მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ედრიან ბროუდი საჯარო ალერსს არ ერიდება
ედრიან ბროუდი საჯარო ალერსს არ ერიდება

ოს­კა­რო­სა­ნი მსა­ხი­ო­ბი ედ­რი­ან ბრო­უ­დი პა­პა­რა­ცებ­მა მე­გო­ბარ ქალ­თან, მო­დელ ლარა ლე­ი­ტოს­თან ერ­თად სა­ნა­პი­რო­ზე დას­ვე­ნე­ბის დროს გა­მო­ი­ჭი­რეს.

"პი­ა­ნის­ტის" ვარ­სკვლა­ვი პა­პა­რა­ცე­ბის ყუ­რა­დღე­ბას უკვე მიჩ­ვე­უ­ლია და ხალ­ხის თან­დას­წრე­ბით თა­მამ ქცე­ვას არ ერი­დე­ბა. 39 წლის მსა­ხი­ო­ბი მო­დელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ სა­ჯა­რო კო­მენ­ტა­რებს არას­დროს აკე­თებს, თუმ­ცა პა­პა­რა­ცე­ბის ფო­ტო­ე­ბი მის ნაც­ვლად ყვე­ლა­ფერს ამ­ბო­ბენ.

ლარა ლე­ი­ტოს­თან მსა­ხი­ობს უკვე ერთი წე­ლია ხე­და­ვენ. ისი­ნი ერ­თად დიდ დროს ატა­რე­ბენ და თით­ქმის ყველ­გან ერ­თად და­დი­ან. ედ­რი­ანს ადრე რო­მა­ნი ჰქონ­და მო­დელ სკან ნე­ლორ­სა და მსა­ხი­ობ მონე მა­ზურ­თან. მას რო­მანს მი­ა­წერ­დნენ ასე­ვე ჰოლი ბე­რის­თან და კირა ნა­ით­ლის­თან.

ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა ბრო­უ­დის ეს­პა­ნელ მსა­ხი­ობ ელზა პა­ტა­კის­თან ჰქონ­და - წყვი­ლის რო­მა­ნი 3 წელს გაგ­რძელ­და. ისი­ნი და­ნიშ­ნუ­ლე­ბიც იყ­ვნენ, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ედ­რი­ა­ნი ამ­ბობს, რომ დე­ტა­ლუ­რად ახ­სოვს ის დღე, რო­დე­საც ელზა პირ­ვე­ლად ნახა.

მსა­ხი­ო­ბის თქმით, სუ­ლი­ე­რი ტრავ­მე­ბი მას პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა, ვი­ნა­ი­დან შე­დე­გად უკეთ გრძნობს სა­კუ­თარ პერ­სო­ნაჟს, წვდე­ბა მის ფსი­ქო­ლო­გი­ას და მისი გან­სა­ხი­ე­რე­ბი­სას მეტ სიღ­რმეს გად­მოს­ცემს. ამ თვი­სე­ბის გამო მსა­ხი­ობს ძა­ლი­ან აფა­სე­ბენ მისი კო­ლე­გე­ბი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პირ­ვე­ლი "ოს­კა­რი" მსა­ხი­ობ­მა 29 წლის ასაკ­ში მი­ი­ღო და ამ ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ვარ­სკვლა­ვი გახ­და.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია heat.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ედრიან ბროუდი საჯარო ალერსს არ ერიდება

ედრიან ბროუდი საჯარო ალერსს არ ერიდება

ოსკაროსანი მსახიობი ედრიან ბროუდი პაპარაცებმა მეგობარ ქალთან, მოდელ ლარა ლეიტოსთან ერთად სანაპიროზე დასვენების დროს გამოიჭირეს.

"პიანისტის" ვარსკვლავი პაპარაცების ყურადღებას უკვე მიჩვეულია და ხალხის თანდასწრებით თამამ ქცევას არ ერიდება. 39 წლის მსახიობი მოდელთან ურთიერთობის შესახებ საჯარო კომენტარებს არასდროს აკეთებს, თუმცა პაპარაცების ფოტოები მის ნაცვლად ყველაფერს ამბობენ.

ლარა ლეიტოსთან მსახიობს უკვე ერთი წელია ხედავენ. ისინი ერთად დიდ დროს ატარებენ და თითქმის ყველგან ერთად დადიან. ედრიანს ადრე რომანი ჰქონდა მოდელ სკან ნელორსა და მსახიობ მონე მაზურთან. მას რომანს მიაწერდნენ ასევე ჰოლი ბერისთან და კირა ნაითლისთან.

ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა ბროუდის ესპანელ მსახიობ ელზა პატაკისთან ჰქონდა - წყვილის რომანი 3 წელს გაგრძელდა. ისინი დანიშნულებიც იყვნენ, თუმცა საბოლოოდ ერთმანეთს დაშორდნენ. ერთ-ერთ ინტერვიუში ედრიანი ამბობს, რომ დეტალურად ახსოვს ის დღე, როდესაც ელზა პირველად ნახა.

მსახიობის თქმით, სულიერი ტრავმები მას პროფესიულ განვითარებაში ეხმარება, ვინაიდან შედეგად უკეთ გრძნობს საკუთარ პერსონაჟს, წვდება მის ფსიქოლოგიას და მისი განსახიერებისას მეტ სიღრმეს გადმოსცემს. ამ თვისების გამო მსახიობს ძალიან აფასებენ მისი კოლეგები.

აღსანიშნავია, რომ პირველი ”ოსკარი” მსახიობმა 29 წლის ასაკში მიიღო და ამ ჯილდოს მფლობელი ყველაზე ახალგაზრდა ვარსკვლავი გახდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია heat.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"