მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა ბენდუქიძე: "გიორგი, შედი ბუტკაში"
კახა ბენდუქიძე: "გიორგი, შედი ბუტკაში"

რო­გორც ვე­ლო­დი, სა­უ­ბა­რი არა­ორ­დი­ნა­რუ­ლად და­ი­წყო: - გინ­დათ მე ავი­ღებ თქვენ­გან ინ­ტერ­ვი­უს, - მთა­ვა­ზობს კახა ბენ­დუ­ქი­ძე და კი­თხვა­საც მის­ვამს, - იყო თუ არა აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­უქ­მე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა?

- ჯერ ჩემს კი­თხვებს უპა­სუ­ხეთ და მერე თქვენ მკი­თხეთ. რა­ტომ გა­გიჩ­ნდათ გან­ცდა, რომ აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­უქ­მე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო?

- ეს 100%-ით პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო და გე­ტყვით, რა­ტო­მაც. ეს არ იყო პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ შერ­ჩე­ვი­თი მიდ­გო­მა გა­მო­ი­ყე­ნა ჩვენ მი­მართ. 2012 წელს ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვეთ დიდ ტენ­დერ­ში, რო­მელ­საც აშშ-ის და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბე­ბი ერ­თად ატა­რებ­დნენ. ეს იყო ამე­რი­კუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტის პრო­ექ­ტი, რომ­ლის ერთი ნა­წი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია ბა­თუმ­ში ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი და მთა­ვა­რი პროგ­რა­მე­ბი - თბი­ლის­ში. ჩვენ შევ­ქმე­ნით სამი ამე­რი­კუ­ლი და ორი ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კონ­სორ­ცი­უ­მი და ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­შიც გა­ვე­დით. ეს იყო სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს.

ამე­რი­კის მთავ­რო­ბის შე­სა­ბა­მის­მა სა­ა­გენ­ტომ გვი­თხრა, - არ გვინ­და მთავ­რო­ბას კოჭი გა­ვუ­გო­როთ და ახლა მი­ვი­ღოთ დად­გე­ნი­ლე­ბა, რომ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ხართ. არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ დავ­ნიშ­ნავთ სხდო­მას, რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­გა­ცხა­დებთ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლა­დო. ახალ­მა მთავ­რო­ბამ ეს ტენ­დე­რი ჩაშ­ლი­ლად გა­მო­ა­ცხა­და მო­ტი­ვით, ეს პროგ­რა­მა არ მოგ­ვწონს და ახალს დავ­წერ­თო. სი­ნამ­დვი­ლე­ში იგი­ვე პროგ­რა­მა გა­და­წე­რეს. სი­ახ­ლე კი მხო­ლოდ ის იყო, რომ ამ ტენ­დერ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა არა აქვთ კერ­ძო უნი­ვერ­სი­ტე­ტებს, მხო­ლოდ თბი­ლის­ში არ­სე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტებს მის­ცეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა. ეს ჩა­ნა­წე­რი რე­ა­ლუ­რად ნიშ­ნავ­და, - თა­ვი­სუ­ფალ და აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს არა აქვს ტენ­დერ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბაო. კი­დევ იყო არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა ასე­თი­ვე შერ­ჩე­ვი­თო­ბის, რა­მაც მა­ფიქ­რე­ბი­ნა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა.

და­ვუშ­ვათ, ყვე­ლა­ფე­რი ეს დამ­თხვე­ვაა, რაც ძა­ლი­ან მა­გო­ნებს ერთ ანეკ­დოტს: მკვლელს ეკი­თხე­ბი­ან, მსხვერ­პლს ცხრა­მეტ­ჯერ დანა რო­გორ და­არ­ტყიო. ვაშლს ვთლი­დი და აწ გარ­დაც­ვლი­ლი ცხრა­მეტ­ჯერ და­ე­ცა ჩემს და­ნა­ზე. მე არა­ფერ შუ­ა­ში ვარო.

- ანუ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოს­ვლის მერე რამ­დენ­ჯერ და­ე­ცით და­ნა­ზე?

- გე­ტყვით, გე­ტყვით. სა­მი­ნის­ტრო მზა­რე­უ­ლე­ბის კონ­კურსს ატა­რებ­და. ჩვენ­თან ჩა­ტა­რე­ბა შევ­თა­ვა­ზეთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აქ დიდი სივ­რცეა და 70 კონ­კურ­სანტს შე­ეძ­ლო ერ­თდრო­უ­ლად თა­ვი­სი უნა­რი ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, მა­ინც უარი მი­ვი­ღეთ. ბევ­რი იყო წვრილ­მა­ნი ბწ­კე­ნაც, მაგ­რამ რაც აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტს და­მარ­თეს, უკვე ბწ­კე­ნა კი არა, ჩაკ­ბე­ჩა იყო. რა შუ­ა­შია აგ­რა­რულ ან თა­ვი­სუ­ფალ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სწავ­ლის ხა­რის­ხი?

ორი წლის წინ ბევ­რი უვარ­გი­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­ვუშ­ვით უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან, რომ­ლე­ბიც ახლა აქ­ცი­ებს ატა­რე­ბენ ლაშა ჩხარ­ტიშ­ვილ­თან ერ­თად. მი­ნის­ტრი მათ შეხ­ვდა და სწო­რედ მათი სა­ჩივ­რის სა­ფუძ­ველ­ზე შე­მო­ვი­და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო ჩვენ­თან. იმ ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის მი­ხედ­ვით, რა­საც ჩვე­ნი ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი პრე­სას აძ­ლე­ვენ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო რა­მე­ე­ბი უნდა ეწე­როს მათ სა­ჩი­ვარ­ში. ერთ-ერთ გა­ზეთ­ში ეწე­რა, რომ ჩვენ გან­გებ ვა­ა­ვა­დებთ ხალ­ხს, რომ მერე მათ სან­დრა რუ­ლოვსმა უფა­სოდ ჩა­უ­ტა­როს სკრი­ნინ­გი კი­ბო­ზე. სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს ხალ­ხი ჩვენ სამ­სა­ხუ­რი­დან ატეს­ტა­ცი­ის შემ­დეგ გა­ვუშ­ვით. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს პრო­ფე­სო­რის პო­ლი­ტი­კურ შე­ხე­დუ­ლე­ბებს. ჩვენ­თან არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ას­წავ­ლი­და ზაზა შა­თი­რიშ­ვი­ლი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" იდე­ო­ლო­გი იყო. აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ერთ-ერთი ჩვე­ნი პრო­ფე­სო­რი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­რე­მოს­დაც­ვი­თი პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლია.

- მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დათ? თქვენ­და­მი მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გამო შე­იც­ვა­ლა?

- შეც­დო­მებს წინა მთავ­რო­ბაც უშ­ვებ­და და ესეც უშ­ვებს. წინა მთავ­რო­ბაც აკე­თებ­და კარგ საქ­მე­ებს და ესეც აკე­თებს. წინა მთავ­რო­ბა­შიც იყო ხალ­ხი, ვინც ვერ მი­ტან­და, ვინც მი­ტანს და ვინც ნე­იტ­რა­ლუ­რად იყო გან­წყო­ბი­ლი, მაგ­რამ ჩემ­თვის წინა მთავ­რო­ბა­სა და ამ მთავ­რო­ბას შო­რის ის გან­სხვა­ვე­ბაა, რომ პრო­პორ­ცი­ე­ბი შე­იც­ვა­ლა. ახალ მთავ­რო­ბა­ში უფრო ბევ­რი ვერ მი­ტანს. თუმ­ცა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ლი რან­გის წევ­რის შვი­ლი ჩვენ­თან სწავ­ლობ­და ან სწავ­ლობს.

პრე­მი­ერს არ ვიც­ნობ. არა­სო­დეს შევ­ხვედ­რი­ვარ არც რუ­სეთ­ში ცხოვ­რე­ბის წლებ­ში, რად­გან ჩა­კე­ტი­ლად ცხოვ­რობ­და. შე­საძ­ლოა ივა­ნიშ­ვილს პო­ლი­ტი­კუ­რი ამო­ცა­ნა აქვს, რომ ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყო­ფილ­მა წევ­რმა ამ ქვე­ყა­ნა­ში არ იბო­გი­ნოს.

- თუმ­ცა ჩვენ იმა­საც ვხე­დავთ, რომ გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი აჩ­ქა­რე­ბი­ნებს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს თქვენს საქ­მე­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას.

- იმი­ტომ აჩ­ქა­რე­ბი­ნებს, რომ თა­ვი­დან­ვე სი­სუ­ლე­ლე გა­ა­კე­თა. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი აღ­მოჩ­ნდა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც არ შე­იძ­ლე­ბა და­ა­ვა­ლო არც კარ­გი და არც ცუდი საქ­მე. რა­ღაც შარ­ში გა­ეხ­ვია და სულ მე­ტად და მე­ტად ეხ­ვე­ვა. არ მინ­და ჩემი ინ­ტერ­ვიუ გი­ორ­გის მი­ვუ­ძღვნა, სხვა ბევ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მეც არ­სე­ბობს, მაგ­რამ გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი რომ ცო­ტა­თი მა­ინც უკე­თე­სი იყოს, ქვე­ყა­ნას არ აწყენ­და.

- მი­ნის­ტრი ამ­ბობს, რომ შე­ე­ხო ისეთ ადა­მი­ანს, ვინც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი იყო.

- რა­ტომ ვი­ყა­ვი ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი? არ­სე­ბობს რამე ამის სა­ბუ­თი? დე­მა­გო­გი­აა, რომ ბენ­დუ­ქი­ძე კა­ნო­ნებს არ იცავ­და. აბა, გვი­პო­ვონ კა­ნო­ნე­ბის დარ­ღვე­ვა. გი­ორ­გის არ წა­უ­კი­თხავს ჩვე­ნი ში­ნა­გა­ნა­წე­სი და რა­საც ამ­ბობს (თით­ქოს სტუ­დენ­ტებს თან­ხის გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­დეგ ვრი­ცხავ­დით), ტყუ­ი­ლია. სად არის ის 600-ზე მეტი სტუ­დენ­ტი, რო­მე­ლიც ვი­თომ ჩვენ გა­ვაგ­დეთ ფუ­ლის გამო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან? ერ­თიც ვერ ნა­ხეს, იმი­ტომ, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნი არ არ­სე­ბობს... მი­ნის­ტრმა არ იცის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა რო­გორ არის მო­წყო­ბი­ლი, ეზა­რე­ბა ამის გა­გე­ბა, სი­ა­მოვ­ნე­ბით იღებს არას­წორ ინ­ფორ­მა­ცი­ას და მერე ჩვენც გვა­ტყუ­ებს. მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა უნდა გა­ყა­როს ის ხალ­ხი, ვინც დღემ­დე სი­სუ­ლე­ლე­ებს ეუბ­ნე­ბა, თუ ამა­შია საქ­მე. მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ტყუ­ის, რო­დე­საც ამ­ბობს, რომ ჩვენ ხელ­მოკ­ლე სტუ­დენ­ტე­ბი გავ­რი­ცხეთ. ვი­ღა­ცებ­მა პარ­ლა­მენ­ტში თქვეს, ბენ­დუ­ქი­ძე ღა­რი­ბებს ებ­რძვი­სო. ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი მე მო­რა­ლუ­რად შე­უ­რა­ცხმყოფს. არა­ვის შე­ვარ­ჩენ ამ შე­უ­რა­ცხყო­ფას. რაც ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის­თვის მოგვ­თხო­ვეს, ყვე­ლა­ნა­ი­რი სუ­ლე­ლუ­რი მო­თხოვ­ნაც კი შე­ვას­რუ­ლეთ. სტუ­დენ­ტებს ასე ავუხ­სე­ნი ეს ამ­ბა­ვი:

გა­ლა­კტი­ო­ნი ლექ­სებს წერ­და პირ­ველ მა­ის­ზეც და ლე­ნინ­ზეც, რომ­ლებ­საც თურ­მე ათავ­სებ­და ერთ სა­ქა­ღალ­დე­ში, რო­მელ­საც ეწე­რა "იმ­გე­ნის­თვის". იმ კაცს ეს­მო­და, რომ იყო რა­ღაც სის­ტე­მა, რო­მელ­შიც რომ გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი, ეს უნდა და­გე­წე­რა. ჩვენც გამ­ზა­დე­ბუ­ლი გვაქვს ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი "იმ­გე­ნის­თვის".

მთავ­რო­ბას უნდა შევ­ხე­დოთ რო­გორც სტი­ქი­ურ უბე­დუ­რე­ბას. ის შე­იძ­ლე­ბა იყოს სიოც და ქარ­ბორ­ბა­ლაც, რო­მე­ლიც ხე­ებს ამ­ტვრევს. ჩვენ ქარ­ბორ­ბა­ლა­ში მოვ­ყე­ვით და მათ­თვის გვაქვს ის ქა­ღალ­დე­ბი, რა­საც გვთხო­ვენ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ხუ­რო იმის გამო, რის გა­მოს­წო­რე­ბა­საც 2 დღე დას­ჭირ­და?

- თქვენ არ და­უ­ხურ­ვი­ხართ. ავ­ტო­რი­ზა­ცია მხო­ლოდ 4 თვის მერე გა­გი­უქ­მდე­ბო­დათ.

- ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ჩა­მორ­თმე­ვა და­ხურ­ვას ნიშ­ნავს. რა­ტომ არ მოგ­ვცეს ე.წ. ხარ­ვე­ზე­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად 15 დღე, რაც კა­ნონ­ში წე­რია? გი­ორ­გი, წა­ი­კი­თხე კა­ნო­ნი! ახა­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი იმ სხდო­მა­ზე გად­მოგ­ვცეს, რო­მელ­ზეც ჩვე­ნი და­ხურ­ვა გა­და­წყვი­ტეს. სა­მი­ნის­ტროს ვე­უბ­ნე­ბო­დით, რად­გან ხარ­ვე­ზე­ბი არ არ­სე­ბობს, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ე­უქ­მე­ბი­ნა, მაგ­რამ შეც­დო­მის აღი­ა­რე­ბა­ში ამ­ბი­ცია უშ­ლით ხელს. თუ ავ­ტო­რი­ზა­ცია და­კარ­გე, ავ­ტო­მა­ტუ­რად კარ­გავ აკ­რე­დი­ტა­ცი­ას და აკ­რე­დი­ტა­ცია თა­ვი­დან გვაქვს გა­სავ­ლე­ლი 25 პროგ­რა­მა­ზე. ამით უზარ­მა­ზა­რი ზი­ა­ნი მოგ­ვა­ყე­ნეს. საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ვცხოვ­რობ­დი და ვიცი, რო­გო­რი ბო­რო­ტი შე­იძ­ლე­ბა იყოს მთავ­რო­ბა და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ებ­რძო­დეს ის ხალ­ხს. ახ­ლაც ვხე­დავ ამას.

- თქვე­ნი ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სარ­ჩელ­ში, რო­მე­ლიც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შე­ვი­და, წე­რია, რომ 280 მლნ დო­ლა­რის ქო­ნე­ბას 4 მლნ დო­ლა­რად და­ე­უფ­ლეთ.

- ეს ჩვენ­მა ეკო­ნო­მი­კის ყო­ფილ­მა პრო­ფე­სორ­მა დათ­ვა­ლა და ამის მერე კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დი, რომ სწო­რად გაგ­ვიშ­ვია. ჩვენ გვაქვს და­ახ­ლო­ე­ბით 1000 ჰა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მიწა. სა­ქარ­თვე­ლო­ში 1 ჰა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მიწა და­ახ­ლო­ე­ბით 1000 დო­ლა­რი ღირს. გვაქვს ორი კორ­პუ­სი იმ პი­რო­ბით, რომ იქ უნდა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ცე­სი.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

კახა ბენდუქიძე: "გიორგი, შედი ბუტკაში"

კახა ბენდუქიძე: "გიორგი, შედი ბუტკაში"

როგორც ველოდი, საუბარი არაორდინარულად დაიწყო: - გინდათ მე ავიღებ თქვენგან ინტერვიუს, - მთავაზობს კახა ბენდუქიძე და კითხვასაც მისვამს, - იყო თუ არა აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის გაუქმება პოლიტიკური გადაწყვეტილება?

- ჯერ ჩემს კითხვებს უპასუხეთ და მერე თქვენ მკითხეთ. რატომ გაგიჩნდათ განცდა, რომ აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის გაუქმება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო?

- ეს 100%-ით პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და გეტყვით, რატომაც. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც განათლების სამინისტრომ შერჩევითი მიდგომა გამოიყენა ჩვენ მიმართ. 2012 წელს ჩვენ გავიმარჯვეთ დიდ ტენდერში, რომელსაც აშშ-ის და საქართველოს მთავრობები ერთად ატარებდნენ. ეს იყო ამერიკული ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტი, რომლის ერთი ნაწილი შესაძლებელია ბათუმში ყოფილიყო, მაგრამ ძირითადი ნაწილი და მთავარი პროგრამები - თბილისში. ჩვენ შევქმენით სამი ამერიკული და ორი ქართული უნივერსიტეტის კონსორციუმი და ნახევარფინალშიც გავედით. ეს იყო სექტემბრის ბოლოს.

ამერიკის მთავრობის შესაბამისმა სააგენტომ გვითხრა, - არ გვინდა მთავრობას კოჭი გავუგოროთ და ახლა მივიღოთ დადგენილება, რომ გამარჯვებული ხართ. არჩევნების შემდგომ დავნიშნავთ სხდომას, რომელიც საბოლოოდ გამოგაცხადებთ გამარჯვებულადო. ახალმა მთავრობამ ეს ტენდერი ჩაშლილად გამოაცხადა მოტივით, ეს პროგრამა არ მოგვწონს და ახალს დავწერთო. სინამდვილეში იგივე პროგრამა გადაწერეს. სიახლე კი მხოლოდ ის იყო, რომ ამ ტენდერში საქართველოს მხრიდან მონაწილეობის უფლება არა აქვთ კერძო უნივერსიტეტებს, მხოლოდ თბილისში არსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტებს მისცეს მონაწილეობის უფლება. ეს ჩანაწერი რეალურად ნიშნავდა, - თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებს არა აქვს ტენდერში მონაწილეობის უფლებაო. კიდევ იყო არაერთი შემთხვევა ასეთივე შერჩევითობის, რამაც მაფიქრებინა, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

დავუშვათ, ყველაფერი ეს დამთხვევაა, რაც ძალიან მაგონებს ერთ ანეკდოტს: მკვლელს ეკითხებიან, მსხვერპლს ცხრამეტჯერ დანა როგორ დაარტყიო. ვაშლს ვთლიდი და აწ გარდაცვლილი ცხრამეტჯერ დაეცა ჩემს დანაზე. მე არაფერ შუაში ვარო.

- ანუ ახალი ხელისუფლების მოსვლის მერე რამდენჯერ დაეცით დანაზე?

- გეტყვით, გეტყვით. სამინისტრო მზარეულების კონკურსს ატარებდა. ჩვენთან ჩატარება შევთავაზეთ. მიუხედავად იმისა, რომ აქ დიდი სივრცეა და 70 კონკურსანტს შეეძლო ერთდროულად თავისი უნარი ეჩვენებინა, მაინც უარი მივიღეთ. ბევრი იყო წვრილმანი ბწკენაც, მაგრამ რაც აგრარულ უნივერსიტეტს დამართეს, უკვე ბწკენა კი არა, ჩაკბეჩა იყო. რა შუაშია აგრარულ ან თავისუფალ უნივერსიტეტებში სწავლის ხარისხი?

ორი წლის წინ ბევრი უვარგისი მასწავლებელი გავუშვით უნივერსიტეტიდან, რომლებიც ახლა აქციებს ატარებენ ლაშა ჩხარტიშვილთან ერთად. მინისტრი მათ შეხვდა და სწორედ მათი საჩივრის საფუძველზე შემოვიდა განათლების სამინისტრო ჩვენთან. იმ ინტერვიუების მიხედვით, რასაც ჩვენი ყოფილი თანამშრომლები პრესას აძლევენ, ძალიან საინტერესო რამეები უნდა ეწეროს მათ საჩივარში. ერთ-ერთ გაზეთში ეწერა, რომ ჩვენ განგებ ვაავადებთ ხალხს, რომ მერე მათ სანდრა რულოვსმა უფასოდ ჩაუტაროს სკრინინგი კიბოზე. სინამდვილეში ეს ხალხი ჩვენ სამსახურიდან ატესტაციის შემდეგ გავუშვით. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს პროფესორის პოლიტიკურ შეხედულებებს. ჩვენთან არჩევნებამდე ასწავლიდა ზაზა შათირიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" იდეოლოგი იყო. აგრარულ უნივერსიტეტში ერთ-ერთი ჩვენი პროფესორი "ქართული ოცნების" გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელია.

- მარგველაშვილთან კარგი ურთიერთობა გქონდათ? თქვენდამი მისი დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილის გამო შეიცვალა?

- შეცდომებს წინა მთავრობაც უშვებდა და ესეც უშვებს. წინა მთავრობაც აკეთებდა კარგ საქმეებს და ესეც აკეთებს. წინა მთავრობაშიც იყო ხალხი, ვინც ვერ მიტანდა, ვინც მიტანს და ვინც ნეიტრალურად იყო განწყობილი, მაგრამ ჩემთვის წინა მთავრობასა და ამ მთავრობას შორის ის განსხვავებაა, რომ პროპორციები შეიცვალა. ახალ მთავრობაში უფრო ბევრი ვერ მიტანს. თუმცა "ქართული ოცნების" რამდენიმე მაღალი რანგის წევრის შვილი ჩვენთან სწავლობდა ან სწავლობს.

პრემიერს არ ვიცნობ. არასოდეს შევხვედრივარ არც რუსეთში ცხოვრების წლებში, რადგან ჩაკეტილად ცხოვრობდა. შესაძლოა ივანიშვილს პოლიტიკური ამოცანა აქვს, რომ ყოფილი ხელისუფლების ყოფილმა წევრმა ამ ქვეყანაში არ იბოგინოს.

- თუმცა ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ განათლების მინისტრი აჩქარებინებს ავტორიზაციის საბჭოს თქვენს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას.

- იმიტომ აჩქარებინებს, რომ თავიდანვე სისულელე გააკეთა. სამწუხაროდ, ჩვენი განათლების მინისტრი აღმოჩნდა ადამიანი, რომელსაც არ შეიძლება დაავალო არც კარგი და არც ცუდი საქმე. რაღაც შარში გაეხვია და სულ მეტად და მეტად ეხვევა. არ მინდა ჩემი ინტერვიუ გიორგის მივუძღვნა, სხვა ბევრად მნიშვნელოვანი საქმეც არსებობს, მაგრამ განათლების მინისტრი რომ ცოტათი მაინც უკეთესი იყოს, ქვეყანას არ აწყენდა.

- მინისტრი ამბობს, რომ შეეხო ისეთ ადამიანს, ვინც წინა ხელისუფლების დროს ხელშეუხებელი იყო.

- რატომ ვიყავი ხელშეუხებელი? არსებობს რამე ამის საბუთი? დემაგოგიაა, რომ ბენდუქიძე კანონებს არ იცავდა. აბა, გვიპოვონ კანონების დარღვევა. გიორგის არ წაუკითხავს ჩვენი შინაგანაწესი და რასაც ამბობს (თითქოს სტუდენტებს თანხის გადაუხდელობის შემდეგ ვრიცხავდით), ტყუილია. სად არის ის 600-ზე მეტი სტუდენტი, რომელიც ვითომ ჩვენ გავაგდეთ ფულის გამო უნივერსიტეტიდან? ერთიც ვერ ნახეს, იმიტომ, რომ ასეთი ადამიანი არ არსებობს... მინისტრმა არ იცის საგანმანათლებლო სისტემა როგორ არის მოწყობილი, ეზარება ამის გაგება, სიამოვნებით იღებს არასწორ ინფორმაციას და მერე ჩვენც გვატყუებს. მარგველაშვილმა უნდა გაყაროს ის ხალხი, ვინც დღემდე სისულელეებს ეუბნება, თუ ამაშია საქმე. მარგველაშვილი ტყუის, როდესაც ამბობს, რომ ჩვენ ხელმოკლე სტუდენტები გავრიცხეთ. ვიღაცებმა პარლამენტში თქვეს, ბენდუქიძე ღარიბებს ებრძვისო. ასეთი განცხადებები მე მორალურად შეურაცხმყოფს. არავის შევარჩენ ამ შეურაცხყოფას. რაც ავტორიზაციისთვის მოგვთხოვეს, ყველანაირი სულელური მოთხოვნაც კი შევასრულეთ. სტუდენტებს ასე ავუხსენი ეს ამბავი:

გალაკტიონი ლექსებს წერდა პირველ მაისზეც და ლენინზეც, რომლებსაც თურმე ათავსებდა ერთ საქაღალდეში, რომელსაც ეწერა "იმგენისთვის". იმ კაცს ესმოდა, რომ იყო რაღაც სისტემა, რომელშიც რომ გადარჩენილიყავი, ეს უნდა დაგეწერა. ჩვენც გამზადებული გვაქვს ყველა დოკუმენტი "იმგენისთვის".

მთავრობას უნდა შევხედოთ როგორც სტიქიურ უბედურებას. ის შეიძლება იყოს სიოც და ქარბორბალაც, რომელიც ხეებს ამტვრევს. ჩვენ ქარბორბალაში მოვყევით და მათთვის გვაქვს ის ქაღალდები, რასაც გვთხოვენ. როგორ შეიძლება უნივერსიტეტი დახურო იმის გამო, რის გამოსწორებასაც 2 დღე დასჭირდა?

- თქვენ არ დაუხურვიხართ. ავტორიზაცია მხოლოდ 4 თვის მერე გაგიუქმდებოდათ.

- ავტორიზაციის ჩამორთმევა დახურვას ნიშნავს. რატომ არ მოგვცეს ე.წ. ხარვეზების გამოსასწორებლად 15 დღე, რაც კანონში წერია? გიორგი, წაიკითხე კანონი! ახალი შენიშვნები იმ სხდომაზე გადმოგვცეს, რომელზეც ჩვენი დახურვა გადაწყვიტეს. სამინისტროს ვეუბნებოდით, რადგან ხარვეზები არ არსებობს, გადაწყვეტილება გაეუქმებინა, მაგრამ შეცდომის აღიარებაში ამბიცია უშლით ხელს. თუ ავტორიზაცია დაკარგე, ავტომატურად კარგავ აკრედიტაციას და აკრედიტაცია თავიდან გვაქვს გასავლელი 25 პროგრამაზე. ამით უზარმაზარი ზიანი მოგვაყენეს. საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდი და ვიცი, როგორი ბოროტი შეიძლება იყოს მთავრობა და როგორ შეიძლება ებრძოდეს ის ხალხს. ახლაც ვხედავ ამას.

- თქვენი ყოფილი თანამშრომლების სარჩელში, რომელიც პროკურატურაში შევიდა, წერია, რომ 280 მლნ დოლარის ქონებას 4 მლნ დოლარად დაეუფლეთ.

- ეს ჩვენმა ეკონომიკის ყოფილმა პროფესორმა დათვალა და ამის მერე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორად გაგვიშვია. ჩვენ გვაქვს დაახლოებით 1000 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწა. საქართველოში 1 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწა დაახლოებით 1000 დოლარი ღირს. გვაქვს ორი კორპუსი იმ პირობით, რომ იქ უნდა მიმდინარეობდეს სასწავლო-სამეცნიერო პროცესი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა