პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰოლივუდელი ბერბიჭების საიდუმლოებანი
ჰოლივუდელი ბერბიჭების საიდუმლოებანი

ჰო­ლი­ვუდ­ში რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი ბერ­ბი­ჭაა. ისი­ნი სა­ინ­ტე­რე­სო და იდუ­მა­ლი მა­მა­კა­ცე­ბი მსა­ხი­ო­ბე­ბი, ლა­მა­ზი ქა­ლე­ბის ნე­ბი­ე­რე­ბი და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. თუმ­ცა, ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში და­უ­ო­ჯა­ხებ­ლო­ბის მიღ­მა ნამ­დვი­ლი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი იმა­ლე­ბა.

ჯორჯ კლუ­ნი ყვე­ლა­ზე ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­რი და მხცო­ვა­ნი ბერ­ბი­ჭაა. მის გვერ­დით ყო­ველ­თვის ულა­მა­ზე­სი ქა­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ ცოლ­ქმრულ ცხოვ­რე­ბა­ზე მტკი­ცედ ამ­ბობს უარს. "ქორ­წი­ნე­ბე­ბის ნა­ხე­ვა­რი ირ­ღვე­ვა, - ამ­ბობს ჯორ­ჯი, - მე რა­ტომ­ღა უნდა აღ­ვიქ­ვა ეს სა­კი­თხი სე­რი­ო­ზუ­ლად?" და­ახ­ლო­ე­ბით ოცი წლის წინ ჯორ­ჯი, რო­მე­ლიც ახლა 51 წლი­საა, ცოტა ხნით იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი მსა­ხი­ობ ტა­ლია ბალ­ზამ­ზე. წე­ლი­წად-ნა­ხე­ვარ­ში ჯორ­ჯი სახ­ლი­დან წა­ვი­და. სხვა­თა შო­რის, ამ თე­მა­ზე ჯორ­ჯმა მე­გო­ბარ ქა­ლებს ნაძ­ლე­ვიც მო­უ­გო - 15 ათას დო­ლარ­ზე და­ნაძ­ლევ­დნენ მას­თან ნი­კოლ კიდ­მა­ნი და მი­შელ პფა­ი­ფე­რი, რომ ჯორ­ჯი 40 წლამ­დე იქორ­წი­ნებ­და... მარ­ტო მა­ინც არ არის. მის გვერ­დით ამ­ჟა­მა­დაც ულა­მა­ზე­სი ქალ­ბა­ტო­ნია - სტე­ი­სი კიბ­ლე­რი.

კი­დევ ერთი ბერ­ბი­ჭაა ჰიუ გრან­ტი. თა­ნა­ტო­ლი ჯორჯ კლუ­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჰიუს ქორ­წი­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა მეტი აქვს. ბრი­ტა­ნე­ლი ქა­ლე­ბის საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი 13 წელი იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი მშვე­ნი­ერ ელი­ზა­ბეტ ჰარ­ლი­ზე. თუმ­ცა წყვილს შვი­ლი არ გა­უჩ­ნდა, მერე კი ჰიუ შავ­კა­ნი­ან მე­ძავ­თან გა­მო­ი­ჭი­რეს. ამას ოჯა­ხის დან­გრე­ვა მოჰ­ყვა. ამის მერე ჰიუ დიდ­ხანს არ ქორ­წინ­დე­ბო­და, ამ­ბობ­დნენ, ისევ ლიზი უყ­ვარ­სო. თუმ­ცა ახ­ლა­ხან ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 30 წლის ჩი­ნელ­მა ტინ­გლან ჰონ­გმა ქა­ლიშ­ვი­ლი გა­უ­ჩი­ნა. ჰიუ კი წერ­და "ტვი­ტერ­ში", მშვე­ნივ­რად ვარ, მაგ­რამ ცოლს მა­ინც არ მო­ვიყ­ვა­ნო, ახლა გა­ირ­კვა, რომ ჩი­ნე­ლი ქალი შვილ­თან ერ­თად ჰიუს სახ­ლში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად.

შარ­შან კი­დევ ერთი ბერ­ბი­ჭა გახ­და მამა - ოუენ უილ­სო­ნი. მის­მა მე­გო­ბარ­მა გო­გო­ნამ ჯეიდ დუ­ელ­მა გა­უ­ჩი­ნა ბიჭი. ოუ­ე­ნი შვილ­ზე ძა­ლი­ან ზრუ­ნავს, თავს ბედ­ნი­ე­რად გრძნობს და პა­ტა­რა ვაჟ­თან ერ­თად მო­სე­ირ­ნეს ხში­რად ხე­და­ვენ. თუმ­ცა ბავ­შვის დედა ცო­ლად არ მოჰ­ყავს. რო­გორც ჩანს, ძვე­ლი ია­რე­ბი ახ­სე­ნებს თავს - ხუთი წლის წინ ვე­ნე­ბის გა­დაჭ­რას და თა­ვის მო­წამ­ვლას აპი­რებ­და მსა­ხი­ობ კეიტ ჰადსონ­თან და­შო­რე­ბის გამო.

გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა აქვს კი­ა­ნუ რივზს. მისი პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა ავ­ბე­დი­თი იყო - 1999 წელს მის­მა მე­გო­ბარ­მა გო­გო­ნამ ჯე­ნი­ფერ სა­იმ­მა მკვდა­რი ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნა, ორ წე­ლი­წად­ში ჯე­ნი­ფე­რი სა­ში­ნელ ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფას ემსხვერ­პლა. მას მერე ცნო­ბი­ლი ნეო თა­ვის თავ­ში ჩა­ი­კე­ტა, ერი­დე­ბა ხმა­უ­რი­ან გარ­თო­ბებს, მო­ტო­ციკლზე შე­მომ­ჯდა­რი გი­ჟი­ვით უვ­ლის ქუ­ჩებს და ცო­ლის მოყ­ვა­ნას არც ფიქ­რობს. ეგ კი არა, ბოლო დრომ­დე სა­კუ­თა­რი სახ­ლიც კი არ ჰქონ­და - სას­ტუმ­რო­ებ­ში ათე­ნებ­და ღა­მე­ებს. ცოტა ხნის წინ იყი­და სახ­ლი ლოს-ან­ჯე­ლეს­ში.

ბრი­ტა­ნე­ლი ჯუდ ლოუ ასე­ვე პრობ­ლე­მუ­რი ვარ­სკვლა­ვუ­რი ბერ­ბი­ჭაა. ჯერ ერთი, მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი მა­მაა. სამი შვი­ლი ჰყავს სედი ფროსტთან ქორ­წი­ნე­ბი­დან, მე­ო­თხე - უკა­ნო­ნო, ფო­ტო­მო­დელ სა­მან­ტა ბერ­კის­გან. გარ­და ამი­სა, ბევ­რი მავ­ნე ჩვე­ვა აქვს, მათ შო­რის ექ­სტა­ზის აბე­ბის სმა და და ღა­ლა­ტის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა. ამი­ტომ და­შორ­და ბოლო შეყ­ვა­რე­ბულ სი­ე­ნა მი­ლერ­საც და ცოლ­საც, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი ბავ­შვე­ბის ძი­ძას­თან უღა­ლა­ტა.

38 წლის ლე­ო­ნარ­დო დი კაპ­რიო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე შე­სა­შუ­რი სა­სი­ძოა, მაგ­რამ მა­ინც არ ქორ­წინ­დე­ბა. ცნო­ბი­ლი მე­ქალ­თა­ნის გვერ­დით გა­მუდ­მე­ბით არი­ან გან­თქმუ­ლი ლა­მაზ­მა­ნე­ბი - მო­დე­ლე­ბი ჟი­ზელ ბუნდჰე­ნი, ბარ რა­ფა­ე­ლი, ერინ ჰი­ზერ­ტო­ნი... ყო­ველ მო­რიგ მე­გო­ბარ გო­გო­ნას­თან ერ­თად შე­სა­ნიშ­ნა­ვად ატა­რებს დროს პლაჟ­ზე, ვე­ლო­სი­პე­დით თუ იახ­ტით და­სე­ირ­ნობს, მერე კი შორ­დე­ბა. მისი ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი, რო­გორც წესი, მა­ლე­ვე თხოვ­დე­ბი­ან, ლეო კი ახალ ლა­მაზ­მანს ირ­ჩევს.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ჰოლივუდელი ბერბიჭების საიდუმლოებანი

ჰოლივუდელი ბერბიჭების საიდუმლოებანი

ჰოლივუდში რამდენიმე ცნობილი ბერბიჭაა. ისინი საინტერესო და იდუმალი მამაკაცები მსახიობები, ლამაზი ქალების ნებიერები და თავდაჯერებულები არიან. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში დაუოჯახებლობის მიღმა ნამდვილი საიდუმლოებები იმალება.

ჯორჯ კლუნი ყველაზე ექსტრავაგანტური და მხცოვანი ბერბიჭაა. მის გვერდით ყოველთვის ულამაზესი ქალები არიან, მაგრამ ცოლქმრულ ცხოვრებაზე მტკიცედ ამბობს უარს. "ქორწინებების ნახევარი ირღვევა, - ამბობს ჯორჯი, - მე რატომღა უნდა აღვიქვა ეს საკითხი სერიოზულად?" დაახლოებით ოცი წლის წინ ჯორჯი, რომელიც ახლა 51 წლისაა, ცოტა ხნით იყო დაქორწინებული მსახიობ ტალია ბალზამზე. წელიწად-ნახევარში ჯორჯი სახლიდან წავიდა. სხვათა შორის, ამ თემაზე ჯორჯმა მეგობარ ქალებს ნაძლევიც მოუგო - 15 ათას დოლარზე დანაძლევდნენ მასთან ნიკოლ კიდმანი და მიშელ პფაიფერი, რომ ჯორჯი 40 წლამდე იქორწინებდა... მარტო მაინც არ არის. მის გვერდით ამჟამადაც ულამაზესი ქალბატონია - სტეისი კიბლერი.

კიდევ ერთი ბერბიჭაა ჰიუ გრანტი. თანატოლი ჯორჯ კლუნისგან განსხვავებით, ჰიუს ქორწინების გამოცდილება მეტი აქვს. ბრიტანელი ქალების საყვარელი მამაკაცი 13 წელი იყო დაქორწინებული მშვენიერ ელიზაბეტ ჰარლიზე. თუმცა წყვილს შვილი არ გაუჩნდა, მერე კი ჰიუ შავკანიან მეძავთან გამოიჭირეს. ამას ოჯახის დანგრევა მოჰყვა. ამის მერე ჰიუ დიდხანს არ ქორწინდებოდა, ამბობდნენ, ისევ ლიზი უყვარსო. თუმცა ახლახან ცნობილი გახდა, რომ 30 წლის ჩინელმა ტინგლან ჰონგმა ქალიშვილი გაუჩინა. ჰიუ კი წერდა "ტვიტერში", მშვენივრად ვარ, მაგრამ ცოლს მაინც არ მოვიყვანო, ახლა გაირკვა, რომ ჩინელი ქალი შვილთან ერთად ჰიუს სახლში გადავიდა საცხოვრებლად.

შარშან კიდევ ერთი ბერბიჭა გახდა მამა - ოუენ უილსონი. მისმა მეგობარმა გოგონამ ჯეიდ დუელმა გაუჩინა ბიჭი. ოუენი შვილზე ძალიან ზრუნავს, თავს ბედნიერად გრძნობს და პატარა ვაჟთან ერთად მოსეირნეს ხშირად ხედავენ. თუმცა ბავშვის დედა ცოლად არ მოჰყავს. როგორც ჩანს, ძველი იარები ახსენებს თავს - ხუთი წლის წინ ვენების გადაჭრას და თავის მოწამვლას აპირებდა მსახიობ კეიტ ჰადსონთან დაშორების გამო.

გაცილებით რთული მდგომარეობა აქვს კიანუ რივზს. მისი პირველი ქორწინება ავბედითი იყო - 1999 წელს მისმა მეგობარმა გოგონამ ჯენიფერ საიმმა მკვდარი ბავშვი გააჩინა, ორ წელიწადში ჯენიფერი საშინელ ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. მას მერე ცნობილი ნეო თავის თავში ჩაიკეტა, ერიდება ხმაურიან გართობებს, მოტოციკლზე შემომჯდარი გიჟივით უვლის ქუჩებს და ცოლის მოყვანას არც ფიქრობს. ეგ კი არა, ბოლო დრომდე საკუთარი სახლიც კი არ ჰქონდა - სასტუმროებში ათენებდა ღამეებს. ცოტა ხნის წინ იყიდა სახლი ლოს-ანჯელესში.

ბრიტანელი ჯუდ ლოუ ასევე პრობლემური ვარსკვლავური ბერბიჭაა. ჯერ ერთი, მრავალშვილიანი მამაა. სამი შვილი ჰყავს სედი ფროსტთან ქორწინებიდან, მეოთხე - უკანონო, ფოტომოდელ სამანტა ბერკისგან. გარდა ამისა, ბევრი მავნე ჩვევა აქვს, მათ შორის ექსტაზის აბების სმა და და ღალატისკენ მიდრეკილება. ამიტომ დაშორდა ბოლო შეყვარებულ სიენა მილერსაც და ცოლსაც, რომელსაც საკუთარი ბავშვების ძიძასთან უღალატა.

38 წლის ლეონარდო დი კაპრიო ერთ-ერთი ყველაზე შესაშური სასიძოა, მაგრამ მაინც არ ქორწინდება. ცნობილი მექალთანის გვერდით გამუდმებით არიან განთქმული ლამაზმანები - მოდელები ჟიზელ ბუნდჰენი, ბარ რაფაელი, ერინ ჰიზერტონი... ყოველ მორიგ მეგობარ გოგონასთან ერთად შესანიშნავად ატარებს დროს პლაჟზე, ველოსიპედით თუ იახტით დასეირნობს, მერე კი შორდება. მისი ყოფილი შეყვარებულები, როგორც წესი, მალევე თხოვდებიან, ლეო კი ახალ ლამაზმანს ირჩევს.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება