მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ვერ არის ბედნიერი ელისო ჩაფიძე
რატომ ვერ არის ბედნიერი ელისო ჩაფიძე

"ოდეს­მე შეხ­ვედ­რი­ხართ ჟი­ნი­ან, გულ­ღია და მუ­დამ მო­ღი­მარ ადა­მი­ანს? - ეს ვერ­ძია. ეზი­ზღე­ბა ჩარ­ჩო­ე­ბი, აკ­რძალ­ვე­ბი, შე­ზღუდ­ვე­ბი. მა­სა­ვით არა­ვის სჯე­რა სას­წა­უ­ლე­ბის. მა­ტე­რი­ა­ლურ კომ­ფორტზე მაღ­ლა ხალ­ხის აღი­ა­რე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შექ­მნი­ლი იმი­ჯი დგას. მას უყ­ვარს ლი­დე­რო­ბა, ამა­ყი და და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლია", - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ ას­ტრო­ლო­გე­ბი ვე­ფხვის წელ­ში და­ბა­დე­ბულ ვერძს, ეს კი პარ­ლა­მენ­ტარ ელი­სო ჩა­ფი­ძის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია.

- ას­ტრო­ლო­გია ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი და სა­ინ­ტე­რე­სო დარ­გია, მაგ­რამ მე სა­მოყ­ვა­რუ­ლო დო­ნე­ზე ვიც­ნობ. მყავს მე­გო­ბა­რი ას­ტრო­ფი­ზი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც მეც­ნი­ე­რუ­ლი კუ­თხით მუ­შა­ო­ბენ. მათ­თან სა­უ­ბა­რი მავ­სებს. პი­რა­დი ჰო­როს­კო­პიც მაქვს შედ­გე­ნი­ლი.

- ას­ტრო­ლოგ­მა რა გი­თხრათ, წარ­მა­ტე­ბას რო­მელ პრო­ფე­სი­ა­ში მი­აღ­წევ­დით?

- მე­დი­ცი­ნა­ში, საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა­სა და პო­ლი­ტი­კა­ში; ჟურ­ნა­ლის­ტი­კა არ იყო ნახ­სე­ნე­ბი. თა­ვის დრო­ზე, ჩემს მშობ­ლებს ძა­ლი­ან უნ­დო­დათ, ექი­მის პრო­ფე­სია ამერ­ჩია, მე კი ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა­ზე ვფიქ­რობ­დი. გულ­ჩვი­ლი ვარ, სის­ხლის და­ნახ­ვა­ზეც კი გული მიმ­დის და ექი­მო­ბა რო­გორ გა­მო­მი­ვი­დო­და?

- "თავ­გა­მო­დე­ბით იცავს სი­მარ­თლეს და ყო­ველ­თვის და­ჩაგ­რუ­ლის მხა­რეს დგას. მას არ გა­აჩ­ნია ში­შის გრძნო­ბა..."

- სი­მარ­თლის დაც­ვა პო­ლი­ტი­კო­სის უპირ­ვე­ლე­სი მო­ვა­ლე­ო­ბაა. კარ­გი ინ­ტუ­ი­ცია მაქვს და როცა ვხვდე­ბი, რომ გაც­ლა სჯობს, ვეც­ლე­ბი. თავს ვერ და­ვიმ­ცი­რებ, ინ­ტრი­გებ­ში ვერ ჩა­ვერ­თვე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა შიშს: მე­ში­ნია, ისე არ მოვ­კვდე, რომ კვა­ლი არ დავ­ტო­ვო; ძა­ლი­ან მე­ში­ნია, რო­მე­ლი­მე და­ნა­პი­რე­ბი რომ ვერ შე­ვას­რუ­ლო.

- "მას­ში არ არის ეშ­მა­კო­ბის მარ­ცვა­ლიც კი".

- მარ­თა­ლია. ოჯა­ხის წევ­რე­ბი ხში­რად მე­უბ­ნე­ბი­ან, - ცოტა ეშ­მა­კი და მო­ხერ­ხე­ბუ­ლი რომ იყო, უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­დაო.

- "საკ­მა­რი­სია, ვინ­მემ გულ­ში ჩა­იკ­რას, მი­ე­ა­ლერ­სოს, რომ წყე­ნას მა­შინ­ვე ივი­წყებს"...

- ნამ­დვი­ლად ასეა! ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, კარ­გი რა­ღა­ცე­ბი და­მა­მახ­სოვ­რდეს, ცუდი კი და­ვი­ვი­წყო. ცოტა ადა­მი­ან­თან ვარ ნა­ჩხუ­ბა­რი. წლე­ბის წინ, ერთ თა­ნამ­შრო­მელ­თან კონ­ფლიქ­ტი მქონ­და. მერე ისე მოხ­და, რომ ის სხვა­გან წა­ვი­და და ერ­თმა­ნეთს ერთი წლის შემ­დეგ შევ­ხვდით. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მო­ვი­კი­თხე, გა­დავ­კოც­ნე. მერე გა­მახ­სენ­და, - მგო­ნი, ამას­თან ნა­ჩხუ­ბა­რი ვი­ყა­ვი-მეთ­ქი, მაგ­რამ მი­ზე­ზი ვე­ღარ გა­ვიხ­სე­ნე.

- "ცრემლს სხვას არ უჩ­ვე­ნებს. თუ მტი­რა­ლა ვერ­ძი ნა­ხეთ, იცო­დეთ, ის გულ­შია დაჭ­რი­ლი".

- ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ვტი­რი. როცა ცუ­დად ვარ, გან­მარ­ტო­ე­ბა მიყ­ვარს. ტი­რი­ლი ჩემ­თვის უცხო რამ არის; მამა რომ გარ­და­მეც­ვა­ლა, მა­ში­ნაც ვერ ვი­ტი­რე.

- მას შემ­დეგ თუ გი­ტი­რი­ათ, რაც პო­ლი­ტი­კა­ში წახ­ვე­დით?

- მხო­ლოდ ერთხელ ვი­ტი­რე. მე და ბა­ტონ გუ­რამ ოდი­შა­რი­ას თემ­ქა­ზე, დევ­ნი­ლე­ბის და­სახ­ლე­ბა­ში შეხ­ვედ­რა გვქონ­და. იქ ადა­მი­ა­ნე­ბი დაგ­ვხვდნენ თა­ვი­ან­თი ში­შით, გა­ჭირ­ვე­ბით, მო­მავ­ლის რწმე­ნით, სიყ­ვა­რუ­ლი­თა და პა­ტა­რა სუფ­რით; გვიყ­ვე­ბოდ­ნენ სა­კუ­თარ ამ­ბებს. იმ­დე­ნად ემო­ცი­უ­რი შეხ­ვედ­რა იყო, რომ ამე­ტი­რა.

- "პირ­და­პი­რია და ვერ იტანს ტყუ­ილს".

- ადა­მი­ა­ნი თვა­ლებ­ში რომ მი­ყუ­რებს და ისე მა­ტყუ­ებს, მის მა­გივ­რად მე მრცხვე­ნია. თუ მისი და­კარ­გვა არ მინ­და, ვე­უბ­ნე­ბი: ვხვდე­ბი, მა­ტყუ­ებ და მე­ო­რედ ასე აღარ მო­იქ­ცე-მეთ­ქი.

- "მა­სა­ვით არა­ვის სჯე­რა სას­წა­უ­ლე­ბის..."

- ოპ­ტი­მის­ტი ვარ. სას­წა­უ­ლი ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბა, ვი­საც ამის სჯე­რა.

- "ის არ გა­ნე­კუთ­ვნე­ბა იმ ადა­მი­ან­თა კა­ტე­გო­რი­ას, რომ­ლე­ბიც დგა­ნან და ელი­ან, რო­დის და­ა­ტყდე­ბათ თავს ბედ­ნი­ე­რე­ბა. ურ­ჩევ­ნია, თა­ვად მო­ი­ნა­დი­როს.

- ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბა სწო­რედ ის არის, რომ უნდა იბ­რძო­ლოს. ბრძო­ლით მო­ნა­პო­ვარს უფრო დიდი ფასი აქვს. რაც თავი მახ­სოვს, სულ ვშრო­მობ.

- თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბა შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა?

- წარ­მა­ტე­ბა? ეს ცოტა ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქვა­მი მგო­ნია. წარ­მა­ტე­ბუ­ლი მა­შინ ვიქ­ნე­ბი, როცა ქვე­ყა­ნა იქ­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი, როცა ჩემი ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა ახ­დე­ბა. ახლა ბედ­ნი­ე­რი არ ვარ. ყო­ველ­დღე იმ­დენ გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ანს ვხვდე­ბი, ისეთ ამ­ბებს ვის­მენ და მათ წი­ნა­შე იმ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობ, რომ ბედ­ნი­ე­რი რო­გორ უნდა ვიყო?

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ახლა გვე­ლის წე­ლია...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) და ვიცი, ჩემ­თვის კარ­გი წელი იქ­ნე­ბა.

- ას­ტრო­ლო­გე­ბის აზ­რით, წელს ოჯახს გა­ცი­ლე­ბით მეტი დრო უნდა და­უთ­მოთ.

- ოჯა­ხის წევ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან მაკ­ლია. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მად­ლი­ე­რი ვარ, რად­გან მა­ჟო­რი­ტა­რო­ბამ მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში და­მაბ­რუ­ნა. ხან­და­ხან დედა მე­ხუმ­რე­ბა: ახლა გი­რე­კავ, რო­გორც შენი ამომ­რჩე­ვე­ლიო (იცი­ნის). ოჯა­ხის წევ­რე­ბი გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლე­ბი მყავს, რომ ჩემს პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში არ უნდა ჩა­ე­რი­ონ. უბ­რა­ლოდ, შე­იძ­ლე­ბა მათ რჩე­ვა ვკი­თხო. დედა ბრძე­ნი ქა­ლია და ხში­რად, ამა თუ იმ სა­კი­თხზე სწორ რჩე­ვას მაძ­ლევს. აზრს და­საც ხში­რად ვე­კი­თხე­ბი: მას პრაგ­მა­ტუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა აქვს, მე კი რო­მან­ტი­კო­სი ვარ.

- "მარ­ტო­ხე­ლა ვერ­ძი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბას ზამ­თრის მო­ახ­ლო­ე­ბი­სას შეძ­ლებს. ამ დროს ქორ­წი­ნე­ბა მტკი­ცე იქ­ნე­ბა".

- ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ნო­ემ­ბერს უნდა და­ვე­ლო­დო? ცოტა ხნის წინ ინ­ტერ­ნეტ­ში ჩემს ფო­ტო­ზე წარ­წე­რა ვნა­ხე: "ერ­თად გა­ვა­თხო­ვოთ ელი­სო ჩა­ფი­ძე". იყო ბევ­რი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ეპი­თე­ტი, რა­საც ახლა ყუ­რა­დღე­ბას აღარ ვაქ­ცევ, მაგ­რამ ადრე ამას ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი. ჩემ­მა პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლამ ბევრ გა­ბო­რო­ტე­ბულ ადა­მი­ანს სა­ღერ­ღე­ლი აუ­შა­ლა. იფიქ­რეს, ჩემ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბას ამ ფორ­მით მო­ახ­დენ­დნენ, მაგ­რამ მათ გა­სა­გო­ნად მინ­და ვთქვა: რაც უნ­დათ, ის და­წე­რონ, რე­აქ­ცია აღარ მაქვს!

- იმ ადა­მი­ა­ნებს რას ეტყვით, ვი­საც გულ­წრფე­ლად უყ­ვარ­ხართ და ვი­საც თქვე­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბა გა­უ­ხარ­დე­ბა?

- პირ­ველ რიგ­ში, მად­ლო­ბა მათ ამ სიყ­ვა­რუ­ლის­თვის. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ბედ­ნი­ე­რი ვარ. ქორ­წი­ნე­ბა ჯერ არ შედ­გა, რად­გან თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რე გახ­ლა­ვართ. ალ­ბათ ნა­ნა­ხი გაქვთ ფილ­მი ჯუ­ლია რო­ბერტსის და რი­ჩარდ გი­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით: გოგო სა­კურ­თხე­ველ­თან 4 მა­მა­კაცს მი­იყ­ვანს, ბოლო მო­მენ­ტში კი და­ქორ­წი­ნე­ბას ვერ ბე­დავს და გარ­ბის (იცი­ნის). არ მინ­და, მეც ასე და­მე­მარ­თოს. მყავს რჩე­უ­ლი და ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში სა­კურ­თხე­ველ­თან მის­ვლის დრო ალ­ბათ, მალე დად­გე­ბა. ეს ჩემ­თვის დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბას ნიშ­ნავს. მგო­ნი, კარგ ასაკ­ში ვა­კე­თებ არ­ჩე­ვანს, სა­კუ­თარ თავს არ მო­ვა­ტყუ­ებ. ვხუმ­რობ ხოლ­მე, დე­და­ჩე­მი­სა და ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას გარ­და, ჩემი გა­თხო­ვე­ბა მეც უნდა გა­მი­ხარ­დეს-მეთ­ქი.

- პრე­მი­ერს ამ თე­მა­ზე თქვენ­თან უსა­უბ­რია?

- მხო­ლოდ ხუმ­რო­ბით.

- "შე­გიძ­ლი­ათ ვერძს ნე­ბის­მი­ე­რი საქ­მის გა­კე­თე­ბა იო­ლად მი­ან­დოთ".

- სა­ერ­თოდ, ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგო­მა მომ­წონს. აზარ­ტიც მაქვს, რომ ყვე­ლა სირ­თუ­ლე დავძლიო, მაგ­რამ ჩემი ცუდი თვი­სე­ბა ის გახ­ლავთ, რომ ინი­ცი­ა­ტი­ვას ყო­ველ­თვის სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის­გან ვე­ლო­დე­ბი...

- გარ­შე­მო მყო­ფე­ბი­სათ­ვის სა­კუ­თა­რი უპი­რა­ტე­სო­ბის დამ­ტკი­ცე­ბა გიყ­ვართ?

- მიყ­ვარს, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ ეს ცუდი თვი­სე­ბაა. როცა სა­კუ­თარ უპი­რა­ტე­სო­ბას ამ­ტკი­ცებ, ამით სხვა ადა­მი­ა­ნებს აღი­ზი­ა­ნებ. მიყ­ვარ­და, როცა სხვა­ზე უკე­თეს სტა­ტი­ას ვწერ­დი და ამის­თვის მა­ჯილ­დო­ებ­დნენ, როცა სა­მუ­შა­ოს თავს სხვებ­ზე კარ­გად ვარ­თმევ­დი... სა­ერ­თოდ, ვცდი­ლობ, თავ­მდა­ბა­ლი ვიყო.

- "ვე­ფხვი ვერ იტანს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლის როლ­ში ყოფ­ნას, რის გა­მოც ზემ­დგო­მებ­თან ხში­რად აქვს კონ­ფლიქ­ტი".

- ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან ბევ­რჯერ მი­ჩხუ­ბია. მათ­თან ვკა­მა­თობ­დი მა­შინ, როცა ვფიქ­რობ­დი, რომ უსა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღებ­დნენ. როცა ვიცი, გუნდში ჩემ­ზე კომ­პე­ტენ­ტუ­რი და ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბაა, მას­ზე მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბას არას­დროს მო­ვინ­დო­მებ. მო­რა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის თვალ­საზ­რი­სით, მყავ­დნენ ისე­თი უფ­რო­სე­ბი, რომ­ლებ­საც ვა­ღი­ა­რებ­დი და მათ­გან ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობ­დი კი­დეც. ისეთ ხელ­მძღვა­ნელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა კი, რო­მე­ლიც ნაკ­ლებს შრო­მობს და კარ­გი იდე­აც იშ­ვი­ა­თად აქვს, ძა­ლი­ან მი­ჭირს.

- დღეს რა ხდე­ბა?

- არას­დროს მივ­ცემ თავს იმის უფ­ლე­ბას, რომ ასა­კით უფ­როს ადა­მი­ანს შე­ნიშ­ვნა მივ­ცე, მაგ­რამ იყო რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა, როცა ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა თა­ვად ჩა­ვა­ყე­ნე საქ­მის კურ­სში იმ პრობ­ლე­მე­ბის თუ უსა­მარ­თლო­ბის შე­სა­ხებ, რაც ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბო­და. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს პრობ­ლე­მე­ბი გა­მოს­წორ­და. პი­რო­ბას გაძ­ლევთ, მო­მა­ვალ­შიც ვაც­ნო­ბებ იმ უსა­მარ­თლო­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში დღე­საც ხდე­ბო­დეს. სხვა­თა შო­რის, ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნა­მაც მომ­ცა შე­ნიშ­ვნა და მი­თხრა, თუ რო­გორ უნდა გავმხდა­რი­ყა­ვი უფრო მე­ტად ეფექ­ტუ­რი. ეს ნორ­მა­ლუ­რი პრო­ცე­სია. ერ­თმა­ნე­თის­გან ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობთ.

- "მას უყ­ვარს ლი­დე­რო­ბა და ამას არც მა­ლავს, ეს თვი­სე­ბა ბავ­შვო­ბი­დან­ვე სის­ხლში აქვს გამ­ჯდა­რი".

- მარ­თა­ლია, ბუ­ნე­ბით ლი­დე­რი ვარ.

- "ხში­რად იკა­ვებს მა­ღალ პოს­ტებს".

- ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი პოს­ტი ტყი­ბუ­ლის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბაა. ჩემი 7516 ამომ­რჩევ­ლის მად­ლი­ე­რი ვარ.

- "ხში­რად სი­ჯი­უ­ტე და მეწვრილ­მა­ნე­ო­ბა უშ­ლის ხელს იმა­ში, რომ მიზ­ნის მიღ­წე­ვა უკონ­ფლიქ­ტოდ შეძ­ლოს".

- ჯი­უ­ტი ვარ, მაგ­რამ მეწვრილ­მა­ნე - არა. ახლა ვსწავ­ლობ და ვცდი­ლობ, მო­მა­ვალ­ში რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი კონ­ფლიქ­ტი მქონ­დეს.

- ამა­ყი ხართ?

- ძა­ლი­ან ამა­ყი ვარ. ჯობ­და, ეს თვი­სე­ბა ჩემ­ში ნაკ­ლე­ბი დო­ზით ყო­ფი­ლი­ყო.

- "ფულ­სა და დი­დე­ბას შო­რის არ­ჩე­ვა­ნი რომ გა­ა­კე­თე­ბი­ნოთ, დი­დე­ბას აირ­ჩევს".

- რა თქმა უნდა! ფული მჭირ­დე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მე­ე­ბის გა­სა­კე­თებ­ლად. მი­მაჩ­ნია, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის ერთ-ერთი დიდი უბე­დუ­რე­ბა ისიც არის, რომ ძი­რი­თა­დად, ფულ­ზე ვართ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი, ამას კი სი­კე­თე არ მო­აქვს. ფული მა­შინ არის კარ­გი, როცა იცი, რაში უნდა და­ხარ­ჯო. ფუ­ფუ­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი არ ვარ. როცა ვიცი, ჩემს ქვე­ყა­ნა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი მშივ­რე­ბი არი­ან და ღა­მის გა­სა­თე­ვი ად­გი­ლი არ აქვთ, სიმ­დიდ­რეს ვერ შე­ვირ­გებ, გან­ცხრო­მას ვერ მი­ვე­ცე­მი. ზოგ­ჯერ მეც მი­ჭირს და ეს მსი­ა­მოვ­ნებს კი­დეც; შე­იძ­ლე­ბა, ჩემი ნათ­ქვა­მი მა­ზო­ხის­ტუ­რია, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, გულ­წრფე­ლიც გახ­ლავთ, თით­ქოს ამით სინ­დი­სის ქენ­ჯნას ვა­ყუ­ჩებ.

- ინ­ტერ­ვიუ არა­ერთ პო­ლი­ტი­კოს­თან ჩა­მი­წე­რია, მაგ­რამ არ მიგ­რძნია, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ჭირ­ვე­ბა ისე მი­ე­ტა­ნოთ გულ­თან, რო­გორც თქვენ მი­გაქვთ.

- მეც ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვარ და იმი­ტომ. დღეს ასე­თი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო მე­ტად მიყ­ვარს, ვიდ­რე ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა. კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი ხუმ­რო­ბით მე­უბ­ნე­ბა: შენ ამ ხალ­ხის კლა­სობ­რი­ვი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ხარო. მარ­თლაც ასეა! მე მათ სათ­ქმელს ვამ­ბობ და ვფიქ­რობ, რომ ჩემს სო­ფელ­ში ამა­ყი, ღირ­სე­უ­ლი, კე­თილ­შო­ბი­ლი ხალ­ხი ცხოვ­რობს.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რატომ ვერ არის ბედნიერი ელისო ჩაფიძე

რატომ ვერ არის ბედნიერი ელისო ჩაფიძე

"ოდესმე შეხვედრიხართ ჟინიან, გულღია და მუდამ მოღიმარ ადამიანს? - ეს ვერძია. ეზიზღება ჩარჩოები, აკრძალვები, შეზღუდვები. მასავით არავის სჯერა სასწაულების. მატერიალურ კომფორტზე მაღლა ხალხის აღიარება და საზოგადოებაში შექმნილი იმიჯი დგას. მას უყვარს ლიდერობა, ამაყი და დაუმორჩილებელია", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ვეფხვის წელში დაბადებულ ვერძს, ეს კი პარლამენტარ ელისო ჩაფიძის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგია ერთ-ერთი უძველესი და საინტერესო დარგია, მაგრამ მე სამოყვარულო დონეზე ვიცნობ. მყავს მეგობარი ასტროფიზიკოსები, რომლებიც მეცნიერული კუთხით მუშაობენ. მათთან საუბარი მავსებს. პირადი ჰოროსკოპიც მაქვს შედგენილი.

- ასტროლოგმა რა გითხრათ, წარმატებას რომელ პროფესიაში მიაღწევდით?

- მედიცინაში, საბრძოლო ხელოვნებასა და პოლიტიკაში; ჟურნალისტიკა არ იყო ნახსენები. თავის დროზე, ჩემს მშობლებს ძალიან უნდოდათ, ექიმის პროფესია ამერჩია, მე კი ჟურნალისტობაზე ვფიქრობდი. გულჩვილი ვარ, სისხლის დანახვაზეც კი გული მიმდის და ექიმობა როგორ გამომივიდოდა?

- "თავგამოდებით იცავს სიმართლეს და ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს დგას. მას არ გააჩნია შიშის გრძნობა..."

- სიმართლის დაცვა პოლიტიკოსის უპირველესი მოვალეობაა. კარგი ინტუიცია მაქვს და როცა ვხვდები, რომ გაცლა სჯობს, ვეცლები. თავს ვერ დავიმცირებ, ინტრიგებში ვერ ჩავერთვები. რაც შეეხება შიშს: მეშინია, ისე არ მოვკვდე, რომ კვალი არ დავტოვო; ძალიან მეშინია, რომელიმე დანაპირები რომ ვერ შევასრულო.

- "მასში არ არის ეშმაკობის მარცვალიც კი".

- მართალია. ოჯახის წევრები ხშირად მეუბნებიან, - ცოტა ეშმაკი და მოხერხებული რომ იყო, უკეთესი იქნებოდაო.

- "საკმარისია, ვინმემ გულში ჩაიკრას, მიეალერსოს, რომ წყენას მაშინვე ივიწყებს"...

- ნამდვილად ასეა! ყოველთვის ვცდილობ, კარგი რაღაცები დამამახსოვრდეს, ცუდი კი დავივიწყო. ცოტა ადამიანთან ვარ ნაჩხუბარი. წლების წინ, ერთ თანამშრომელთან კონფლიქტი მქონდა. მერე ისე მოხდა, რომ ის სხვაგან წავიდა და ერთმანეთს ერთი წლის შემდეგ შევხვდით. ჩვეულებრივად მოვიკითხე, გადავკოცნე. მერე გამახსენდა, - მგონი, ამასთან ნაჩხუბარი ვიყავი-მეთქი, მაგრამ მიზეზი ვეღარ გავიხსენე.

- "ცრემლს სხვას არ უჩვენებს. თუ მტირალა ვერძი ნახეთ, იცოდეთ, ის გულშია დაჭრილი".

- ძალიან იშვიათად ვტირი. როცა ცუდად ვარ, განმარტოება მიყვარს. ტირილი ჩემთვის უცხო რამ არის; მამა რომ გარდამეცვალა, მაშინაც ვერ ვიტირე.

- მას შემდეგ თუ გიტირიათ, რაც პოლიტიკაში წახვედით?

- მხოლოდ ერთხელ ვიტირე. მე და ბატონ გურამ ოდიშარიას თემქაზე, დევნილების დასახლებაში შეხვედრა გვქონდა. იქ ადამიანები დაგვხვდნენ თავიანთი შიშით, გაჭირვებით, მომავლის რწმენით, სიყვარულითა და პატარა სუფრით; გვიყვებოდნენ საკუთარ ამბებს. იმდენად ემოციური შეხვედრა იყო, რომ ამეტირა.

- "პირდაპირია და ვერ იტანს ტყუილს".

- ადამიანი თვალებში რომ მიყურებს და ისე მატყუებს, მის მაგივრად მე მრცხვენია. თუ მისი დაკარგვა არ მინდა, ვეუბნები: ვხვდები, მატყუებ და მეორედ ასე აღარ მოიქცე-მეთქი.

- "მასავით არავის სჯერა სასწაულების..."

- ოპტიმისტი ვარ. სასწაული ყველა იმ ადამიანის ცხოვრებაში ხდება, ვისაც ამის სჯერა.

- "ის არ განეკუთვნება იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც დგანან და ელიან, როდის დაატყდებათ თავს ბედნიერება. ურჩევნია, თავად მოინადიროს.

- ადამიანის ღირსება სწორედ ის არის, რომ უნდა იბრძოლოს. ბრძოლით მონაპოვარს უფრო დიდი ფასი აქვს. რაც თავი მახსოვს, სულ ვშრომობ.

- თქვენი წარმატება შრომისმოყვარეობამ განაპირობა?

- წარმატება? ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამი მგონია. წარმატებული მაშინ ვიქნები, როცა ქვეყანა იქნება წარმატებული, როცა ჩემი ქართული ოცნება ახდება. ახლა ბედნიერი არ ვარ. ყოველდღე იმდენ გაჭირვებულ ადამიანს ვხვდები, ისეთ ამბებს ვისმენ და მათ წინაშე იმხელა პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ ბედნიერი როგორ უნდა ვიყო?

- მოგეხსენებათ, ახლა გველის წელია...

- (მაწყვეტინებს) და ვიცი, ჩემთვის კარგი წელი იქნება.

- ასტროლოგების აზრით, წელს ოჯახს გაცილებით მეტი დრო უნდა დაუთმოთ.

- ოჯახის წევრებთან ურთიერთობა ძალიან მაკლია. "ქართული ოცნების" მადლიერი ვარ, რადგან მაჟორიტარობამ მშობლიურ სოფელში დამაბრუნა. ხანდახან დედა მეხუმრება: ახლა გირეკავ, როგორც შენი ამომრჩეველიო (იცინის). ოჯახის წევრები გაფრთხილებულები მყავს, რომ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობაში არ უნდა ჩაერიონ. უბრალოდ, შეიძლება მათ რჩევა ვკითხო. დედა ბრძენი ქალია და ხშირად, ამა თუ იმ საკითხზე სწორ რჩევას მაძლევს. აზრს დასაც ხშირად ვეკითხები: მას პრაგმატული აზროვნება აქვს, მე კი რომანტიკოსი ვარ.

- "მარტოხელა ვერძი არჩევანის გაკეთებას ზამთრის მოახლოებისას შეძლებს. ამ დროს ქორწინება მტკიცე იქნება".

- ეს იმას ნიშნავს, რომ ნოემბერს უნდა დაველოდო? ცოტა ხნის წინ ინტერნეტში ჩემს ფოტოზე წარწერა ვნახე: "ერთად გავათხოვოთ ელისო ჩაფიძე". იყო ბევრი შეურაცხმყოფელი ეპითეტი, რასაც ახლა ყურადღებას აღარ ვაქცევ, მაგრამ ადრე ამას ძალიან განვიცდიდი. ჩემმა პოლიტიკაში წასვლამ ბევრ გაბოროტებულ ადამიანს საღერღელი აუშალა. იფიქრეს, ჩემზე ზემოქმედებას ამ ფორმით მოახდენდნენ, მაგრამ მათ გასაგონად მინდა ვთქვა: რაც უნდათ, ის დაწერონ, რეაქცია აღარ მაქვს!

- იმ ადამიანებს რას ეტყვით, ვისაც გულწრფელად უყვარხართ და ვისაც თქვენი ბედნიერება გაუხარდება?

- პირველ რიგში, მადლობა მათ ამ სიყვარულისთვის. პირად ცხოვრებაში ბედნიერი ვარ. ქორწინება ჯერ არ შედგა, რადგან თავისუფლების მოყვარე გახლავართ. ალბათ ნანახი გაქვთ ფილმი ჯულია რობერტსის და რიჩარდ გირის მონაწილეობით: გოგო საკურთხეველთან 4 მამაკაცს მიიყვანს, ბოლო მომენტში კი დაქორწინებას ვერ ბედავს და გარბის (იცინის). არ მინდა, მეც ასე დამემართოს. მყავს რჩეული და ჩვენს ურთიერთობაში საკურთხეველთან მისვლის დრო ალბათ, მალე დადგება. ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავს. მგონი, კარგ ასაკში ვაკეთებ არჩევანს, საკუთარ თავს არ მოვატყუებ. ვხუმრობ ხოლმე, დედაჩემისა და ბატონი ბიძინას გარდა, ჩემი გათხოვება მეც უნდა გამიხარდეს-მეთქი.

- პრემიერს ამ თემაზე თქვენთან უსაუბრია?

- მხოლოდ ხუმრობით.

- "შეგიძლიათ ვერძს ნებისმიერი საქმის გაკეთება იოლად მიანდოთ".

- საერთოდ, ახალი გამოწვევების წინაშე დგომა მომწონს. აზარტიც მაქვს, რომ ყველა სირთულე დავძლიო, მაგრამ ჩემი ცუდი თვისება ის გახლავთ, რომ ინიციატივას ყოველთვის სხვა ადამიანებისგან ველოდები...

- გარშემო მყოფებისათვის საკუთარი უპირატესობის დამტკიცება გიყვართ?

- მიყვარს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ცუდი თვისებაა. როცა საკუთარ უპირატესობას ამტკიცებ, ამით სხვა ადამიანებს აღიზიანებ. მიყვარდა, როცა სხვაზე უკეთეს სტატიას ვწერდი და ამისთვის მაჯილდოებდნენ, როცა სამუშაოს თავს სხვებზე კარგად ვართმევდი... საერთოდ, ვცდილობ, თავმდაბალი ვიყო.

- "ვეფხვი ვერ იტანს დაქვემდებარებულის როლში ყოფნას, რის გამოც ზემდგომებთან ხშირად აქვს კონფლიქტი".

- ხელმძღვანელებთან ბევრჯერ მიჩხუბია. მათთან ვკამათობდი მაშინ, როცა ვფიქრობდი, რომ უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ. როცა ვიცი, გუნდში ჩემზე კომპეტენტური და ძლიერი პიროვნებაა, მასზე მაღალი თანამდებობის დაკავებას არასდროს მოვინდომებ. მორალური ავტორიტეტის თვალსაზრისით, მყავდნენ ისეთი უფროსები, რომლებსაც ვაღიარებდი და მათგან ბევრ რამეს ვსწავლობდი კიდეც. ისეთ ხელმძღვანელთან ურთიერთობა კი, რომელიც ნაკლებს შრომობს და კარგი იდეაც იშვიათად აქვს, ძალიან მიჭირს.

- დღეს რა ხდება?

- არასდროს მივცემ თავს იმის უფლებას, რომ ასაკით უფროს ადამიანს შენიშვნა მივცე, მაგრამ იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ბატონი ბიძინა თავად ჩავაყენე საქმის კურსში იმ პრობლემების თუ უსამართლობის შესახებ, რაც ქვეყანაში ხდებოდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს პრობლემები გამოსწორდა. პირობას გაძლევთ, მომავალშიც ვაცნობებ იმ უსამართლობის შესახებ, რომელიც შეიძლება ქვეყანაში დღესაც ხდებოდეს. სხვათა შორის, ბატონმა ბიძინამაც მომცა შენიშვნა და მითხრა, თუ როგორ უნდა გავმხდარიყავი უფრო მეტად ეფექტური. ეს ნორმალური პროცესია. ერთმანეთისგან ბევრ რამეს ვსწავლობთ.

- "მას უყვარს ლიდერობა და ამას არც მალავს, ეს თვისება ბავშვობიდანვე სისხლში აქვს გამჯდარი".

- მართალია, ბუნებით ლიდერი ვარ.

- "ხშირად იკავებს მაღალ პოსტებს".

- ჩემთვის ყველაზე მაღალი პოსტი ტყიბულის მაჟორიტარობაა. ჩემი 7516 ამომრჩევლის მადლიერი ვარ.

- "ხშირად სიჯიუტე და მეწვრილმანეობა უშლის ხელს იმაში, რომ მიზნის მიღწევა უკონფლიქტოდ შეძლოს".

- ჯიუტი ვარ, მაგრამ მეწვრილმანე - არა. ახლა ვსწავლობ და ვცდილობ, მომავალში რაც შეიძლება ნაკლები კონფლიქტი მქონდეს.

- ამაყი ხართ?

- ძალიან ამაყი ვარ. ჯობდა, ეს თვისება ჩემში ნაკლები დოზით ყოფილიყო.

- "ფულსა და დიდებას შორის არჩევანი რომ გააკეთებინოთ, დიდებას აირჩევს".

- რა თქმა უნდა! ფული მჭირდება კონკრეტული საქმეების გასაკეთებლად. მიმაჩნია, რომ ადამიანების ერთ-ერთი დიდი უბედურება ისიც არის, რომ ძირითადად, ფულზე ვართ ორიენტირებულები, ამას კი სიკეთე არ მოაქვს. ფული მაშინ არის კარგი, როცა იცი, რაში უნდა დახარჯო. ფუფუნების მოყვარული არ ვარ. როცა ვიცი, ჩემს ქვეყანაში ადამიანები მშივრები არიან და ღამის გასათევი ადგილი არ აქვთ, სიმდიდრეს ვერ შევირგებ, განცხრომას ვერ მივეცემი. ზოგჯერ მეც მიჭირს და ეს მსიამოვნებს კიდეც; შეიძლება, ჩემი ნათქვამი მაზოხისტურია, მაგრამ ამავდროულად, გულწრფელიც გახლავთ, თითქოს ამით სინდისის ქენჯნას ვაყუჩებ.

- ინტერვიუ არაერთ პოლიტიკოსთან ჩამიწერია, მაგრამ არ მიგრძნია, რომ ადამიანების გაჭირვება ისე მიეტანოთ გულთან, როგორც თქვენ მიგაქვთ.

- მეც ამ საზოგადოების წარმომადგენელი ვარ და იმიტომ. დღეს ასეთი გაჭირვებული ადამიანები უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე ქვეყნის პოლიტიკური ელიტა. კობა დავითაშვილი ხუმრობით მეუბნება: შენ ამ ხალხის კლასობრივი წარმომადგენელი ხარო. მართლაც ასეა! მე მათ სათქმელს ვამბობ და ვფიქრობ, რომ ჩემს სოფელში ამაყი, ღირსეული, კეთილშობილი ხალხი ცხოვრობს.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"