საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მანოლო ბლანიკი: "ენ ჰეტეუეი საკმაოდ უფერული ქალია"
მანოლო ბლანიკი: "ენ ჰეტეუეი საკმაოდ უფერული ქალია"

"გან­კი­ცხულნში" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი როლი ენ ჰე­ტე­უ­ე­ის­თვის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა. მო­დის სამ­ყა­რო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი მი­სად­მი არც ისე გულ­მო­წყა­ლე­ნი არი­ან. ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რი მა­ნო­ლო ბლა­ნი­კი გა­მო­ტყდა, რომ ამ მსა­ხი­ობ­ში გან­სა­კუთ­რე­ბულს ვე­რა­ფერს ხე­დავს და მას "ნაკ­ლებ და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი" უწო­და.

იმა­ვე ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა და "ოს­კა­რის" მი­ღე­ბის გამო ენი სა­ყო­ველ­თაო ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. კი­დევ უფრო მეტი აჟი­ო­ტა­ჟი ატე­ხა "ოს­კა­რის" ცე­რე­მო­ნი­ა­ზე მის­მა კა­ბამ, რო­მელ­შიც მკერ­დი საკ­მა­რის­ზე მე­ტად უჩან­და. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ ენის მკერდმა ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის შარ­შან­დე­ლი ფე­ხიც კი დაჩ­რდი­ლა. თუმ­ცა, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ამ მკერდმაც კი "ვერ უშ­ვე­ლა" დი­ზა­ი­ნე­რე­ბის წრე­ში მსა­ხი­ო­ბის იმიჯს.

ფეხ­საც­მლის დი­დოს­ტატ­მა, მო­დის მეტრმა მა­ნო­ლო ბლა­ნიკ­მა აღ­ნიშ­ნა: "ენ ჰე­ტე­უ­ეი სიმ­პა­თი­უ­რია? დიახ. შე­სა­ნიშ­ნა­ვი მსა­ხი­ო­ბია? დიახ. მაგ­რამ პი­რა­დად მე არც კი მახ­სოვს ის. რა არის მას­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი? სწო­რად გა­მი­გეთ, არ ვამ­ბობ, რომ ულა­მა­ზოა ან სუს­ტად თა­მა­შობს. უბ­რა­ლოდ, არ მახ­სოვს ის".

თუმ­ცა ენი ერ­თა­დერ­თი მსა­ხი­ო­ბი არ არის, რო­მელ­მაც მა­ნო­ლოს კრი­ტი­კა და­იმ­სა­ხუ­რა. "გან­კი­ცხულნში" ჰე­ტე­უ­ე­ის პარტნი­ორ ამან­და სე­იფ­რიდ­საც ვერ მო­უხ­დე­ნია შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დი­ზა­ი­ნერ­ზე. "ისი­ნი ყვე­ლა­ნი ერ­თნა­ი­რე­ბი არი­ან, - და­ი­ჩივ­ლა ბლა­ნიკ­მა, - არც კი ვიცი, ვინ არის ეს ამან­და სე­იფ­რი­დი ან სხვა ვინ­მე. ჩემ­თვის ისი­ნი ყვე­ლა­ნი ერ­თნა­ი­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან".

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მანოლო ბლანიკი: "ენ ჰეტეუეი საკმაოდ უფერული ქალია"

მანოლო ბლანიკი: "ენ ჰეტეუეი საკმაოდ უფერული ქალია"

"განკიცხულნში" შესრულებული როლი ენ ჰეტეუეისთვის წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. მოდის სამყაროში აღიარებული დიზაინერები მისადმი არც ისე გულმოწყალენი არიან. ცნობილი დიზაინერი მანოლო ბლანიკი გამოტყდა, რომ ამ მსახიობში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს და მას "ნაკლებ დასამახსოვრებელი" უწოდა.

იმავე ფილმში მონაწილეობისა და "ოსკარის" მიღების გამო ენი საყოველთაო ყურადღების ცენტრშია. კიდევ უფრო მეტი აჟიოტაჟი ატეხა "ოსკარის" ცერემონიაზე მისმა კაბამ, რომელშიც მკერდი საკმარისზე მეტად უჩანდა. იმასაც ამბობენ, რომ ენის მკერდმა ანჯელინა ჯოლის შარშანდელი ფეხიც კი დაჩრდილა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ მკერდმაც კი "ვერ უშველა" დიზაინერების წრეში მსახიობის იმიჯს.

ფეხსაცმლის დიდოსტატმა, მოდის მეტრმა მანოლო ბლანიკმა აღნიშნა: "ენ ჰეტეუეი სიმპათიურია? დიახ. შესანიშნავი მსახიობია? დიახ. მაგრამ პირადად მე არც კი მახსოვს ის. რა არის მასში განსაკუთრებული? სწორად გამიგეთ, არ ვამბობ, რომ ულამაზოა ან სუსტად თამაშობს. უბრალოდ, არ მახსოვს ის".

თუმცა ენი ერთადერთი მსახიობი არ არის, რომელმაც მანოლოს კრიტიკა დაიმსახურა. "განკიცხულნში" ჰეტეუეის პარტნიორ ამანდა სეიფრიდსაც ვერ მოუხდენია შთაბეჭდილება დიზაინერზე. "ისინი ყველანი ერთნაირები არიან, - დაიჩივლა ბლანიკმა, - არც კი ვიცი, ვინ არის ეს ამანდა სეიფრიდი ან სხვა ვინმე. ჩემთვის ისინი ყველანი ერთნაირად გამოიყურებიან".

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება