­ზე. ჩემი მე­უღ­ლე ახლა თბი­ლის­ში, ერთ-ერთ ბან­კში მუ­შა­ობს, ლონ­დონ­ში კი სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ა­ში იყო.

- თქვენს ოჯახ­ზეც გვი­ამ­ბეთ.

- შვე­ი­ცა­რი­ი­დან თბი­ლის­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბარ­ზე გავ­თხოვ­დი. პირ­ველ კლას­ში თურ­მე ერ­თა­დაც ვსწავ­ლობ­დით - მან სა­კუ­თა­რი თავი ჩემს ფო­ტო­ზე იცნო. შემ­დეგ, 13 წლის ასაკ­ში, შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბიც ვი­ყა­ვით. ერთ უბან­ში ვცხოვ­რობ­დით, სა­ერ­თო სა­მე­გობ­რო გვყავ­და და ხე­ლახ­ლა რომ შევ­ხვდით, მა­ლე­ვე დავ­ქორ­წინ­დით - 8-9 თვე­ში და ლონ­დონ­ში სას­წავ­ლებ­ლა­დაც ერ­თად წა­ვე­დით. მა­საც მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში უნ­დო­და ჩა­ბა­რე­ბა, ფი­ნან­სე­ბის გან­ხრით. ბავ­შვისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! გა­ჩე­ნას ჯერ არ ვგეგ­მავ­დით, სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბა­სა და მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბას და­ვე­ლო­დეთ, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა გვქო­ნო­და, და­მო­უ­კი­დებ­ლად გვე­ცხოვ­რა. ქე­თე­ვა­ნი ლონ­დონ­ში და­ი­ბა­და. როცა პა­ტა­რა ბავ­შვიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! გყავს, ძნე­ლია ასე­თი აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბა. ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტში მუ­შა­ო­ბი­სას, მისი აღ­ზრდი­სას ბევ­რი რამ გა­მოვ­ტო­ვე. 3 თვის იყო და ჩემი ყუ­რა­დღე­ბა ნამ­დვი­ლად მო­აკ­ლდა. მა­შინ ქა­ლა­ქი­დან გას­ვლაც ხში­რად მი­წევ­და და სამ­სა­ხურ­ში გვი­ა­ნო­ბამ­დე ყოფ­ნაც. ამის გამო სი­ნა­ნუ­ლის გრძნო­ბა, რა თქმა უნდა, მაქვს, თუმ­ცა ასე­თი რე­ჟი­მი ჩემ­თვის უცხო არ არის და რა­ღაც თვალ­საზ­რი­სით, კარ­გი­ცაა, რად­გან თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ას ვახ­დენ. ახლა ოჯა­ხის­თვის ნამ­დვი­ლად მეტი დრო მაქვს, რაც მეც მი­ხა­რია და ოჯა­ხის წევ­რებ­საც.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

მაია სიდამონიძე კარიერასა და ოჯახზე

მაია სიდამონიძე კარიერასა და ოჯახზე

ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი - მაია სიდამონიძე თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების რეალიზებას არასამთავრობო სექტორში აგრძელებს. 28 წლის ქალბატონი თავისი ამჟამინდელი და წარსული საქმიანობის, პროექტების, ასევე, ევროპული სტუდენტური ცხოვრების შესახებ გვესაუბრება:

- ამჟამად კავკასიის უნივერსიტეტში ტურიზმის სკოლის დეკანი გახლავართ, რომელსაც თბილისსა და ბათუმში ორი ჯგუფი აქვს. რეალურად, განათლების კუთხით, ტურიზმის სფეროში კვალიფიცირებული კადრების არსებობა ნამდვილად დეფიციტია და ამ განხრით მუშაობა ჩემთვის საინტერესოა, დიდი გამოწვევაა. გარდა ამისა, გარკვეული პატარ-პატარა პროექტებიც მაქვს, სადაც ასევე ვმუშაობ პერიოდულად.

- თანამდებობიდან წასვლა ახალი ხელისუფლების მოსვლის გამო გადაწყვიტეთ?

- უნივერსიტეტიდან შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! უკვე მქონდა და ზაფხულის განმავლობაში ამაზე ისედაც ვფიქრობდი. როდესაც ადამიანს პოლიტიკური კარიერის შექმნის სურვილი აქვს, თანამდებობა მისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის, ჩემი პროფესიით განვითარება უფრო პრიორიტეტულია და ჩავთვალე, რომ ახლა ასე აჯობებდა. მთავრობის შეცვლა მთავარი მიზეზი არ ყოფილა, თუმცა გადაწყვეტილების მიღებაზე, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად გავლენა მოახდინა. სათავეში კვლავ წინა მთავრობა რომ ყოფილიყო, შესაძლოა, არც წამოვსულიყავი.

- ტურიზმის დეპარტამენტისთვის დაფინანსების განახევრებამაც ხომ არ იქონია გარკვეული გავლენა? პროექტების განხორციელება უკვე ნაკლები თანხებით მოგიწევდათ. 6-მილიონიანი ბიუჯეტი ტურიზმის განვითარებას შეაფერხებს?

- თანხების განახევრება ზოგადად სარეკლამო ბიუჯეტს შეეხო, მათ პრიორიტეტად სოციალური მედია დასახეს და თქვეს, რომ დღევანდელი ტენდენციებით, ინტერნეტმარკეტინგი ბევრად უფრო ეფექტური და მოხმარებადია; ასევე, იაფია, როცა ქვეყნის პოპულარიზაციას სოციალური მედიით ეწევი. ამაში ვეთანხმები, თუმცა რეკლამა მაინც საჭიროა, თუნდაც ახალ ბაზრებთან მიმართებაში. მაინც მგონია, რომ საზღვარგარეთ გასაშვებ რეკლამებს კვლავ დაამატებენ. როგორც ვიცი, ბევრი რამ, რაც მანამდე ამოიღეს, შეიძლება კვლავ განახორციელონ. დაფინანსების გარდა, ნაწილობრივ მიდგომაც შეიცვალა და როცა ახალი ხელმძღვანელობა მოდის, ეს სრულიად ბუნებრივია. პროტესტის გრძნობა ნამდვილად არ მქონია. თუმცა, როდესაც ამ სფეროს უყურებ, როგორც შენს პროფესიას, ყველაფერი ისე უნდა გააკეთო, როგორც საჭიროდ მიიჩნევ და აქედან გამომდინარე, ალბათ ჯობდა, რომ წამოვსულიყავი.

- ხომ არ იყო რაიმე ისეთი პროექტი, რომელზეც გული დაგწყდათ, რომ თქვენთან ერთად არ გრძელდება?

- მოგეხსენებათ, თანამდებობა დეკემბრის ბოლოს დავტოვე. მომავალი წლის დაგეგმვაში თავად ვმონაწილეობდი და ძირითადი პროექტები კვლავ გრძელდება. ახალი პროექტებიც გვქონდა, რის განხორციელებასაც 2013 წელს ვგეგმავდი, მაგრამ ამოიღეს და გული დამწყდა. მაგალითად, ის, რაც განათლებას, მომსახურების ხარისხს ეხებოდა, - ტურიზმის ხარისხის აკრედიტაცია, სპეციალური დაჯილდოების შემოღება, რასაც ვფიქრობ, ესენიც გააკეთებენ.

- თქვენი მუშაობის პერიოდში, რას მიიჩნევთ ყველაზე ნაყოფიერად და წარმატებულად?

- ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სიახლე ტურიზმის კარიერის კვირეული იყო, მის ფარგლებში დაახლოებით 200-მდე ადამიანი დასაქმდა. ასევე, მარკეტინგული კამპანიები. განსაკუთრებით პოლონეთს გამოვარჩევდი. ახლა უკვე იქ ფრენა და პირდაპირი რეისები ხორციელდება. მთელი პოლონეთის მასშტაბით დიდი პიარ-კამპანია ჩავატარეთ და იმავე სეზონზე პოლონელი ვიზიტორების 80%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ახლა უკვე საქართველო იქ ყველამ კარგად იცის, იმ რეკლამებსა და გადაცემებს უყურებდნენ. გარდა ამისა, ყველა რეგიონში საინფორმაციო ცენტრების ქსელი შევქმენით, გავაკეთეთ სათავგადასავლო ტურისტული მარშრუტები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია "ღვინის გზა", რომლის ფარგლებშიც იდენტიფიცირებული და მარკირებული იქნა საოჯახო მარნები. კახეთით დაიწყო და საქართველოს მასშტაბით გრძელდება.

- აღნიშნეთ, რომ საქართველოში კვალიფიციური კადრების დეფიციტია. ზოგადად, როგორ შეაფასებთ აქაური სასტუმროების დონეს?

- უმეტესად, ზოგს მაღალი ვარსკვლავი აქვს, მომსახურება კი ამ ვარსკვლავებს არ შეესაბამება. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის. ვფიქრობ, კერძო ბიზნესი მეტად უნდა იყოს დაინტერესებული, კადრების განვითარებაში მეტი ფული ჩადოს და მეტი ინვესტიცია განახორციელოს. დიდ სასტუმროებს ბრენდ-სტანდარტები აქვს, მომსახურე პერსონალს რეგულარულ ტრენინგებს უტარებენ, რაც ხარისხზეც აისახება. ამიტომ მსგავსი რამ საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმაც უნდა განახორციელონ, რომ ბაზარზე კონკურენტუნარიანები იყვნენ.

- გვიამბეთ, როგორ ცხოვრობდით ევროპაში? შვეიცარიასა და ლონდონში სწავლის პერიოდს როგორ გაიხსენებთ?

- პირველი კურსი თბილისში, კავკასიის ბიზნესსკოლაში გავიარე, რომელიც მაშინ ფაქტობრივად, ახალი შექმნილი და საკმაოდ პრესტიჟული იყო. შემდეგ, სწავლა შვეიცარიაში განვაგრძე, სადაც ბაკალავრიატი, სასტუმროსა და ტურიზმის მენეჯმენტის განხრით დავამთავრე. რა თქმა უნდა, იმ 5 წლის განმავლობაში პარალელურად ვმუშაობდი - 6 თვე სასწავლო კურსს გავდიოდით, მომდევნო 6 თვე კი - პრაქტიკულს. საკმაოდ სერიოზული სტაჟირებები გვქონდა, რომლის პერიოდშიც ამ ინდუსტრიაში სხვადასხვა პოზიციაზე ვმუშაობდით. თუმცა, მესამე პრაქტიკა საქართველოში მქონდა. 8 თვის განმავლობაში ერთ-ერთ დიდ სასტუმროში თითქმის ყველა განყოფილებაში ვიმუშავე, გაყიდვების აღმასრულებელიც გახლდით, ზოგჯერ ღამის მორიგეობაც მიწევდა. წელიწად-ნახევრის შემდეგ, ლონდონში წავედი, სადაც მაგისტრატურაში ჩავაბარე... ჩემი დისერტაციის სპეციალიზაცია ტურიზმის მარკეტინგი იყო. ერთი წლის შემდეგ იქ ირლანდიური სასტუმროების ქსელში გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი გახლდით, სადაც დაახლოებით 3 წელი დავყავი. საერთო ჯამში, ლონდონში 5 წელი ვიცხოვრე და ფაქტობრივად, დეკრეტში გახლდით, როცა საქართველოში ტურიზმის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა. დავწერე პროექტი, გამოვგზავნე, ჩემდა გასაოცრად გავიმარჯვე და 2-3 კვირაში სამუშაოდ ჩამოვედი. ამ თანამდებობაზე თითქმის 3 წელი დავყავი.

- როგორც ვიცი, შვეიცარიაში სავალდებულო პრაქტიკის ფარგლებში, ოფიციანტადაც მუშაობდით, რთული იყო?

- კი, საკმაოდ. ახლა მეცინება, მაგრამ რეალურად, მაშინ მივხვდი, თუ რამდენად რთულია მომსახურების სფეროში მუშაობა. პირველ რიგში იმიტომ, რომ კარგ ხასიათზე ხარ, თუ - ცუდზე, სულ უნდა იღიმოდე, კლიენტს უნდა ასიამოვნო, მიუხედავად იმისა, კმაყოფილია ის თუ - არა. მეორე მხრივ, დიდი ფიზიკური შრომა იყო, რადგან ზოგჯერ 100-200-კაციანი ბანკეტებისა და წვეულებების მომსახურება გვიწევდა. ცოტათი ენის პრობლემაც მქონდა, რადგან შვეიცარიული გერმანული განსხვავებულია. სამაგიეროდ, იქ საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე, არა მარტო პროფესიული, არამედ - ზოგადად, ცხოვრებისეული. ვხუმრობდით, რომ პირველი კურსის შემდეგ, სტუდენტები უფრო დასერიოზულებულები დავბრუნდით. ვფიქრობ, ასეთი სისტემა ერთი მხრივ, კარგია. მანამდე ოჯახში გამოცდილება არ მქონდა, ვინაიდან სიმართლე გითხრათ, სამზარეულოში ტრიალი დიდად არ მიყვარს. თავიდან ბევრი რამ არ მეხერხებოდა, ხშირად ჭიქებიც მემტვრეოდა, თუმცა მაქებდნენ, რომ ხალხთან ურთიერთობა კარგად გამომდიოდა და ბევრი კლიენტი იყო ისეთი, ვინც ჩემს სექციაში დაჯდომას ითხოვდა. ამის შემდეგ, შვეიცარიაში სხვადასხვა ადგილას ვიმუშავე, მაგალითად, სასტუმროს მიმღებში.

- საერთოდ, რატომ გადაწყვიტეთ, ტურიზმი პროფესიად აგერჩიათ? იმ პერიოდში, როცა თქვენ ჩააბარეთ, საქართველოში ეს არც ისე პრიორიტეტული სფერო იყო.

- გეთანხმებით, მაშინ ტურიზმის განვითარებაზე საუბარიც არ იყო, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველოს ამ მხრივ უზარმაზარი პოტენციალი აქვს და მჯეროდა, რომ მომავალში ეს სფერო განვითარდებოდა. მოგზაურობა, ხალხთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს და სწორედ ასეთი ტიპის სამსახური მჭირდებოდა, სადაც წასვლა არ დამეზარებოდა და ჩემს საქმეს სიამოვნებით გავაკეთებდი. საკუთარი თავის რეალიზებასაც უკეთ მოვახდენდი.

- როგორი იყო ლონდონური ცხოვრება?

- შესანიშნავი. ჩემი საყვარელი ქალაქია და რომ არა ცუდი ამინდები, ალბათ მსოფლიოში იდეალური ქალაქი იქნებოდა. იქ ბევრი მეგობარი შევიძინეთ, ჩვენი წრე, ჩვენი ცხოვრების სტილი გვქონდა. საცხოვრებლად და სამუშაოდ შესანიშნავი პირობები იყო, თუმცა საქართველო ყოველთვის გვენატრებოდა, რადგან როდესაც ახლობელ ადამიანებს ტოვებ, მუდამ ფიქრობ უკან დაბრუნებაზე. ჩემი მეუღლე ახლა თბილისში, ერთ-ერთ ბანკში მუშაობს, ლონდონში კი სატრანსპორტო კომპანიაში იყო.

- თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ.

- შვეიცარიიდან თბილისში რომ ჩამოვედი, ჩემი ბავშვობის მეგობარზე გავთხოვდი. პირველ კლასში თურმე ერთადაც ვსწავლობდით - მან საკუთარი თავი ჩემს ფოტოზე იცნო. შემდეგ, 13 წლის ასაკში, შეყვარებულებიც ვიყავით. ერთ უბანში ვცხოვრობდით, საერთო სამეგობრო გვყავდა და ხელახლა რომ შევხვდით, მალევე დავქორწინდით - 8-9 თვეში და ლონდონში სასწავლებლადაც ერთად წავედით. მასაც მაგისტრატურაში უნდოდა ჩაბარება, ფინანსების განხრით. ბავშვისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! გაჩენას ჯერ არ ვგეგმავდით, სწავლის დამთავრებასა და მუშაობის დაწყებას დაველოდეთ, რომ საშუალება გვქონოდა, დამოუკიდებლად გვეცხოვრა. ქეთევანი ლონდონში დაიბადა. როცა პატარა ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! გყავს, ძნელია ასეთი აქტიური ცხოვრება. ტურიზმის დეპარტამენტში მუშაობისას, მისი აღზრდისას ბევრი რამ გამოვტოვე. 3 თვის იყო და ჩემი ყურადღება ნამდვილად მოაკლდა. მაშინ ქალაქიდან გასვლაც ხშირად მიწევდა და სამსახურში გვიანობამდე ყოფნაც. ამის გამო სინანულის გრძნობა, რა თქმა უნდა, მაქვს, თუმცა ასეთი რეჟიმი ჩემთვის უცხო არ არის და რაღაც თვალსაზრისით, კარგიცაა, რადგან თვითრეალიზაციას ვახდენ. ახლა ოჯახისთვის ნამდვილად მეტი დრო მაქვს, რაც მეც მიხარია და ოჯახის წევრებსაც.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"