პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიტიკოსების სკანდალური შვებულებები
პოლიტიკოსების სკანდალური შვებულებები

ძლი­ერ­ნი ამა ქვეყ­ნი­სა­ნი, პრაქ­ტი­კუ­ლად, ვე­რას­დროს მა­ლა­ვენ, სად, რო­გორ და ვის­თან ერ­თად ატა­რე­ბენ თა­ვი­ანთ შვე­ბუ­ლე­ბას. შე­დე­გად, თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ნი ხში­რად საყ­ვე­დუ­რო­ბენ ფუ­ლის გაფ­ლან­გვა­ში, უზ­ნე­ო­ბა­სა თუ არა­პატ­რი­ო­ტიზ­მში. პო­ლი­ტი­კო­სე­ბის სკან­და­ლურ შვე­ბუ­ლე­ბებს შო­რის უდა­ვო ლი­დე­რია მოს­კო­ვის ყო­ფი­ლი მე­რის იური ლუჟ­კო­ვის დას­ვე­ნე­ბა 2010 წელს, თუმ­ცა სად და რო­გორ ის­ვე­ნებ­და - უც­ნო­ბია.

2010 წლის 6 აგ­ვის­ტოს, როცა რუ­სე­თის დე­და­ქა­ლა­ქი ცნო­ბილ­მა ჯერ­არ­ნა­ხულ­მა ნისლმა და­ფა­რა და მოს­კო­ვის და­ბინ­ძუ­რე­ბის დო­ნეც რე­კორ­დებს ხსნი­და, როცა მოს­კო­ვის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი რეს­პი­რა­ტო­რე­ბი­თა და აირ­წი­ნა­ღე­ბით და­დი­ოდ­ნენ, მოს­კო­ვე­ლებ­მა გა­ი­გეს, რომ მათი მერი შვე­ბუ­ლე­ბას არ შე­წყვეტ­და და არც დაბ­რუნ­დე­ბო­და დე­და­ქა­ლაქ­ში, მი­უ­ხე­და­ვად მძი­მე ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა. "რის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია ახლა მოს­კოვ­ში იური ლუჟ­კოვს? აქ რა­ი­მე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა?" - სვამ­და შე­კი­თხვას მისი პრესმდი­ვა­ნი. 9 აგ­ვის­ტოს მერი, ბო­ლოს და ბო­ლოს, დაბ­რუნ­და შვე­ბუ­ლე­ბი­დან და პუ­ტინ­მა მისი საქ­ცი­ე­ლი დრო­უ­ლად და მარ­თე­ბუ­ლად მი­იჩ­ნია, კრემლში კი უკ­მა­ყო­ფი­ლო­ნი იყ­ვნენ. იმ პე­რი­ოდ­ში ხომ მოს­კოვ­ში ეკო­ლო­გი­ურ და­ბინ­ძუ­რე­ბას რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

აშშ-ის პირ­ვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი მი­შელ ობა­მა სკან­და­ლის ცენ­ტრში აღ­მოჩ­ნდა 4-დღი­ა­ნი შვე­ბუ­ლე­ბის გამო, რო­მე­ლიც ეს­პა­ნეთ­ში გა­ა­ტა­რა. იქ ახ­ლდნენ ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი და ოჯა­ხის მე­გობ­რე­ბი. თეთრ სახ­ლში ამას "კერ­ძო ვი­ზი­ტი" უწო­დეს, თუმ­ცა პირ­ვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნის ცხოვ­რე­ბა უკვე აღარ არის კერ­ძო. შე­დე­გად, ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ეს მოგ­ზა­უ­რო­ბა მე­ტის­მე­ტად ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. მი­შელ ობა­მა "რიც კარლ­ტო­ნის" ქსე­ლის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო სას­ტუმ­რო­ში და­ბი­ნავ­და, სა­დაც ერთი ღამე 500-დან 2500 დო­ლა­რამ­დე ღირს. ხალ­ხის აღ­შფო­თე­ბის შემ­დეგ თეთრ სახ­ლში გა­ნა­ცხა­დეს, რომ ხარ­ჯებს ქალ­ბა­ტო­ნი ობა­მა და მისი მე­გობ­რე­ბი თა­ვი­ან­თი ჯი­ბი­დან ფა­რავ­დნენ, მაგ­რამ რა ვუ­ყოთ სა­დღე­ღა­მი­სო დაც­ვას, მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალს და ჩარ­ტე­რულ რე­ისს აშშ-ის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის კუთ­ვნი­ლი თვითმფრი­ნა­ვით? ფუ­ფუ­ნე­ბის მე­ტის­მე­ტი სიყ­ვა­რუ­ლის გამო ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა მი­შელ ობა­მას ჩვე­ნი დრო­ის მა­რია ან­ტუ­ა­ნე­ტაც კი უწო­დეს.

"რო­გორც ჩანს, ნი­კო­ლა სარ­კო­ზი ძა­ლი­ან კარ­გად უძღვე­ბა თა­ვის საქ­მეს, რაკი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­დან სამ თვე­ში მის­მა შვე­ბუ­ლე­ბამ ამ­ხე­ლა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია", - წერ­დნენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. ამ შვე­ბუ­ლე­ბის თემა ფრან­გუ­ლი გა­ზე­თე­ბის გვერ­დებს არ სცილ­დე­ბო­და. თა­ვი­სი პირ­ვე­ლი შვე­ბუ­ლე­ბის გა­ტა­რე­ბა მან აშშ-ში გა­და­წყვი­ტა. რი­გით მო­ქა­ლა­ქე­ებს საფ­რან­გე­თის მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩე­ვა­ნი უც­ნა­უ­რი და არა­პატ­რი­ო­ტუ­ლი მო­ეჩ­ვე­ნათ, ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბილ­მა ფრთამ კი აღ­ნიშ­ნა, რომ ამ­გვა­რად სარ­კო­ზიმ თა­ვი­სი პრო­ა­მე­რი­კუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა. ასე­ვე უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია ამ შვე­ბუ­ლე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბამ. პრე­ზი­დენ­ტი ოჯახ­თან ერ­თად ვოლ­ბო­როს ტბის ნა­პი­რას ის­ვე­ნებ­და. აირ­ჩია სახ­ლი, რო­მე­ლიც "მა­იკ­რო­სოფ­ტის" დი­რექ­ტორ მა­იკლ ეიპს ეკუთ­ვნო­და და მისი ქირა კვი­რა­ში 30 ათას დო­ლარს შე­ად­გენს.

ჯორჯ ბუშ­მა-უმ­ცროს­მა რო­ნალდ რე­ი­გა­ნის რე­კორ­დი მოხ­სნა მთე­ლი პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი საშ­ვე­ბუ­ლე­ბო დღე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით. რეიგ­ა­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი 8-წლი­ა­ნი პრე­ზი­დენ­ტო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შვე­ბუ­ლე­ბის 319 დღე იყო. ბუშ­მა კი ეს მო­ნა­ცე­მი სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის პოსტზე მუ­შა­ო­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე 3,5 წლით ად­რეც კი მოხ­სნა - 2005 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, როცა მისი მო­რი­გი ზა­ფხუ­ლის შვე­ბუ­ლე­ბა დას­რულ­და, სა­ერ­თო მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა 345 დღე შე­ად­გი­ნა. სხვა­თა შო­რის, ის შვე­ბუ­ლე­ბა 2005 წლის ზა­ფხულ­ში ხუთი კვი­რა გაგ­რძელ­და. 36 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არც ერთ ამე­რი­კელ პრე­ზი­დენტს ასე დიდ­ხანს არ და­უს­ვე­ნია. სხვა­თა შო­რის, ბუში კრო­უ­ფორდში თა­ვის ტე­ხა­სურ რან­ჩო­ში დას­ვე­ნე­ბას ამ­ჯო­ბი­ნებ­და.

ყვე­ლა­ზე უზ­ნეო შვე­ბუ­ლე­ბის რე­კორ­დი კი სილ­ვიო ბერ­ლუს­კო­ნიმ მოხ­სნა. მისი რე­ი­ტინ­გი 2009 წელს და­ე­ცა. ჯერ ცოლი გა­ე­ყა­რა, მას მერე, რაც 18 წლის მო­დე­ლის და­ბა­დე­ბის დღი­სად­მი მი­ძღვნილ წვე­უ­ლე­ბა­ში მი­ი­ღო მის­მა ქმარ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მაგ­რამ ეს კი­დევ და­სა­წყი­სი იყო. ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე 72 წლის პრე­მი­ე­რი ძვი­რად ღი­რე­ბულ წვე­უ­ლე­ბებს აწყობ­და თა­ვის ვი­ლა­ზე სარ­დი­ნი­ა­ში. შიშ­ვე­ლი გო­გო­ნე­ბი აუზ­თან ირუ­ჯე­ბოდ­ნენ, მათ შიშ­ვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბიც უერ­თდე­ბოდ­ნენ, მათ შო­რის თა­ვად ბერ­ლუს­კო­ნიც იყო.

LIFE

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

პოლიტიკოსების სკანდალური შვებულებები

პოლიტიკოსების სკანდალური შვებულებები

ძლიერნი ამა ქვეყნისანი, პრაქტიკულად, ვერასდროს მალავენ, სად, როგორ და ვისთან ერთად ატარებენ თავიანთ შვებულებას. შედეგად, თანამემამულენი ხშირად საყვედურობენ ფულის გაფლანგვაში, უზნეობასა თუ არაპატრიოტიზმში. პოლიტიკოსების სკანდალურ შვებულებებს შორის უდავო ლიდერია მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის დასვენება 2010 წელს, თუმცა სად და როგორ ისვენებდა - უცნობია.

2010 წლის 6 აგვისტოს, როცა რუსეთის დედაქალაქი ცნობილმა ჯერარნახულმა ნისლმა დაფარა და მოსკოვის დაბინძურების დონეც რეკორდებს ხსნიდა, როცა მოსკოვის მოქალაქეები რესპირატორებითა და აირწინაღებით დადიოდნენ, მოსკოველებმა გაიგეს, რომ მათი მერი შვებულებას არ შეწყვეტდა და არც დაბრუნდებოდა დედაქალაქში, მიუხედავად მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობისა. "რის გაკეთება შეუძლია ახლა მოსკოვში იური ლუჟკოვს? აქ რაიმე მძიმე მდგომარეობაა?" - სვამდა შეკითხვას მისი პრესმდივანი. 9 აგვისტოს მერი, ბოლოს და ბოლოს, დაბრუნდა შვებულებიდან და პუტინმა მისი საქციელი დროულად და მართებულად მიიჩნია, კრემლში კი უკმაყოფილონი იყვნენ. იმ პერიოდში ხომ მოსკოვში ეკოლოგიურ დაბინძურებას რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აშშ-ის პირველი ქალბატონი მიშელ ობამა სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა 4-დღიანი შვებულების გამო, რომელიც ესპანეთში გაატარა. იქ ახლდნენ ქალიშვილები და ოჯახის მეგობრები. თეთრ სახლში ამას "კერძო ვიზიტი" უწოდეს, თუმცა პირველი ქალბატონის ცხოვრება უკვე აღარ არის კერძო. შედეგად, ამერიკის მოქალაქეებისთვის ეს მოგზაურობა მეტისმეტად ძვირად ღირებული აღმოჩნდა. მიშელ ობამა "რიც კარლტონის" ქსელის ერთ-ერთ საუკეთესო სასტუმროში დაბინავდა, სადაც ერთი ღამე 500-დან 2500 დოლარამდე ღირს. ხალხის აღშფოთების შემდეგ თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ხარჯებს ქალბატონი ობამა და მისი მეგობრები თავიანთი ჯიბიდან ფარავდნენ, მაგრამ რა ვუყოთ სადღეღამისო დაცვას, მომსახურე პერსონალს და ჩარტერულ რეისს აშშ-ის საჰაერო ძალების კუთვნილი თვითმფრინავით? ფუფუნების მეტისმეტი სიყვარულის გამო ჟურნალისტებმა მიშელ ობამას ჩვენი დროის მარია ანტუანეტაც კი უწოდეს.

"როგორც ჩანს, ნიკოლა სარკოზი ძალიან კარგად უძღვება თავის საქმეს, რაკი მოვალეობის შესრულებიდან სამ თვეში მისმა შვებულებამ ამხელა უკმაყოფილება გამოიწვია", - წერდნენ ჟურნალისტები. ამ შვებულების თემა ფრანგული გაზეთების გვერდებს არ სცილდებოდა. თავისი პირველი შვებულების გატარება მან აშშ-ში გადაწყვიტა. რიგით მოქალაქეებს საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის არჩევანი უცნაური და არაპატრიოტული მოეჩვენათ, ოპოზიციურად განწყობილმა ფრთამ კი აღნიშნა, რომ ამგვარად სარკოზიმ თავისი პროამერიკული მიმართულების დემონსტრირება მოახდინა. ასევე უკმაყოფილება გამოიწვია ამ შვებულების ღირებულებამ. პრეზიდენტი ოჯახთან ერთად ვოლბოროს ტბის ნაპირას ისვენებდა. აირჩია სახლი, რომელიც "მაიკროსოფტის" დირექტორ მაიკლ ეიპს ეკუთვნოდა და მისი ქირა კვირაში 30 ათას დოლარს შეადგენს.

ჯორჯ ბუშმა-უმცროსმა რონალდ რეიგანის რეკორდი მოხსნა მთელი პრეზიდენტობის პერიოდში გამოყენებული საშვებულებო დღეების რაოდენობით. რეიგ­ა­ნის მონაცემები 8-წლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში შვებულების 319 დღე იყო. ბუშმა კი ეს მონაცემი სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე მუშაობის დასრულებამდე 3,5 წლით ადრეც კი მოხსნა - 2005 წლის სექტემბერში, როცა მისი მორიგი ზაფხულის შვებულება დასრულდა, საერთო მაჩვენებელმა 345 დღე შეადგინა. სხვათა შორის, ის შვებულება 2005 წლის ზაფხულში ხუთი კვირა გაგრძელდა. 36 წლის განმავლობაში არც ერთ ამერიკელ პრეზიდენტს ასე დიდხანს არ დაუსვენია. სხვათა შორის, ბუში კროუფორდში თავის ტეხასურ რანჩოში დასვენებას ამჯობინებდა.

ყველაზე უზნეო შვებულების რეკორდი კი სილვიო ბერლუსკონიმ მოხსნა. მისი რეიტინგი 2009 წელს დაეცა. ჯერ ცოლი გაეყარა, მას მერე, რაც 18 წლის მოდელის დაბადების დღისადმი მიძღვნილ წვეულებაში მიიღო მისმა ქმარმა მონაწილეობა. მაგრამ ეს კიდევ დასაწყისი იყო. ზაფხულის განმავლობაში რამდენჯერმე 72 წლის პრემიერი ძვირად ღირებულ წვეულებებს აწყობდა თავის ვილაზე სარდინიაში. შიშველი გოგონები აუზთან ირუჯებოდნენ, მათ შიშველი მამაკაცებიც უერთდებოდნენ, მათ შორის თავად ბერლუსკონიც იყო.

LIFE

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს