მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინი შერმადინი ბროდვეიზე ითამაშებს?
ნინი შერმადინი ბროდვეიზე ითამაშებს?

22 თე­ბერ­ვალს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ბე­დის სა­ძი­ებ­ლად წა­სუ­ლი ნინი შერ­მა­დი­ნის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ახა­ლი სტა­ტუ­სი გაჩ­ნდა: "მე­გობ­რე­ბო, ამიყ­ვა­ნეს ბროდ­ვე­ი­ზე". მისი პოს­ტის ქვეშ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში უამ­რა­ვი მი­ლოც­ვა და "ლა­ი­ქი" გაჩ­ნდა. ამ ამ­ბავს უყუ­რა­დღე­ბოდ რო­გორ დავ­ტო­ვებ­დი, მა­შინ­ვე შე­ვეხ­მი­ა­ნე ჩვენს ერ­თგულ რეს­პონ­დენტს და ეს ამ­ბე­ბი დაწ­ვრი­ლე­ბით გა­მოვ­კი­თხე.

ნინი შერ­მა­დი­ნი:

- ჯერ არა­ფე­რი გა­და­წყვე­ტი­ლა. აგენ­ტმა ამიყ­ვა­ნა, მა­იკ­ლი ჰქვია. სა­ნამ ჩემი ამ­ბა­ვი ბო­ლომ­დე გა­ირ­კვე­ვა, დრო დამ­ჭირ­დე­ბა. სა­უ­ბა­რია ედიტ პი­ა­ფი­სა და "კა­ბა­რეს" რო­ლებ­ზე. ასე რომ, მა­ნამ­დე ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო და რთუ­ლი პრო­ცე­სია გა­სავ­ლე­ლი. ბევ­რი სა­მუ­შაო მაქვს. ჯერ კონ­კრე­ტულს ვე­რა­ფერს გე­ტყვით.

- მთე­ლი "ფე­ის­ბუ­ქი" და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო კი გაგ­ვა­ხა­რე, მაშ, რას ნიშ­ნავ­და შენი სტა­ტუ­სი?

- ამიყ­ვა­ნეს ნიშ­ნავს იმას, რომ ბევ­რი რე­პე­ტი­ცი­ის მერე გა­და­წყდე­ბა ჩემი როლი. მალე ნა­ხავთ, რა­საც ნიშ­ნავს (იღი­მე­ბა). როცა აქ აგენტს აჰ­ყავ­ხარ, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ნა­ხე­ვარ ცხოვ­რე­ბას ან­დო­მებს. ასე რომ, მე ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა. მა­ნამ­დე კონ­ტრაქ­ტია შე­სად­გე­ნი.

- ამე­რი­კუ­ლი "ვო­ი­სის" ამ­ბა­ვიც გაგ­ვან­დე ბა­რემ, რო­გორც ვიცი, კას­ტინგზე გას­ვლას აპი­რებ­დი.

- ვა­პი­რებ­დი. 18 თე­ბერ­ვალს ჩა­ტარ­და კას­ტინ­გი. მი­ვე­დი და მი­თხრეს, მხო­ლოდ ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­იშ­ვე­ბი­ა­ნო. მოკ­ლედ, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას თუ მომ­ცე­მენ, არ ვიცი და ისე ვერ შევ­ძლებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

- სამ­წუ­ხა­როა. რო­გორც ვიცი, "ჯიფ­სი კინგსთან" ერ­თად მღე­რი...

- რამ­დენ­ჯერ­მე ვიმ­ღე­რეთ ერ­თად. ჯგუ­ფის გი­ტა­რის­ტმა და კომ­პო­ზი­ტორ­მა გაბ­რი­ელ ჰერ­მი­დას­მა მთხო­ვა, მისი სიმ­ღე­რე­ბი ეს­პა­ნუ­რად შე­ვას­რუ­ლო. ახლა სინ­გლის ჩა­წე­რას ვა­პი­რებთ. ესეც მალე იქ­ნე­ბა. დრო დად­გე­ბა და კონ­ცერტს თბი­ლის­შიც ჩა­ვა­ტა­რებთ. ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბით და მიყ­ვარ­ხართ. ყვე­ლა­ფერს ვცდი­ლობ, რომ ჩე­მით ია­მა­ყოთ. თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რა ჩემ­თვის დიდი სტი­მუ­ლია!..

DJ ბუკ­ლე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ნინი შერმადინი ბროდვეიზე ითამაშებს?

ნინი შერმადინი ბროდვეიზე ითამაშებს?

22 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებში ბედის საძიებლად წასული ნინი შერმადინის "ფეისბუქის" გვერდზე ახალი სტატუსი გაჩნდა: "მეგობრებო, ამიყვანეს ბროდვეიზე". მისი პოსტის ქვეშ რამდენიმე წუთში უამრავი მილოცვა და "ლაიქი" გაჩნდა. ამ ამბავს უყურადღებოდ როგორ დავტოვებდი, მაშინვე შევეხმიანე ჩვენს ერთგულ რესპონდენტს და ეს ამბები დაწვრილებით გამოვკითხე.

ნინი შერმადინი:

- ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. აგენტმა ამიყვანა, მაიკლი ჰქვია. სანამ ჩემი ამბავი ბოლომდე გაირკვევა, დრო დამჭირდება. საუბარია ედიტ პიაფისა და "კაბარეს" როლებზე. ასე რომ, მანამდე ბევრი საინტერესო და რთული პროცესია გასავლელი. ბევრი სამუშაო მაქვს. ჯერ კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით.

- მთელი "ფეისბუქი" და სრულიად საქართველო კი გაგვახარე, მაშ, რას ნიშნავდა შენი სტატუსი?

- ამიყვანეს ნიშნავს იმას, რომ ბევრი რეპეტიციის მერე გადაწყდება ჩემი როლი. მალე ნახავთ, რასაც ნიშნავს (იღიმება). როცა აქ აგენტს აჰყავხარ, ამ გადაწყვეტილებას ნახევარ ცხოვრებას ანდომებს. ასე რომ, მე ძალიან გამიმართლა. მანამდე კონტრაქტია შესადგენი.

- ამერიკული "ვოისის" ამბავიც გაგვანდე ბარემ, როგორც ვიცი, კასტინგზე გასვლას აპირებდი.

- ვაპირებდი. 18 თებერვალს ჩატარდა კასტინგი. მივედი და მითხრეს, მხოლოდ ამერიკის მოქალაქეები დაიშვებიანო. მოკლედ, მოქალაქეობას თუ მომცემენ, არ ვიცი და ისე ვერ შევძლებ მონაწილეობას.

- სამწუხაროა. როგორც ვიცი, "ჯიფსი კინგსთან" ერთად მღერი...

- რამდენჯერმე ვიმღერეთ ერთად. ჯგუფის გიტარისტმა და კომპოზიტორმა გაბრიელ ჰერმიდასმა მთხოვა, მისი სიმღერები ესპანურად შევასრულო. ახლა სინგლის ჩაწერას ვაპირებთ. ესეც მალე იქნება. დრო დადგება და კონცერტს თბილისშიც ჩავატარებთ. ძალიან მენატრებით და მიყვარხართ. ყველაფერს ვცდილობ, რომ ჩემით იამაყოთ. თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის დიდი სტიმულია!..

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება