ჯეიკ გილენჰალს ახალი საყვარელი ჰყავს. მსახიობი მოდელ ემილი დიდონატოს ხვდება.
ემილი დიდონატო 22 წლისაა. მას გაფორმებული აქვს კონტრაქტი Maybelline-თან, Giorgio Armani-თან, ასევე მონაწილეობას იღებს Victoria's Secret-ისა და Sport Illustrated-ის ფოტოსესიებში.
ჯეიკმა და ემილიმ ერთმანეთი ნიუ-იორკის ერთ-ერთ ფიტნეს-კლუბში, გასული წლის შემოდგომაზე გაიცნეს. იმისთვის, რომ გოგონას ყურადღება მიექცია, ჯეიკმა ინსტრუქტორის ველოსიპედი უკითხავად დაიკავა, რომელიც ემილის ტრენაჟორთან ახლოს იდგა. ასეთმა საქციელმა დიდონატო განაცვიფრა.
მას შემდეგ წყვილი ხშირად ხვდება ერთმანეთს. პაპარაცებმა ისინი რომანტიკული ვახშმის დროს შეამჩნიეს.
მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.