Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
როდის ბრაზობს საკუთარ თავზე კახა ჯოხაძე?
როდის ბრაზობს საკუთარ თავზე კახა ჯოხაძე?

მსა­ხი­ო­ბი კახა ჯო­ხა­ძე "ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რში" ბევრ დროს ატა­რებს. ახალ სპექ­ტაკლზე მუ­შა­ობს და პრე­მი­ე­რის­თვის ემ­ზა­დე­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად აქვს "ქეთი და კო­ტეს" გა­და­ღე­ბე­ბი. ამ­ბობს, რომ წიგ­ნე­ბის წა­სა­კი­თხად ცოტა დრო რჩე­ბა. ყვე­ლა­ზე მე­ტად დრა­მა­ტურ­გია იზი­დავს, გან­სა­კუთ­რე­ბით - ან­ტონ ჩე­ხო­ვი­სა და ჟან ანუ­ის შე­მოქ­მე­დე­ბა.

პრე­ამ­ბუ­ლის მა­გი­ერ

- კახა, რო­მელ სპექ­ტაკლზე მუ­შა­ობ?

- მალე მა­ყუ­რე­ბელს სა­ი­მო­ნის "გას­რო­ლას" ვუჩ­ვე­ნებთ. სა­ი­მო­ნი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სცე­ნა­რის­ტია, თა­ვი­სი ამე­რი­კუ­ლი იუ­მო­რით. ის ვუდი ალენ­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და. სპექ­ტაკლს გი­ორ­გი ქან­თა­რია (ნუკ­რი ქან­თა­რი­ას შვი­ლი) დგამს.

- ახ­ლა­ხან გას­ტროლ­ზე იყა­ვით?

- დიახ, გას­ტრო­ლი ზეს­ტა­ფო­ნი­სა და ქუ­თა­ი­სის თე­ატ­რებ­ში გვქონ­და. ქუ­თა­ის­ში მა­ყუ­რე­ბელს ბუ­ღა­ძის "პან­თე­ო­ნი" ვუჩ­ვე­ნეთ, ზეს­ტა­ფონ­ში - რე­ი­კუ­ნის "ტაქ­სის­ტი გი­ვის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია". ორი­ვე­გან ბევ­რი მა­ყუ­რე­ბე­ლი გვყავ­და.

- "ქეთი და კო­ტე­ში" რა ხდე­ბა, ქეთი რო­გორ გყავს?

- კარ­გა­დაა. შო­რე­ნა კარ­გი პარტნი­ო­რია. ჩვენ ჯგუ­ფე­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ "ვა­კის სარ­დაფ­ში" "გვე­ლისმჭა­მელ­ში" ერ­თად ვი­თა­მა­შეთ. მე და შო­რე­ნა წლე­ბია, ვმე­გობ­რობთ, ერ­თმა­ნე­თის ოჯა­ხებ­შიც დავ­დი­ვართ.

- გა­და­ღე­ბის დროს კუ­რი­ო­ზი ხში­რად ხდე­ბა?

- საკ­მა­ოდ. რაც გა­და­ღე­ბუ­ლია, იმას ალ­ბათ სა­ა­ხალ­წლო გა­და­ცე­მა­ში აჩ­ვე­ნე­ბენ. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სა­უ­ნის სცე­ნა გვქონ­და გა­და­სა­ღე­ბი. რე­ჟი­სორს ვუ­თხა­რი, შო­რე­ნა რომ იხ­დის, გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ გვერ­დით მე რომ მი­ვუჯ­დე­ბი, მას არა­ვინ შე­ხე­დავს, თვა­ლი ყვე­ლას ჩემი არა­ათ­ლე­ტუ­რი აღ­ნა­გო­ბის­კენ გა­მო­ექ­ცე­ვა და არა მგო­ნია, ეს სე­რი­ა­ლის­თვის კარ­გი იყოს-მეთ­ქი. 45 გრა­დუს სი­ცხე­ში შორ­ტე­ბი მეც­ვა და პირ­სა­ხოც­მო­ფა­რე­ბუ­ლი დავ­დი­ო­დი. ასე­თი კომ­პლექ­სე­ბი მაქვს. ზო­გა­დად "კო­მე­დი-არხზე" თავს ძა­ლი­ან კარ­გად ვგრძნობ. ახა­ლი გა­და­ცე­მის იდე­აც მაქვს, მაგ­რამ ბო­ლომ­დე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი არ ვარ. მინ­და, ისე­თი იუ­მო­რის­ტუ­ლი სე­რი­ა­ლი გა­ვა­კე­თო, რო­მე­ლიც ჯერ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ გა­კე­თე­ბუ­ლა. ამ ეტაპ­ზე მეტს ვე­რა­ფერს გე­ტყვი.

- გა­მორ­ჩე­უ­ლად, რო­მე­ლი ჟან­რის ლი­ტე­რა­ტუ­რა გიყ­ვარს?

- დრა­მა­ტურ­გია. ჩე­ხო­ვი მიყ­ვარს. შექ­სპი­რი დიდი დრა­მა­ტურ­გია, მაგ­რამ მისი არც ერთი პერ­სო­ნა­ჟის შეს­რუ­ლე­ბა­ზე არას­დროს მი­ოც­ნე­ბია. ძა­ლი­ან მომ­წონს ჟან ანუ­ის შე­მოქ­მე­დე­ბა. "ან­ტი­გო­ნე­ში" კრე­ო­ნის როლს სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­თა­მა­შებ­დი. ძა­ლი­ან მინ­და დონ-კი­ხო­ტის თა­მა­ში, მაგ­რამ ვიცი, არ გა­მო­მი­ვა.

- რო­მე­ლი­მე პერ­სო­ნაჟს თუ ჰგავ­ხარ?

- აკუ­ტა­გა­ვას პერ­სო­ნაჟს, ამა­კა­ვა ძი­ნა­ის ვგა­ვარ. ჩემი საყ­ვა­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟია. ის ავ­ტო­რი­ტე­ტია, ქარ­თვე­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი­დან, თით­ქოს დათა თუ­თაშ­ხი­ას ჰგავს. სა­მარ­თლი­ა­ნია და არა­ვის უვი­წყებს გა­წე­ულ სი­კე­თეს. ეს თვი­სე­ბა მეც მაქვს.

- ერთ-ერთი ინ­გლი­სუ­რი ხუმ­რო­ბის მი­ხედ­ვით, ეს არის ად­გი­ლი, სა­დაც გაყ­რა წინ უს­წრებს ქორ­წი­ნე­ბას. რა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ახლა და­ი­წყო ჩემი წა­მე­ბა. ვერ ვხვდე­ბი.

- ლექ­სი­კო­ნი. ყვე­ლა­ზე კარ­გად კაბ­რი­ო­ლე­ტე­ბის გა­კე­თე­ბა ფრანგ მე­წარ­მეს, ლუის რე­ნოს გა­მოს­დი­ო­და. ეს ფაქ­ტი ექი­მებ­მა მა­შინ ახ­სნეს, როცა მის სა­მე­დი­ცი­ნო ბა­რათ­ში ჩა­ი­ხე­დეს. რა სჭირ­და რე­ნოს?

- ალ­ბათ და­ხუ­რუ­ლი სივ­რცის შიში ჰქონ­და. ასეა?

- გა­მო­ი­ცა­ნი. შენ თუ გაქვს რამე ფო­ბია?

- არა, მაგ­რამ უცხო გა­რე­მო­ში მოხ­ვედ­რა არ მიყ­ვარს. ამ დროს ვერ ვხვდე­ბი, რა უნდა გა­ვა­კე­თო, უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვვარ­დე­ბი და სა­კუ­თარ თავ­ზე ვბრაზ­დე­ბი, იქ რომ მი­ვე­დი.

- ეტ­ლმა, რო­მელ­შიც 2 ცხე­ნი იყო შებ­მუ­ლი, 10 კი­ლო­მეტ­რი გა­ი­ა­რა. რამ­დე­ნი კი­ლო­მეტ­რი გა­ი­ა­რა თი­თო­ე­ულ­მა ცხენ­მა?

- 5. რა გა­ცი­ნებს?

- აბა, კარ­გად და­ფიქ­რდი.

- (კი­თხვის გა­მე­ო­რე­ბის შემ­დეგ) 10-ს გა­ივ­ლი­და, 5 სა­ი­დან მო­ვი­ტა­ნე?

- ეს მთა ის­რა­ე­ლის დაბ­ლობ­ზე, ქვე­მო გა­ლი­ლე­ა­ში, ნა­ზა­რე­თი­დან 9 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს. მთის თავ­ზე 2 მო­ნას­ტე­რი არ­სე­ბობს - მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი და კა­თო­ლი­კუ­რი. რო­მელ მთა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ვიცი და სა­ხელს ვე­ღარ ვიხ­სე­ნებ. ეს ის მთაა, სა­დაც იე­სოს ფე­რის­ცვა­ლე­ბა მოხ­და, არა?

- ასეა, მაგ­რამ სა­ხე­ლი უნდა გა­იხ­სე­ნო.

- თა­ბო­რის მთა.

- დიახ. ქარ­თველ­თა რო­მელ ბრძო­ლა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ჯვა­როს­ნე­ბი?

- და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის დროს.

- და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­მა არა­ერ­თი ბრძო­ლა გა­მარ­თა.

- დიდ­გო­რის ბრძო­ლის დროს.

- რა ეწო­დე­ბა სამ­ხედ­რო ია­რა­ღის გა­მო­საც­დელ ად­გილს?

- პო­ლი­გო­ნი.

- რო­მე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა სწევს თოვ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რას 0 გრა­დუს­ზე მაღ­ლა?

- არ ვიცი. წყა­ლი?

- არა, მე­გო­ნა, მარ­ტი­ვი კი­თხვა და­გის­ვი.

- ნუ მაბ­ნევ, ნამ­დვი­ლად ნივ­თი­ე­რე­ბაა?

- ნამ­დვი­ლად.

- მა­რი­ლი მგო­ნია.

- "საკ­მა­რი­სია ერთი უბ­რა­ლო გა­სე­ირ­ნე­ბა ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­ში, რათა დარ­წმუნ­დე, რომ ძალა არა­ფერს ნიშ­ნავს". რო­მე­ლი ცნო­ბი­ლი გერ­მა­ნე­ლი ფი­ლო­სო­ფო­სია ამ სი­ტყვე­ბის ავ­ტო­რი?

- ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- ფრიდ­რიხ ნიც­შე. ფურ­ცელ­ზე ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით გი­წე­რია 7 7 7 7 მათ შო­რის მი­მა­ტე­ბის, გა­მოკ­ლე­ბის, გამ­რავ­ლე­ბის ან გა­ყო­ფის ნიშ­ნე­ბი ისე ჩა­წე­რე, რომ ჯამ­ში 2 მი­ი­ღო.

- (ფიქ­რობს) მა­ნამ­დე არ გვეტ­კი­ნოს არა­ფე­რი, მე ეგ ვერ გა­მო­ვიც­ნო.

- 7:7+7:7=2. ვინ გა­და­ი­ღო მულ­ტფილ­მი "ფიფ­ქია და 7 ჯუჯა"?

- უოლტ დის­ნე­იმ.

- ეს გა­მო­ჩე­ნი­ლი მეფე ტახ­ტზე 27 წლის ავი­და და 65 წელი იმე­ფა. რო­მელ მე­ფე­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მეფე იყო?

- არა.

- წა­მი­კი­თხავს, რომ ფარ­ნა­ვა­ზი დიდ­ხანს მე­ფობ­და.

- სწო­რი პა­სუ­ხია. "თით­ქოს მზეს ჩა­მო­ვარ­დნო­და", "ბრო­წე­უ­ლის ყვა­ვი­ლი­ვით ჰყვა­ო­და", "ერთი მუჭა მი­წის მიყრა ვე­რა­ვინ გა­უ­ბე­და ამ სი­ლა­მა­ზეს". რო­მელ პერ­სო­ნაჟს აღ­წერს ასე გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძე?

- მა­რი­ტას.

- ვინ არის ცნო­ბი­ლი ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლოს - "იმე­რე­თი - დე­და­ჩე­მი" - ავ­ტო­რი?

- კა­კა­ბა­ძე.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ დე­და­მი­წის გარ­შე­მო მოგ­ზა­უ­რობ. აღ­მარ­თი უფრო მეტი შეგ­ხვდე­ბა თუ დაღ­მარ­თი?

- ვერ და­მაბ­ნევ (იცი­ნის), ორი­ვე თა­ნაბ­რად იქ­ნე­ბა.

- ამ დამ­წერ­ლო­ბა­ში 40 ათას­ზე მეტი სიმ­ბო­ლოა. რო­მელ დამ­წერ­ლო­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ჩი­ნურ­ზე.

- სა­უ­დის არა­ბეთ­ში ამის მო­პო­ვე­ბა უფრო ძვი­რი ჯდე­ბა, ვიდ­რე ნავ­თო­ბის. რა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- (ფიქ­რობს) წყალ­ზე.

- შემ­დე­გი კი­თხვა კი ასე­თია: და-ძმა ერთ ოთახ­შია. და წიგნს კი­თხუ­ლობს, ძმა კომ­პი­უ­ტერ­ზე თა­მა­შობს. უეც­რად სი­ნათ­ლე ითი­შე­ბა. ძმა იძუ­ლე­ბუ­ლია, თა­მა­ში შე­წყვი­ტოს, და კი­თხვას აგ­რძე­ლებს, რო­გორ?

- მად­რო­ვეთ, უნდა დავ­ფიქ­რდე (პა­უ­ზის შემ­დეგ), მივ­ხვდი, ეს ყვე­ლა­ფე­რი დღი­სით ხდე­ბა, როცა ოთახს მზე ანა­თებს.

- "უწიგ­ნოდ თვალ­სა­წი­ე­რის ისა­რი მოკ­ლეა". ვის ეკუთ­ვნის ეს გა­მო­ნათ­ქვა­მი?

- ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს.

- ფეხ­ბურ­თი გიყ­ვარს?

- მიყ­ვარს, მაგ­რამ სა­ყუ­რებ­ლად სტა­დი­ონ­ზე არ დავ­დი­ვარ. ხალ­ხმრავ­ლო­ბა არ მიყ­ვარს.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, სტა­დი­ონ­ზე ფეხ­ბურ­თის მატჩზე და­სას­წრე­ბად შეხ­ვე­დი, ისეთ ად­გილ­ზე და­ჯე­ქი, შენ­გან მარ­ჯვე­ნა მხა­რეს იყო თბი­ლი­სის "დი­ნა­მო", მარ­ცხნივ - ზეს­ტა­ფო­ნის "ზეს­ტა­ფო­ნი". თა­მა­შის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი მარ­ჯვე­ნა მხა­რის გა­მარ­ჯვე­ბით დამ­თავ­რდა, ან­გა­რი­შით 2:1, ხოლო თა­მა­შის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი - მარ­ცხე­ნა მხა­რის სა­სარ­გებ­ლოდ 2:0. გა­მო­ი­ცა­ნი, რო­მელ­მა გუნ­დმა მო­ი­გო და რა ან­გა­რი­შით?

- (ფიქ­რობს) 4:1 დამ­თავ­რდე­ბო­და.

- რა ფე­რია თეთ­რი დათ­ვის ტყა­ვი?

- თეთ­რი.

- ცდე­ბი.

- აბა, შავი ხომ არ იქ­ნე­ბა?

- მათ მარ­თლა შავი ტყა­ვი აქვთ.

- არ მჯე­რა, ერთი სად­მე თეთრ დათვს შე­მახ­ვედ­რა, ვნა­ხავ­დი, რა ფე­რიც აქვს.

- ალექ­სან­დრე მა­კე­დო­ნე­ლის მიერ მო­წყო­ბილ ამ შე­ჯიბ­რე­ბას 41 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. გა­მარ­ჯვე­ბულ პრო­მა­ქოსს მე­ფემ გვირ­გვი­ნი სა­კუ­თა­რი ხე­ლით და­ად­გა, მაგ­რამ მან 3 დღე­ზე მეტი ვე­ღარ იცო­ცხლა. რაში მო­ა­წყო შე­ჯიბ­რე­ბა ალექ­სან­დრე მა­კე­დო­ნელ­მა?

- არ ვიცი.

- ღვი­ნის სმა­ში.

- მარ­თლა? და ის კაცი რა­ღამ მოკ­ლა?

- ძა­ლი­ან ბევ­რი და­ლია. ალ­კოჰოლ­თან რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაქვს?

- იშ­ვი­ა­თად ვსვამ. სას­მე­ლე­ბი­დან ღვი­ნო მირ­ჩევ­ნია.

- 1915 წელს ის­ლან­დი­ა­ში მშრა­ლი კა­ნო­ნი შე­მო­ი­ღეს, 1932 წელს კი მოხ­სნეს. აკ­რძალ­ვა მხო­ლოდ ერთი სა­ხე­ო­ბის სას­მელ­ზე და­ტო­ვეს, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კოს­თა აზ­რით, ქვეყ­ნის ალ­კოჰო­ლი­ზა­ცი­ას იწ­ვევ­და. რო­მელ სას­მელ­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ლუდ­ზე.

- ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის ის­ტო­რია სა­უ­კუ­ნე-ნა­ხე­ვარ­ზე მეტს მო­ი­ცავს. პირ­ვე­ლი სპექ­ტაკ­ლი 1850 წლის იან­ვარ­ში გა­ი­მარ­თა. რო­მელ შე­ნო­ბა­ში წარ­მო­ად­გი­ნეს "გაყ­რა"?

- თბი­ლი­სის კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზი­ის შე­ნო­ბა­ში.

- და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლე ჩარ­ლი ჩაპ­ლი­ნის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი: "სარ­კე ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რია. არას­დროს იცი­ნის, როცა..."

- "...ვტი­რი".

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

როდის ბრაზობს საკუთარ თავზე კახა ჯოხაძე?

როდის ბრაზობს საკუთარ თავზე კახა ჯოხაძე?

მსახიობი კახა ჯოხაძე "ახმეტელის თეატრში" ბევრ დროს ატარებს. ახალ სპექტაკლზე მუშაობს და პრემიერისთვის ემზადება. პარალელურად აქვს "ქეთი და კოტეს" გადაღებები. ამბობს, რომ წიგნების წასაკითხად ცოტა დრო რჩება. ყველაზე მეტად დრამატურგია იზიდავს, განსაკუთრებით - ანტონ ჩეხოვისა და ჟან ანუის შემოქმედება.

პრეამბულის მაგიერ

- კახა, რომელ სპექტაკლზე მუშაობ?

- მალე მაყურებელს საიმონის "გასროლას" ვუჩვენებთ. საიმონი ძალიან საინტერესო სცენარისტია, თავისი ამერიკული იუმორით. ის ვუდი ალენთან თანამშრომლობდა. სპექტაკლს გიორგი ქანთარია (ნუკრი ქანთარიას შვილი) დგამს.

- ახლახან გასტროლზე იყავით?

- დიახ, გასტროლი ზესტაფონისა და ქუთაისის თეატრებში გვქონდა. ქუთაისში მაყურებელს ბუღაძის "პანთეონი" ვუჩვენეთ, ზესტაფონში - რეიკუნის "ტაქსისტი გივის სიყვარულის ისტორია". ორივეგან ბევრი მაყურებელი გვყავდა.

- "ქეთი და კოტეში" რა ხდება, ქეთი როგორ გყავს?

- კარგადაა. შორენა კარგი პარტნიორია. ჩვენ ჯგუფელები ვიყავით. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ "ვაკის სარდაფში" "გველისმჭამელში" ერთად ვითამაშეთ. მე და შორენა წლებია, ვმეგობრობთ, ერთმანეთის ოჯახებშიც დავდივართ.

- გადაღების დროს კურიოზი ხშირად ხდება?

- საკმაოდ. რაც გადაღებულია, იმას ალბათ საახალწლო გადაცემაში აჩვენებენ. რამდენიმე დღის წინ, საუნის სცენა გვქონდა გადასაღები. რეჟისორს ვუთხარი, შორენა რომ იხდის, გასაგებია, მაგრამ გვერდით მე რომ მივუჯდები, მას არავინ შეხედავს, თვალი ყველას ჩემი არაათლეტური აღნაგობისკენ გამოექცევა და არა მგონია, ეს სერიალისთვის კარგი იყოს-მეთქი. 45 გრადუს სიცხეში შორტები მეცვა და პირსახოცმოფარებული დავდიოდი. ასეთი კომპლექსები მაქვს. ზოგადად "კომედი-არხზე" თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ახალი გადაცემის იდეაც მაქვს, მაგრამ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვარ. მინდა, ისეთი იუმორისტული სერიალი გავაკეთო, რომელიც ჯერ საქართველოში არ გაკეთებულა. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვი.

- გამორჩეულად, რომელი ჟანრის ლიტერატურა გიყვარს?

- დრამატურგია. ჩეხოვი მიყვარს. შექსპირი დიდი დრამატურგია, მაგრამ მისი არც ერთი პერსონაჟის შესრულებაზე არასდროს მიოცნებია. ძალიან მომწონს ჟან ანუის შემოქმედება. "ანტიგონეში" კრეონის როლს სიამოვნებით ვითამაშებდი. ძალიან მინდა დონ-კიხოტის თამაში, მაგრამ ვიცი, არ გამომივა.

- რომელიმე პერსონაჟს თუ ჰგავხარ?

- აკუტაგავას პერსონაჟს, ამაკავა ძინაის ვგავარ. ჩემი საყვარელი პერსონაჟია. ის ავტორიტეტია, ქართველი პერსონაჟებიდან, თითქოს დათა თუთაშხიას ჰგავს. სამართლიანია და არავის უვიწყებს გაწეულ სიკეთეს. ეს თვისება მეც მაქვს.

- ერთ-ერთი ინგლისური ხუმრობის მიხედვით, ეს არის ადგილი, სადაც გაყრა წინ უსწრებს ქორწინებას. რაზეა ლაპარაკი?

- ახლა დაიწყო ჩემი წამება. ვერ ვხვდები.

- ლექსიკონი. ყველაზე კარგად კაბრიოლეტების გაკეთება ფრანგ მეწარმეს, ლუის რენოს გამოსდიოდა. ეს ფაქტი ექიმებმა მაშინ ახსნეს, როცა მის სამედიცინო ბარათში ჩაიხედეს. რა სჭირდა რენოს?

- ალბათ დახურული სივრცის შიში ჰქონდა. ასეა?

- გამოიცანი. შენ თუ გაქვს რამე ფობია?

- არა, მაგრამ უცხო გარემოში მოხვედრა არ მიყვარს. ამ დროს ვერ ვხვდები, რა უნდა გავაკეთო, უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები და საკუთარ თავზე ვბრაზდები, იქ რომ მივედი.

- ეტლმა, რომელშიც 2 ცხენი იყო შებმული, 10 კილომეტრი გაიარა. რამდენი კილომეტრი გაიარა თითოეულმა ცხენმა?

- 5. რა გაცინებს?

- აბა, კარგად დაფიქრდი.

- (კითხვის გამეორების შემდეგ) 10-ს გაივლიდა, 5 საიდან მოვიტანე?

- ეს მთა ისრაელის დაბლობზე, ქვემო გალილეაში, ნაზარეთიდან 9 კილომეტრში მდებარეობს. მთის თავზე 2 მონასტერი არსებობს - მართლმადიდებლური და კათოლიკური. რომელ მთაზეა ლაპარაკი?

- ვიცი და სახელს ვეღარ ვიხსენებ. ეს ის მთაა, სადაც იესოს ფერისცვალება მოხდა, არა?

- ასეა, მაგრამ სახელი უნდა გაიხსენო.

- თაბორის მთა.

- დიახ. ქართველთა რომელ ბრძოლაში მონაწილეობდნენ ჯვაროსნები?

- დავით აღმაშენებლის დროს.

- დავით აღმაშენებელმა არაერთი ბრძოლა გამართა.

- დიდგორის ბრძოლის დროს.

- რა ეწოდება სამხედრო იარაღის გამოსაცდელ ადგილს?

- პოლიგონი.

- რომელი ნივთიერება სწევს თოვლის ტემპერატურას 0 გრადუსზე მაღლა?

- არ ვიცი. წყალი?

- არა, მეგონა, მარტივი კითხვა დაგისვი.

- ნუ მაბნევ, ნამდვილად ნივთიერებაა?

- ნამდვილად.

- მარილი მგონია.

- "საკმარისია ერთი უბრალო გასეირნება ფსიქიატრიულ კლინიკაში, რათა დარწმუნდე, რომ ძალა არაფერს ნიშნავს". რომელი ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსია ამ სიტყვების ავტორი?

- ვერ გიპასუხებ.

- ფრიდრიხ ნიცშე. ფურცელზე ერთმანეთის მიყოლებით გიწერია 7 7 7 7 მათ შორის მიმატების, გამოკლების, გამრავლების ან გაყოფის ნიშნები ისე ჩაწერე, რომ ჯამში 2 მიიღო.

- (ფიქრობს) მანამდე არ გვეტკინოს არაფერი, მე ეგ ვერ გამოვიცნო.

- 7:7+7:7=2. ვინ გადაიღო მულტფილმი "ფიფქია და 7 ჯუჯა"?

- უოლტ დისნეიმ.

- ეს გამოჩენილი მეფე ტახტზე 27 წლის ავიდა და 65 წელი იმეფა. რომელ მეფეზეა ლაპარაკი?

- ერთიანი საქართველოს მეფე იყო?

- არა.

- წამიკითხავს, რომ ფარნავაზი დიდხანს მეფობდა.

- სწორი პასუხია. "თითქოს მზეს ჩამოვარდნოდა", "ბროწეულის ყვავილივით ჰყვაოდა", "ერთი მუჭა მიწის მიყრა ვერავინ გაუბედა ამ სილამაზეს". რომელ პერსონაჟს აღწერს ასე გიორგი ლეონიძე?

- მარიტას.

- ვინ არის ცნობილი ფერწერული ტილოს - "იმერეთი - დედაჩემი" - ავტორი?

- კაკაბაძე.

- წარმოიდგინე, რომ დედამიწის გარშემო მოგზაურობ. აღმართი უფრო მეტი შეგხვდება თუ დაღმართი?

- ვერ დამაბნევ (იცინის), ორივე თანაბრად იქნება.

- ამ დამწერლობაში 40 ათასზე მეტი სიმბოლოა. რომელ დამწერლობაზეა ლაპარაკი?

- ჩინურზე.

- საუდის არაბეთში ამის მოპოვება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ნავთობის. რაზეა ლაპარაკი?

- (ფიქრობს) წყალზე.

- შემდეგი კითხვა კი ასეთია: და-ძმა ერთ ოთახშია. და წიგნს კითხულობს, ძმა კომპიუტერზე თამაშობს. უეცრად სინათლე ითიშება. ძმა იძულებულია, თამაში შეწყვიტოს, და კითხვას აგრძელებს, როგორ?

- მადროვეთ, უნდა დავფიქრდე (პაუზის შემდეგ), მივხვდი, ეს ყველაფერი დღისით ხდება, როცა ოთახს მზე ანათებს.

- "უწიგნოდ თვალსაწიერის ისარი მოკლეა". ვის ეკუთვნის ეს გამონათქვამი?

- ილია ჭავჭავაძეს.

- ფეხბურთი გიყვარს?

- მიყვარს, მაგრამ საყურებლად სტადიონზე არ დავდივარ. ხალხმრავლობა არ მიყვარს.

- წარმოიდგინე, სტადიონზე ფეხბურთის მატჩზე დასასწრებად შეხვედი, ისეთ ადგილზე დაჯექი, შენგან მარჯვენა მხარეს იყო თბილისის "დინამო", მარცხნივ - ზესტაფონის "ზესტაფონი". თამაშის პირველი ნახევარი მარჯვენა მხარის გამარჯვებით დამთავრდა, ანგარიშით 2:1, ხოლო თამაშის მეორე ნახევარი - მარცხენა მხარის სასარგებლოდ 2:0. გამოიცანი, რომელმა გუნდმა მოიგო და რა ანგარიშით?

- (ფიქრობს) 4:1 დამთავრდებოდა.

- რა ფერია თეთრი დათვის ტყავი?

- თეთრი.

- ცდები.

- აბა, შავი ხომ არ იქნება?

- მათ მართლა შავი ტყავი აქვთ.

- არ მჯერა, ერთი სადმე თეთრ დათვს შემახვედრა, ვნახავდი, რა ფერიც აქვს.

- ალექსანდრე მაკედონელის მიერ მოწყობილ ამ შეჯიბრებას 41 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გამარჯვებულ პრომაქოსს მეფემ გვირგვინი საკუთარი ხელით დაადგა, მაგრამ მან 3 დღეზე მეტი ვეღარ იცოცხლა. რაში მოაწყო შეჯიბრება ალექსანდრე მაკედონელმა?

- არ ვიცი.

- ღვინის სმაში.

- მართლა? და ის კაცი რაღამ მოკლა?

- ძალიან ბევრი დალია. ალკოჰოლთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- იშვიათად ვსვამ. სასმელებიდან ღვინო მირჩევნია.

- 1915 წელს ისლანდიაში მშრალი კანონი შემოიღეს, 1932 წელს კი მოხსნეს. აკრძალვა მხოლოდ ერთი სახეობის სასმელზე დატოვეს, რომელიც პოლიტიკოსთა აზრით, ქვეყნის ალკოჰოლიზაციას იწვევდა. რომელ სასმელზეა ლაპარაკი?

- ლუდზე.

- ქართული თეატრის ისტორია საუკუნე-ნახევარზე მეტს მოიცავს. პირველი სპექტაკლი 1850 წლის იანვარში გაიმართა. რომელ შენობაში წარმოადგინეს "გაყრა"?

- თბილისის კლასიკური გიმნაზიის შენობაში.

- დაბოლოს, დაასრულე ჩარლი ჩაპლინის ცნობილი გამონათქვამი: "სარკე ჩემი საუკეთესო მეგობარია. არასდროს იცინის, როცა..."

- "...ვტირი".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება