პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიოტი და მატრაკვეცა ნიკა წულუკიძე უცხოპლანეტელებს მიჰყავდათ
პატრიოტი და მატრაკვეცა ნიკა წულუკიძე უცხოპლანეტელებს მიჰყავდათ

თე­ატრთმცოდ­ნე ნიკა წუ­ლუ­კი­ძე და­ახ­ლო­ე­ბით იმ­დე­ნი­ვე ქვე­ყა­ნა­შია ნამ­ყო­ფი, რამ­დე­ნი წლი­საც გახ­ლავთ. ამ­ბობს, რომ მოგ­ზა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან უყ­ვარს. სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში თავს არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი გა­დახ­დე­ნია. მას სწო­რედ ამ ამ­ბე­ბის გა­სახ­სე­ნებ­ლად შევ­ხვდი. "მოგ­ზა­უ­რუ­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი" კი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდა.

- მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე ვგიჟ­დე­ბი, აღარ ვიცი, ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი სა­ი­დან და­ვი­წყო. გა­სულ წელს გა­მი­მარ­თლა და თურ­ქეთ­ში, პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში, ეგ­ვიპ­ტე­სა და ინ­გლის­ში ვი­მოგ­ზა­უ­რე. როცა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი გას­ტროლ­ზე უცხო ქვე­ყა­ნა­ში ჩა­დი­ო­და, სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძეს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ნამ­დვი­ლი სახე რომ ენა­ხა, პირ­ვე­ლად ბა­ზარ­ში შე­დი­ო­და. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, მეც ასე ვიქ­ცე­ვი. იქ ყვე­ლა­ზე კარ­გად ჩანს, რო­გორ ცხოვ­რო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი. ბევ­რი, მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას მხო­ლოდ ტუ­რის­ტუ­ლი ად­გი­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბით კმა­ყო­ფილ­დე­ბა და ეს არას­წო­რია. შე­იძ­ლე­ბა, ლონ­დონ­ში ისე ჩახ­ვი­დე და ჩა­მოხ­ვი­დე, ერთი ლონ­დო­ნე­ლი ვერ ნახო.

- შარ­შან­დე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან პირ­ვე­ლად რას გა­იხ­სე­ნებ?

- ლი­სა­ბონ­ში ჩემი მე­გო­ბა­რი დამ­ხვდა. ის პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში ცხოვ­რობს. მთე­ლი ლი­სა­ბო­ნი მო­მა­ტა­რა. შემ­დეგ კუნ­ძულ მა­დე­ი­რა­ზე გა­დავფრინ­დით. ეს არის ად­გი­ლი, სა­დაც ფეხ­ბურ­თე­ლი რო­ნალ­დო და­ი­ბა­და. მას დიდ პა­ტივს სცე­მენ. და­დი­ხარ და გიხ­სნი­ან - ეს მინა იმი­ტომ არის ჩა­ტე­ხი­ლი, რომ რო­ნალ­დომ ბურ­თი მო­არ­ტყა, აქ ტატუ გა­ი­კე­თა, აქ ყავა და­ლია... მოკ­ლედ, გა­ფე­ტი­შე­ბუ­ლი ჰყავთ, ყველ­გან მისი ნაკ­ვა­ლე­ვია. ამ კუნ­ძულ­ზე ბა­ნა­ნის უზარ­მა­ზა­რი პლან­ტა­ცი­ე­ბია. დაკ­რი­ფე და მი­ირ­თვი, რამ­დე­ნიც გინ­და. ხილ­ზე ვგიჟ­დე­ბი. იქ კონ­დი­ცი­ო­ნე­რი არც სჭირ­დე­ბათ. ყო­ველ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო ტემ­პე­რა­ტუ­რაა. დღე სით­ბოა, ღა­მით გრი­ლა. 11-12 წლის ასა­კი­დან გო­გო­ნე­ბი და ბი­ჭე­ბი ფლირტს იწყე­ბენ. ისე­თი ლა­მა­ზე­ბი არი­ან, თვალს ვერ მოს­წყვეტ. ამ ასაკ­ში 20-25 წლი­სას ჰგვა­ნან, მალე ბერ­დე­ბი­ან, ნა­ოჭ­დე­ბი­ან. ყვა­ვი­ლე­ბი, ყვა­ვი­ლე­ბი, ყვა­ვი­ლე­ბი და ირ­გვლივ ოკე­ა­ნე, რო­მელ­შიც პირ­და­პირ ვერ შეხ­ვალ, კლდი­დან უნდა ჩახ­ტე და გა­ცუ­რო. გარ­კვე­უ­ლი მან­ძი­ლის გა­და­ცურ­ვის შემ­დეგ, მო­ტივ­ტი­ვე, ხე­ლოვ­ნურ პლაჟ­ზე ხვდე­ბი. ულა­მა­ზე­სი სა­ნა­ხა­ო­ბაა.

- ახლა ის მო­მი­ყე­ვი, უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბის მუ­ზე­უმ­ში ცუ­დად რომ გახ­დი.

- ეგ თურ­ქეთ­ში მოხ­და და ახია ჩემ­ზე, რაც და­მე­მარ­თა. კა­ბა­დო­კი­ა­ში ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნი რომ ჩახ­ვალ, წმინ­და ნი­ნოს და წმინ­და გი­ორ­გის ქა­ლაქ­ში უფო­ლო­გი­ურ მუ­ზე­უმ­ში შეხ­ვალ და უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბით და­ინ­ტე­რეს­დე­ბი, მე­ტის ღირ­სი ხარ! თურ­ქეთ­ში რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი, ცოტა თან­ხა გვქონ­და. მუ­ზე­უმ­ში შეს­ვლა 25 ლირა ღირ­და. მე­გობ­რებს ვუ­თხა­რი, ჯერ მე შე­ვალ, და­ვათ­ვა­ლი­ე­რებ და თუ მო­მე­წო­ნა, მერე თქვენც შე­დით, ფული ტყუ­ი­ლად არ დავ­ხარ­ჯოთ-მეთ­ქი. შე­ნო­ბა­ში შე­ვე­დი და ლიფ­ტით 3 სარ­თუ­ლით დაბ­ლა და­ვეშ­ვი. კარი გა­ი­ღო, უკუ­ნი სიბ­ნე­ლეა, ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა არ მინ­და. არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო ხმე­ბი გა­ის­მა, შე­მე­შინ­და. გა­ვი­ფიქ­რე, უკან გავ­ბრუნ­დე­ბი-მეთ­ქი, მაგ­რამ ლიფ­ტი ად­გი­ლი­დან ვერ დავ­ძა­რი.

- მარ­ტო იყა­ვი?

- აბა, გვერ­დით ვინ­მე რომ მყო­ლო­და, რა მი­ჭირ­და? უცებ სივ­რცე­ში გა­ის­მა - უუუ!!! ხმა თან­და­თან მი­ახ­ლოვ­დე­ბა. ზურ­გი­დან მა­ინც ვიქ­ნე­ბი და­ცუ­ლი-მეთ­ქი და კე­დელს მი­ვეყ­რდე­ნი. უც­ბად, ისევ - უუუ!!! და ჯერ სი­ნათ­ლის სვე­ტი და­ეშ­ვა, შემ­დეგ გა­ნა­თე­ბუ­ლი თეფ­შის­მაგ­ვა­რი რა­ღაც და­ე­ხეთ­ქა, გა­ი­ღო კარი და ორმა წი­თელ­მა თვალ­მა შე­მო­მა­ნა­თა. ლა­მის გავ­გიჟ­დი. ვხე­დავ, ვი­ღაც თეთრ ხელს მიქ­ნევს, ჩემ­თან მო­დიო. - ვაი! მიშ­ვე­ლეთ! მიშ­ვე­ლე­ე­ეთ!!! - ისე­თი ყვი­რი­ლი ავ­ტე­ხე, - დაც­ვა!!! დაც­ვა­აა!!! - ვღ­რი­ა­ლებ­დი. მალე მო­მეშ­ველ­ნენ, სი­ნათ­ლე აან­თეს და და­ვი­ნა­ხე, ჩემ წინ 2 წი­თე­ლი ნა­თუ­რა ენთო და რა­ღაც პლასტმა­სი კონ­წი­ა­ლობ­და, მე კი ლა­მის გული გა­მის­კდა. წმინ­და მი­წა­ზე რომ ჩახ­ვალ, უფალს უნდა შე­ე­ვედ­რო, სან­თე­ლი აან­თო და მად­ლი მი­ი­ღო, მატ­რაკ­ვე­ცო­ბას კი თავი და­ა­ნე­ბო.

- რომ ამოხ­ვე­დი, მე­გობ­რებს რა უთხა­რი?

- ლა­პა­რა­კის თავი სა­დღა მქონ­და, ისე­თი ფერი მედო, ძლივს მო­მა­სუ­ლი­ე­რეს.

- ეგ­ვიპ­ტე­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან რას გა­იხ­სე­ნებ?

- ერთ-ერ­თმა ტუ­რის­ტულ­მა კომ­პა­ნი­ამ სექ­ტემ­ბერ­ში, ეგ­ვიპ­ტე­ში რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად წაგ­ვიყ­ვა­ნა. მე და დათო ტუ­რაშ­ვილს უნდა გვე­თა­მა­შა. 7 დღე ნი­ლოს­ზე 5-ვარ­სკვლა­ვი­ან გემ­ზე ვცხოვ­რობ­დით. ვხე­დავ­დით, რო­გორ ჭამ­და ნი­ან­გი წე­როს, წერო - თევზს. გემი რომ მი­დი­ო­და, ბაზ­რო­ბე­ბი მოჰ­ყვე­ბო­და. პორ­ტებ­ში ვჩერ­დე­ბო­დით, სა­დაც გვხვდე­ბოდ­ნენ ეტ­ლე­ბი, მივ­ყავ­დით სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში და გვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნებ­დნენ. ქვეყ­ნის კულ­ტუ­რის ატა­შე­ე­ბი იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბი. ერთ-ერთ პორ­ტში შე­ჩე­რე­ბი­სას ხილი მო­მინ­და, გვი­ა­ნი ღამე იყო და გემ­ზე ყვე­ლა­ფე­რი და­კე­ტი­ლი გახ­ლდათ. ხი­ლის სა­ყიდ­ლად ჩა­ვე­დი. ვი­ღაც კაცს ვკი­თხე, ხილი სად ვი­ყი­დო-მეთ­ქი? სამი კაცი მო­მი­ახ­ლოვ­და, - ფული გაქ­ვსო? - რო­გორ არ მაქვს, მი­მიყ­ვა­ნეთ, სად იყი­დე­ბა-მეთ­ქი? - წა­მოგ­ვყე­ვიო. ამ დროს გე­მი­დან კა­პიტ­ნის გან­წი­რუ­ლი ყვი­რი­ლი შე­მო­მეს­მა - ნიკა, დაბ­რუნ­დი! დაბ­რუნ­დი!!! - სას­წრა­ფოდ უკან მივ­ბრუნ­დი. - ვის მიჰ­ყვე­ბო­დი, არ და­ფიქ­რდი? კაც­მა არ იცის, რას გი­ზამ­დნენ, ეშ­მა­კი ვე­ღარ გი­პო­ვი­დაო. ეგ რა არის, მე და დათო ტუ­რაშ­ვილს ბე­დუ­ი­ნი გვი­ტა­ცებ­და.

- რო­გორ?

- ქა­ლა­ქის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად მის ეტ­ლში ჩავ­სხე­დით. გაგ­ვაფრ­თხი­ლეს, მომ­სა­ხუ­რე­ბის თან­ხა გა­დახ­დი­ლი­აო. შუა ქა­ლაქ­ში ბე­დუ­ინ­მა ფული მოგვ­თხო­ვა, - ჩქა­რა მო­მე­ცი­თო. თა­ვი­დან უარ­ზე ვი­ყა­ვით, - ხომ გა­და­გი­ხა­დეს, ჩვენ ვე­ღარ მოგ­ცემთ-მეთ­ქი. დაგ­ვე­მუქ­რა, სა­დაც უნდა მი­გიყ­ვა­ნოთ, იქ არ დაგ­ტო­ვებთ, შუა უდაბ­ნო­ში გა­გიყ­ვანთ, ეტ­ლი­დან ჩა­მოგ­სვამთ და გვე­ლე­ბი შეგ­ჭა­მე­ნო. მოკ­ლედ, გარ­კვე­უ­ლი თან­ხა მა­ინც გა­და­ვუ­ხა­დეთ. ბა­ზარ­ში რომ შევ­დი­ო­დი, ვინც იგებ­და, რომ ქარ­თვე­ლი ვი­ყა­ვი, ვა­ჭა­რი თუ ყა­ჩა­ღი, ყვე­ლა ერ­თსა და იმა­ვეს მე­უბ­ნე­ბო­და - ჩემი და თქვენ­თან, სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტში სწავ­ლობ­სო. ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე არა­ბე­ბი და ინ­დუ­სე­ბი რომ არი­ან, მათი და-ძმე­ბი გა­ვი­ცა­ნი (იცი­ნის).

- შენი ფო­ტო­ე­ბი­დან ვიცი, რომ ბე­დუ­ი­ნე­ბის სო­ფელ­შიც იყა­ვი.

- ეგ­ვიპ­ტე­ში ბე­დუ­ი­ნე­ბის სო­ფელ­ში მოვ­ხვდით. იქ ვნა­ხე აფ­თი­ა­ქი. აგ­ვიხ­სნეს, რომ ქვი­შა­ში შე­ზე­ლი­ლი აქ­ლე­მის შარ­დი შვე­ლის თა­ვის ტკი­ვილს. ერ­თმა­ნეთ­ში შე­ზე­ლი­ლი აქ­ლე­მის ქონი და ფურ­თხი შვე­ლის რა­ღაც და­ა­ვა­დე­ბას. მოკ­ლედ, იქ აქ­ლე­მი უკ­ვდა­ვე­ბის წა­მა­ლია. ერთი მწყემ­სი გოგო ამე­კი­და, - ბი­ძია, რა იქ­ნე­ბა, შენ­თან წა­მიყ­ვა­ნე, გამ­ზარ­დეო. - 2 კაბა ჰქონ­და, პარკში ჩადო და მომ­ყვე­ბო­და. 1 დო­ლა­რი ვა­ჩუ­ქე, ეს იმათ­თვის იგი­ვეა, მე რომ 9-სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი მა­ჩუ­ქო. ალ­ბათ იქა­ურ ლოც­ვებ­შიც მიხ­სე­ნი­ე­ბენ. იმ გო­გოს­თან ერ­თად ფო­ტოც გა­და­ვი­ღე.

- ბე­დუ­ი­ნე­ბი რით გა­გი­მას­პინ­ძლდნენ?

- ფლა­ვი გვა­ჭა­მეს, შემ­წვარ-მოხ­რა­კუ­ლი საჭ­მე­ლე­ბი ჰქონ­დათ. მერე ერთი ქალი მო­ვი­და და შე­მოგ­ვთა­ვა­ზა, - თქვენ რომ არ შე­წუხ­დეთ, ხილს მე და­გი­ღე­ჭავთ და ისე გა­დაყ­ლა­პე­თო. - ხე­ლე­ბი გა­ვა­სავ­სა­ვე, - არ მიყ­ვარს, ხილი ცხოვ­რე­ბა­ში არ მი­ჭა­მია-მეთ­ქი. მერე წი­თელ ზღვა­ში ჩა­საყ­ვინ­თად წაგ­ვიყ­ვა­ნეს. მსგავ­სი სი­ლა­მა­ზე არ მი­ნა­ხავს. ან­კე­სე­ბიც მოგ­ვცეს და გვა­თევ­ზა­ვეს. სულ ფე­რა­დი თევ­ზე­ბი და­ვი­ჭი­რეთ, მაგ­რამ ისე შეგ­ვე­ცოდ­ნენ, უკან გა­დავ­ყა­რეთ. ბა­ნა­ნის დიდი პლან­ტა­ცი­ე­ბი აქვთ, დაკ­რეფ, იქვე წყალ­ში ამო­რე­ცხავ და მი­ირ­თმევ.

- უცხო ქვე­ყა­ნა­ში ჩას­ვლი­სას, იმ ქვეყ­ნის სამ­ზა­რე­უ­ლოს ყო­ველ­თვის აგე­მოვ­ნებ?

- თავს არ ვზო­გავ. მე და და­თოს ქა­ლიშ­ვი­ლი, სო­ფიო, ფი­ნიკ­ზე ვგიჟ­დე­ბო­დით. ოლია მა­თხოვ­რე­ბი­ვით და­ვი­კა­ვებ­დით თეფ­შებს და სა­სა­დი­ლო­ებ­ში დავ­დი­ო­დით. კვე­ბა 123-ჯე­რა­დი (იღი­მის) გვქონ­და. იტა­ლი­უ­რი, მექ­სი­კუ­რი, ინ­დუ­რი, ჩი­ნუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო, აგერ­ჩია, რო­მე­ლი კერ­ძი გინ­დო­და.

- უპი­რა­ტე­სო­ბას რო­მე­ლი ქვეყ­ნის სამ­ზა­რე­უ­ლოს ანი­ჭებ?

- ქარ­თულს. უკ­რა­ი­ნე­ლებ­საც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სამ­ზა­რე­უ­ლო აქვთ. გემ­რი­ელ პუ­დინ­გებს ამ­ზა­დე­ბენ.

- აზი­უ­რი კულ­ტუ­რა ევ­რო­პულ­ზე მე­ტად გი­ზი­დავს?

- ეგ­ზო­ტი­კა ცოტა ხნი­თაა კარ­გი. აზი­ურს ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი მირ­ჩევ­ნია. ლონ­დონ­ში ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი ცხოვ­რობს. ერთხელ მას­თან ჩა­ვე­დი. აქე­დან ღერ­ღი­ლი, აჯი­კა, ტყე­მა­ლი, ჩურ­ჩხე­ლა, ჭა­ჭის არა­ყი წა­ვი­ღე. სა­ელ­ჩო­ში ძა­ლი­ან თბი­ლად მი­მი­ღეს. ლონ­დო­ნის ცხოვ­რე­ბის რით­მმა გა­მა­ო­ცა. იქ ისე­თი სწრა­ფი ტემ­პია, ხან­და­ხან ქუ­ჩა­ში გვერ­დით ვი­წე­ო­დი, ხალ­ხს რომ არ გა­და­ვე­თე­ლე. ყვე­ლას სა­დღაც ეჩ­ქა­რე­ბა. იმ დღე­ებ­ში, ლონ­დო­ნის ნა­ცი­ო­ნა­ლურ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს კუ­თხე გა­იხ­სნა, მე რა­დიო "იმედ­ში" ჩა­წე­რი­ლი "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" და რამ­დე­ნი­მე ძვირ­ფა­სი წიგ­ნი ჩა­ვი­ტა­ნე. ინ­გლი­სე­ლი მკვლევ­რის წიგ­ნის - "მშვე­ნი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო" - პრე­ზენ­ტა­ცი­ა­საც და­ვეს­წა­რი. ლონ­დონ­ში ყოფ­ნი­სას შე­ვი­ძი­ნე წიგ­ნე­ბი პრო­ფე­სი­ულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე და მათ­ზე დაყ­რდნო­ბით დავ­წე­რე წიგ­ნი: "ყვე­ლა­ფე­რი მე­ო­რე მე­ო­რა­დი არ არის". მას­ში ჩა­მოთ­ვლი­ლია ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა ლი­ტე­რა­ტუ­რულ პირ­ველ­წყა­რო­ზეა შექ­მნი­ლი. მა­გა­ლი­თად, შექ­სპი­რის 37 პი­ე­სი­დან 36 სხვა ლი­ტე­რა­ტუ­რულ პირ­ველ­წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბი­თაა და­წე­რი­ლი. მან 1594 წელს და­წე­რა "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა", 1562 წელს არ­ტურ ბრუკ­მა და­წე­რა "რო­მე­უ­სი­სა და ჯუ­ლი­უ­სის ტრა­გი­კუ­ლი ზღა­პა­რი". ძა­ლი­ან ცოტა ვინ­მემ თუ იცის, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ ივა­ნე მა­ჩა­ბელ­თან ერ­თად რო­გორ თარ­გმნა "მეფე ლირი". ამ რო­ლის პირ­ვე­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვად ილია იყო.

- უცხო ქვე­ყა­ნა­ში ჩას­ვლი­სას ბუ­ნებ­რი­ვია, მუ­ზე­უ­მე­ბით, ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბი­თაც ინ­ტე­რეს­დე­ბი.

- რა თქმა უნდა. ლონ­დო­ნის ნა­ცი­ო­ნა­ლურ მუ­ზე­უმ­ში წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე. თუ ვინ­მეს ხელ­ში ფუნ­ჯი აუ­ღია და მერე მის­თვის გე­ნი­ო­სი და­ურ­ქმე­ვი­ათ, ყვე­ლას ტილო მაქვს ნა­ნა­ხი, ეს დიდი ემო­ცი­აა. ხალ­ხი ერთ ტი­ლოს დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე უყუ­რებს. ხე­ლოვ­ნე­ბით ტკბო­ბა დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა.

- მი­თხა­რი, 25-მდე ქვე­ყა­ნა­ში ვარ ნამ­ყო­ფიო. რო­მე­ლი­მე­ში სა­ცხოვ­რებ­ლად დარ­ჩე­ბო­დი?

- პო­ლო­ნეთ­ში, კრა­კოვ­ში ვი­ცხოვ­რებ­დი. ეს ემო­ცი­ე­ბით სავ­სე, ზღაპ­რუ­ლი ქა­ლა­ქია. ქუ­ჩა­ში ჯანო კა­ხი­ძის მუ­სი­კა რომ გა­ვი­გო­ნე "პირ­ვე­ლი მერ­ცხა­ლი­დან", სულ გა­და­ვი­რიე. მხრებ­ში გა­ვი­შა­ლე, რა­ღაც­ნა­ი­რი, ეროვ­ნუ­ლი სი­ა­მა­ყე შე­მე­პა­რა. იქ კა­ხი­ძის შე­მოქ­მე­დე­ბას კარ­გად იც­ნო­ბენ.

- ამ­დე­ნი ვი­ლა­პა­რა­კეთ და არა­ფე­რი გით­ქვამს, რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში უფრო მომ­ხიბ­ვლე­ლი გო­გო­ნე­ბი შეგ­ხვდნენ.

- სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, მშობ­ლებ­მა მე­გობ­რებ­თან ერ­თად ან­ტა­ლი­ა­ში გა­მიშ­ვეს, 6-7 ბიჭი ვი­ყა­ვით. სას­ტუმ­რო­ში, რო­მელ­შიც დავ­ბი­ნავ­დით, ღა­მის კლუ­ბი იყო. შე­ვე­დით თუ არა, ერთი ყელ­მო­ღე­რე­ბუ­ლი, გე­დი­ვით ქალი გა­და­მეხ­ვია, მკოც­ნის, ჭკუ­ა­ზე არ არის. მკი­თხა, - რო­მელ ნო­მერ­ში ცხოვ­რობ? ცოტა დავ­ლი­ოთ და ავი­დე­თო. - მოკ­ლედ, ჩემს ოთახს რომ მი­ვუ­ახ­ლოვ­დით, და­ვი­ნა­ხე, ჩემი ძმა­კა­ცის ნომ­რი­დან გა­მო­დი­ან: ვი­ღაც ქალი, ჩემი მე­გო­ბა­რი და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი. ვერ გა­ვი­გე, რა ხდე­ბო­და. მე­გო­ბარ­მა და­მი­ნა­ხა თუ არა, ყვი­რი­ლი და­ი­წყო, - არ შე­იყ­ვა­ნო, არ შე­იყ­ვა­ნოო! - თურ­მე ეს ქა­ლე­ბი სას­ტუმ­როს დაც­ვას­თან შე­თან­ხმე­ბით მუ­შა­ო­ბენ. ბი­ჭებს სა­კუ­თარ თავს სთა­ვა­ზო­ბენ, ნო­მერ­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე კი­ვილს იწყე­ბენ, მიშ­ვე­ლეთ, შე­მო­მათ­რი­აო. მო­დის ჩა­საფ­რე­ბუ­ლი დაც­ვა და მერე მო­ლა­პა­რა­კე­ბას იწყე­ბენ: - თუ გინ­და, ეს ამ­ბა­ვი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა არ გა­ი­გონ და და­ჭე­რას გა­და­ურ­ჩე, ფული მო­მე­ციო.

- და შენც, იმ "გე­დი­ვით ქა­ლის" მა­ხე­ში გა­ე­ბი?

- არა, გა­დავ­რჩი, სა­კივ­ლე­ლად იყო გამ­ზა­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ ნომ­რი­დან გა­მო­ვა­ბუნ­ძუ­ლე.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად რო­მე­ლი ქვეყ­ნის ქა­ლე­ბი გი­ზი­და­ვენ?

- უკ­რა­ი­ნა­ში გოგო გა­ვი­ცა­ნი, რო­მელ­თა­ნაც 1-თვი­ა­ნი რო­მა­ნი მქონ­და. თვა­ლე­ბი­დან ცე­ცხლს აკ­ვე­სებ­და, შე­მომ­ხე­დავ­და და ჟრუ­ან­ტე­ლი მივ­ლი­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ შევ­თა­ვა­ზე, - თბი­ლის­ში ჩა­მო­დი-მეთ­ქი და უარი მი­თხრა. უფრო სწო­რად, მი­პა­სუ­ხა, - 2 დღით არა, თუ გინ­და, სა­მუ­და­მოდ ჩა­მო­ვა­ლო.

- შენ კი უცხო­ე­ლი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი არ გინ­და...

- პატ­რი­ო­ტი ვარ, რაც უნდა კარ­გი და ლა­მა­ზი იყოს, უცხო­ე­ლი ცოლი არ მინ­და, ქარ­თვე­ლი გოგო მირ­ჩევ­ნია...

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

პატრიოტი და მატრაკვეცა ნიკა წულუკიძე უცხოპლანეტელებს მიჰყავდათ

პატრიოტი და მატრაკვეცა ნიკა წულუკიძე უცხოპლანეტელებს მიჰყავდათ

თეატრთმცოდნე ნიკა წულუკიძე დაახლოებით იმდენივე ქვეყანაშია ნამყოფი, რამდენი წლისაც გახლავთ. ამბობს, რომ მოგზაურობა ძალიან უყვარს. სხვადასხვა ქვეყანაში თავს არაერთი საინტერესო ამბავი გადახდენია. მას სწორედ ამ ამბების გასახსენებლად შევხვდი. "მოგზაურული თავგადასავალი" კი მრავალფეროვანი აღმოჩნდა.

- მოგზაურობაზე ვგიჟდები, აღარ ვიცი, ამ თემაზე ლაპარაკი საიდან დავიწყო. გასულ წელს გამიმართლა და თურქეთში, პორტუგალიაში, ეგვიპტესა და ინგლისში ვიმოგზაურე. როცა რუსთაველის თეატრი გასტროლზე უცხო ქვეყანაში ჩადიოდა, სერგო ზაქარიაძეს ადგილობრივების ნამდვილი სახე რომ ენახა, პირველად ბაზარში შედიოდა. შეძლებისდაგვარად, მეც ასე ვიქცევი. იქ ყველაზე კარგად ჩანს, როგორ ცხოვრობენ ადამიანები. ბევრი, მოგზაურობისას მხოლოდ ტურისტული ადგილების მონახულებით კმაყოფილდება და ეს არასწორია. შეიძლება, ლონდონში ისე ჩახვიდე და ჩამოხვიდე, ერთი ლონდონელი ვერ ნახო.

- შარშანდელი მოგზაურობიდან პირველად რას გაიხსენებ?

- ლისაბონში ჩემი მეგობარი დამხვდა. ის პორტუგალიაში ცხოვრობს. მთელი ლისაბონი მომატარა. შემდეგ კუნძულ მადეირაზე გადავფრინდით. ეს არის ადგილი, სადაც ფეხბურთელი რონალდო დაიბადა. მას დიდ პატივს სცემენ. დადიხარ და გიხსნიან - ეს მინა იმიტომ არის ჩატეხილი, რომ რონალდომ ბურთი მოარტყა, აქ ტატუ გაიკეთა, აქ ყავა დალია... მოკლედ, გაფეტიშებული ჰყავთ, ყველგან მისი ნაკვალევია. ამ კუნძულზე ბანანის უზარმაზარი პლანტაციებია. დაკრიფე და მიირთვი, რამდენიც გინდა. ხილზე ვგიჟდები. იქ კონდიციონერი არც სჭირდებათ. ყოველთვის სასიამოვნო ტემპერატურაა. დღე სითბოა, ღამით გრილა. 11-12 წლის ასაკიდან გოგონები და ბიჭები ფლირტს იწყებენ. ისეთი ლამაზები არიან, თვალს ვერ მოსწყვეტ. ამ ასაკში 20-25 წლისას ჰგვანან, მალე ბერდებიან, ნაოჭდებიან. ყვავილები, ყვავილები, ყვავილები და ირგვლივ ოკეანე, რომელშიც პირდაპირ ვერ შეხვალ, კლდიდან უნდა ჩახტე და გაცურო. გარკვეული მანძილის გადაცურვის შემდეგ, მოტივტივე, ხელოვნურ პლაჟზე ხვდები. ულამაზესი სანახაობაა.

- ახლა ის მომიყევი, უცხოპლანეტელების მუზეუმში ცუდად რომ გახდი.

- ეგ თურქეთში მოხდა და ახია ჩემზე, რაც დამემართა. კაბადოკიაში ქართველი ადამიანი რომ ჩახვალ, წმინდა ნინოს და წმინდა გიორგის ქალაქში უფოლოგიურ მუზეუმში შეხვალ და უცხოპლანეტელებით დაინტერესდები, მეტის ღირსი ხარ! თურქეთში რამდენიმე მეგობართან ერთად ვიყავი, ცოტა თანხა გვქონდა. მუზეუმში შესვლა 25 ლირა ღირდა. მეგობრებს ვუთხარი, ჯერ მე შევალ, დავათვალიერებ და თუ მომეწონა, მერე თქვენც შედით, ფული ტყუილად არ დავხარჯოთ-მეთქი. შენობაში შევედი და ლიფტით 3 სართულით დაბლა დავეშვი. კარი გაიღო, უკუნი სიბნელეა, ნაბიჯის გადადგმა არ მინდა. არასასიამოვნო ხმები გაისმა, შემეშინდა. გავიფიქრე, უკან გავბრუნდები-მეთქი, მაგრამ ლიფტი ადგილიდან ვერ დავძარი.

- მარტო იყავი?

- აბა, გვერდით ვინმე რომ მყოლოდა, რა მიჭირდა? უცებ სივრცეში გაისმა - უუუ!!! ხმა თანდათან მიახლოვდება. ზურგიდან მაინც ვიქნები დაცული-მეთქი და კედელს მივეყრდენი. უცბად, ისევ - უუუ!!! და ჯერ სინათლის სვეტი დაეშვა, შემდეგ განათებული თეფშისმაგვარი რაღაც დაეხეთქა, გაიღო კარი და ორმა წითელმა თვალმა შემომანათა. ლამის გავგიჟდი. ვხედავ, ვიღაც თეთრ ხელს მიქნევს, ჩემთან მოდიო. - ვაი! მიშველეთ! მიშველეეეთ!!! - ისეთი ყვირილი ავტეხე, - დაცვა!!! დაცვააა!!! - ვღრიალებდი. მალე მომეშველნენ, სინათლე აანთეს და დავინახე, ჩემ წინ 2 წითელი ნათურა ენთო და რაღაც პლასტმასი კონწიალობდა, მე კი ლამის გული გამისკდა. წმინდა მიწაზე რომ ჩახვალ, უფალს უნდა შეევედრო, სანთელი აანთო და მადლი მიიღო, მატრაკვეცობას კი თავი დაანებო.

- რომ ამოხვედი, მეგობრებს რა უთხარი?

- ლაპარაკის თავი სადღა მქონდა, ისეთი ფერი მედო, ძლივს მომასულიერეს.

- ეგვიპტეში მოგზაურობიდან რას გაიხსენებ?

- ერთ-ერთმა ტურისტულმა კომპანიამ სექტემბერში, ეგვიპტეში რამდენიმე ქართველი ფილმის გადასაღებად წაგვიყვანა. მე და დათო ტურაშვილს უნდა გვეთამაშა. 7 დღე ნილოსზე 5-ვარსკვლავიან გემზე ვცხოვრობდით. ვხედავდით, როგორ ჭამდა ნიანგი წეროს, წერო - თევზს. გემი რომ მიდიოდა, ბაზრობები მოჰყვებოდა. პორტებში ვჩერდებოდით, სადაც გვხვდებოდნენ ეტლები, მივყავდით სხვადასხვა ქალაქში და გვათვალიერებინებდნენ. ქვეყნის კულტურის ატაშეები იყვნენ ჩართულები. ერთ-ერთ პორტში შეჩერებისას ხილი მომინდა, გვიანი ღამე იყო და გემზე ყველაფერი დაკეტილი გახლდათ. ხილის საყიდლად ჩავედი. ვიღაც კაცს ვკითხე, ხილი სად ვიყიდო-მეთქი? სამი კაცი მომიახლოვდა, - ფული გაქვსო? - როგორ არ მაქვს, მიმიყვანეთ, სად იყიდება-მეთქი? - წამოგვყევიო. ამ დროს გემიდან კაპიტნის განწირული ყვირილი შემომესმა - ნიკა, დაბრუნდი! დაბრუნდი!!! - სასწრაფოდ უკან მივბრუნდი. - ვის მიჰყვებოდი, არ დაფიქრდი? კაცმა არ იცის, რას გიზამდნენ, ეშმაკი ვეღარ გიპოვიდაო. ეგ რა არის, მე და დათო ტურაშვილს ბედუინი გვიტაცებდა.

- როგორ?

- ქალაქის დასათვალიერებლად მის ეტლში ჩავსხედით. გაგვაფრთხილეს, მომსახურების თანხა გადახდილიაო. შუა ქალაქში ბედუინმა ფული მოგვთხოვა, - ჩქარა მომეცითო. თავიდან უარზე ვიყავით, - ხომ გადაგიხადეს, ჩვენ ვეღარ მოგცემთ-მეთქი. დაგვემუქრა, სადაც უნდა მიგიყვანოთ, იქ არ დაგტოვებთ, შუა უდაბნოში გაგიყვანთ, ეტლიდან ჩამოგსვამთ და გველები შეგჭამენო. მოკლედ, გარკვეული თანხა მაინც გადავუხადეთ. ბაზარში რომ შევდიოდი, ვინც იგებდა, რომ ქართველი ვიყავი, ვაჭარი თუ ყაჩაღი, ყველა ერთსა და იმავეს მეუბნებოდა - ჩემი და თქვენთან, სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობსო. ვაჟა-ფშაველას გამზირზე არაბები და ინდუსები რომ არიან, მათი და-ძმები გავიცანი (იცინის).

- შენი ფოტოებიდან ვიცი, რომ ბედუინების სოფელშიც იყავი.

- ეგვიპტეში ბედუინების სოფელში მოვხვდით. იქ ვნახე აფთიაქი. აგვიხსნეს, რომ ქვიშაში შეზელილი აქლემის შარდი შველის თავის ტკივილს. ერთმანეთში შეზელილი აქლემის ქონი და ფურთხი შველის რაღაც დაავადებას. მოკლედ, იქ აქლემი უკვდავების წამალია. ერთი მწყემსი გოგო ამეკიდა, - ბიძია, რა იქნება, შენთან წამიყვანე, გამზარდეო. - 2 კაბა ჰქონდა, პარკში ჩადო და მომყვებოდა. 1 დოლარი ვაჩუქე, ეს იმათთვის იგივეა, მე რომ 9-სართულიანი სახლი მაჩუქო. ალბათ იქაურ ლოცვებშიც მიხსენიებენ. იმ გოგოსთან ერთად ფოტოც გადავიღე.

- ბედუინები რით გაგიმასპინძლდნენ?

- ფლავი გვაჭამეს, შემწვარ-მოხრაკული საჭმელები ჰქონდათ. მერე ერთი ქალი მოვიდა და შემოგვთავაზა, - თქვენ რომ არ შეწუხდეთ, ხილს მე დაგიღეჭავთ და ისე გადაყლაპეთო. - ხელები გავასავსავე, - არ მიყვარს, ხილი ცხოვრებაში არ მიჭამია-მეთქი. მერე წითელ ზღვაში ჩასაყვინთად წაგვიყვანეს. მსგავსი სილამაზე არ მინახავს. ანკესებიც მოგვცეს და გვათევზავეს. სულ ფერადი თევზები დავიჭირეთ, მაგრამ ისე შეგვეცოდნენ, უკან გადავყარეთ. ბანანის დიდი პლანტაციები აქვთ, დაკრეფ, იქვე წყალში ამორეცხავ და მიირთმევ.

- უცხო ქვეყანაში ჩასვლისას, იმ ქვეყნის სამზარეულოს ყოველთვის აგემოვნებ?

- თავს არ ვზოგავ. მე და დათოს ქალიშვილი, სოფიო, ფინიკზე ვგიჟდებოდით. ოლია მათხოვრებივით დავიკავებდით თეფშებს და სასადილოებში დავდიოდით. კვება 123-ჯერადი (იღიმის) გვქონდა. იტალიური, მექსიკური, ინდური, ჩინური სამზარეულო, აგერჩია, რომელი კერძი გინდოდა.

- უპირატესობას რომელი ქვეყნის სამზარეულოს ანიჭებ?

- ქართულს. უკრაინელებსაც არაჩვეულებრივი სამზარეულო აქვთ. გემრიელ პუდინგებს ამზადებენ.

- აზიური კულტურა ევროპულზე მეტად გიზიდავს?

- ეგზოტიკა ცოტა ხნითაა კარგი. აზიურს ევროპული ქვეყნები მირჩევნია. ლონდონში ჩემი ბავშვობის მეგობარი ცხოვრობს. ერთხელ მასთან ჩავედი. აქედან ღერღილი, აჯიკა, ტყემალი, ჩურჩხელა, ჭაჭის არაყი წავიღე. საელჩოში ძალიან თბილად მიმიღეს. ლონდონის ცხოვრების რითმმა გამაოცა. იქ ისეთი სწრაფი ტემპია, ხანდახან ქუჩაში გვერდით ვიწეოდი, ხალხს რომ არ გადავეთელე. ყველას სადღაც ეჩქარება. იმ დღეებში, ლონდონის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში საქართველოს კუთხე გაიხსნა, მე რადიო "იმედში" ჩაწერილი "ვეფხისტყაოსანი" და რამდენიმე ძვირფასი წიგნი ჩავიტანე. ინგლისელი მკვლევრის წიგნის - "მშვენიერი საქართველო" - პრეზენტაციასაც დავესწარი. ლონდონში ყოფნისას შევიძინე წიგნები პროფესიულ ლიტერატურაზე და მათზე დაყრდნობით დავწერე წიგნი: "ყველაფერი მეორე მეორადი არ არის". მასში ჩამოთვლილია ნაწარმოებები, რომლებიც სხვა ლიტერატურულ პირველწყაროზეა შექმნილი. მაგალითად, შექსპირის 37 პიესიდან 36 სხვა ლიტერატურულ პირველწყაროზე დაყრდნობითაა დაწერილი. მან 1594 წელს დაწერა "რომეო და ჯულიეტა", 1562 წელს არტურ ბრუკმა დაწერა "რომეუსისა და ჯულიუსის ტრაგიკული ზღაპარი". ძალიან ცოტა ვინმემ თუ იცის, ილია ჭავჭავაძემ ივანე მაჩაბელთან ერთად როგორ თარგმნა "მეფე ლირი". ამ როლის პირველი შემსრულებელი საქართველოში თავად ილია იყო.

- უცხო ქვეყანაში ჩასვლისას ბუნებრივია, მუზეუმებით, ისტორიული ძეგლებითაც ინტერესდები.

- რა თქმა უნდა. ლონდონის ნაციონალურ მუზეუმში წარუშლელი შთაბეჭდილება მივიღე. თუ ვინმეს ხელში ფუნჯი აუღია და მერე მისთვის გენიოსი დაურქმევიათ, ყველას ტილო მაქვს ნანახი, ეს დიდი ემოციაა. ხალხი ერთ ტილოს დილიდან საღამომდე უყურებს. ხელოვნებით ტკბობა დიდი სიამოვნებაა.

- მითხარი, 25-მდე ქვეყანაში ვარ ნამყოფიო. რომელიმეში საცხოვრებლად დარჩებოდი?

- პოლონეთში, კრაკოვში ვიცხოვრებდი. ეს ემოციებით სავსე, ზღაპრული ქალაქია. ქუჩაში ჯანო კახიძის მუსიკა რომ გავიგონე "პირველი მერცხალიდან", სულ გადავირიე. მხრებში გავიშალე, რაღაცნაირი, ეროვნული სიამაყე შემეპარა. იქ კახიძის შემოქმედებას კარგად იცნობენ.

- ამდენი ვილაპარაკეთ და არაფერი გითქვამს, რომელ ქვეყანაში უფრო მომხიბვლელი გოგონები შეგხვდნენ.

- სკოლა რომ დავამთავრე, მშობლებმა მეგობრებთან ერთად ანტალიაში გამიშვეს, 6-7 ბიჭი ვიყავით. სასტუმროში, რომელშიც დავბინავდით, ღამის კლუბი იყო. შევედით თუ არა, ერთი ყელმოღერებული, გედივით ქალი გადამეხვია, მკოცნის, ჭკუაზე არ არის. მკითხა, - რომელ ნომერში ცხოვრობ? ცოტა დავლიოთ და ავიდეთო. - მოკლედ, ჩემს ოთახს რომ მივუახლოვდით, დავინახე, ჩემი ძმაკაცის ნომრიდან გამოდიან: ვიღაც ქალი, ჩემი მეგობარი და სამართალდამცველები. ვერ გავიგე, რა ხდებოდა. მეგობარმა დამინახა თუ არა, ყვირილი დაიწყო, - არ შეიყვანო, არ შეიყვანოო! - თურმე ეს ქალები სასტუმროს დაცვასთან შეთანხმებით მუშაობენ. ბიჭებს საკუთარ თავს სთავაზობენ, ნომერში შესვლისთანავე კივილს იწყებენ, მიშველეთ, შემომათრიაო. მოდის ჩასაფრებული დაცვა და მერე მოლაპარაკებას იწყებენ: - თუ გინდა, ეს ამბავი სამართალდამცავებმა არ გაიგონ და დაჭერას გადაურჩე, ფული მომეციო.

- და შენც, იმ "გედივით ქალის" მახეში გაები?

- არა, გადავრჩი, საკივლელად იყო გამზადებული, მაგრამ ნომრიდან გამოვაბუნძულე.

- ყველაზე მეტად რომელი ქვეყნის ქალები გიზიდავენ?

- უკრაინაში გოგო გავიცანი, რომელთანაც 1-თვიანი რომანი მქონდა. თვალებიდან ცეცხლს აკვესებდა, შემომხედავდა და ჟრუანტელი მივლიდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ შევთავაზე, - თბილისში ჩამოდი-მეთქი და უარი მითხრა. უფრო სწორად, მიპასუხა, - 2 დღით არა, თუ გინდა, სამუდამოდ ჩამოვალო.

- შენ კი უცხოელი მეორე ნახევარი არ გინდა...

- პატრიოტი ვარ, რაც უნდა კარგი და ლამაზი იყოს, უცხოელი ცოლი არ მინდა, ქართველი გოგო მირჩევნია...

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება