თელავის სასამართლოში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ზურაბ ლალიაშვილის და მისი ყოფილი მოადგილის, დავით ლორთქიფანიძის საქმეზე გამართულ პროცესზე მოწმის სტატუსით დაიკითხა, ამავე უწყების თანამშრომელი, ზურაბ საჩიშვილი. მისი თქმით, კუდ-ის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებისთვის "აფხაზეთის რადიოს" დასახმარებლად მიცემულ დავალებაში თავადაც იყო ჩართული და 10 000 ლარი, თელავის სამშობიარო სახლის დირექტორს, ავთო ყამბარაშვილს და "თელავის ღვინის მარანს" გამოართვა.
"2010 წელს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს მთელ ოპერატიულ შემადგენლობას დავალება გვქონდა მიღებული, რომ "აფხაზეთის რადიოს" დასახმარებლად ადგილობრივი ბიზმესმენებისთვის თანხა გამოგვერთმია", - განაცხადა ზურაბ საჩიშვილმა.
შეგახსენებთ, დავით ლორთქიფანიძეს და ზურაბ ლალიაშვილს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედებათ. ოფიციალური ინფორმაციით, ლალიაშვილი მიმალვაში იმყოფება. დავით ლორთქიფანიძე კი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დააპატიმრეს, თუმცა მოსამართლე ლაბაზა დუიშვილმა 25 თებერვალს, 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
სრული ვერსია