მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თიკო ნატროშვილი მეორე ბიჭის დედა ხდება
თიკო ნატროშვილი მეორე ბიჭის დედა ხდება

მო­დე­ლი და ჟურ­ნა­ლის­ტი თიკო ნატ­როშ­ვი­ლი ორ­სუ­ლა­დაა, ორ­წლი­ნა­ხევ­რის მა­თეს მალე ძმას აჩუ­ქებს. მარ­თა­ლია, მე­ო­რე ორ­სუ­ლო­ბა მის­თვის სი­ურპრი­ზი იყო, მაგ­რამ რე­ჟი­მი და დღის გან­რი­გი არ შე­უც­ვლია, აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს და ოჯახ­საც თა­ვად უვ­ლის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი მე­უღ­ლე, გაგა ხა­ბუ­ლი­ა­ნი, ერთ-ერთი კერ­ძო კომ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი მე­ნე­ჯე­რია და და­კა­ვე­ბუ­ლია, როცა დრო აქვს, ცოლს ყვე­ლა­ნა­ირ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა, შვილ­თან კი უკვე ძმა­კა­ცობს კი­დეც.

- გი­ლო­ცავ ამ სა­სი­ა­მოვ­ნო სიახ­ლეს. რო­დის ელო­დე­ბით პა­ტა­რას?

- თუ ექოს­კო­პის­ტებს და­ვუ­ჯე­რებთ, აპ­რი­ლის ბო­ლოს ან მა­ი­სის და­სა­წყის­ში უნდა და­ი­ბა­დოს ჩვე­ნი პა­ტა­რა, უკვე მეშ­ვი­დე თვე­ში ვარ.

- სქე­სი იცი?

- კი, მე­ო­რეც ბიჭი მყავს, ორი ბი­ჭის დედა ვხდე­ბი, გმი­რი დედა ვარ (იღი­მის). ეს ხუმ­რო­ბით, გმი­რო­ბამ­დე ბევ­რი მიკ­ლია, ალ­ბათ მე­სა­მეც უნდა გა­ვა­ჩი­ნო, გმი­რი რომ ვიყო.

- რო­გორც წესი, დე­დებს გოგო უნ­დათ ხოლ­მე, გული ხომ არ დაგ­წყდა, რომ მე­ო­რეც ბი­ჭია?

- არა. როცა პირ­ვე­ლი ბიჭი გყავს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გინ­და, მე­ო­რე გოგო იყოს და პი­რი­ქით, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩემ­თვის სქესს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­და, რად­გან კი­დევ ვა­პი­რებ ბავ­შვის გა­ჩე­ნას.

- რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელს, უკვე შერ­ჩე­უ­ლი ხომ არ გაქვთ?

- არა, ფიქ­რის პრო­ცეს­ში ვართ, მაგ­რამ ამ­ჯე­რად ამ სა­კი­თხში უპი­რა­ტე­სო­ბას ჩემს მე­უღ­ლეს მი­ვა­ნი­ჭებ და ბავ­შვის­თვის ის შე­არ­ჩევს სა­ხელს, რად­გან პირ­ველ შვილს ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­ვარ­ქვით მათე.

- რო­გო­რი ორ­სუ­ლო­ბა გაქვს?

- რო­გორ წესი, ორ­სუ­ლო­ბის პირ­ვე­ლი ტრი­მესტრი უფრო რთუ­ლია ხოლ­მე, მაგ­რამ ჩემ­თან ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქით მოხ­და, ისე ჩა­ი­ა­რა პირ­ველ­მა სამ­მა თვემ, რომ ვე­რა­ფე­რი გა­ვი­გე, მეტ­საც გე­ტყვით, და­ახ­ლო­ე­ბით თვე-ნა­ხევ­რის ორ­სუ­ლი ვი­ყა­ვი, როცა აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ პა­ტა­რას ვე­ლო­დე­ბო­დი, მე­ო­რე თვე-ნა­ხე­ვა­რიც ისე გა­ვი­და, არა­ფერს შე­ვუ­წუ­ხე­ბი­ვარ, სა­მა­გი­ე­როდ, მე­ო­რე ტრი­მესტრის დროს და­მე­წყო ტოქ­სი­კო­ზი, თუმ­ცა მა­ინც ფეხ­ზე ვი­დე­ქი, ვმუ­შა­ობ­დი, ბავ­შვსაც ვუვ­ლი­დი და ქმარ­საც, ანუ რე­ჟი­მი არ შე­მიც­ვლია. ახლა კი უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ თავს, ხა­სი­ა­თი და ემო­ცი­ე­ბიც უფრო გა­მი­წო­ნას­წორ­და.

- თუ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ ქმა­რი შუ­ა­ღა­მი­სას მარ­კეტ­ში რა­ი­მე უც­ნა­უ­რი პრო­დუქ­ტის მო­სა­ტა­ნად გა­გიშ­ვია?

- ორ­სუ­ლო­ბის დროს შე­იძ­ლე­ბა, რა­ღაც ისე­თი მო­გინ­დეს, რა­საც ცხოვ­რე­ბა­ში არ შე­ჭამ­დი, მაგ­რამ ისე­თი პრე­ტენ­ზი­უ­ლიც არ ვარ, რომ ღა­მით ქმა­რი რა­ი­მე საჭ­მლის მო­სა­ტა­ნად გა­ვუშ­ვა. ჩემი აზ­რით, ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მარ­თლე­ბუ­ლი არ არის. ფეხ­მძი­მო­ბი­სას იცი­ან თქმა, ახლა ჩვენ ორნი ვართ და ორის მა­გივ­რად უნდა ვჭა­მო­თო, მაგ­რამ ესეც არას­წო­რია. ცო­მე­ულს არ ვჭამ, გარ­და მი­ნე­რა­ლუ­რი­სა, ვე­რი­დე­ბი ყვე­ლა­ნა­ირ გა­ზი­ან სას­მელს, ვცდი­ლობ, არ მი­ვი­ღო დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ტკბი­ლე­უ­ლი. მი­ვირ­თვა ვი­ტა­მი­ნე­ბით სავ­სე ხილი და ბოსტნე­უ­ლი.

- მა­თე­ზე ორ­სუ­ლო­ბი­სას რამ­დე­ნი კილო მო­ი­მა­ტე?

- 22 კილო, მაგ­რამ ვი­ზუ­ა­ლუ­რად არ მემ­ჩნე­ო­და, ნორ­მა­ლუ­რად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დი, თუმ­ცა მშო­ბი­ა­რო­ბი­დან სამ თვე­ში იმა­ზე ნაკ­ლე­ბი ვი­ყა­ვი, ვიდ­რე გა­თხო­ვე­ბამ­დე. ამ შემ­თხვე­ვა­ში უკვე 15 კილო მო­ვი­მა­ტე, მაგ­რამ ვე­რა­ვინ ამ­ჩნევს, რომ ამ­დე­ნი მაქვს მო­მა­ტე­ბუ­ლი, რად­გან ორ­სუ­ლო­ბამ­დე ძა­ლი­ან გამ­ხდა­რი ვი­ყა­ვი და ახლა თით­ქოს შე­ვივ­სე.

- რო­გორც ვიცი, მათე მარ­ტომ, დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე გა­ზარ­დე...

- მარ­თა­ლია. წლამ­დე მა­თეს­თან მარ­ტო ვი­ყა­ვი და მე ვუვ­ლი­დი, პა­ტა­რა ამ მხრივ და­მე­ჩაგ­რე­ბა, რად­გან სამ­სა­ხურ­ში მა­ლე­ვე მო­მი­წევს გას­ვლა.

- შენი მე­უღ­ლე რო­გორ შეხ­ვდა ორი ბი­ჭის მა­მო­ბის ამ­ბავს?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და. თან, ჩემი მე­უღ­ლე სვა­ნია, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სვა­ნებს რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ ბი­ჭე­ბის მი­მართ, ჰოდა, გა­საკ­ვი­რიც არაა, ასე რომ გა­უ­ხარ­და, თუმ­ცა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში იმა­ვე­ნა­ი­რად გა­უ­ხარ­დე­ბო­და და გა­მო­ხა­ტავ­და თა­ვის ემო­ცი­ებს. ორი ბი­ჭის შემ­დეგ გო­გოს აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­ჩენთ, ეს სა­კი­თხი დღის წეს­რიგ­ში დგას (იცი­ნის).

- მალე მშო­ბი­ა­რო­ბის დრო და­დგე­ბა, აპი­რებს შენი მე­უღ­ლე, და­ეს­წროს შვი­ლის ამ­ქვეყ­ნად მოვ­ლე­ნას?

- იცი, რა­შია საქ­მე? ამ თე­მა­ზე ასე ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ ვსა­უბ­რობთ, მა­თეს შემ­თხვე­ვა­ში სულ ჩემ გვერ­დით იყო წი­ნა­სამ­შო­ბი­ა­რო ბლოკ­ში, უშუ­ა­ლოდ მშო­ბი­ა­რო­ბას არ დას­წრე­ბია, მაგ­რამ მო­რა­ლურ მხარ­და­ჭე­რას გა­მო­ხა­ტავ­და და გვერ­დი­დან არ მომ­შო­რე­ბია, ეს იმ დროს მხნე­ო­ბას გმა­ტებს. ვიცი, მე­ო­რე მშო­ბი­ა­რო­ბის დრო­საც ჩემ გვერ­დით იქ­ნე­ბა და მხო­ლოდ გულ­შე­მატ­კივ­რის რო­ლის მორ­გე­ბით არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა, ფან­ჯა­რას­თან რომ და­ე­ყუ­დე­ბი­ან და შამ­პა­ნუ­რის სმით რომ ირ­თო­ბენ თავს, ასე არ მო­იქ­ცე­ვა, ამ სა­კითხს უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად უდ­გე­ბა.

- სა­ო­ჯა­ხო საქ­მებ­ში თუ გეხ­მა­რე­ბა?

- მე და ჩემი მე­უღ­ლე ბავ­შვთან ერ­თად მარ­ტო ვცხოვ­რობთ, ერ­თმა­ნე­თის დახ­მა­რე­ბი­სა და ხელ­შე­წყო­ბის გა­რე­შე არა­ფე­რი გა­მოგ­ვი­ვი­დო­და, ჭურ­ჭელს ნამ­დვი­ლად არ რე­ცხავს, მაგ­რამ გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი გვაქვს საქ­მე­ე­ბი, რაც კა­ცის გა­სა­კე­თე­ბე­ლია, ჩემი მე­უღ­ლე აკე­თებს და რაც ჩემს მო­ვა­ლე­ო­ბებ­ში შე­დის, იმას მე ვუმკლავ­დე­ბი.

ციცი ომა­ნი­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

თიკო ნატროშვილი მეორე ბიჭის დედა ხდება

თიკო ნატროშვილი მეორე ბიჭის დედა ხდება

მოდელი და ჟურნალისტი თიკო ნატროშვილი ორსულადაა, ორწლინახევრის მათეს მალე ძმას აჩუქებს. მართალია, მეორე ორსულობა მისთვის სიურპრიზი იყო, მაგრამ რეჟიმი და დღის განრიგი არ შეუცვლია, აქტიურად მუშაობს და ოჯახსაც თავად უვლის. მიუხედავად იმისა, რომ მისი მეუღლე, გაგა ხაბულიანი, ერთ-ერთი კერძო კომპანიის მთავარი მენეჯერია და დაკავებულია, როცა დრო აქვს, ცოლს ყველანაირ საქმიანობაში ეხმარება, შვილთან კი უკვე ძმაკაცობს კიდეც.

-  გილოცავ ამ სასიამოვნო სიახ­ლეს. როდის ელოდებით პატარას?

-  თუ ექოსკოპისტებს დავუჯერებთ, აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში უნდა დაიბადოს ჩვენი პატარა, უკვე მეშვიდე თვეში ვარ.

-  სქესი იცი?

-  კი, მეორეც ბიჭი მყავს, ორი ბიჭის დედა ვხდები, გმირი დედა ვარ (იღიმის). ეს ხუმრობით, გმირობამდე ბევრი მიკლია, ალბათ მესამეც უნდა გავაჩინო, გმირი რომ ვიყო.

-  როგორც წესი, დედებს გოგო უნდათ ხოლმე, გული ხომ არ დაგწყდა, რომ მეორეც ბიჭია?

-  არა. როცა პირველი ბიჭი გყავს, რასაკვირველია, გინდა, მეორე გოგო იყოს და პირიქით, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემთვის სქესს მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან კიდევ ვაპირებ ბავშვის გაჩენას.

-  რაც შეეხება სახელს, უკვე შერჩეული ხომ არ გაქვთ?

-  არა, ფიქრის პროცესში ვართ, მაგრამ ამჯერად ამ საკითხში უპირატესობას ჩემს მეუღლეს მივანიჭებ და ბავშვისთვის ის შეარჩევს სახელს, რადგან პირველ შვილს ჩემი გადაწყვეტილებით დავარქვით მათე.

-  როგორი ორსულობა გაქვს?

-  როგორ წესი, ორსულობის პირველი ტრიმესტრი უფრო რთულია ხოლმე, მაგრამ ჩემთან ყველაფერი პირიქით მოხდა, ისე ჩაიარა პირველმა სამმა თვემ, რომ ვერაფერი გავიგე, მეტსაც გეტყვით, დაახლოებით თვე-ნახევრის ორსული ვიყავი, როცა აღმოვაჩინე, რომ პატარას ველოდებოდი, მეორე თვე-ნახევარიც ისე გავიდა, არაფერს შევუწუხებივარ, სამაგიეროდ, მეორე ტრიმესტრის დროს დამეწყო ტოქსიკოზი, თუმცა მაინც ფეხზე ვიდექი, ვმუშაობდი, ბავშვსაც ვუვლიდი და ქმარსაც, ანუ რეჟიმი არ შემიცვლია. ახლა კი უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, ხასიათი და ემოციებიც უფრო გამიწონასწორდა.

-  თუ ყოფილა შემთხვევა, რომ ქმარი შუაღამისას მარკეტში რაიმე უცნაური პროდუქტის მოსატანად გაგიშვია?

-  ორსულობის დროს შეიძლება, რაღაც ისეთი მოგინდეს, რასაც ცხოვრებაში არ შეჭამდი, მაგრამ ისეთი პრეტენზიულიც არ ვარ, რომ ღამით ქმარი რაიმე საჭმლის მოსატანად გავუშვა. ჩემი აზრით, ასეთი დამოკიდებულება გამართლებული არ არის. ფეხმძიმობისას იციან თქმა, ახლა ჩვენ ორნი ვართ და ორის მაგივრად უნდა ვჭამოთო, მაგრამ ესეც არასწორია. ცომეულს არ ვჭამ, გარდა მინერალურისა, ვერიდები ყველანაირ გაზიან სასმელს, ვცდილობ, არ მივიღო დიდი რაოდენობით ტკბილეული. მივირთვა ვიტამინებით სავსე ხილი და ბოსტნეული.

-  მათეზე ორსულობისას რამდენი კილო მოიმატე?

-  22 კილო, მაგრამ ვიზუალურად არ მემჩნეოდა, ნორმალურად გამოვიყურებოდი, თუმცა მშობიარობიდან სამ თვეში იმაზე ნაკლები ვიყავი, ვიდრე გათხოვებამდე. ამ შემთხვევაში უკვე 15 კილო მოვიმატე, მაგრამ ვერავინ ამჩნევს, რომ ამდენი მაქვს მომატებული, რადგან ორსულობამდე ძალიან გამხდარი ვიყავი და ახლა თითქოს შევივსე.

-  როგორც ვიცი, მათე მარტომ, დახმარების გარეშე გაზარდე...

-  მართალია. წლამდე მათესთან მარტო ვიყავი და მე ვუვლიდი, პატარა ამ მხრივ დამეჩაგრება, რადგან სამსახურში მალევე მომიწევს გასვლა.

-  შენი მეუღლე როგორ შეხვდა ორი ბიჭის მამობის ამბავს?

-  რასაკვირველია, ძალიან გაუხარდა. თან, ჩემი მეუღლე სვანია, მოგეხსენებათ, სვანებს როგორი დამოკიდებულება აქვთ ბიჭების მიმართ, ჰოდა, გასაკვირიც არაა, ასე რომ გაუხარდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ შემთხვევაში იმავენაირად გაუხარდებოდა და გამოხატავდა თავის ემოციებს. ორი ბიჭის შემდეგ გოგოს აუცილებლად გავაჩენთ, ეს საკითხი დღის წესრიგში დგას (იცინის).

-  მალე მშობიარობის დრო და­დგება, აპირებს შენი მეუღლე, დაესწროს შვილის ამქვეყნად მოვლენას?

-  იცი, რაშია საქმე? ამ თემაზე ასე ოფიციალურად არ ვსაუბრობთ, მათეს შემთხვევაში სულ ჩემ გვერდით იყო წინასამშობიარო ბლოკში, უშუალოდ მშობიარობას არ დასწრებია, მაგრამ მორალურ მხარდაჭერას გამოხატავდა და გვერდიდან არ მომშორებია, ეს იმ დროს მხნეობას გმატებს. ვიცი, მეორე მშობიარობის დროსაც ჩემ გვერდით იქნება და მხოლოდ გულშემატკივრის როლის მორგებით არ დაკმაყოფილდება, ფანჯარასთან რომ დაეყუდებიან და შამპანურის სმით რომ ირთობენ თავს, ასე არ მოიქცევა, ამ საკითხს უფრო სერიოზულად უდგება.

-  საოჯახო საქმებში თუ გეხმარება?

-  მე და ჩემი მეუღლე ბავშვთან ერთად მარტო ვცხოვრობთ, ერთმანეთის დახმარებისა და ხელშეწყობის გარეშე არაფერი გამოგვივიდოდა, ჭურჭელს ნამდვილად არ რეცხავს, მაგრამ განაწილებული გვაქვს საქმეები, რაც კაცის გასაკეთებელია, ჩემი მეუღლე აკეთებს და რაც ჩემს მოვალეობებში შედის, იმას მე ვუმკლავდები.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება