ძველი ექსპონატები საფრთხის წინაშეა - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმის საექსპონატო დარბაზში ისე წვიმს, როგორც გარეთ. 2005 წელს მუზეუმის სახურავის გარემონტებისთვის 30 000 ლარი გამოიყო, მაგრამ რამდენიმე თვეში წყალმა მაინც გამოჟონა, რის შემდეგ კვლავ მოხდა სახურავის შეკეთება. თუმცა საექსპონატო დარბაზებში ისევ ჩამოდის წვიმის წყალი და ლარნაკებში გროვდება. შვიდი ათასი წლის წინანდელი, ნეოლითური ხანის ქვის იარაღები, ადრეული, შუა და გვიანი ბრინჯაოს კოლხური კულტურის შესანიშნავი ნიმუშები, კოლხური ცულების კოლექციები შესაძლოა, გაფუჭდეს და ისტორიულ მუზეუმი ექსპონატების გარეშე დარჩეს.