მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან გახელაძე განცხადებას ავრცელებს
ლევან გახელაძე განცხადებას ავრცელებს

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან გა­ხე­ლა­ძე სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"ა.წ. 4 მარტს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭომ გა­ნი­ხი­ლა მა­უ­წყე­ბელ­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა. სა­კი­თხის გან­ხილ­ვას წინ უძღო­და მა­უ­წყებ­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის გი­ორ­გი ბა­რა­თაშ­ვი­ლის მიერ ამა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის, ხა­თუ­ნა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ფაქ­ტობ­რი­ვი გა­და­ყე­ნე­ბა და ამ უკა­ნას­კნე­ლის მიერ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა მისი მხრი­დან სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ში ჩა­რე­ვის, პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა და ფი­ნან­სუ­რი გა­რი­გე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა­ში.

ყო­ვე­ლი­ვე ამას ორი­ვე მხრი­დან მოჰ­ყვა გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა და ბრალ­დე­ბე­ბის გაც­ვლა რო­გორც მა­უ­წყებ­ლე­ბის ეთე­რის, ისე სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს მთა­ვა­რი ფუნ­ქცია სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა, მა­უ­წყე­ბელ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და მა­უ­წყებ­ლის რე­პუ­ტა­ცი­ის დაც­ვაა.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭომ ვალ­დე­ბუ­ლად ჩათ­ვა­ლა გა­ნე­ხი­ლა ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი. საბ­ჭომ მო­ის­მი­ნა ორი­ვე მხრის არ­გუ­მენ­ტე­ბი, რის შემ­დე­გაც საბ­ჭოს წევ­რე­ბის მო­თხოვ­ნით მა­უ­წყებ­ლის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის 321 მუხ­ლის, 1 პუნ­ქტის ბ) ქვე­პუნ­ქტის თა­ნახ­მად დად­გა გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მი­მართ უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის სა­კი­თხი.

მა­უ­წყებ­ლის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის 321 მუხ­ლის, 3 პუნ­ქტის თა­ნახ­მად საბ­ჭომ და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ან­თა­ვი­სუფ­ლა გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი ბა­რა­თაშ­ვი­ლი.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას საბ­ჭო ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და შემ­დე­გი არ­გუ­მენ­ტე­ბით:

• სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის უმ­თავ­რე­სი ფუნ­ქცი­აა იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კო­ნი­უნ­ქტუ­რის­გან და ას­რუ­ლებ­დეს თა­ვის ძი­რი­თად მი­ზანს: მი­ა­წო­დოს მო­ა­სახ­ლე­ო­ბას და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია.

• საბ­ჭო ვალ­დე­ბუ­ლია მა­უ­წყე­ბე­ლი და­იც­ვას შე­საძ­ლო პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­გავ­ლე­ნე­ბის­გან და უზ­რუნ­ველ­ყოს მა­უ­წყებ­ლის რე­პუ­ტა­ცია.

• ფორ­მა, რომ­ლი­თაც კონ­ფლიქ­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ე­წო­და, ზი­ანს აყე­ნებს მა­უ­წყე­ბელს, მის შიდა სტა­ბი­ლუ­რო­ბას. მხა­რე­ებს უნდა გა­მო­ე­ჩი­ნათ თავ­შე­კა­ვე­ბა და კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბა, რათა კონ­ფლიქ­ტი არ გამ­ხდა­რი­ყო პო­ლი­ტი­კუ­რი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი­სა და ინ­სი­ნუ­ა­ცი­ე­ბის სა­გა­ნი.

• საბ­ჭო ხელ­მძღვა­ნე­ლობს მხო­ლოდ კა­ნო­ნით, ეჭვქვეშ არ აყე­ნებს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის უფ­ლე­ბას მი­ი­ღოს სა­კად­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და და­უშ­ვებ­ლად მი­იჩ­ნევს, რომ საბ­ჭოს დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­კად­რო სა­კი­თხებ­ში ჩა­რე­ვის მცდე­ლო­ბად იქ­ნას ინ­ტერპრე­ტი­რე­ბუ­ლი.

• ასე­თი კრი­ზი­სუ­ლი ვი­თა­რე­ბის შექ­მნა, იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც მა­უ­წყე­ბელ­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა მრა­ვალ­მხრი­ვი ზე­წო­ლა, მიგ­ვაჩ­ნია უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბად და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის­თვის საფრ­თხის შემ­ცვე­ლად.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი მო­უ­წო­დებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებს და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს თვალ-ყური ადევ­ნონ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს. ჩვე­ნი მხრი­დან მზად­ყოფ­ნას გა­მოვ­თქვამთ მა­უ­წყე­ბელ­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე უწყვეტ რე­ჟიმ­ში მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტერ­სე­ბულ მხა­რეს", - ნათ­ქვა­მია ლე­ვან გა­ხე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო: სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ლევან გახელაძე განცხადებას ავრცელებს

ლევან გახელაძე განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"ა.წ. 4 მარტს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ განიხილა მაუწყებელში შექმნილი ვითარება. საკითხის განხილვას წინ უძღოდა მაუწყებლის გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის მიერ ამავე ორგანიზაციის საზოგადოებრივ-პოლიტიკური დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ბერძენიშვილის თანამდებობიდან ფაქტობრივი გადაყენება და ამ უკანასკნელის მიერ გენერალური დირექტორის დადანაშაულება მისი მხრიდან სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის, პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებისა და ფინანსური გარიგების შეთავაზებაში.

ყოველივე ამას ორივე მხრიდან მოჰყვა განცხადებებისა და ბრალდებების გაცვლა როგორც მაუწყებლების ეთერის, ისე სოციალური მედიის გამოყენებით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მთავარი ფუნქცია საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე ზედამხედველობა, მაუწყებელში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და მაუწყებლის რეპუტაციის დაცვაა.

აქედან გამომდინარე სამეურვეო საბჭომ ვალდებულად ჩათვალა განეხილა ზემოთ აღნიშნული საკითხი. საბჭომ მოისმინა ორივე მხრის არგუმენტები, რის შემდეგაც საბჭოს წევრების მოთხოვნით მაუწყებლის შესახებ კანონის 321 მუხლის, 1 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად დადგა გენერალური დირექტორის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საკითხი.

მაუწყებლის შესახებ კანონის 321 მუხლის, 3 პუნქტის თანახმად საბჭომ დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლა გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი.

გადაწყვეტილების მიღებისას საბჭო ხელმძღვანელობდა შემდეგი არგუმენტებით:

• საზოგადოებრივი მაუწყებლის უმთავრესი ფუნქციაა იყოს თავისუფალი პოლიტიკური კონიუნქტურისგან და ასრულებდეს თავის ძირითად მიზანს: მიაწოდოს მოასახლეობას დაბალანსებული და მიუკერძოებელი ინფორმაცია.

• საბჭო ვალდებულია მაუწყებელი დაიცვას შესაძლო პოლიტიკური ზეგავლენებისგან და უზრუნველყოს მაუწყებლის რეპუტაცია.

• ფორმა, რომლითაც კონფლიქტი საზოგადოებას მიეწოდა, ზიანს აყენებს მაუწყებელს, მის შიდა სტაბილურობას. მხარეებს უნდა გამოეჩინათ თავშეკავება და კეთილგონიერება, რათა კონფლიქტი არ გამხდარიყო პოლიტიკური სპეკულაციებისა და ინსინუაციების საგანი.

• საბჭო ხელმძღვანელობს მხოლოდ კანონით, ეჭვქვეშ არ აყენებს გენერალური დირექტორის უფლებას მიიღოს საკადრო გადაწყვეტილებები და დაუშვებლად მიიჩნევს, რომ საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება საკადრო საკითხებში ჩარევის მცდელობად იქნას ინტერპრეტირებული.

• ასეთი კრიზისული ვითარების შექმნა, იმ პირობებში, როდესაც მაუწყებელზე ხორციელდება მრავალმხრივი ზეწოლა, მიგვაჩნია უპასუხისმგებლობად და საზოგადოებრივი ინტერესისთვის საფრთხის შემცველად.

საზოგადოებრივი მაუწყებელი მოუწოდებს საზოგადოებას, საერთაშორისო პარტნიორებს და დაინტერესებულ ორგანიზაციებს თვალ-ყური ადევნონ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს. ჩვენი მხრიდან მზადყოფნას გამოვთქვამთ მაუწყებელში არსებულ მდგომარეობაზე უწყვეტ რეჟიმში მივაწოდოთ ინფორმაცია ნებისმიერ დაინტერსებულ მხარეს", - ნათქვამია ლევან გახელაძის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს საგანგებო განცხადება

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები