მსახიობი რიზ უიზერსპუნი მშობიარობის შემდეგ საზოგადოების წინაშე პირველად "ოსკარის" გადაცემის 85-ე ცერემონიალზე გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობმა ფორმაში ჩადგომა ვერ მოასწრო, მაყურებელმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდა დედა შესანიშნავად გამოიყურება. 36 წლის უიზერსპუნმა აღიარა, რომ Louis Vuitton-ის მკვეთრი ლურჯი ფერის კაბის ამორჩევაში ქალიშვილი აბა დაეხმარა. "ამ კაბის ფერი მომწონს, მადლობა ჩემს ქალიშვილს! იგი 13 წლისაა და უკვე მოდაში ერკვევა!" თავად გოგონა ცნობილ დედასთან ერთად საზოგადოებაში ხშირად გამოდის.
"იპოვეთ განსხვავება: რიზ უიზერსპუნი საზოგაროებაში ორეულთან ერთად გამოჩნდა!"- წერს დასავლური პრესა. პაპარაცებმა მსახიობსა და მის ქალიშვილს ფოტოები მაშინ გადაუღეს, როდესაც ისინი პატარა ტენესის ასეირნებდნენ.
ქალიშვილმა რიზის ქერა თმა და მისი "ამერიკული სახე" იმემკვიდრა. გოგონას, თუ დედის გზას დაადგება, გარეგნობა კარიერის გაკვალვაში ნამდვილად დაეხმარება.
აბა ელიზაბეტ ფილიპი - რიზ უიზერსპუნის უფროსი ქალიშვილია, რომელიც მას მსახიობ რაიან ფილიპისგან ჰყავს. წყვილი დაქორწინებული 1999-2008 წლებში იყო. ამჟამად აბა 13 წლისაა, მისი უმცროსი ძმა 9-ის, ხოლო უიზერსპუნის ყველაზე უმცროსი შვილი, რომელიც მას ჯიმ ტოტისთან ქორწინებაში შეეძინა, 3 თვისაა. პატარა ტენეს ჯეიმს ტოტი 2012 წლის 27 სექტემბერს დაიბადა.
მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.