პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელ მაკფერსონი მილიარდერს მიჰყვება ცოლად
ელ მაკფერსონი მილიარდერს მიჰყვება ცოლად

49 წლის ავ­სტრა­ლი­ე­ლი სუ­პერ­მო­დე­ლი და­ი­ნიშ­ნა. მისი რჩე­უ­ლი 43 წლის მი­ლი­არ­დე­რი ჯეფ­რი სო­ფე­რია, რო­მელ­საც ბოლო ორი წელი ხვდე­ბო­და.

არა­და, შარ­შან მარ­ტში წყვი­ლი თით­ქოს ერ­თმა­ნეთს და­შორ­და. სუ­პერ­მო­დელ ელ მა­კ­ფერ­სონს, რო­მელ­საც უბად­ლო ტა­ნის გამო მო­დის სამ­ყა­რო­ში "სხე­ულს" უწო­დე­ბენ, მარ­ტო­ო­ბით არ უდარ­დია. რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში ფი­ნან­სისტ რო­ჯერ ჯენ­კინსთან ხე­დავ­დნენ.

შარ­შან ნო­ემ­ბერ­ში კი ჯეფ­რი სო­ფე­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლად ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფა­ში მოხ­ვდა - ბა­ჰა­მის კუნ­ძუ­ლებ­ზე თა­ვი­სი ვერ­ტმფრე­ნით მიფ­რი­ნავ­და. ამ კა­ტას­ტრო­ფის დროს მისი მე­გო­ბა­რი გარ­და­იც­ვა­ლა, თვი­თონ კი გა­დარ­ჩა. მა­კ­ფერ­სონ­მა მა­ი­ა­მის კლი­ნი­კა­ში ჩა­ა­კი­თხა ექსშეყ­ვა­რე­ბულს და მას მერე არც და­შო­რე­ბია. ახლა კი და­ი­ნიშ­ნენ და ქორ­წილ­საც გეგ­მა­ვენ. ელი სო­ფერ­თან ფლო­რი­და­ში აპი­რებს გა­დას­ვლას.

ელის­თვის ეს მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა იქ­ნე­ბა. 1986 წელს ფრანგ ფო­ტოგ­რაფ ჟიდ ბენ­სო­მონს გაჰ­ყვა ცო­ლად, რო­მე­ლიც მას­ზე 20 წლით იყო უფ­რო­სი. წყვი­ლი სამ წე­ლი­წად­ში გა­შორ­და. ამის მერე ელს ხან­გრძლი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჰქო­ნდა შვე­ი­ცა­რი­ელ მი­ლი­ო­ნერ არ­პად ბუ­სონ­თან, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად უმა თურ­მან­თან ცხოვ­რობს და მსა­ხი­ობ­მა მას ქა­ლიშ­ვი­ლიც გა­უ­ჩი­ნა. სუ­პერ­მო­დელ მა­კ­ფერ­სონ­სა და არ­პადს კი 10-წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებ­დათ. წყვი­ლი 2005 წელს და­შორ­და ერ­თმა­ნეთს. ელს არ­პა­დის­გან ორი შვი­ლი ეყო­ლა - 15 წლის არ­პა­დი და 10 წლის აუ­რე­ლი­უ­სი.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­დე­ლის ახალ რჩე­ულს, ჯეფ­რი სო­ფე­რი მსხვი­ლი აქ­ცი­ო­ნე­რია, სას­ტუმ­რო­ე­ბი­სა და სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბის ქსე­ლე­ბის მფლო­ბე­ლი მა­ი­ა­მი­სა და ლას-ვე­გას­ში. მისი კუთ­ვნი­ლე­ბაა "ლუქს" კლა­სის სას­ტუმ­რო მა­ი­ა­მი-ბიჩ­ზე The Fontainebleau Miami Beach.

Daily Mirror

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ელ მაკფერსონი მილიარდერს მიჰყვება ცოლად

ელ მაკფერსონი მილიარდერს მიჰყვება ცოლად

49 წლის ავსტრალიელი სუპერმოდელი დაინიშნა. მისი რჩეული 43 წლის მილიარდერი ჯეფრი სოფერია, რომელსაც ბოლო ორი წელი ხვდებოდა.

არადა, შარშან მარტში წყვილი თითქოს ერთმანეთს დაშორდა. სუპერმოდელ ელ მაკფერსონს, რომელსაც უბადლო ტანის გამო მოდის სამყაროში "სხეულს" უწოდებენ, მარტოობით არ უდარდია. რამდენიმე კვირაში ფინანსისტ როჯერ ჯენკინსთან ხედავდნენ.

შარშან ნოემბერში კი ჯეფრი სოფერი მოულოდნელად ავიაკატასტროფაში მოხვდა - ბაჰამის კუნძულებზე თავისი ვერტმფრენით მიფრინავდა. ამ კატასტროფის დროს მისი მეგობარი გარდაიცვალა, თვითონ კი გადარჩა. მაკფერსონმა მაიამის კლინიკაში ჩააკითხა ექსშეყვარებულს და მას მერე არც დაშორებია. ახლა კი დაინიშნენ და ქორწილსაც გეგმავენ. ელი სოფერთან ფლორიდაში აპირებს გადასვლას.

ელისთვის ეს მეორე ქორწინება იქნება. 1986 წელს ფრანგ ფოტოგრაფ ჟიდ ბენსომონს გაჰყვა ცოლად, რომელიც მასზე 20 წლით იყო უფროსი. წყვილი სამ წელიწადში გაშორდა. ამის მერე ელს ხანგრძლივი ურთიერთობები ჰქო­ნდა შვეიცარიელ მილიონერ არპად ბუ­სონთან, რომელიც ამ­ჟამად უმა თურმანთან ცხოვრობს და მსახიობმა მას ქალიშვილიც გაუჩინა. სუპერმოდელ მაკფერსონსა და არპადს კი 10-წლიანი ურთიერთობა აკავშირებდათ. წყვილი 2005 წელს დაშორდა ერთმანეთს. ელს არპადისგან ორი შვილი ეყოლა - 15 წლის არპადი და 10 წლის აურელიუსი.

რაც შეეხება მოდელის ახალ რჩეულს, ჯეფრი სოფერი მსხვილი აქციონერია, სასტუმროებისა და სავაჭრო ცენტრების ქსელების მფლობელი მაიამისა და ლას-ვეგასში. მისი კუთვნილებაა "ლუქს" კლასის სასტუმრო მაიამი-ბიჩზე The Fontainebleau Miami Beach.

Daily Mirror

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება