პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამუნა ლეკვეიშვილის "შიმშილ-დიეტები"
თამუნა ლეკვეიშვილის "შიმშილ-დიეტები"

"კო­მე­დი შოუს" მსა­ხი­ო­ბის - თა­მუ­ნა ლეკ­ვე­იშ­ვი­ლის თმას უამ­რა­ვი ექ­სპე­რი­მენ­ტის­თვის გა­უძ­ლია: ჟან­გის­ფე­რი, ჟღა­ლი, შავი, ბო­ლოს კი წი­თე­ლი სა­ღე­ბა­ვიც წა­უს­ვამს და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ მიმხვდა­რა, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად, ბუ­ნებ­რი­ვი თმის ფერი უხ­დე­ბა...

თმა და ვარ­ცხნი­ლო­ბა

- რაც თავი მახ­სოვს, გრძე­ლი თმა მაქვს. მხო­ლოდ ერთხელ, და­ახ­ლო­ე­ბით 19 წლის ასაკ­ში შე­ვი­ჭე­რი ძა­ლი­ან მოკ­ლედ. სხვა­თა შო­რის, მო­მიხ­და... ახლა ვარ­ცხნი­ლო­ბის შეც­ვლის სურ­ვი­ლი არ მაქვს - გრძე­ლი თმა მომ­წონს.

- პირ­ვე­ლად რო­დის შე­ი­ღე­ბე თმა?

- მე­თერ­თმე­ტე კლასს რომ ვამ­თავ­რებ­დი, თმა შა­ვად შე­ვი­ღე­ბე. ფე­რის შეც­ვლა რომ მო­მინ­და, მი­თხრეს, - ვიდ­რე "პე­რე­კისს" არ წა­ის­ვამ, ამ საქ­მი­დან არა­ფე­რი გა­მო­ვაო. ჰოდა, ეს მე­თო­დი მოვ­სინ­ჯე. მახ­სოვს, იმ დღეს და­ქალ­თან უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი - გო­გო­ნე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ. შე­ღებ­ვა ვერ მო­ვას­წა­რი და "პე­რე­კი­სით" გა­ღი­ა­ვე­ბუ­ლი თმით წა­ვე­დი. რომ და­მი­ნა­ხეს, ცუ­დად გახ­დნენ (იცი­ნის).

- შენს ექ­სპე­რი­მენ­ტებ­ზე მშობ­ლებს რო­გო­რი რე­აქ­ცია ჰქონ­დათ?

- მათ­თან პრობ­ლე­მა არ მქო­ნია. თა­ვი­სუფ­ლად მზრდიდ­ნენ. დედ-მა­მას­თან "ვძმა­კა­ცობ­დი".

- თმას რო­გორ უვლი?

- ნიღ­ბებს არ ვი­ყე­ნებ. დიდი ხა­ნია, ერ­თსა და იმა­ვე შამ­პუნს, ბალ­ზამს ვხმა­რობ. მი­მაჩ­ნია, რომ კარ­გი ხა­რის­ხის თმა მაქვს.

- ბუ­ნებ­რი­ვად ხვე­უ­ლი თმა გაქვს?

- მქონ­და, მაგ­რამ როცა ბავ­შვი გა­ვა­ჩი­ნე, რა­ტომ­ღაც, თმა გა­მის­წორ­და (იცი­ნის). მერე კუ­ლუ­ლე­ბის ნოს­ტალ­გია გა­მიჩ­ნდა და ამი­ტო­მაც და­ვიხ­ვიე. ახლა ეს კუ­ლუ­ლე­ბი თან­და­თან იშ­ლე­ბა, მე კი იმე­დი მაქვს, რომ მალე თმა ბუ­ნებ­რი­ვად და­მეხ­ვე­ვა.

მა­კი­ა­ჟი და სა­ხის კა­ნის მოვ­ლა

- მა­კი­აჟს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში ვი­კე­თებ, თუ წვე­უ­ლე­ბა­ზე მივ­დი­ვარ. ისე, ამ საქ­მეს და­მო­უ­კი­დებ­ლა­დაც ვა­ხერ­ხებ; იმ­დე­ნი წე­ლია, მა­კი­ა­ჟის კე­თე­ბის პრო­ცესს ვუ­ყუ­რებ, რომ უკვე ყვე­ლა­ფე­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე ვიცი. მომ­წონს თვა­ლე­ბის გა­მოკ­ვე­თა... წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, თით­ქმის ყო­ველ­დღე, გრიმს ვი­კე­თებ და სა­ხის კან­ზე ზრუნ­ვა მალე მო­მი­წევს...

ვარ­ჯი­ში და დი­ე­ტა

- ვარ­ჯი­შიც მჭირ­დე­ბა და დი­ე­ტაც, მაგ­რამ ჩემი დღის რე­ჟი­მის გამო, ვარ­ჯიშს ვერ ვა­ხერ­ხებ. სა­მა­გი­ე­როდ, ისეთ დი­ე­ტას ვი­ცავ, რომ მერე ძა­ლი­ან ცუ­დად ვხდე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ ისეთ ფორ­მა­ში ვერ ვარ, რო­გორ­შიც უნდა ვიყო, მაგ­რამ არა უშავს, თან­და­თან გავ­ხდე­ბი.

- წო­ნა­ში რამ­დე­ნი კი­ლოგ­რა­მის დაკ­ლე­ბა გსურს?

- 10 კი­ლოგ­რა­მი რომ და­ვიკ­ლო, იდე­ა­ლურ ფორ­მა­ში ვიქ­ნე­ბი.

- დი­ე­ტის და­წყე­ბამ­დე რჩე­ვა დი­ე­ტო­ლოგს თუ სთხო­ვე?

- არა. ჩემ მიერ შედ­გე­ნილ, ჩემს ორ­გა­ნიზ­მზე "მორ­გე­ბულ" დი­ე­ტას ვი­ცავ, რო­მელ­საც "შიმ­ში­ლო­ბა" უფრო ჰქვია.

- ამის გამო, შენი ჯან­მრთე­ლო­ბა საფრ­თხის წი­ნა­შე ხომ არ დგას?

- შე­საძ­ლოა, კუ­ჭზე პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მნას, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით, არ მა­წუ­ხებს და იქ­ნებ, არც მო­მა­ვალ­ში შე­მა­წუ­ხოს... მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ ვე­რა­ფერს ვიც­ვამ­დი - ვერც ერთ სა­მოს­ში ვერ ვე­ტე­ო­დი, არა­ფე­რი მიხ­დე­ბო­და. ჰოდა, ამის გამო დეპ­რე­სია და­მე­წყო და "შიმ­შილ-დი­ე­ტებ­საც" ამი­ტომ მივ­მარ­თე...

სა­მო­სი

- სა­მო­სის შერ­ჩე­ვი­სას აქ­ტუ­ა­ლურ ფე­რებ­სა და ფორ­მებს ვით­ვა­ლის­წი­ნებ - მო­დას მხო­ლოდ ამ დო­ნე­ზე მივ­დევ. თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლის ტან­საც­მე­ლი მიყ­ვარს. მა­გა­ლი­თად, ჯინ­სის შარ­ვალ­სა და მა­ი­სურ­ში თავს ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად ვი­ყი­დე ყო­ველ­დღი­უ­რად ჩა­საც­მე­ლი, მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი. ძი­რი­თა­დად, "დაბ­ლე­ბით" დავ­დი­ვარ, "მაღ­ლებს" კი მხო­ლოდ გა­და­ღე­ბე­ბის დროს ვიც­ვამ­დი.

შო­პინ­გი მომ­წონს! მირ­ჩევ­ნია, სა­ყიდ­ლებ­ზე მარ­ტომ ვი­ა­რო. როცა მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მივ­დი­ო­დი, სულ მე­ჩხუ­ბე­ბო­და, - ვა­ი­მე, რით ვერ აარ­ჩიე? მარ­ტო წადი, თავი და­მა­ნე­ბეო (იცი­ნის)!..

აქ­სე­სუ­ა­რე­ბი

- ბეჭ­დის გარ­და, ყვე­ლა­ნა­ი­რი სამ­კა­უ­ლი მომ­წონს. სა­ქორ­წი­ლო ბე­ჭედ­საც იშ­ვი­ა­თად ვი­კე­თებ. ოქ­როს სამ­კა­უ­ლე­ბი მიყ­ვარს, თუმ­ცა - ხა­რის­ხი­ა­ნი, ლა­მა­ზი ბი­ჟუ­ტე­რი­აც მომ­წონს... ტან­მა­ღა­ლი არ ვარ, რის გა­მოც სულ კომ­პლექ­სი მქონ­და; ვფიქ­რობ­დი: დიდ ჩან­თას ვერ და­ვი­ჭერ-მეთ­ქი, მაგ­რამ ახლა ეს კომ­პლექ­სი დავძლიე. ჩემს ჩან­თა­ში თით­ქმის ყო­ველ­თვის ქა­ო­სია. მა­გა­ლი­თად, ახლა უამ­რა­ვი ერთჯე­რა­დი კოვ­ზი მი­დევს - დი­ე­ტა­ზე ვარ და ხა­ჭოს ან მაწ­ვნის ყიდ­ვი­სას კოვ­ზე­ბის სა­შოვ­ნე­ლა­დაც ხომ არ და­ვი­წყებ სირ­ბილს (იცი­ნის)?!.

მუ­სი­კა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბა

- "კო­მე­დი შო­უ­ში" ჩემი პერ­სო­ნა­ჟი - მომ­ღე­რა­ლი ტა­მა­რა შენ­კო­ვა რამ­დე­ნი­მე რუსი შემ­სრუ­ლებ­ლის (ალა პუ­გა­ჩო­ვა, ირი­ნა ალეგ­რო­ვა, მაშა რას­პუ­ტი­ნა და ა.შ.) "მიქ­სი" გახ­ლავთ. რუ­სუ­ლი ესტრა­და ჩემ­გან ძა­ლი­ან შორს არის; "რბი­ლად" რომ ვთქვა, არ მიყ­ვარს.

- რო­გორ მუ­სი­კას უს­მენ? საყ­ვა­რე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი გყავს?

- გა­მორ­ჩე­უ­ლად არც ერთი მუ­სი­კა­ლუ­რი სტი­ლის მიმ­დე­ვა­რი არ ვარ. უბ­რა­ლოდ, კარ­გი მუ­სი­კა მომ­წონს.

- კარგ მუ­სი­კად რა მი­გაჩ­ნია?

- მა­გა­ლი­თად, რეი ჩარლ­ზის სიმ­ღე­რე­ბი...

საქ­მე

- "კო­მე­დი შოუ" კარ­გი და რე­ი­ტინ­გუ­ლი რომ იყოს, ამის­თვის ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ. "კო­მე­დი ჯგუ­ფი" ჩემი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია - და­ახ­ლო­ე­ბით 8 წე­ლია, აქ ვარ... თა­ნამ­შრომ­ლებს მე­გობ­რე­ბად მი­ვიჩ­ნევ და ისი­ნი ხან­მოკ­ლე შვე­ბუ­ლე­ბის დრო­საც კი მე­ნატ­რე­ბი­ან ხოლ­მე...

გარ­თო­ბა

- ძა­ლი­ან ცოტა თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მაქვს და შე­სა­ბა­მი­სად, იმ დო­ზით ვერ ვერ­თო­ბი, რაც მჭირ­დე­ბა. მსურს, მე­გობ­რებ­თან ერ­თად ყო­ველ­დღე სად­მე წა­ვი­დე ან ისი­ნი მეს­ტუმ­რონ. როცა დრო მაქვს, ვიკ­რი­ბე­ბით, ვსა­უბ­რობთ...

ჰობი

- ჩემი ჰობი ქარ­გვა და ქსო­ვა გახ­ლავთ. ადრე სამ­კა­უ­ლებ­საც ვამ­ზა­დებ­დი. 5-6 საქ­სოვ ჩხირ­ზე სხვა­დას­ხვა რა­ღა­ცის ქსო­ვა მაქვს და­წყე­ბუ­ლი და ბო­ლომ­დე ვერც ერთი ვერ მი­ვიყ­ვა­ნე. წი­ნათ ჩემ მიერ მოქ­სო­ვი­ლი ჯემპრე­ბი, ქვე­და­ბო­ლო­ე­ბი, კა­ბე­ბი მეც­ვა... ქსო­ვა ბავ­შვო­ბა­ში, მე­გობ­რის დე­დამ მას­წავ­ლა.

ოჯა­ხი

- მე, ჩემი მე­უღ­ლე - გიგი, ჩემი შვი­ლე­ბი - ნინი და ნი­კო­ლო­ზი და ჩემი მა­მამ­თი­ლი შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლად ვცხოვ­რობთ. გიგი მუ­სი­კო­სი გახ­ლავთ. ამას წი­ნათ დუ­ე­ტი ჩავ­წე­რეთ, რო­მელ­საც "მი­თხა­რი" ჰქვია - ნიაზ დი­ა­სა­მი­ძის ძვე­ლი სიმ­ღე­რა "გად­მო­ვა­კე­თეთ" და რა­დი­ო­ში "ტრი­ა­ლებ­და". სხვა­თა შო­რის, ნი­აზს ძა­ლი­ან მოს­წონს, ჩვე­ნე­უ­ლი ვერ­სი­ის შეს­რუ­ლე­ბას თა­ვა­დაც აპი­რებს. მე და ჩემს მე­უღ­ლეს ბევ­რი ლა­მა­ზი სიმ­ღე­რა გვაქვს "გა­კე­თე­ბუ­ლი" და მათ ჩა­წე­რა­საც ვა­პი­რებთ, რათა ხალ­ხმაც მო­ის­მი­ნოს.

გი­გის ახალ­გაზ­რდუ­ლი ბარი აქვს, სა­დაც კარ­გი მუ­სი­კა ჟღერს. ჩემი მე­უღ­ლე ინ­სტრუ­მენ­ტა­ლის­ტია - ალტზე უკ­რავს. ბარ­ში ორი­ვე "ცო­ცხლად" ვუკ­რავთ ხოლ­მე... ბავ­შვებს ძიძა რომ არ ჰყავ­დეთ, არ ვიცი, რა მეშ­ვე­ლე­ბო­და. აიდა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქალი გახ­ლავთ. ძი­რი­თა­დად, დი­ლი­დან გვი­ან სა­ღა­მომ­დე სამ­სა­ხურ­ში ვარ და ოჯა­ხი მას აბა­რია.

შინ ყოფ­ნი­სას, როცა დრო მაქვს, გემ­რი­ელ კერ­ძებს ვამ­ზა­დებ. მომ­წონს, გი­გის კერძს რომ ვახ­ვედ­რებ ხოლ­მე. დედა ძა­ლი­ან კარ­გი კუ­ლი­ნა­რი გახ­ლავთ. ასე რომ, გემ­რი­ელ საჭ­მელს მიჩ­ვე­უ­ლი ვარ და როცა კერძს თა­ვად ვამ­ზა­დებ, ვცდი­ლობ, იმ გე­მო­ზე "და­ვა­ყე­ნო", რო­გორ­საც დედა ამ­ზა­დებ­და.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

თამუნა ლეკვეიშვილის "შიმშილ-დიეტები"

თამუნა ლეკვეიშვილის "შიმშილ-დიეტები"

"კომედი შოუს" მსახიობის - თამუნა ლეკვეიშვილის თმას უამრავი ექსპერიმენტისთვის გაუძლია: ჟანგისფერი, ჟღალი, შავი, ბოლოს კი წითელი საღებავიც წაუსვამს და მხოლოდ ამის შემდეგ მიმხვდარა, რომ ყველაზე მეტად, ბუნებრივი თმის ფერი უხდება...

თმა და ვარცხნილობა

- რაც თავი მახსოვს, გრძელი თმა მაქვს. მხოლოდ ერთხელ, დაახლოებით 19 წლის ასაკში შევიჭერი ძალიან მოკლედ. სხვათა შორის, მომიხდა... ახლა ვარცხნილობის შეცვლის სურვილი არ მაქვს - გრძელი თმა მომწონს.

- პირველად როდის შეიღებე თმა?

- მეთერთმეტე კლასს რომ ვამთავრებდი, თმა შავად შევიღებე. ფერის შეცვლა რომ მომინდა, მითხრეს, - ვიდრე "პერეკისს" არ წაისვამ, ამ საქმიდან არაფერი გამოვაო. ჰოდა, ეს მეთოდი მოვსინჯე. მახსოვს, იმ დღეს დაქალთან უნდა წავსულიყავი - გოგონები იკრიბებოდნენ. შეღებვა ვერ მოვასწარი და "პერეკისით" გაღიავებული თმით წავედი. რომ დამინახეს, ცუდად გახდნენ (იცინის).

- შენს ექსპერიმენტებზე მშობლებს როგორი რეაქცია ჰქონდათ?

- მათთან პრობლემა არ მქონია. თავისუფლად მზრდიდნენ. დედ-მამასთან "ვძმაკაცობდი".

- თმას როგორ უვლი?

- ნიღბებს არ ვიყენებ. დიდი ხანია, ერთსა და იმავე შამპუნს, ბალზამს ვხმარობ. მიმაჩნია, რომ კარგი ხარისხის თმა მაქვს.

- ბუნებრივად ხვეული თმა გაქვს?

- მქონდა, მაგრამ როცა ბავშვი გავაჩინე, რატომღაც, თმა გამისწორდა (იცინის). მერე კულულების ნოსტალგია გამიჩნდა და ამიტომაც დავიხვიე. ახლა ეს კულულები თანდათან იშლება, მე კი იმედი მაქვს, რომ მალე თმა ბუნებრივად დამეხვევა.

მაკიაჟი და სახის კანის მოვლა

- მაკიაჟს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიკეთებ, თუ წვეულებაზე მივდივარ. ისე, ამ საქმეს დამოუკიდებლადაც ვახერხებ; იმდენი წელია, მაკიაჟის კეთების პროცესს ვუყურებ, რომ უკვე ყველაფერი პროფესიონალურ დონეზე ვიცი. მომწონს თვალების გამოკვეთა... წლების განმავლობაში, თითქმის ყოველდღე, გრიმს ვიკეთებ და სახის კანზე ზრუნვა მალე მომიწევს...

ვარჯიში და დიეტა

- ვარჯიშიც მჭირდება და დიეტაც, მაგრამ ჩემი დღის რეჟიმის გამო, ვარჯიშს ვერ ვახერხებ. სამაგიეროდ, ისეთ დიეტას ვიცავ, რომ მერე ძალიან ცუდად ვხდები. სამწუხაროდ, ჯერ ისეთ ფორმაში ვერ ვარ, როგორშიც უნდა ვიყო, მაგრამ არა უშავს, თანდათან გავხდები.

- წონაში რამდენი კილოგრამის დაკლება გსურს?

- 10 კილოგრამი რომ დავიკლო, იდეალურ ფორმაში ვიქნები.

- დიეტის დაწყებამდე რჩევა დიეტოლოგს თუ სთხოვე?

- არა. ჩემ მიერ შედგენილ, ჩემს ორგანიზმზე "მორგებულ" დიეტას ვიცავ, რომელსაც "შიმშილობა" უფრო ჰქვია.

- ამის გამო, შენი ჯანმრთელობა საფრთხის წინაშე ხომ არ დგას?

- შესაძლოა, კუჭზე პრობლემები შემექმნას, მაგრამ ჯერჯერობით, არ მაწუხებს და იქნებ, არც მომავალში შემაწუხოს... მშობიარობის შემდეგ ვერაფერს ვიცვამდი - ვერც ერთ სამოსში ვერ ვეტეოდი, არაფერი მიხდებოდა. ჰოდა, ამის გამო დეპრესია დამეწყო და "შიმშილ-დიეტებსაც" ამიტომ მივმართე...

სამოსი

- სამოსის შერჩევისას აქტუალურ ფერებსა და ფორმებს ვითვალისწინებ - მოდას მხოლოდ ამ დონეზე მივდევ. თავისუფალი სტილის ტანსაცმელი მიყვარს. მაგალითად, ჯინსის შარვალსა და მაისურში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. რამდენიმე დღის წინ, ცხოვრებაში პირველად ვიყიდე ყოველდღიურად ჩასაცმელი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. ძირითადად, "დაბლებით" დავდივარ, "მაღლებს" კი მხოლოდ გადაღებების დროს ვიცვამდი.

შოპინგი მომწონს! მირჩევნია, საყიდლებზე მარტომ ვიარო. როცა მეუღლესთან ერთად მივდიოდი, სულ მეჩხუბებოდა, - ვაიმე, რით ვერ აარჩიე? მარტო წადი, თავი დამანებეო (იცინის)!..

აქსესუარები

- ბეჭდის გარდა, ყველანაირი სამკაული მომწონს. საქორწილო ბეჭედსაც იშვიათად ვიკეთებ. ოქროს სამკაულები მიყვარს, თუმცა - ხარისხიანი, ლამაზი ბიჟუტერიაც მომწონს... ტანმაღალი არ ვარ, რის გამოც სულ კომპლექსი მქონდა; ვფიქრობდი: დიდ ჩანთას ვერ დავიჭერ-მეთქი, მაგრამ ახლა ეს კომპლექსი დავძლიე. ჩემს ჩანთაში თითქმის ყოველთვის ქაოსია. მაგალითად, ახლა უამრავი ერთჯერადი კოვზი მიდევს - დიეტაზე ვარ და ხაჭოს ან მაწვნის ყიდვისას კოვზების საშოვნელადაც ხომ არ დავიწყებ სირბილს (იცინის)?!.

მუსიკალური გემოვნება

- "კომედი შოუში" ჩემი პერსონაჟი - მომღერალი ტამარა შენკოვა რამდენიმე რუსი შემსრულებლის (ალა პუგაჩოვა, ირინა ალეგროვა, მაშა რასპუტინა და ა.შ.) "მიქსი" გახლავთ. რუსული ესტრადა ჩემგან ძალიან შორს არის; "რბილად" რომ ვთქვა, არ მიყვარს.

- როგორ მუსიკას უსმენ? საყვარელი შემსრულებლები გყავს?

- გამორჩეულად არც ერთი მუსიკალური სტილის მიმდევარი არ ვარ. უბრალოდ, კარგი მუსიკა მომწონს.

- კარგ მუსიკად რა მიგაჩნია?

- მაგალითად, რეი ჩარლზის სიმღერები...

საქმე

- "კომედი შოუ" კარგი და რეიტინგული რომ იყოს, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. "კომედი ჯგუფი" ჩემი ცხოვრების ნაწილია - დაახლოებით 8 წელია, აქ ვარ... თანამშრომლებს მეგობრებად მივიჩნევ და ისინი ხანმოკლე შვებულების დროსაც კი მენატრებიან ხოლმე...

გართობა

- ძალიან ცოტა თავისუფალი დრო მაქვს და შესაბამისად, იმ დოზით ვერ ვერთობი, რაც მჭირდება. მსურს, მეგობრებთან ერთად ყოველდღე სადმე წავიდე ან ისინი მესტუმრონ. როცა დრო მაქვს, ვიკრიბებით, ვსაუბრობთ...

ჰობი

- ჩემი ჰობი ქარგვა და ქსოვა გახლავთ. ადრე სამკაულებსაც ვამზადებდი. 5-6 საქსოვ ჩხირზე სხვადასხვა რაღაცის ქსოვა მაქვს დაწყებული და ბოლომდე ვერც ერთი ვერ მივიყვანე. წინათ ჩემ მიერ მოქსოვილი ჯემპრები, ქვედაბოლოები, კაბები მეცვა... ქსოვა ბავშვობაში, მეგობრის დედამ მასწავლა.

ოჯახი

- მე, ჩემი მეუღლე - გიგი, ჩემი შვილები - ნინი და ნიკოლოზი და ჩემი მამამთილი შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ. გიგი მუსიკოსი გახლავთ. ამას წინათ დუეტი ჩავწერეთ, რომელსაც "მითხარი" ჰქვია - ნიაზ დიასამიძის ძველი სიმღერა "გადმოვაკეთეთ" და რადიოში "ტრიალებდა". სხვათა შორის, ნიაზს ძალიან მოსწონს, ჩვენეული ვერსიის შესრულებას თავადაც აპირებს. მე და ჩემს მეუღლეს ბევრი ლამაზი სიმღერა გვაქვს "გაკეთებული" და მათ ჩაწერასაც ვაპირებთ, რათა ხალხმაც მოისმინოს.

გიგის ახალგაზრდული ბარი აქვს, სადაც კარგი მუსიკა ჟღერს. ჩემი მეუღლე ინსტრუმენტალისტია - ალტზე უკრავს. ბარში ორივე "ცოცხლად" ვუკრავთ ხოლმე... ბავშვებს ძიძა რომ არ ჰყავდეთ, არ ვიცი, რა მეშველებოდა. აიდა არაჩვეულებრივი ქალი გახლავთ. ძირითადად, დილიდან გვიან საღამომდე სამსახურში ვარ და ოჯახი მას აბარია.

შინ ყოფნისას, როცა დრო მაქვს, გემრიელ კერძებს ვამზადებ. მომწონს, გიგის კერძს რომ ვახვედრებ ხოლმე. დედა ძალიან კარგი კულინარი გახლავთ. ასე რომ, გემრიელ საჭმელს მიჩვეული ვარ და როცა კერძს თავად ვამზადებ, ვცდილობ, იმ გემოზე "დავაყენო", როგორსაც დედა ამზადებდა.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება