საზოგადოება
სამართალი

13

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
Faceამბები
პოლიტიკა
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
The Moscow Times-ი თბილისს გამოექომაგა
The Moscow Times-ი თბილისს გამოექომაგა

მას შემ­დეგ, რაც CNN-მა მოგ­ზა­ურ­თათ­ვის გან­კუთ­ვნილ სტა­ტი­ა­ში თბი­ლი­სი სა­ცხოვ­რებ­ლად ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე უვარ­გის ქა­ლა­ქად მო­იხ­სე­ნია, სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქს ბევ­რი ქო­მა­გი გა­მო­უჩ­ნდა. მათ შო­რი­საა სა­ქარ­თვე­ლო­ში მოღ­ვა­წე ჟურ­ნა­ლის­ტი პოლ რიმპლიც (Paul Rimple), რო­მელ­მაც The Moscow Times-ის სა­იტ­ზე ვრცე­ლი წე­რი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. სტა­ტია Mercer-ის კვლე­ვას ეყ­რდნო­ბო­და.

"თბი­ლი­სი, რო­მე­ლიც Mercer-ის მი­ხედ­ვით ევ­რო­პის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უვარ­გი­სი ქა­ლა­ქია სა­ცხოვ­რებ­ლად, 222-დან 201-ე ად­გილ­ზეა და და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მავ­რი­ტა­ნი­ის დე­და­ქა­ლაქ ნუ­აქ­შოტ­თან - ქა­ლაქთან რო­მელ­საც შე­ზღუ­დუ­ლი აქვს სუფ­თა წყლის რე­ზერ­ვი და ტე­რო­რიზ­მის ბუ­დედ ით­ვლე­ბა. Mercer-ი უბ­რა­ლოდ რე­ა­ლო­ბა­საა მო­წყვე­ტი­ლი", - წერს პოლ რიმპლი.

ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ­ნის­ტი­ის შემ­დეგ ცი­ხი­დან 8300 პა­ტი­მა­რი გა­თა­ვი­სუფ­ლდა, თბი­ლი­სის ქუ­ჩე­ბი დღე­საც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხოა მთელს ევ­რო­პა­ში. რიმპლის ამის მა­გა­ლი­თიც მოჰ­ყავს:

"ერთხელ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­მა თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩა­ზე ჩემი სა­ფუ­ლე იპო­ვა, მომ­ძებ­ნა და ფულ­თან ერ­თად და­მიბ­რუ­ნა", - აღ­ნიშ­ნავს ავ­ტო­რი.

რიმპლი აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა გან­ხილ­ვის სა­კი­თხა­დაა ქცე­უ­ლი, თუმ­ცა მოზ­რდი­ლი თა­ო­ბის გა­ნათ­ლე­ბის დონე 99.5 %-ია.

"თუ ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლურ კომ­პა­ნი­ას აქ ქარ­ხნის გახ­სნა სურს, Heritage Foundation-ს და­ე­კი­თხოს, რომ­ლის მი­ხედ­ვით სა­ქარ­თვე­ლო, თა­ვი­სუ­ფა­ლი ეკო­ნო­მი­კის მხრივ 21-ე ად­გილ­ზეა მსოფ­ლი­ო­ში. ეს 4 პუნ­ქტით უფრო მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია ვე­ნას­თან შე­და­რე­ბით, რო­მე­ლიც სა­ცხოვ­რებ­ლად ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო ქა­ლა­ქად ით­ვლე­ბა", - წერს პოლ რიმპლი.

ავ­ტორ­მა სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლა­ქი სხვა ქვეყ­ნე­ბის დე­და­ქა­ლა­ქებ­საც შე­ა­და­რა.

"თბი­ლის­საც, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა სხვა ქა­ლაქს, აქვს თა­ვი­სი ნაკ­ლი. თუ ცი­უ­რიხ­ში 3 დო­ლარ­ზე ია­ფად ყა­ვას და­ლევ, ესე იგი გა­გი­მარ­თლა. სცა­დეთ და სთხო­ვეთ პა­რიზ­ში ავ­ტო­ბუ­სის მძღოლს, რომ იქ გა­გი­ჩე­როთ, სა­დაც ჩას­ვლა გსურთ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამას აკე­თე­ბენ", - აღ­ნიშ­ნავს ავ­ტო­რი.

"რა თქმა უნდა, თბი­ლის­ში ზოგ­ჯერ ითი­შე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გია და წყა­ლი, მაგ­რამ ეს არ ხდის თბი­ლისს რომ­ზე უა­რესს, სა­დაც სა­ში­ნე­ლი სა­ცო­ბე­ბი, კვამ­ლი და და­ნა­შა­უ­ლის მა­ღა­ლი დო­ნეა. თბი­ლი­სი ევ­რო­პა­ში უკა­ნას­კნე­ლი ქა­ლა­ქია სა­ცხოვ­რებ­ლად? სი­სუ­ლე­ლეა", - წერს პოლ რიმპლი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Moscow Times-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

The Moscow Times-ი თბილისს გამოექომაგა

The Moscow Times-ი თბილისს გამოექომაგა

მას შემდეგ, რაც CNN-მა მოგზაურთათვის განკუთვნილ სტატიაში თბილისი საცხოვრებლად ერთ-ერთ ყველაზე უვარგის ქალაქად მოიხსენია, საქართველოს დედაქალაქს ბევრი ქომაგი გამოუჩნდა. მათ შორისაა საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტი პოლ რიმპლიც (Paul Rimple), რომელმაც The Moscow Times-ის საიტზე ვრცელი წერილი გამოაქვეყნა. სტატია Mercer-ის კვლევას ეყრდნობოდა.

"თბილისი, რომელიც Mercer-ის მიხედვით ევროპის ერთ-ერთი ყველაზე უვარგისი ქალაქია საცხოვრებლად, 222-დან 201-ე ადგილზეა და დაკავშირებულია მავრიტანიის დედაქალაქ ნუაქშოტთან - ქალაქთან რომელსაც შეზღუდული აქვს სუფთა წყლის რეზერვი და ტერორიზმის ბუდედ ითვლება. Mercer-ი უბრალოდ რეალობასაა მოწყვეტილი", - წერს პოლ რიმპლი.

ავტორი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამნისტიის შემდეგ ციხიდან 8300 პატიმარი გათავისუფლდა, თბილისის ქუჩები დღესაც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა მთელს ევროპაში. რიმპლის ამის მაგალითიც მოჰყავს:

"ერთხელ ახალგაზრდა მამაკაცმა თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე ჩემი საფულე იპოვა, მომძებნა და ფულთან ერთად დამიბრუნა", - აღნიშნავს ავტორი.

რიმპლი აღნიშნავს, რომ საქართველოში განათლების რეფორმა განხილვის საკითხადაა ქცეული, თუმცა მოზრდილი თაობის განათლების დონე 99.5 %-ია.

"თუ ტრანსნაციონალურ კომპანიას აქ ქარხნის გახსნა სურს, Heritage Foundation-ს დაეკითხოს, რომლის მიხედვით საქართველო, თავისუფალი ეკონომიკის მხრივ 21-ე ადგილზეა მსოფლიოში. ეს 4 პუნქტით უფრო მაღალი მაჩვენებელია ვენასთან შედარებით, რომელიც საცხოვრებლად ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქად ითვლება", - წერს პოლ რიმპლი.

ავტორმა საქართველოს დედაქალაქი სხვა ქვეყნების დედაქალაქებსაც შეადარა.

"თბილისსაც, ისევე როგორც ყველა სხვა ქალაქს, აქვს თავისი ნაკლი. თუ ციურიხში 3 დოლარზე იაფად ყავას დალევ, ესე იგი გაგიმართლა. სცადეთ და სთხოვეთ პარიზში ავტობუსის მძღოლს, რომ იქ გაგიჩეროთ, სადაც ჩასვლა გსურთ. საქართველოში ამას აკეთებენ", - აღნიშნავს ავტორი.

"რა თქმა უნდა, თბილისში ზოგჯერ ითიშება ელექტროენერგია და წყალი, მაგრამ ეს არ ხდის თბილისს რომზე უარესს, სადაც საშინელი საცობები, კვამლი და დანაშაულის მაღალი დონეა. თბილისი ევროპაში უკანასკნელი ქალაქია საცხოვრებლად? სისულელეა", - წერს პოლ რიმპლი.

მომზადებულია The Moscow Times-ის მიხედვით.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"