მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. სანაიას კასეტის ესპანური საიდუმლო
ე.წ. სანაიას კასეტის ესპანური საიდუმლო

"გი­ორ­გიმ მა­შინ­ვე და­მი­რე­კა ("კუ­რი­ე­რის" შემ­დეგ. - ავტ.). ვუ­თხა­რი, თუ გა­ინ­ტე­რე­სებს, რა ხდე­ბა პან­კის­ში, ჩა­მო­დი და ყვე­ლა­ფერს შენი თვა­ლით ნა­ხავ-მეთ­ქი. ახლო მო­მა­ვალ­ში ჩა­მოს­ვლას ვერ მო­ვა­ხერ­ხე­ბო. მა­შინ შევ­პირ­დი, რომ გა­ვუგ­ზავ­ნი­დი კა­სე­ტას, რო­მელ­შიც ყვე­ლა­ფე­რი იყო ასა­ხუ­ლი, რაც პან­კი­სე­ლებს უპი­რის­პი­რებ­და პო­ლი­ცი­ას და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დიდ­ჩი­ნოს­ნებს".

ვე­ფხია მარ­გოშ­ვი­ლი, გაზ. "ახა­ლი 7 დღე", 2001 წ.

"კა­სე­ტა ნამ­დვი­ლად გა­და­ვე­ცი გი­ორ­გის. თუ სა­ნა­ი­ას მკვლე­ლო­ბის გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყე­ბა, მზად ვარ ჩვე­ნე­ბის მი­სა­ცე­მად. ერთს ვი­ტყვი: კა­სე­ტა ნა­ნა­ხი მაქვს. იმ პე­რი­ოდ­ში ჩემ­თან მო­ვი­და გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი და მი­თხრა, - ჯო­ბია თქვათ, რომ კა­სე­ტა არ გი­ნა­ხავ­თო. ალ­ბათ, ეს ჩემი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის მი­თხრა."

ელე­ნე თევ­დო­რა­ძე, გაზ. "ყვე­ლა სი­ახ­ლე", 2013 წ.

"სა­კან­ში "გრიც­კოს" (გი­ორ­გი ხურ­ცი­ლა­ვას. - ავტ.) ვე­უბ­ნე­ბო­დი, ამო­ი­ღე ის ფული, მკვლე­ლო­ბის სა­კუ­თარ თავ­ზე აღე­ბის­თვის რომ გა­და­გი­ხა­დეს და საჭ­მე­ლი შე­მო­ა­ტა­ნი­ნე ვინ­მეს, თო­რემ სა­ნამ გახ­ვალ, მი­წა­ში ჩა­გილ­პე­ბა-მეთ­ქი. "გრიც­კო" ხვდე­ბო­და, ვი­ცო­დით, სა­ნა­ია რომ არ მო­უკ­ლავს, თუმ­ცა ამა­ზე სი­ტყვა არ და­უძ­რავს. ჟურ­ნა­ლის­ტის სიკ­ვდილს ვი­დე­ო­კა­სე­ტას უკავ­ში­რებ­დნენ. ამ­ბობ­დნენ, კა­სე­ტა­ზე ნარ­კო­ბა­რო­ნე­ბი­სა და პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის შეხ­ვედ­რაა გა­და­ღე­ბუ­ლიო. ის კა­სე­ტა ნა­ნა­ხი მაქვს - ერთი ცნო­ბი­ლი პი­რის ვაჟი ლა­პა­რა­კობს ნი­ღაბ­ჩა­მოც­მუ­ლი."

მუსა ბა­ღა­კაშ­ვი­ლი, გროზ­ნო, 2011 წ.

2001 წლის 27 ივ­ლისს თბი­ლის­ში ხმა გა­ვარ­და, - გი­ორ­გი სა­ნა­ია მოკ­ლე­სო. იმ­ხა­ნად ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის მკვლე­ლო­ბა ქვე­ყა­ნა­ში სა­ხალ­ხო მღელ­ვა­რე­ბის მი­ზე­ზი გახ­და. რო­გორც ამ­ბო­ბენ, სწო­რედ სა­ნა­ი­ას მკვლე­ლო­ბა გახ­და შე­ვარ­დნა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­სას­რუ­ლის და­სა­წყი­სი...

იმა­ვე დღეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი მკაც­რად გა­აფრ­თხი­ლა - საქ­მის უმოკ­ლეს დრო­ში გა­მო­ძი­ე­ბა და დამ­ნა­შა­ვე­თა სა­მა­გა­ლი­თო დას­ჯა" მო­ი­თხო­ვა.

გი­ორ­გი სა­ნა­ია სა­კუ­თარ სახ­ლში 2001 წლის 26 ივ­ლი­სის ღა­მეს მოკ­ლეს. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მალე მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ვინ­მე და­ვით გე­ლაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბა იმ­დე­ნად უსუ­სუ­რი იყო, რომ რამ­დე­ნი­მე თვე­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს კი­დეც. 2001 წლის დე­კემ­ბერ­ში ძა­ლო­ვა­ნებ­მა და­ა­კა­ვეს ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი გი­ორ­გი ხურ­ცი­ლა­ვა, მეტ­სა­ხე­ლად "გრიც­კო", რო­მელ­მაც მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჟურ­ნა­ლის­ტის მკვლე­ლო­ბა აღი­ა­რა. გა­მო­ძი­ე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, 2001 წლის 26 ივ­ლისს, ღა­მის "კუ­რი­ე­რის" დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, გი­ორ­გი სა­ნა­ია გმირ­თა მო­ე­დან­ზე გი­ორ­გი ხურ­ცი­ლა­ვას შეხ­ვდა და ლუდ­ზე და­პა­ტი­ჟა, შემ­დეგ სა­ნა­ი­ას­თან წა­ვიდ­ნენ სახ­ლში. რო­გორც ხურ­ცი­ლა­ვა აცხა­დებ­და, მას­პინ­ძელ­თან სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნი­ა­დაგ­ზე შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უ­ვი­და, რის გა­მოც ის მოკ­ლა. მკვლე­ლო­ბის ამ მო­ტი­ვის და­ჯე­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და.

სა­ნამ გა­მო­ძი­ე­ბა სა­ნა­ი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მის შე­კერ­ვა­ზე ფიქ­რობ­და, მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბო­და გან­ცხა­დე­ბე­ბი სა­ნა­ი­ას მკვლე­ლო­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­ჩუ­ლის შე­სა­ხებ. მო­უ­ლოდ­ნე­ლად პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ელე­ნე თევ­დო­რა­ძემ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ "რუს­თა­ვი 2"-ის ჟურ­ნა­ლის­ტის მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო ვი­დე­ო­კა­სე­ტა, რო­მე­ლიც სა­ნა­ი­ას პან­კი­სი­დან ად­გი­ლობ­რივ­მა კრი­მი­ნა­ლურ­მა ავ­ტო­რი­ტეტ­მა ვე­ფხია მარ­გოშ­ვილ­მა გა­მო­უგ­ზავ­ნა...

მკვლე­ლო­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე "კუ­რი­ერ­ში" პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ მო­რი­გი სი­უ­ჟე­ტის გას­ვლი­სას, გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას პირ­და­პირ ეთერ­ში ვე­ფხია მარ­გოშ­ვი­ლი ჩა­ერ­თო, რო­მელ­მაც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ბრა­ლი დას­დო ხე­ო­ბა­ში სი­ტუ­ა­ცი­ის ხე­ლოვ­ნურ და­ძაბ­ვა­სა და ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რო­ბა­ში. მეტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის­თვის მან ჟურ­ნა­ლისტს ხე­ო­ბა­ში მის­ვლა და ყვე­ლაფ­რის სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნახ­ვა შეს­თა­ვა­ზა. გარ­და ამი­სა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით დაჰ­პირ­და, რომ ელე­ნე თევ­დო­რა­ძის ხე­ლით მას გა­დას­ცემ­და ვი­დე­ო­კა­სე­ტას, რო­მელ­ზეც ნარ­კო­ბა­რო­ნე­ბი­სა და ქარ­თველ სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა მო­რი­გი "საქ­მი­ა­ნი" შეხ­ვედ­რა იყო აღ­ბეჭ­დი­ლი. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ელე­ნე თევ­დო­რა­ძე აცხა­დებ­და, მან მარ­თლაც ჩა­მო­ი­ტა­ნა კა­სე­ტის ერთი ასლი და გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას პარ­ლა­მენ­ტში შეხ­ვედ­რი­სას გა­დას­ცა. ამ ვი­დე­ო­კა­სე­ტას გა­მო­ძი­ე­ბამ რა­ტომ­ღაც ვე­ღარ მი­აგ­ნო. გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში გა­მოჩ­ნდა მო­უ­ლოდ­ნე­ლი მოწ­მე, პუ­რის გამ­ყიდ­ვე­ლი ნა­თე­ლა ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც იხ­სე­ნებ­და, რომ მკვლე­ლო­ბის ღა­მეს გი­ორ­გის ბი­ნა­ში შუქი რამ­დენ­ჯერ­მე აინ­თო. ამ დროს გი­ორ­გის ცოლ-შვი­ლი ბა­კუ­რი­ან­ში იყო, თა­ვად გი­ორ­გი კი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში (ამ­ბო­ბენ, მკვლე­ლი ამ დროს სწო­რედ ვი­დე­ო­კა­სე­ტას ეძებ­დაო). სა­ვა­რა­უ­დოდ, დამ­ნა­შა­ვემ კარი გა­ა­ღო გა­სა­ღე­ბით, რო­მე­ლიც გი­ორ­გიმ რამ­დე­ნი­მე დღით ადრე და­კარ­გა. ის ხურ­ცი­ლა­ვას და­კა­ვე­ბის შემ­დეგ იპო­ვა პო­ლი­ცი­ამ ქა­ლა­ქის ერთ-ერთ სკვერ­ში(?!).

გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას მკვლე­ლო­ბი­დან თით­ქმის 12 წელი გა­ვი­და, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი მის მი­მართ არ გა­ნე­ლე­ბუ­ლა - დღემ­დე ეძებს პა­სუხს, რა იყო იმ სა­ბე­დის­წე­რო ვი­დე­ო­კა­სე­ტა­ში, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის მკვლე­ლო­ბის გა­სა­ღე­ბიც გამ­ხდა­რი­ყო. ვი­დე­ო­კა­სე­ტის ში­ნა­არ­სის შე­სა­ხებ ბევ­რი ვერ­სია არის ცნო­ბი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, თუმ­ცა არ­სე­ბობს კი­დევ ერთი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ქარ­თულ კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და ეს ერ­თგვა­რად უკავ­შირ­დე­ბა ერთ ცნო­ბილ გა­ტა­ცე­ბას.

2000 წლის დე­კემ­ბერ­ში თბი­ლის­ში კა­ხე­თის გზატ­კე­ცი­ლი­დან შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა უც­ნობ­მა პი­რებ­მა ეს­პა­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი ან­ტო­ნიო-ხოსე ტრი­ნო­ლი­ო­სი და ფრან­ჩეს­კო როდ­რი­გე­სი გა­ი­ტა­ცეს. სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ ეს­პა­ნე­ლებს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაც­ვის პო­ლი­ცი­ე­ლი აცი­ლებ­დათ, თუმ­ცა გამ­ტა­ცებ­ლებს მის­თვის ხელი არ უხ­ლი­ათ(?!) (რაც მსგავს შემ­თხვე­ვებ­ში თით­ქმის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია - მოწ­მეს თუ არ კლა­ვენ, თან მიჰ­ყავთ). გარ­და ამი­სა, გამ­ცი­ლე­ბელს მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ოპე­რა­ტი­უ­ლად უნდა ეც­ნო­ბე­ბი­ნა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თვის, რო­მელ­საც შე­ეძ­ლო, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­და­ე­კე­ტა გზე­ბი, მათ შო­რის თბი­ლი­სის გა­სას­ვლე­ლე­ბიც. გა­ტა­ცე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი ისე აღ­მოჩ­ნდნენ თბი­ლი­სი­დან 250 კი­ლო­მეტრში პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში, რომ ეს ამ­ბა­ვი რა­ტომ­ღაც არა­ვის გა­უ­გია(?!).

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვარ­სია

ე.წ. სანაიას კასეტის ესპანური საიდუმლო

ე.წ. სანაიას კასეტის ესპანური საიდუმლო

"გიორგიმ მაშინვე დამირეკა ("კურიერის" შემდეგ. - ავტ.). ვუთხარი, თუ გაინტერესებს, რა ხდება პანკისში, ჩამოდი და ყველაფერს შენი თვალით ნახავ-მეთქი. ახლო მომავალში ჩამოსვლას ვერ მოვახერხებო. მაშინ შევპირდი, რომ გავუგზავნიდი კასეტას, რომელშიც ყველაფერი იყო ასახული, რაც პანკისელებს უპირისპირებდა პოლიციას და ხელისუფლების დიდჩინოსნებს".

ვეფხია მარგოშვილი, გაზ. "ახალი 7 დღე", 2001 წ.

"კასეტა ნამდვილად გადავეცი გიორგის. თუ სანაიას მკვლელობის გამოძიება დაიწყება, მზად ვარ ჩვენების მისაცემად. ერთს ვიტყვი: კასეტა ნანახი მაქვს. იმ პერიოდში ჩემთან მოვიდა გამომძიებელი და მითხრა, - ჯობია თქვათ, რომ კასეტა არ გინახავთო. ალბათ, ეს ჩემი უსაფრთხოებისთვის მითხრა.”

ელენე თევდორაძე, გაზ. "ყველა სიახლე", 2013 წ.

"საკანში "გრიცკოს" (გიორგი ხურცილავას. - ავტ.) ვეუბნებოდი, ამოიღე ის ფული, მკვლელობის საკუთარ თავზე აღებისთვის რომ გადაგიხადეს და საჭმელი შემოატანინე ვინმეს, თორემ სანამ გახვალ, მიწაში ჩაგილპება-მეთქი. "გრიცკო" ხვდებოდა, ვიცოდით, სანაია რომ არ მოუკლავს, თუმცა ამაზე სიტყვა არ დაუძრავს. ჟურნალისტის სიკვდილს ვიდეოკასეტას უკავშირებდნენ. ამბობდნენ, კასეტაზე ნარკობარონებისა და პოლიციის მაღალჩინოსნების შეხვედრაა გადაღებულიო. ის კასეტა ნანახი მაქვს - ერთი ცნობილი პირის ვაჟი ლაპარაკობს ნიღაბჩამოცმული."

მუსა ბაღაკაშვილი, გროზნო, 2011 წ.

2001 წლის 27 ივლისს თბილისში ხმა გავარდა, - გიორგი სანაია მოკლესო. იმხანად ყველაზე პოპულარული ჟურნალისტის მკვლელობა ქვეყანაში სახალხო მღელვარების მიზეზი გახდა. როგორც ამბობენ, სწორედ სანაიას მკვლელობა გახდა შევარდნაძის ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი...

იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ძალოვანი სტრუქტურები მკაცრად გააფრთხილა - საქმის უმოკლეს დროში გამოძიება და დამნაშავეთა სამაგალითო დასჯა” მოითხოვა.

გიორგი სანაია საკუთარ სახლში 2001 წლის 26 ივლისის ღამეს მოკლეს. სამართალდამცავებმა მალე მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვინმე დავით გელაშვილი დააკავეს. წაყენებული ბრალდება იმდენად უსუსური იყო, რომ რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს კიდეც. 2001 წლის დეკემბერში ძალოვანებმა დააკავეს ყოფილი პოლიციელი გიორგი ხურცილავა, მეტსახელად "გრიცკო", რომელმაც მოულოდნელად ჟურნალისტის მკვლელობა აღიარა. გამოძიების ოფიციალური ვერსიით, 2001 წლის 26 ივლისს, ღამის "კურიერის" დამთავრების შემდეგ, გიორგი სანაია გმირთა მოედანზე გიორგი ხურცილავას შეხვდა და ლუდზე დაპატიჟა, შემდეგ სანაიასთან წავიდნენ სახლში. როგორც ხურცილავა აცხადებდა, მასპინძელთან საყოფაცხოვრებო ნიადაგზე შელაპარაკება მოუვიდა, რის გამოც ის მოკლა. მკვლელობის ამ მოტივის დაჯერება საზოგადოებას ძალიან გაუჭირდა.

სანამ გამოძიება სანაიას მკვლელობის საქმის შეკერვაზე ფიქრობდა, მედიაში ვრცელდებოდა განცხადებები სანაიას მკვლელობის პოლიტიკური სარჩულის შესახებ. მოულოდნელად პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ელენე თევდორაძემ გააკეთა განცხადება, რომ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის მკვლელობის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ვიდეოკასეტა, რომელიც სანაიას პანკისიდან ადგილობრივმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა ვეფხია მარგოშვილმა გამოუგზავნა...

მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე "კურიერში" პანკისის ხეობაში არსებული მდგომარეობის შესახებ მორიგი სიუჟეტის გასვლისას, გიორგი სანაიას პირდაპირ ეთერში ვეფხია მარგოშვილი ჩაერთო, რომელმაც სამართალდამცავებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს ბრალი დასდო ხეობაში სიტუაციის ხელოვნურ დაძაბვასა და ნარკოტიკებით ვაჭრობაში. მეტი დამაჯერებლობისთვის მან ჟურნალისტს ხეობაში მისვლა და ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვა შესთავაზა. გარდა ამისა, მოგვიანებით დაჰპირდა, რომ ელენე თევდორაძის ხელით მას გადასცემდა ვიდეოკასეტას, რომელზეც ნარკობარონებისა და ქართველ სამართალდამცავთა მორიგი "საქმიანი" შეხვედრა იყო აღბეჭდილი. როგორც მოგვიანებით ელენე თევდორაძე აცხადებდა, მან მართლაც ჩამოიტანა კასეტის ერთი ასლი და გიორგი სანაიას პარლამენტში შეხვედრისას გადასცა. ამ ვიდეოკასეტას გამოძიებამ რატომღაც ვეღარ მიაგნო. გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეში გამოჩნდა მოულოდნელი მოწმე, პურის გამყიდველი ნათელა ქართველიშვილი, რომელიც იხსენებდა, რომ მკვლელობის ღამეს გიორგის ბინაში შუქი რამდენჯერმე აინთო. ამ დროს გიორგის ცოლ-შვილი ბაკურიანში იყო, თავად გიორგი კი ტელევიზიაში (ამბობენ, მკვლელი ამ დროს სწორედ ვიდეოკასეტას ეძებდაო). სავარაუდოდ, დამნაშავემ კარი გააღო გასაღებით, რომელიც გიორგიმ რამდენიმე დღით ადრე დაკარგა. ის ხურცილავას დაკავების შემდეგ იპოვა პოლიციამ ქალაქის ერთ-ერთ სკვერში(?!).

გიორგი სანაიას მკვლელობიდან თითქმის 12 წელი გავიდა, თუმცა საზოგადოების ინტერესი მის მიმართ არ განელებულა - დღემდე ეძებს პასუხს, რა იყო იმ საბედისწერო ვიდეოკასეტაში, რომელიც შეიძლება ცნობილი ჟურნალისტის მკვლელობის გასაღებიც გამხდარიყო. ვიდეოკასეტის შინაარსის შესახებ ბევრი ვერსია არის ცნობილი საზოგადოებისთვის, თუმცა არსებობს კიდევ ერთი, რომელიც მხოლოდ ქართულ კრიმინალურ სამყაროში იყო გავრცელებული და ეს ერთგვარად უკავშირდება ერთ ცნობილ გატაცებას.

2000 წლის დეკემბერში თბილისში კახეთის გზატკეცილიდან შეიარაღებულმა უცნობმა პირებმა ესპანელი ბიზნესმენები ანტონიო-ხოსე ტრინოლიოსი და ფრანჩესკო როდრიგესი გაიტაცეს. საყურადღებოა, რომ ესპანელებს შეიარაღებული დაცვის პოლიციელი აცილებდათ, თუმცა გამტაცებლებს მისთვის ხელი არ უხლიათ(?!) (რაც მსგავს შემთხვევებში თითქმის წარმოუდგენელია - მოწმეს თუ არ კლავენ, თან მიჰყავთ). გარდა ამისა, გამცილებელს მომხდარის შესახებ ოპერატიულად უნდა ეცნობებინა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, რომელსაც შეეძლო, დაუყოვნებლივ გადაეკეტა გზები, მათ შორის თბილისის გასასვლელებიც. გატაცებული ბიზნესმენები ისე აღმოჩნდნენ თბილისიდან 250 კილომეტრში პანკისის ხეობაში, რომ ეს ამბავი რატომღაც არავის გაუგია(?!).

იხილეთ სტატიის სრული ვარსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ