მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი კალანდაძეს ორი ბრალდება მოეხსნა
გიგი კალანდაძეს ორი ბრალდება მოეხსნა

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის ყო­ფილ უფ­როსს გიგი კა­ლან­და­ძეს, რო­მე­ლიც თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნის­ტრ ბაჩო ახა­ლა­ი­ას­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლია, სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ორი ბრალ­დე­ბა მო­ეხ­სნა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცეს­ზე მო­სა­მარ­თლე ეკა არე­ში­ძემ ნა­წი­ლობ­რივ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ნა­წი­ლის და­უშ­ვებ­ლად ცნო­ბა­ზე.

რო­გორც მო­სა­მარ­თლემ აღ­ნიშ­ნა, გიგი კა­ლან­და­ძეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რო­მელ­საც ბრა­ლი პირ­ვე­ლად გა­სუ­ლი წლის 8 ნო­ემ­ბერს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მხრი­დან წა­რედ­გი­ნა, შემ­დეგ კი - 12 და 19 ნო­ემ­ბერს პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან, ბოლო ორი ბრალ­დე­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა უნდა გა­უქ­მდეს. მო­სა­მარ­თლის გან­მარ­ტე­ბით, 8 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ გიგი კა­ლან­და­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ა­ყე­ნეს, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რად პრე­ზი­დენტს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ხელი არ ჰქონ­და მო­წე­რი­ლი.

"შე­სა­ბა­მი­სად, კა­ლან­და­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა მხო­ლოდ 5 დე­კემ­ბერს და 12 და 19 ნო­ემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით იგი მი­თი­თე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი იყო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლო მი­იჩ­ნევს, რომ საბ­რალ­დე­ბო დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც 12 და 19 ნო­ემ­ბერს არის მი­ღე­ბუ­ლი, უნდა გა­უქ­მდეს და საქ­მე­ში და­უშ­ვებ­ლად იქ­ნეს ცნო­ბი­ლი", - გა­ნა­ცხა­და ეკა არე­ში­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, უნდა გა­უქ­მდეს გიგი კა­ლან­და­ძის­თვის და­კის­რე­ბუ­ლი გი­რაო, რო­მე­ლიც მას მე­ო­რედ 10 000 ლა­რის სა­ხით შე­ე­ფარ­და და თან­ხა გენშტა­ბის ყო­ფილ უფ­როსს უკან და­უბ­რუნ­დეს.

ამას­თან, კა­ლან­და­ძე, რო­მელ­საც 8 ნო­ემ­ბერს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა, ბრალ­დე­ბუ­ლად სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლით რჩე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა გა­სუ­ლი წლის 12 და 19 ნო­ემ­ბერს წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბებს, რომ­ლე­ბიც დღეს ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­უქ­მდა, კა­ლან­და­ძეს ბრა­ლი ედე­ბო­და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა­ში და სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა­ში, რო­მე­ლიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე და 333-ე მუხ­ლე­ბით.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი, სა­დაც ბაჩო ახა­ლა­ი­ას, გიგი კა­ლან­და­ძის და სხვა ექ­ვსი პი­რის საქ­მე გა­ნი­ხი­ლე­ბა, სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა. მო­სა­მარ­თლე ეკა არე­ში­ძემ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის ნა­წი­ლი, სა­დაც მო­თხოვ­ნი­ლი იყო ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის, მე­რაბ კი­კა­ბი­ძის შე­სა­ხებ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­უქ­მე­ბა, ასე­ვე, გაგა მკურ­ნა­ლი­ძის პირ­ვე­ლა­დი ჩვე­ნე­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა და არ ცნო­ბა. ამის არ­გუ­მენ­ტად მო­სა­მარ­თლემ და­ა­სა­ხე­ლა ფაქ­ტი, რომ მკურ­ნა­ლი­ძეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში პი­რა­დად მისი ად­ვო­კა­ტი პირ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბის ზე­წო­ლის ქვეშ მი­ცე­მა­ზე სა­უბ­რობს, არ არის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი თუ რა ვი­თა­რე­ბა­ში მოხ­და მკურ­ნა­ლი­ძე­ზე ზე­წო­ლა.

ამ დრო­ი­სათ­ვის პრო­ცეს­ზე დაც­ვის მხა­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­დგე­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გიგი კალანდაძეს ორი ბრალდება მოეხსნა

გიგი კალანდაძეს ორი ბრალდება მოეხსნა

გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროსს გიგი კალანდაძეს, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებულია, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ორი ბრალდება მოეხსნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მოსამართლე ეკა არეშიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა პროკურატურის მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლად ცნობაზე.

როგორც მოსამართლემ აღნიშნა, გიგი კალანდაძესთან მიმართებაში, რომელსაც ბრალი პირველად გასული წლის 8 ნოემბერს იუსტიციის მინისტრის მხრიდან წარედგინა, შემდეგ კი - 12 და 19 ნოემბერს პროკურატურის მხრიდან, ბოლო ორი ბრალდების დადგენილება უნდა გაუქმდეს. მოსამართლის განმარტებით, 8 ნოემბრის შემდეგ გიგი კალანდაძე თანამდებობიდან გადააყენეს, თუმცა ოფიციალურად პრეზიდენტს გათავისუფლებაზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი.

"შესაბამისად, კალანდაძე თანამდებობიდან გათავისუფლდა მხოლოდ 5 დეკემბერს და 12 და 19 ნოემბრის მდგომარეობით იგი მითითებული თანამდებობის პირი იყო. აქედან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ საბრალდებო დოკუმენტები, რომლებიც 12 და 19 ნოემბერს არის მიღებული, უნდა გაუქმდეს და საქმეში დაუშვებლად იქნეს ცნობილი", - განაცხადა ეკა არეშიძემ.

მისივე თქმით, უნდა გაუქმდეს გიგი კალანდაძისთვის დაკისრებული გირაო, რომელიც მას მეორედ 10 000 ლარის სახით შეეფარდა და თანხა გენშტაბის ყოფილ უფროსს უკან დაუბრუნდეს.

ამასთან, კალანდაძე, რომელსაც 8 ნოემბერს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის შესაბამისად იუსტიციის მინისტრმა ბრალი წარუდგინა, ბრალდებულად სწორედ აღნიშნული მუხლით რჩება. რაც შეეხება გასული წლის 12 და 19 ნოემბერს წარდგენილ ბრალდებებს, რომლებიც დღეს ოფიციალურად გაუქმდა, კალანდაძეს ბრალი ედებოდა თავისუფლების უკანონო აღკვეთაში და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 333-ე მუხლებით.

სასამართლო პროცესი, სადაც ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძის და სხვა ექვსი პირის საქმე განიხილება, საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე გრძელდება. მოსამართლე ეკა არეშიძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობის ნაწილი, სადაც მოთხოვნილი იყო ერთ-ერთი ბრალდებულის, მერაბ კიკაბიძის შესახებ მტკიცებულებების გაუქმება, ასევე, გაგა მკურნალიძის პირველადი ჩვენების მტკიცებულება და არ ცნობა. ამის არგუმენტად მოსამართლემ დაასახელა ფაქტი, რომ მკურნალიძესთან მიმართებაში პირადად მისი ადვოკატი პირველი ჩვენების ზეწოლის ქვეშ მიცემაზე საუბრობს, არ არის დასაბუთებული თუ რა ვითარებაში მოხდა მკურნალიძეზე ზეწოლა.

ამ დროისათვის პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებების წარდგენა მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ