ჯენიფერ ლავ ჰიუიტი კვერცხუჯრედის გაყინვას აპირებს, რათა თავისი ნაყოფიერების პერიოდი გაახანგრძლივოს. ცნობილ მსახიობს, რომელიც ამჯერად ბრაიან ჰალისეის ხვდება, უშვილოდ დარჩენის ეშინია.
"ჰიუიტი ამ თემაზე უკვე ესაუბრა რამდენიმე ქალს, რომლებმაც ამ მეთოდს მიმართეს. მათი გამოცდილება გაიგო და კითხვებიც დაუსვა. ჰგონია, რომ ამდენი წარუმატებელი ურთიერთობის შემდეგ, დიდი შანსია გაუთხოვარი და უშვილო დარჩეს. თუ ბრაიანთანაც არაფერი გამოუვა, გაყინული კვერცხუჯრედის მეშვეობით მაინც შეძლებს დედობას", - აცხადებს წყარო Us Weekly-თან საუბრისას.
ჯენიფერს მართლაც არ უმართლებს პირად ცხოვრებაში. ბრაიანამდე მსახიობი მუსიკოს ჯონ მაიერს, მსახიობ ჯორდან ეინსონს და ჯეიმი კენედის ხვდებოდა, თუმცა ყველა მისი რომანი კრახით დასრულდა.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.